ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომლებიც დღესაც ხორციელდება
ირაკლი კობახიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
„ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომლებიც დღესაც ხორციელდება „ქართუ“ ფონდის მიმართ და აქედან ჩანს რეალურად მათი საბოლოო ინტერესი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას როგორი ისტერიკაც ჰქონდა, 2011 წელს, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, დააფუძნა „ქართული ოცნება“, ასეთივე ისტერიკა აქვთ დღეს, პოლიტიკიდან გასული ადამიანის მიმართ.
„ცოტა პათოლოგიურიც არის ეს ყველაფერი, 2011 წელსაც ამით დაიწყეს ბრძოლა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თეფშებს აყადაღებდნენ, სატელიტურ თეფშებს, ანგარიშებზე არაფერს ვამბობ და აბურდით გაჩერებული ინკასატორის მანქანები და ა.შ. სრულიად სამარცხვინო ისტერიული ნაბიჯები, როგორი ისტერიკაც ჰქონდათ, 2011 წელს, მაშინ როდესაც ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა პოლიტიკაში, დააფუძნა „ქართული ოცნება“ ასეთივე ისტერიკა აქვთ დღეს, პოლიტიკიდან გასული ადამიანის მიმართ. ერთ რამეს ვიტყვი კიდევ საინტერესოს ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით, რაც რეზოლუციაში არის ნახსენები და რაზეც ისინი საუბრობენ. თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც ბატონი ბიძინა გადიოდა პოლიტიკიდან, მან გააკეთა განაცხადი მის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით და თქვა, რომ გარდა 200 მილიონისა, რომელიც რჩებოდა მისი ოჯახის გამგებლობაში, მთელი დანარჩენი რესურსი, ყველა აქტივი იგულისხმებოდა მათ შორის ის აქტივები, რომლებიც უკავშირდება „კრედიდ სვისის“ თანხების დაბრუნებას და ა.შ. ყველა სხვა თანხა ამ 200 მილიონის ზემოთ უნდა ყოფილიყო მიმართული, ეს იყო მისი გადაწყვეტილება რაც ძალაშია ბუნებრივია, მას ეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია, უნდა ყოფილიყო მიმართული მთლიანად საქველმოქმედო მიზნებისათვის, გადადის “ქართუ“ ფონდში და იქიდან იხარჯება ქველმოქმედებაზე. როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ იქ რაღაც შვეიცარიაში ანგარიში უნდა გაყინონ თუ თუ რა უნდა ქნან, ერთადერთი იყო პრაქტიკული სანქცია რაზეც შეიძლება მათ ისაუბრონ ეს არის ხომ? პრაქტიკულად ისედაც იქნებოდა ნებისმიერი სანქცირება პირდაპირ ხალხის დასანქცირება. 3 მილიარდი აქვს ამ კაცს დახარჯული ქველმოქმედებაზე მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ აქ ნახეთ რა საინტერესო სიტუაცია გვაქვს, პირდაპირ ასანქცირებენ ხალხს ბიძინა ივანიშვილს აქვს თავისი კონკრეტული თანხა, 200 მილიონი, რომელიც არის ოჯახის გამგებლობაში, ყველა დანარჩენი თანხა, რაც შეიძლება შემოვიდეს, მათ შორის შვეიცარიიდან საქართველოში პირდაპირ ხმარდება ქველმოქმედებას. ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ ხალხის სანქცირებას, მაგალითად რის სანქცირებას, რაზე იხარჯებოდა გახსოვთ მაგალითად ეს საქველმოქმედო თანხები, ეს იყო ტაძრების აღდგენა თეატრების მშენებლობა და ა.შ., უამრავი პროექტი იყო, ახლაც მიმდინარე პროექტებია, ანუ ამ პროექტების გაჩერებას ნიშნავს, რეალურად ასეთი გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება პირდაპირ არის ხალხზე დადებული სანქცია, იმ საქველმოქმედო პროექტებზე დადებული სანქცია, რომელიც დღესაც ხორციელდება „ქართუ ფონდის“ მიმართ და აქედან ჩანს რეალურად მათი საბოლოო ინტერესი. ესენი პირდაპირ მტრობენ ხალხს, მათი ერთადერთი სურვილი არის და ბოლოს მივდივათ ისევ ომამდე, ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ პირდაპირ თვალდახუჭული წავიდნენ ომზე. ეს ყველაფერი არ ვიცი, როგორ შეიძლება შეფასდეს მთავარი მათთვის დამახასიათებელი ნიშანი არის ის, რომ მათ აქვთ ნულოვანი პატრიოტიზმი, ეს ქვეყანა არ უყვართ, პირდაპირ ემტერებიან, იმ ფრაზებს აღარ გავიხსენებ ტრადიციებს, ქვეყანას, ეკლესიას, ყველაფერს მტრობენ აბსოლუტურად პირდაპირი ფრაზები არა ერთი მოგვისმენია ამასთან დაკავშირებით. ამას უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი სიმართლე, ისინი თავისას ვერ გაიტანენ, ეს გამორიცხულია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
11 მარტი 2026, 09:16
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: ომი ჩვენს კარსაა მომდგარი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომი უნგრეთის კარსაა მომდგარი.
