ედგარს რინკევიჩი: იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის მოსაზრებები კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ სამივე ქვეყანაზე პოზიტიური იქნება
ედგარს რინკევიჩი
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
პირველ რიგში, ჩვენ ველოდებით ევროკომისიის დასკვნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა იცოდნენ რეფორმების თვალსაზრისით, რომელი ქვეყანა სად დგას, - ამის შესახებ ედგარს რინკევიჩმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას სპეციფიკური სიტუაცია აქვს, რადგან ქვეყანა დღეს რუსეთის აგრესიის მსხვერპლია და მას სოლიდარობა სჭირდება. მან ასევე რეფორმების თვალსაზრისით საქართველოსა და მოლდოვას პროგრესს გაუსვა ხაზი.
„მე ვიცი, რომ საქართველოს და მოლდოვას რეფორმების კუთხით პროგრესი აქვთ. რაც შეეხება ლატვიის პოზიციას, ჩვენ ავტომატურად არ მოვითხოვთ კანდიდატის სტატუსს სამივე ქვეყნისთვის, ვფიქრობთ რომ ეს დიდწილად იქნება დამოკიდებული ევროკომისიის დასკვნაზე. ლატვიაში მთავრობაში, პარლამენტში და საზოგადოებაში ფიქრობენ, რომ უკრაინას სჭირდება ახლა ეს ძლიერი პოლიტიკური სიგნალი. დებატები ევროპულ საბჭოში შედგება. ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც უკრაინის კანდიდატობას არ უჭერენ მხარს, რომ აღარაფერი ვთქვათ საქართველოსა და მოლდოვაზე. არიან ქვეყნები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების პროცესი არ დასრულებულა. ძირითადი დებატები ამ საკითხზე ივნისის ბოლოს ევროპული საბჭოს სამიტზე შედგება. მსჯელობა იქნება ძალიან სერიოზული.
გადაწყვეტილებას სჭირდება კონსენსუსი. მაგალითად, თუ ერთი ქვეყანა და ამ შემთხვევაში უკრაინა გატეხს ყინულს, მაშინ, ვფიქრობ, დანარჩენ 2 ასოცირებულსაც მისცემს ამით შესაძლებლობას. რეფორმების თაობაზე ძალიან მნიშვნელოვანი შეფასება გაკეთდება. ტურინში შეხვედრაზე ამ თემაზე საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან მოკლე შეხვედრისას საუბარი მქონდა. უკრაინისთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება მორალური ე.წ. ბუსტერი იქნება. უკრაინამაც უნდა იცოდეს, რომ კანდიდატის სტატუსი ავტომატურად ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი მოლაპარაკებებზე პროგრესს არ ნიშნავს. მოლაპარაკებების დაწყებასაც შეთანხმება სჭირდება. მე იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის მოსაზრებები იქნება პოზიტიური სამივე ქვეყანაზე. თუ კომისია ობიექტურად მიუთითებს ზოგიერთ საკითხზე, მაშინ უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან მეგობრობის მიუხედავად, კანდიდატის სტატუსს ვერ მოვითხოვთ“, - განაცხადა რინკევიჩმა.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 10:29
მსოფლიო
POLITICO: ესპანეთის პრემიერი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას მიგრაციული კრიზისის დაწყებიდან 26-ე დღეს იწვევს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სეუტეში შექმნილ მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომას გამართავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 10:23
კულტურა
ნიკოლას ჰოლტს „ჰარი პოტერში“ კიტ ჰარინგტონი ჩაანაცვლებს
კიტ ჰარინგტონი ტელესერიალ „ჰარი პოტერის“ სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა. ცნობილია, რომ ის HBO-ს შოუში პროფესორ გილდეროი ლოკჰარტის როლს შეასრულებს. ჰარინგტონი ამ როლზე ცოტა ხნით ადრე დამტკიცებულ ნიკოლას ჰოლტს ჩაანაცვლებს, რომელიც სერიალის მეორე სეზონში გადაღებას სხვა პროექტში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს. ჰარინგტონი, რომელიც ცნობილია ჯონ სნოუს როლით სერიალში „სამეფო კარის თამაშები“.
25 აგვისტო 2026, 10:23
ეკონომიკა
2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაგრძო საერთაშორისო რეზერვების შევსება. 2026 წლის ივლისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი ივლისის მდგომარეობით 7.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:39
სპორტი
აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
25 აგვისტო 2026, 09:27
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.
25 აგვისტო 2026, 09:24
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება
ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
25 აგვისტო 2026, 09:19
მსოფლიო
Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ წარუდგინა.
25 აგვისტო 2026, 09:13
პოლიტიკა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.
25 აგვისტო 2026, 09:10
პოლიტიკა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას უკრაინის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:06
პოლიტიკა
საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას
საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ასევე ავსტრალია, კანადა, ჰონდურასი, ისლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, პანამა და სამხრეთ კორეა უჭერენ მხარს.
25 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 04:23
მსოფლიო
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
25 აგვისტო 2026, 04:14
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:57
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:40
მსოფლიო
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
25 აგვისტო 2026, 03:24
მსოფლიო
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.
25 აგვისტო 2026, 03:16
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.
25 აგვისტო 2026, 03:04
მსოფლიო
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 02:51
მსოფლიო
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.


