imedi /  17 ივნისი 2022, 00:40 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი და ეჭვებს აჩენს მთელი ეს მოცემულობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის ჩვეულებრივი რეზიდენტი და აგენტი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება ხოშტარიას. ის რომ არ ამბობდეს, რომ ყველაფერი რუსული მისთვის არის კანკალის მომგვრელი, გულისამრევი და ამავდროულად, როდესაც ის ომის დროს რუსულ ფულს იღებს და ბინებს ყიდულობს ამ ფულით, აქ არის ცალსახად ორმაგი სტანდარტი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო ქალი და ეჭვებს აჩენს მთელი ეს მოცემულობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის არის ჩვეულებრივი რეზიდენტი და აგენტი, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უფრო მეტად დაინტერესდებოდა ამ თანხების წარმომავლობით იმის გამო, რომ მოცულობა არის საკმაოდ დიდი და რამდენად შეესაბამება ეს მოცულობა იმ მიზნობრიობას, რომელზეც საუბრობენ ეს არის სანახავი მით უმეტეს, რომ რაც იყო ინფორმაცია ეს არ არის ჰონორარი.

მისივე თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებს ორმაგი სტანდარტებით, რაც მათ ქცევებში გამოიხატება.

„თქვენ გახსოვთ, როცა ბუბა კიკაბიძემ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე რუსულად იმღერა ჩვენ ამაზე კამპანია არ ავაგეთ იმიტომ, რომ პატივი ვეცით მას, როგორც გამორჩეულ მსახიობს, შემოქმედს და მომღერალს, თუმცა ამისთვის საფუძველი იყო. მაგრამ, როდესაც სალომე სამადაშვილი გეუბნება, რომ ყველაფერ რუსულზე აკანკალებს და პირველი რიგიდან მშვიდად უყურებს როგორ მღერის რუსულად ბუბა კიკაბიძე და შეწყვეტას არ ითხოვს ეს აჩენს კითხვებს მინიმუმ ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით. იგივე, „ნაცმოძრაობის“ გამგეობის წევრი, ახალი სახე რეზო ჩომახიძეს, ასევე მასაც პატივს ვცემთ იმიტომ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო, გამორჩეული წყალბურთელი იყო მსოფლიოში, მის მიმართაც არავითარი კამპანია აგვიწევია. დასახელებული იყო “ნაცმოძრაობის“ მიერ ახალ სახედ და დღეს, რუსეთში, ომის მერე წვრთნის ერთ-ერთ კლუბს. არ ვაპირებთ ამაზე ისტერიკის ატეხვას, მაგრამ ნახეთ „ნაცმოძრაობის“ სტანდარტები რა არის. თორნიკე შენგელია, რომელიც ჩვენთვის არის საამაყო კალათბურთელი, ნაკრების კაპიტანი, ყველაფერი იკადრეს მის მიმართ, როდესაც გადავიდა რუსეთში სათამაშოდ და მათი ახალი სახე, გამგეობის წევრი ომის შემდეგ მიდის რუსეთში გუნდის გასაწვრთნელად და ხმას არ იღებენ. ორმაგ სტანდარტზეა საუბარი თორემ არც ჩომახიძის მიმართ ვიკადრებ და არც სხვის მიმართ ასეთ რაღაცას“,- განაცხადა კობახიძემ.

დღეს „ქრონიკამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება.

მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.

ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

ყველა სიახლე

13 აგვისტო 2026, 11:48

საზოგადოება

GCCA-მა „ხეირი ნახე“ სააგენტოს გადაწყვეტილების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, საქმის შესწავლის შედეგად, ი/მ ნიკოლოზ ჩახაიას („ხეირი ნახე“) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აგვისტო 2026, 11:44

მსოფლიო

ზელენსკი: მოგვყიდეთ აშშ-ის Patriot-ების რაკეტების მარაგის 10% და ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ

უკრაინას რუსეთის მზარდი ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმების შესაჩერებლად აშშ-გან სასწრაფოდ საჭირო რაკეტების მხოლოდ მეათედი აქვს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში.

დავით კიკნაძე

13 აგვისტო 2026, 11:27

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ გააკეთა.

აბას არაღჩი

13 აგვისტო 2026, 11:14

მსოფლიო

აბას არაღჩი: საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას თავი უნდა დაანებონ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში საფრანგეთი მწვავედ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საფრანგეთის მსგავსმა ქვეყნებმა თავი უნდა დაანებონ მსოფლიოსთვის „ადამიანის უფლებებისა“ და საერთაშორისო სამართლის შესახებ ჭკუის სწავლებას.

