www.imedi.ge /  22 ივნისი 2022, 21:22 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული ბიუჯეტიდან, თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული ბიუჯეტიდან, თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, მას აქვს ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები.

„კიდევ ერთხელ ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან, ვინც იმუშავა დღე და ღამე, 24 საათი. ჩვენს საჯარო მოხელეებს, პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს, პროკურატურას ამ კითხვარის შევსების პროცესში. ჩვენ არავინ დაგვხმარებია მეგობრებო! ძალიან მალე, უმაღლეს დონეზე ჩავაბარეთ ყველა ტესტი, ყველა გამოცდა. მე ასვე მინდა, ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავხადო ევროკომისიის ყველა იმ ადამიანს, ვინც მართლაც ეს ისტორიული ჩანაწერი გააკეთა დოკუმენტში - ქვეყანას მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ასევე რეკომენდაციაა მიცემული, რომ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი გარკვეული დათქმებით და პრიორიტეტების განხორციელებით.

ახლა ჩვენი შემდეგი გეგმა რა უნდა იყოს: ძალიან მალე, სულ რაღაც ორ დღეში, დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ დამტკიცდება. სამწუხაროა, რაც ჩამოვთვალე, ფაქტორები, ამათი აქტივობა, მავნებლური, მტრული კამპანიები, უკრაინის ფაქტორი და მათი დაჟინებული მოთხოვნები, მათი ლობისტების, ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ყველაზე ყველაფერს გეტყვით. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული ბიუჯეტიდან, თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით. ახლა ეს ემოციები გაივლის, იმედი მქვს, რომ ხვალ და ზეგ ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ ახლახანს ვნახეთ კიდევ ერთხელ ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მიმართვაც, სადაც ნახსენები არის საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რომლებიც ითხოვენ ევროპაში გაწევრიანებას, დაბრუნებას და მიმართავს რეკომენდაციით, რომ ახლა უკვე ევროპული საბჭოს ჯერია და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა. ამ რეკომენდაციების ნაწილი არის ისედაც შეტანილი ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ შევათანხმეთ ჩვენ ბრიუსელთან. მანამდე იყო ძალიან ბევრი კონსულტაციები და ჩვენ შევჯერდით, საბოლოო ჯამში დამტკიცებულია ასოცირების დღის წესრიგი, სადაც გაწერილია დეტალურად, ქვეყანამ რა უნდა გააკეთოს და რომელმა უწყებამ რა ვადებში რა რეფორმები უნდა განახორციელოს დამატებით. ამას ჩვენ დავიწყებთ, სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული მთავრობას, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

ჯეი დი ვენსი

26 თებერვალი 2026, 12:26

მსოფლიო

აშშ-ის მთავრობა მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს აჩერებს

აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მინესოტის შტატისთვის ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილი შეაჩეროს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა.

მიქაელ ჯაბაროვი მარიამ ქვრივიშვილი

26 თებერვალი 2026, 12:22

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ მიქაელ ჯაბაროვს შეხვდა. შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

26 თებერვალი 2026, 12:22

ეკონომიკა

სებ-ი: პირველად ისტორიაში საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები გლობალურ პლატფორმებზე გამოქვეყნდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ბაზრის გამჭვირვალობასა და საინვესტიციო მიმზიდველობას

საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშეწყობით, საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციების ინდექსები პირველად გამოქვეყნდა და ხელმისაწვდომი გახდა როგორც ბლუმბერგის (Bloomberg IND), ასევე ინდექსების პროვაიდერი კომპანიის პორტალის (https://indices.ice.com/) მეშვეობით. უახლოეს ხანებში ამ ინდექსების ძირითადი პარამეტრები ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც.

დავით ქართველიშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ღიმილის მომგვრელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გარე თუ შიდა მოწინააღმდეგეთა „დოგმატური პოსტულატები", რომ სოხუმისა და ცხინვალის საკითხების გადახედვას ადგილი არ ექნება „არასდროს"

რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს კუბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოსთან, ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, შექმნილი ვითარება იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ დიდი სახელმწიფოების შესაძლო მოლაპარაკებების ფონზე კუნძული შეიძლება იქცეს გავლენების გაძლიერების, ან შემსუბუქების ბერკეტად.

ეკა სეფაშვილი

26 თებერვალი 2026, 12:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „პოსტ TV“ და „იმედი“ სწორედ ის არხებია, რომლებიც წარმატებით ახერხებენ გლობალური არაკეთილმოსურნე ძალების იმპერიალისტური განზრახვების წინააღმდეგ ბრძოლას!

ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან „იმედისა“ და „პოსტ TV“-ის დასანქცირებას პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება.

გარეთ ოურდი

26 თებერვალი 2026, 11:50

პოლიტიკა

დიდი ბრიტანეთის ელჩი მივიდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალ მედიაზე თავდასხმის გამო ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი მივიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ის ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:47

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, ორი რეგიონი კვლავ ოკუპირებულია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და მოლაპარაკებები აქვს ერთადერთ ფორმატში - ეს არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები, სადაც საქართველოსთან ერთად წარმოდგენილია აშშ, გაერო, ეუთო, ევროკავშირი.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადახედვას ელოდება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში დეტალურად ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს ურთიერთობებზე.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენების ძალიან კარგი მაგალითია

„მოსკოვის მექანიზმი“ ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ, თუ როგორ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინსტრუმენტად გამოყენება. 23-მა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ საქართველოსთან მიმართებაში აამოქმედოს „მოსკოვის მექანიზმი“, დანიშნოს მომხსენებელი და დაწეროს ანგარიში. ამ ანგარიშის სულისკვეთება უკვე ცხადია, როგორი იქნება“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „ღამის კურიერში“ სტუმრობისას.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:41

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიაში ძალიან ნაკლებად ვხედავთ რეალობის აღქმის და იმის სურვილს, რომ რეალობის გათვალისწინებით წარიმართოს მუშაობა - დღევანდელ ბრიუსელში ჯერ კიდევ მძლავრია სურვილი, შეიქმნას რაღაც პარალელური რეალობები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატიის მიდგომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რეალურ სურათს არ ეფუძნება.

