13 ივნისი 2022, 14:45 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აკერმანისეულ მძევლობაში ნულის ტოლია

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

დღეს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ სოროსეულ/აკერმანისეულ მძევლობაში - ნულის ტოლია. რა თქმა უნდა ამ მძევლობაში თავის შეყოფა, არანაირად არ აწყობს საქართველოს, რომელიც ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე ამ მძევლობიდან გამოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერს და რა თქმა უნდა უკან დაბრუნება მისთვის გამორიცხულია- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

„მსოფლიო მართლწესრიგის მოძველებული, მახინჯი და თვითლიკვიდაციისაკენ მიმართული კონტურები უკვე მკაფიოდ გამოაშკარავდა, ხოლო ახალი არქიტექტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, რომლის თვითმხილველი და მონაწილე - საქართველოც არის. დავოსში ჩატარებულმა ფორუმმა ამ მიმდინარე პროცესების საწინააღმდეგო პოლუსებზე მყოფი ორი ლამის ასწლოვანი "მასტოდონტი" - ჯორჯ სოროსი და ჰენრი კისინჯერი კიდევ ერთხელ დაუპირისპირა ერთმანეთს. აქედან ეს პირველი - დამანგრეველი, მცირევადიანი ეფექტის მქონე, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში გარდაუვალი დამარცხებისკენ განწირული იდეოლოგიის პოლიტიკურ იარაღად გადაქცევის ავტორია, რომლის პროექტები: სერბიაში, ბოლივიაში, საქართველოში, ბელარუსსა და უკრაინაში, მართალია, გარდამავალი შუალედური "წარმატებით" და ამ ქვეყნებში ამა თუ იმ მასშტაბის ტრაგედიების გამოწვევით, მაგრამ მაინც კრახით დაგვამახსოვრეს თავი. ერთ-ერთი უკანასკნელი - ამჟამად უკრაინაში ვითარდება. დღეს ამ იარაღის მძევლობის ქვეშ იმყოფება აშშ-ს მოსახლეობის ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ეწინააღმდეგება საკუთარ ქვეყანაში ამ ძალის მიერ ხელისუფლების უზურპაციას. დღეს ამ ძალების მძევლობის ქვეშ არის აყვანილი ევროკავშირის დიდი ნაწილი, რისი ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და მკაფიო გამოხატულება იყო საქართველოსთან მიმართებაში მიღებული რეზოლუცია, როდესაც პოლიტიკური გათვლა, პრაგმატიზმი და მიზანშეწონილობა ზვარაკად იქნა შეწირული ამ მახინჯი, რეალ-პოლიტიკისაგან დაშორებული, იდეოლოგიური "გველეშაპის" სასარგებლოდ. დღეს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ამ სოროსელ/აკერმანისეულ მძევლობაში - ნულის ტოლია. ამ მძევლობიდან გათავისუფლებას დღეს მოულოდნელად ელის ამერიკის საზოგადოების უმეტესი ნაწილი, ამ მძევლობიდან გამოსვლა - ევროპის სასიცოცხლო ინტერესებში შედის და ამისკენ მოუწოდებს ფაქტობრივად EU-ს რომის პაპი ფრანცისკო. და რა თქმა უნდა - ამ მძევლობაში თავის შეყოფა, არანაირად არ აწყობს საქართველოს, რომელიც ადგილობრივ, ლოკალურ დონეზე ამ მძევლობიდან გამოვიდა 2012 წლის 1 ოქტომბერს და რა თქმა უნდა - უკან დაბრუნება მისთვის გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, თუ რა გაშმაგებით იბრძვის ამისთვის ეს საერთაშორისო "მეტასტაზა" - ხან ჩვენი ომში ჩათრევის, ხან სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის გზით - ეს გზა ჩვენთვის არის გამორიცხული! მაგრამ, მინდა ამერიკელი და ევროპელი "მძევლები" და ჩვენი სიტუაციური ძმებიც ვანუგეშო - მსოფლიო ახალი მართლწესრიგი სულ მალე ჩაანაცვლებს ამ სიმახინჯეს, სწორედ ამაზე საუბრობდა დავოსში 100 წლის ბრძენი კისინჯერი, ხოლო ჩვენ აქ, საქართველოში ამის შესახებ სულ სხვა, გაცილებით უფრო სანდო, ზეციური წყაროებიდან ვიცით“- წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

რობერტ ქოჩარიანი

27 აგვისტო 2026, 10:15

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:14

სპორტი

„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.

27 აგვისტო 2026, 10:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

წვიმიანი ამინდი

27 აგვისტო 2026, 10:10

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

27 აგვისტო 2026, 10:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში

27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

27 აგვისტო 2026, 09:46

საზოგადოება

ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.

27 აგვისტო 2026, 09:37

საზოგადოება

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:31

საზოგადოება

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.

27 აგვისტო 2026, 09:16

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.

ზურაბ დარჩიაშვილი ბარბარა ფოსი

27 აგვისტო 2026, 09:08

პოლიტიკა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.

27 აგვისტო 2026, 09:00

სამართალი

სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 21:03

მსოფლიო

POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა

უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.