13 აგვისტო 2026, 11:13

საზოგადოება

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხელმძღვანელებს, გაერთიანებულია შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ესტონეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ჩრდილოეთი მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უკრაინა და თურქეთი.

13 აგვისტო 2026, 11:12

რეგიონი

12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს პარტნიორობის ფარგლებში, 12 აგვისტოს, ქუთაისში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 10:57

მსოფლიო

ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტი დაიხურა

ეტნას ამოფრქვევის გამო სიცილიის აეროპორტების მუშაობა უკვე რამდენიმე დღეა სერიოზულად არის შეფერხებული. ცვლილებები ასობით რეისს შეეხო - ნაწილი გაუქმდა ან გადაიდო, თვითმფრინავების ნაწილი კი კატანიიდან პალერმოსა და კომიზოს აეროპორტებში გადამისამართდა. მგზავრები იუწყებიან გადატვირთული მატარებლებისა და ალტერნატიულ აეროპორტებამდე მიღწევის მცდელობისას ტაქსის ფასების მკვეთრი ზრდის შესახებ.

13 აგვისტო 2026, 10:48

კულტურა

ომში მყოფ ქვეყნებში „ევროვიზიის“ ჩატარება აიკრძალება

EBU-ს ასევე შეუძლია გამარჯვებული ქვეყნის რეგიონში არსებული უსაფრთხოების სიტუაციის დამოუკიდებელი შეფასება შეუკვეთოს. ასეთი შეფასების შემდეგ ორგანიზაცია გამართავს კონსულტაციებს, რათა დაადგინოს, შეუძლია თუ არა გამარჯვებულ მაუწყებელს კონკურსის უსაფრთხოდ ჩატარება.

13 აგვისტო 2026, 10:42

მსოფლიო

Reuters: პუტინი კურილის კუნძულებზე ჩავიდა, რამაც იაპონიის პროტესტი გამოიწვია

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შორეულ აღმოსავლეთში მოგზაურობის ფარგლებში კუნძულ იტურუპზე ჩავიდა, რომელსაც იაპონია თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

13 აგვისტო 2026, 10:34

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს

უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს, - წერს სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით რადიკალების გამოხმაურებებზე.

13 აგვისტო 2026, 10:26

ტექნოლოგიები

ევროპაში XXI საუკუნეში პირველად მზის სრული დაბნელება მოხდა🌒გალერეა

კონტინენტური ევროპისთვის მზის სრული დაბნელება 1999 წლის შემდეგ პირველი აღმოჩნდა, რის გამოც მოვლენამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია - რეგიონის უმსხვილეს ქალაქების მაღაზიებში სპეციალური სათვალეები და ბინოკლები მოვლენამდე მრავალი დღით ადრე სრულიად გაიყიდა.

რატი იონათამიშვილი

13 აგვისტო 2026, 10:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება

გუშინდელმა დღემ და ჩვენ ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ - აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება, - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

კეროლაინ ლევიტი

13 აგვისტო 2026, 10:18

მსოფლიო

Reuters: თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 10:16

საზოგადოება

ComCom-მა „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ მოსწავლეებს ტრენინგი - „AI-ის ეფექტიანი გამოყენება“ ჩაუტარა

კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ კონცეფციის ფარგლებში, პროფესიული უნარების საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს თემაზე „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, მედიაწიგნიერების ტრენერი მარიამ გუგულაშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი ვერა ფრანგიშვილი გაუძღვნენ.

13 აგვისტო 2026, 10:13

რეგიონი

დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები მოეწყო.

13 აგვისტო 2026, 10:05

საზოგადოება

მაშველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტყის მასივში ჩარჩენილი ექვსი მოქალაქე უსაფრთხოდ გამოიყვანეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

13 აგვისტო 2026, 10:00

საზოგადოება

ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ქალაქ ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა.

13 აგვისტო 2026, 09:49

საზოგადოება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

13 აგვისტო 2026, 09:39

საზოგადოება

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს

რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.

ირაკლი ქადაგიშვილი

13 აგვისტო 2026, 09:30

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ხალხებს შორის ასეთი ფობიური დამოკიდებულების შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს ხალხებს შორის დაპირისპირებაში.