23 ივნისი 2022, 01:17 / სანდო წყარო

ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს სჭირდება პოლიტიკური ერთობა, პოლიტიკური გაერთიანება - ეს არის ევროკავშირის მთავარი გზავნილი

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

დღეს გავრცელდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ბოლო განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოს განაცხადი არის ძლიერი, ისევე როგორც უკრაინის და მოლდოვას. ეს ქვეყნები იმსახურებენ ევროპერსპექტივას და საქართველოსთან მიმართებაში ის წერს და ამბობს, რომ საქართველოს სჭირდება პოლიტიკური ერთობა, პოლიტიკური გაერთიანება. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოველწლიური მოხსენების მოსმენის შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნულ განცხადებაში ევროკომისიის პრეზიდენტი იმას კი არ ამბობს, რომ საქართველოს პროგრესს ვერ ხედავენ, არამედ ისინი ძალიან კარგად ხედავენ და ძალიან კარგადაც აფასებენ ამ პროგრესს, რაც საქართველოს ამ ეტაპზე მიღწეული აქვს და იმასაც კარგად ხედავენ შემდგომი პროგრესისათვის, შემდგომი რეფორმებისათვის და შემდგომი წინსვლისათვის რა სჭირდება საქართველოს.

„საქართველოს სჭირდება პოლიტიკური გაერთიანება საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების და მათ შორის, პოლიტიკოსების. ახლა გავიხსენოთ, რა სიტყვებით მიმართა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების საღამოს ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს იყო დრამატული ბრძოლა ავტორიტარულ რეჟიმთან და ეს ბრძოლა ქართველმა ხალხმა მოიგო და გაიმარჯვა და გამარჯვებულის სიტყვები იყო ერთი - ჩვენ არ მოვიქცევით ისე, როგორც იქცეოდით და იმსახურებთ, ჩვენ მოვიქცევით და მოგექცევით ისე, როგორც ამას იმსახურებს ქართველი ხალხი, ქართველი ერი, მისი ისტორია და მისი პერსპექტივა და ასე მოიქცა „ქართული ოცნება“. ამის ქმედებაში გატარება არ იყო არასდროს იოლი და ადვილი საქმე. ეს იყო ევროპულ ენაზე ნათქვამი კოჰაბიტაცია ანუ მშვიდობიანი განვითარება პოლიტიკური პროცესის და მათ შორის, ყველაზე მიუღებელი ქმედების მქონე პოლიტიკური პარტიის ადაპტირება ახალ რეალობასთან და ჩვენ ხედავთ რა რეალობა მოიტანა ამ პოლიტიკურმა პარტიამ დღემდე საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, საუბარი იმაზე, რაც 2012 წლამდე იყო, არავის ეხალისება და არც პრემიერ-მინისტრს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკა გავრცობითი და განგრძობითი თემაა.

„იმ სიტყვების შემდეგ რომ დამთავრებულიყო„ ნაციონალური მოძრაობის“ ის ქმედება, დღეს, რა თქმა უნდა, არავინ ილაპარაკებდა ამაზე. 2008 წლის შემდეგ მათი მთავარი მიზანი იყო სინგაპურიზაცია და სინგაპური მარტო ეკონომიკური კეთილდღეობა არ არის. სინგაპური არის აბსოლუტურად სხვა მენტალობის მმართველობა და იდეოლოგია, ვიდრე ეს არის ევროპული მენტალობა და მმართველობა. წაიკითხეთ სინგაპურის ეკონომიკური წინსვლის შემქმნელის და პრემიერ-მინისტრის მოსაზრებები და მისი დამოკიდებულება ევროპულ და დემოკრატიულ ფასეულობებთან, როგორია მისი ხედვები ამ ევროპულ ფასეულობებთან დაკავშირებით. მაგრამ, ეს იყო ჩვენი ბოლო მიზანი, რომელსაც სააკაშვილი და ეს პარტიები გვიქადაგებდა. დღეს ეს გავრცობითი ნგრევა ქართული პოლიტიკური ერთობისა ევროპისკენ მიმავალ გზაზე, სამწუხაროდ, გრძელდება და გრძელდება მასშტაბურად და გრძელდება ჰიბრიდული ომის საუკეთესო, რომ იტყვიან ავანგარდისტული მეთოდებით. და რა ვქნათ, არ ვუპასუხოთ? ამას უნდა ვუპასუხოთ იმიტომ, რომ თუ ჩვენ მოვდუნდებით და ფარ-ხმალს დავყრით ვერასდროს მივიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც გვინდა ჩვენ ყველას. მუდმივად უნდა ვამხილოთ თუ რა კავშირია იმ მძიმე წარსულს და იმ მძიმე დღევანდელ ქმედებებს შორის, რომელმაც დღეს საქართველოს გარკვეული ხინჯი მიაყენა, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე და ამ ხინჯში მართლა დიდია მათი დამსახურება და მათი წვლილი“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველა სიახლე

12 ივლისი 2026, 09:36

მსოფლიო

აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია

ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.

მარკო რუბიო

12 ივლისი 2026, 09:20

მსოფლიო

NYT: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს

„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.

12 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს

მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.

12 ივლისი 2026, 08:43

მსოფლიო

ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.

ჯეიდენ ადამსი

12 ივლისი 2026, 08:27

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

12 ივლისი 2026, 08:14

სპორტი

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽

ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.

12 ივლისი 2026, 00:55

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა

12 ივლისი 2026, 00:35

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა

ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.

12 ივლისი 2026, 00:02

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

11 ივლისი 2026, 23:28

სპორტი

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან

„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.

11 ივლისი 2026, 23:13

სპორტი

მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა

თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 22:42

სპორტი

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა

11 ივლისი 2026, 22:26

სპორტი

ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია

კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.

11 ივლისი 2026, 22:19

სპორტი

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა

ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.

11 ივლისი 2026, 21:49

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა

11 ივლისი 2026, 21:28

სპორტი

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა

ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.

11 ივლისი 2026, 21:21

საზოგადოება

პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს

„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.

ხალედ ელ-ენანი

11 ივლისი 2026, 20:04

პოლიტიკა

UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.

11 ივლისი 2026, 20:00

სპორტი

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო

თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.

ეკა სეფაშვილი

11 ივლისი 2026, 18:47

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება

პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.