არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: თქვენ დაკარგეთ ოპოზიციის ფუნქცია და იქეცით თქვენი ქვეყნის ოპონენტებად
არჩილ თალაკვაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წლიური მოხსენება გააკეთა, ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დეპოლარიზაციის მიზნით გადადგა.
„ჩვენ შევცვალეთ კონსტიტუცია და მივიღეთ ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, სადაც სახელისუფლებო შტოები გავმიჯნეთ და დავაზღვიეთ საბოლოოდ, რომ ეს კონსტიტუცია ხელისუფლებებმა მომავალში არ მოირგონ თავის თავზე. შევქმენით საპარლამენტო კონტროლის ძლიერი მექანიზმები, რომელიც გამოყენებაც აგერ უკვე 2 წლისთავზე დაიწყო ოპოზიციამ. შევცვალეთ დაფინანსება - პირველად საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში ოპოზიციას გაუჩნდა რეალური დაფინანსება, რითაც შეიძლება პატიოსან და კონკურენტულ არჩევნებში ჩაერთოს. მივეცით დაშვება და ხელმისაწვდომობა მედიაზე და ესეც კანონმდებლობით იყო უზრუნველყოფილი არჩევნების დროს. ჩვენ შევქმენით გარემო, რომ პარლამენტში ყოფილიყო მეტი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი და ეს ნაბიჯები არის დეპოლარიზაცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საპარლამენტო, განსაკუთრებით რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლარიზაცია გაზრდილიყო.
„ეს იყო ცილისწამება და პროპაგანდა, რეალობის გადაკეთება თქვენ მიერ კონტროლირებადი მედიით, რომელიც უდავოდ ზრდის პოლარიზაციას. ეს იყო არჩევნების შედეგების უპატივცემლობა, როდესაც თქვენსავე ამომრჩევლებს უთხარით, რომ თქვენ კი აგვირჩიეთ, მაგრამ არ შევალთ პარლამენტში, დავდგებით ქუჩაში და ქუჩის პოლიტიკით ვეცდებით შევცვალოთ მოვლენები. ორუელის ცნობილი ნაწარმოების „1984“ გვახსენდება იმ ქცევებზე, რასაც აქ აკეთებს რადიკალური ოპოზიცია. თქვენ ამბობთ, რომ ომი მშვიდობაა. რეალობის გადაკეთებით ხართ დაკავებული, აი, ესაა პოლარიზაცია“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.
არჩილ თალაკვაძემ ეკა ხერხეულიძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს „საშიშები“ უწოდა.
„ეს თქვა იმ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელმა, რომლის მმართველობის პერიოდშიც ამ ქვეყანაში ხდებოდა ყველაზე გაუგონარი საშიში ამბები. თავისუფლებაზეც და პატიმრობაშიც ადამიანები იყვნენ უსასტიკესი ტერორის ქვეშ. ღამ-ღამობით, 21-ე საუკუნეში, კაპიტალიზმსა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში ბიზნესმენები მიდიოდნენ და ჩუქნიდნენ სახელმწიფოს მთელი ცხოვრების განმავლობაში შეგროვებულ და ნაშრომ ქონებასა და ბიზნესს. დედები 24 საათის განმავლობაში იდგნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებების ჭიშკრებთან. არცერთ ევროპულ ქვეყანას არ ახსოვს ასეთი რამ. თქვენ ევროპული პარტია კი არ ხართ, არამედ ევროპის და ევროკავშირის დროშაზე ჩამოკიდებული პარტია, რომელიც ევროპის სახელით აკეთებდით ყველაზე საშინელ პოლიტიკას და ჩადიოდით ყველაზე სასტიკ დანაშაულებს ამ ქვეყანაში“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისი თქმით, დღეს მსჯელობა უნდა ყოფილიყო სამომავლო საკითხებზე.
„თქვენ რომ მართლა მომავალზე ფიქრობდეთ, ერთ ბოდიშს მაინც მოუხდიდით ქართულ საზოგადოებას იმისთვის, რაც ჩაიდინეთ, მაგრამ ეს არ გაგიკეთებიათ ამ წლების განმავლობაში და დღესაც გინდათ ახალი პოლიტიკური ტანსაცმელი გადაიცვათ და ნიღბები აიკრათ და ისე გამოხვიდეთ პოლიტიკურ სცენაზე“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მისი თქმით, ევროპაში მოგზაურობისას ოპოზიცია საქართველოს ბლოკავდა სტატუსის მიღების პროცესში.
„თქვენ დაკარგეთ ოპოზიციის ფუნქცია და იქეცით თქვენი ქვეყნის ოპონენტებად. მთელი ზიზღის პროეცირებას აკეთებთ ერთ ადამიანზე, რომლის დაფინანსებულ პროექტებზეც ლენტებს ჭრიდით ისე, რომ მადლობასაც არ უხდიდით. აი, ეს არის თვალთმაქცობა და პოლიტიკური ფარსი, რომელშიც თქვენ ხართ წლებია“, - მიმართა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი.
