15 ივნისი 2022, 14:18 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობაიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა.

„შევეხებით თითოეულ მათგანს:
- 19 აპრილის შეთანხმების ანულირება. სალომე ზურაბიშვილს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, რომ ამ შეთანხმებას მეორე მხარემ - ნაციონალურმა მოძრაობამ 100 დღის განმავლობაში არ მოაწერა ხელი და მმართველმა პარტიამ ის ანულირებულად მხოლოდ ამის შემდეგ სრულიად სამართლიანად გამოაცხადა. ამ 100 დღის მანძილზე, ჩვენ არ გვახსენდება სალომე ზურაბიშვილის, ენჯეოების თუ საერთაშორისო პარტნიორების არცერთი მკვეთრი თუ თუნდაც ნაკლებად მკვეთრი მოწოდება 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. რატომ არ მოუწოდებდა ნაციონალურ მოძრაობას არავინ 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი მოეწერა, ამის შეფასება საზოგადოებისთვის მიგვინდია;
- 5 ივლისის ძალადობის არასათანადო გამოძიება. სტატისტიკას აღარ გავიმეორებთ, თუმცა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 5 ივლისის საქმეზე გამოძიება მყისიერად დაიწყო, სათანადოდ წარმიმართა და არაერთი ადამიანი იქნა დაკავებული და დაპატიმრებული. ამ შემთხვევაშიც სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორე იგივე, რასაც აკეთებენ ჩვენი ოპონენტები რადიკალური ოპოზიციიდან და სამართალდამცავ ორგანოებს საქმის არასათანადო გამოძიება ყოველგვარ კონკრეტულ ფაქტზე მითითების გარეშე დააბრალა;
- 75 მილიონის მოცულობის კრედიტზე უარის თქმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოსაყოფი 75 მილიონი იყო არა გრანტი, არამედ კრედიტი და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის გამო, საქართველოს მთავრობამ დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღებაზე სრულიად დასაბუთებულად თქვა უარი. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რა კავშირი აქვს კრედიტზე უარის თქმას ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან, სრულიად გაუგებარია;
- გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილებაზე უარის თქმა. შეგახსენებთ, რომ 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული იყო გენერალური პროკურორის არჩევის უპრეცედენტო, აბსურდული წესის შემოღება. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ პარლამენტში წარმოვადგინეთ უტყუარი არგუმენტები, რაზეც ოპოზიციამ ვერცერთი, ვიმეორებთ - ვერცერთი სამართლებრივი არგუმენტით ვერ გვიპასუხა. შესაბამისად, ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან ამ გარემოებას ვერავითარი კავშირი ვერ ექნება;
- არჩევნების წინ ფარული ჩანაწერების გავრცელება. კარგი იქნებოდა, სალომე ზურაბიშვილს ისიც ეხსენებინა, რომ ეს ჩანაწერები არჩევნების წინ არა მმართველმა პარტიამ, არამედ ოპოზიციამ გაავრცელა. ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, ვინ განახორციელა და შემდეგ, ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერები. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, სწორედ ჩვენ ვართ დაინტერესებული, ამ საქმეზე გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად წარიმართოს;
- მოსამართლეთა კონფერენციის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა. სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საბჭოს წევრები კონფერენციამ, 300-ზე მეტმა მოსამართლემ კანონმდებლობის სრული დაცვით აირჩია და ეს რომ არ გაეკეთებინა, დღეს ქვეყანას ფუნქციონირებადი იუსტიციის საბჭო არ ეყოლებოდა. სწორედ ეს იყო რადიკალური ოპოზიციის ინტერესი და რატომ იზიარებს ამ ინტერესს სალომე ზურაბიშვილი, ჩვენთვის გაუგებარია;
- ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილება. საქართველოს პარლამენტმა შეამსუბუქა ცესკოს წევრების არჩევის უპრეცედენტო და აბსურდული წესი და ის შესაბამისობაში მოიყვანა საერთაშორისო სტანდარტებთან, რაზეც სალომე ზურაბიშვილთან წინასწარი კონსულტაციებიც გავიარეთ. ასეთ პირობებში, აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილის შესაბამისი განცხადება მხოლოდ პოლიტიკურადაა მოტივირებული;
- უზენაესი სასამართლოს 4 მოსამართლის არჩევა. ამ შემთხვევაშიც, კანდიდატების წარდგენა და არჩევა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელიც არა მხოლოდ სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან, არამედ, სირთულისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ევროკავშირის წევრი ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობას უსწრებს. გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას ქონდა პოლიტიკური ინტერესი, უზენაესი სასამართლო სრულად არ დაკომპლექტებულიყო და ფუნქციონირებაში სირთულეები შექმნოდა. თუმცა, რატომ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს სალომე ზურაბიშვილი, ესეც გაუგებარია;
- სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სამსახური არ გაუქმებულა, არამედ ორ ნაწილად გაიყო, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს სრულად შეესაბამებოდა. აქედან გამომდინარე, ინსტიტუციურად არათუ არაფერი გაუარესებულა, არამედ, პირიქით, სისტემა, უფრო რაციონალურად მოწესრიგდა. პრეზიდენტს სიტყვაც არ დაუძრავს იმის შესახებ, რომ ორი ასეთი სამსახურის ერთად არსებობის პრეცედენტი მსოფლიოში არ ფიქსირდება. შესაბამისად, კრიტიკა ამ შემთხვევაში სრულად არის საფუძველს მოკლებული;
- გვარამიას „უდროო“ დაკავება. ამაზე რაიმე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მქონე პირი პირდაპირ მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა უნდა განეხორციელებინა, ეს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს;
- მიყურადების კანონის მიღება. საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ამ კანონის მეორე მოსმენით განხილვა გადავდეთ 2 კვირით, რათა ოპოზიციას, ენჯეოებს და საერთაშორისო პარტნიორებს კანონის წინააღმდეგ არგუმენტები წარმოედგინათ. თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ამგვარი არგუმენტები, ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინა. მეტიც, მეორე მოსმენის დროს, პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი სიტყვითაც კი არ გამოსულა. ასეთ დროს, პარლამენტს სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა მიეღო კანონი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამგვარად, სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების მესიჯის გასამყარებლად. დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