26 თებერვალი 2026, 11:41

ეკონომიკა

საქპატენტმა მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა დანერგა

2 მარტიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტში“ მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადახდის განხორციელების უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტიან პროცესს. უწყების მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:40

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი

უკრაინაზე როდესაც ვსაუბრობთ, ალბათ, რთული სათქმელია, როგორ შეიძლება განვითარდეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები. ბევრი რამ იქნება გამოსასწორებელი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

26 თებერვალი 2026, 11:40

პოლიტიკა

„აფბა“ : ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა

ქართული ბანკებისთვის უცხო იურისდიქციის სანქციების „ავტომატურად“ შესრულების ვალდებულება ვერ წარმოიშობა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სანქცია გაერთიანებულმა სამეფომ (ან სხვა სახელმწიფომ) გამოაცხადა - თუ ასეთი ვალდებულება არ გამომდინარეობს ზემოაღნიშნული სამართლებრივი კავშირიდან ან საქართველოს კანონმდებლობიდან, - ვკითხულობთ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მაკა ბოჭორიშვილი

26 თებერვალი 2026, 11:39

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ კიდევ უფრო მჭიდრო უნდა გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი შუა დერეფნის განვითარებაში

ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობებზე, რაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის განვითარებაზე, მათი და ჩვენი ინტერესები ნამდვილად ემთხვევა ერთმანეთს. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გავხადოთ ის ურთიერთობები, რაც გვაქვს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და კიდევ უფრო დავაახლოოთ პოზიციები, უფრო უკეთ გამოვიყენოთ საქართველოს პოტენციალი სწორედ ამ კონტექსტში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2-ის გადაცემაში „ღამის კურიერში”.

ვიქტორ ორბანი

26 თებერვალი 2026, 11:37

მსოფლიო

ორბანი ზელენსკის ღია წერილით მიმართავს: 4 წლის განმავლობაში მუშაობთ იმისთვის, რომ აიძულოთ უნგრეთი ჩაებას ომში თქვენს ქვეყანასა და რუსეთს შორის. ამ დროის განმავლობაში მიიღეთ მხარდაჭერა ბრიუსელისგან და უნგრეთის ოპოზიციისგან

„ჩვენ, უნგრელი ხალხი, არ ვართ პასუხისმგებელი იმ სიტუაციაზე, რომელშიც უკრაინა იმყოფება. ჩვენ თანავუგრძნობთ უკრაინელ ხალხს, მაგრამ არ გვსურს ომში მონაწილეობა. ჩვენ არ გვსურს ომის ძალისხმევის დაფინანსება და არ გვსურს ენერგიაში მეტის გადახდა. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გახსნათ ნავთობსადენი „მეგობრობა“ და თავი შეიკავოთ უნგრეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ნებისმიერი შემდგომი თავდასხმისგან. მეტი პატივისცემა უნგრეთს!“, - წერს ორბანი.

26 თებერვალი 2026, 11:35

პოლიტიკა

მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს პასუხი კითხვებზე, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა

მესამე დღეა ტელეკომპანია „იმედს“ დიდი ბრიტანეთის საელჩოსგან არ აქვს კითხვებზე პასუხი, თუ რეალურად რის გამო განხორციელდა თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.

26 თებერვალი 2026, 11:31

ჯანდაცვა

ბათუმში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის სამედიცინო მართვის პროცესში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციით, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო აქტიურად ჩაერთო - ქირურგებმა ბავშვს რთული ოპერაცია ჩაუტარეს

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში მომხდარ მძიმე შემთხვევის შემდეგ ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

26 თებერვალი 2026, 11:20

სამართალი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე ბრალდებულთა პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძის და ჯამში 10 ბრალდებულის პროცესზე დღეს ბრალდების მოწმეები გამოიკითხებიან. მათ შორის, გამოიკითხება გამომძიებელი, რომელმაც ადგილი დაათვალიერა.

დავით მათიკაშვილი

26 თებერვალი 2026, 11:20

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა ამორფული მოცემულობაა. ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ

ცალკეული ძალები ღიად თანამშრომლობენ რუსეთთან და პატარა ქვეყნებისკენ თითს იშვერენ, ამით ცდილობენ საკუთარი ძალმომრეობითი პოლიტიკა გაამართლონ, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

26 თებერვალი 2026, 11:14

მსოფლიო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: ბრიტანულმა კომპანიებმა გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე, სანქციების მიუხედავად, რუსეთთან თითქმის 8 მილიარდი დოლარის ოდენობით ივაჭრეს

საერთაშორისო წნეხის მიუხედავად, რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიებზე დარეგისტრირებული კომპანიების მეშვეობით 2022 წლის თებერვლიდან 2025 წლის იანვრამდე სულ მცირე 8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International Russia ავრცელებს.