„სადაც სულხან-საბა ორბელიანიდან დღემდე მოთმინებით, ბრძოლით, თავისუფლებისთვის თავდადებით მოვიდა, ამ 6 თვესაც მოვითმენთ და მეტსაც გავაკეთებთ, რომ საქართველო თავის ევროპულ ოჯახში გაწევრიანდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 02:04
მსოფლიო
ირანის ფინანსთა მინისტრი: თეირანი სანქციებისთვის სრულად მზადაა
თეირანი „სრულად მზადაა“, დაუპირისპირდეს ამერიკულ სანქციებს, რომლებიც იმ ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული, ვინც ირანთან ურთიერთობას ინარჩუნებს. ამის შესახებ ირანის ფინანსთა მინისტრმა, ალი მადანიზადემ ორშაბათს სახელმწიფო ტელეკომპანია IRINN-ს განუცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:55
მსოფლიო
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა: ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
Reuters/Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის ახალი გამოკითხვის თანახმად, ირანთან ომის მიმართ ამერიკის მოსახლეობის მხარდაჭერა კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა.
25 აგვისტო 2026, 01:47
მსოფლიო
ნეთანიაჰუ მიესალმება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმება ირანის წინააღმდეგ მეორად სანქციებს, რომლებიც აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ მასშტაბური ეკონომიკური სანქციების რეჟიმი გამოაცხადა.
25 აგვისტო 2026, 01:28
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთის ფინანსური შესაძლებლობები ომის წარმოებისთვის უკრაინისას დაახლოებით ორჯერ აღემატება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ომზე დაახლოებით 340 მილიარდ ევროს ხარჯავს, მაშინ როდესაც უკრაინის დანახარჯები 140 მილიარდ ევროს შეადგენს.
25 აგვისტო 2026, 00:43
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 00:35
მსოფლიო
„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს
ევროპის ქვეყნებს რუსული აგრესიის შედეგების ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან არ უნდა უწევდეთ, ამის სანაცვლოდ, ამ მიზნისთვის რუსეთის გაყინული აქტივები უნდა იყოს გამოყენებული, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
25 აგვისტო 2026, 00:28
მსოფლიო
„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად
უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 აგვისტოს, კიევში გამართულ „მსურველთა კოალიციის“ სამიტის პრესკონფერენციაზე.
24 აგვისტო 2026, 23:55
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 23:19
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი იმ ჯგუფებს, რომლებიც ირანს ფულის გათეთრებაში ეხმარებიან, ამერიკული ფინანსური სისტემიდან გაძევებით ემუქრება.
24 აგვისტო 2026, 22:19
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული
„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“ - აცხადებს ირაკლი ნადერიშვილი.
24 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან, თუმცა რეალური, მასშტაბური შეზღუდვების დაწესებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
24 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს
უკრაინის თავდაცვის ძალები შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ს ტიპის რაკეტებს დამოუკიდებლად გამოუშვებენ - გაერთიანებულმა სამეფომ ოფიციალურად დაამტკიცა შესაბამისი ტექნოლოგიების გადაცემა და პროცესში თავდაცვით კომპანიებს ჩართავს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 21:38
ეკონომიკა
ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მულტიფუნქციური კომპლექსი თანამედროვე ლაბორატორიებს, სტარტაპების მხარდამჭერ პლატფორმებსა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებს, მათ შორის კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრს აერთიანებს.
24 აგვისტო 2026, 21:14
საზოგადოება
ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
31 წელი ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან.- 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება.
24 აგვისტო 2026, 21:00
ეკონომიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
„მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს ის კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
24 აგვისტო 2026, 20:55
მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი: უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან
უკრაინის თავდაცვის ძალები საჰაერო თავდაცვის საშუალებების სერიოზული ნაკლებობის წინაშე დგანან. Patriot-ის სისტემების გარდა, ქვეყანაში მწვავე დეფიციტია როგორც სახმელეთო, ისე ავიაციური პლატფორმებისთვის განკუთვნილი რაკეტების კუთხით. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის კომუნიკაციების სამმართველოს უფროსმა, პოლკოვნიკმა იური იგნატმა განაცხადა.
24 აგვისტო 2026, 20:50
საზოგადოება
ახალდაბისკენ გზაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტარდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პრევენციული პროექტი, რომელიც საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შესაძლო რისკების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად, თებერვლის ბოლოს დასრულდება.
24 აგვისტო 2026, 20:48
საზოგადოება
სასკოლო ფორმები სპეციალურ ციფრულ პლატფორმაზე - განათლების სამინისტროს ინიციატივა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სასკოლო ფორმების შეძენა წელს უკვე დისტანციურად, სპეციალური ციფრული პლატფორმის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ადგილზე მიტანის სერვისით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
24 აგვისტო 2026, 20:43
პოლიტიკა
უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს. უკრაინელ ხალხს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ულოცავენ.