29 მაისი 2026, 01:00

მსოფლიო

კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები უნდა გაუგზავნოს

ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ დადებითად უნდა უპასუხოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შესახებ, რათა უკრაინის დედაქალაქი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ესკალაციისა და დაბომბვებისგან დაიცვას.

დავით ლორთქიფანიძე

29 მაისი 2026, 00:15

პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც

სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ.

დავით ლორთქიფანიძე

29 მაისი 2026, 00:05

პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე ოპოზიციის აქციაზე: 26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში

26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ, რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ ოპოზიციის აქციაზე საუბრისას.

დავით ლორთქიფანიძე

28 მაისი 2026, 23:51

პოლიტიკა

დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე: პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ

პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია [2011 წლის 26 მაისი], რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ნაციონალების და მათი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ქართულ ფენომენს არ იცნობენ.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 მაისი 2026, 23:50

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოში: ეს განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა

კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ქადაგიშვილი

28 მაისი 2026, 23:35

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ მუდამ რევოლუციაზე აპელირებს

„ამდენად, მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ ასეთი რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ის მუდამ აპელირებს იმაზე, რომ რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია... ამით მას უნდა, რომ თავისი თავი, როგორც ლიდერი წარმოაჩინოს და მეორე მხრივ, რეალურადაც ხედავს, რომ ამ ოპოზიციას დღეს არჩევნებით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.

პეტერ მადიარი მარკ რუტე

28 მაისი 2026, 23:34

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის

ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

ირაკლი ქადაგაშვილი

28 მაისი 2026, 23:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება

ეს მძიმე ფაქტი [pოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევაა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.

28 მაისი 2026, 23:25

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის

პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 23:06

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.

სკოტ ბესენტი

28 მაისი 2026, 22:46

მსოფლიო

აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

28 მაისი 2026, 22:35

რეგიონი

დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 22:31

მსოფლიო

კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება

მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

28 მაისი 2026, 22:16

სპორტი

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო

სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

28 მაისი 2026, 21:00

კულტურა

საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.

28 მაისი 2026, 20:53

საზოგადოება

ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.

28 მაისი 2026, 20:46

პოლიტიკა

განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.

28 მაისი 2026, 20:40

საზოგადოება

„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.

28 მაისი 2026, 20:32

პოლიტიკა

ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.

28 მაისი 2026, 20:25

პოლიტიკა

ოპოზიციისთვის ბლაჟევიჩის სცენარმაც არ გაამართლა - აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ალიანსი შესრულებული მითითების უკუეფექტს იმკის, მხარდამჭერთა რაოდენობას კი მეორე დღეა სხვადასხვა მეთოდით ითვლის. აქციის ორგანიზატორებს ტყუილში ადანაშაულებს იმ მანქანის მძღოლი, რომელსაც რუსთაველზე აპარატურა მიატანინეს.