11 მარტი 2026, 09:00
მსოფლიო
BBC: ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს
კანადის ქალაქ ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
11 მარტი 2026, 08:30
პოლიტიკა
ზუკა რურუა: გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის
„გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის. არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ხშირად დაარღვია „ვენის კონვენცია“. ეს აუცილებლად არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი უშუალოდ გერმანიის სახელმწიფოსგან. სწორედ ამაზეა კითხვები გერმანიის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ მის მიმართ“, - აღნიშნა რურუამ.
11 მარტი 2026, 08:26
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ლოგიკურია, როდესაც გერმანიაში ისმება კითხვები, თუ რა თანხა შემოდის საქართველოში, ან უნდათ რომ დაიხარჯოს და რაზე საუბრობს პეტერ ფიშერი
კითხვები, რომლებიც AFD-ს ოფიციალურ ბერლინთან აქვს, ქართულმა მხარემაც არაერთხელ დასვა, მათ შორის გერმანიის ელჩთან ფიშერთან. რატომ აცხადებს ანტიდემოკრატიულად ქართულ კანონებს და რატომ აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გერმანია - სწორედ ამ კითხვებით მიმართა გერმანიის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ ხელისუფლებას.
11 მარტი 2026, 08:18
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ
„ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველო არღვევს სასანქციო რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე“, - აღნიშნა ბითაძემ.
11 მარტი 2026, 08:08
პოლიტიკა
დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება
მოგეხსენებათ, ისინი არიან ფასწარმოქმნის ჯაჭვში მესამე, დამაგვირგვინებელი რგოლი. სწორედ ისინი საზღვრავენ საბოლოო ფასს, რომელსა ჩვენი მომხმარებელი იხდის. გვინდა გავერკვეთ თუ რა ტიპის კომერციული ურთიერთობები არსებობს ჯაჭვი, რეალურად როგორ ფორმირდება ფასი. დავინახავთ სრულ სურათს როგორ ფორმირდება ფასი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.
11 მარტი 2026, 08:00
რეგიონი
კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
11 მარტი 2026, 04:17
მსოფლიო
AXIOS: ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან
ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 მარტი 2026, 01:50
მსოფლიო
ისრაელური გამოცემა Ynet: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას
ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას, - წერს ისრაელური გამოცემა Ynet-ი.
11 მარტი 2026, 01:19
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს - ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ სპექტრს შორის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, - ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.
11 მარტი 2026, 00:56
სპორტი
ქართველმა პარასპორტსმენებმა თბილისში პარაძალოსნობის 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს
სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართა პარაძალოსნობაში. ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 12 მედალი: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.
11 მარტი 2026, 00:55
მსოფლიო
ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი
ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
11 მარტი 2026, 00:46
სპორტი
თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა - კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბრინჯაო კონსტანტინე პეტრიაშვილმა 97 კგ, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი 57 კგ, გიორგი გოგრიჭიანმა კი 79 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.
11 მარტი 2026, 00:15
მსოფლიო
ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას.
10 მარტი 2026, 23:57
მსოფლიო
CNN: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო
აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
10 მარტი 2026, 23:42
მსოფლიო
თეთრი სახლის სპიკერი: აშშ უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად
თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად“.
10 მარტი 2026, 23:29
მსოფლიო
CNN: ფასების ზრდის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ
ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.
10 მარტი 2026, 23:21
მსოფლიო
CNN: თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას, - განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.
10 მარტი 2026, 23:16
მსოფლიო
Apple-მა რუსეთში „ჭკვიანი საათების" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა
სასაქონლო ნიშნის „Connect to Apple Watch“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია "Apple Inc."
10 მარტი 2026, 22:55
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი
ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.


