ილია დარჩიაშვილი: გაწევრიანების პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანი ფაქტია, რითიც საქართველომ მიიღო გარანტირებული დაპირება, რომ აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი
ილია დარჩიაშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს. მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისადმი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პიტერ სიიარტოს ვიზიტი თანხვედრაშია საქართველოსთვის ისტორიულ გადაწყვეტილებასთან, კერძოდ, ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან.
„გაწევრიანების პერსპექტივის აღიარება მნიშვნელოვანი ფაქტია, რითიც საქართველომ მიიღო გარანტირებული დაპირება, რომ ის აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი. ეს გახლავთ წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის, ასევე იმ განსაკუთრებული ურთიერთობებისა და ინტეგრაციის მაღალი დონის აღიარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ეს გახლავთ საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური, ისტორიული არჩევანის აღიარება და დასტური, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია.
აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებს და დავადასტურო, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციური დღის წესრიგის შესრულებას, მათ შორის შესაბამისი რეფორმების განხორციელების კუთხით.
სრულად ვიზიარებ საზოგადოების განწყობას, რომ რთულია იმის იგნორირება, რომ ბოლო წლების მანძილზე მიღწეული პროგრესის საფუძველზე, საქართველო უკვე დღეს იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მაგრამ ამჯერადაც, როგორც მრავალგზის, საქართველო დაამტკიცებს საკუთარ ძალისხმევას ამ გზაზე და აუცილებლად, უახლოეს მომავალში მიაღწევს პროგრესს ამ მიმართულებით.
კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა რთული და გრძელია. ამავდროულად, ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, გავიაროთ იგი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად. თქვენი გამოცდილება და პარტნიორების მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
უნგრელი კოლეგის სტუმრობა სიმბოლურია იმ თვალსაზრისითაც, რომ წელს აღვნიშნავთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. უნგრეთი საქართველოს გამორჩეული პარტნიორია, რომელთანაც გვაკავშირებს ახლო მეგობრული ურთიერთობები და აქვე მსურს ჩემს კოლეგას განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს ხმამაღალი და მტკიცე მხარდაჭერისთვის.
საქართველო-უნგრეთის ურთიერთობის ორმხრივი დღის წესრიგი საკმაოდ დატვირთული და მდიდარია. ჩვენ განვიხილეთ ყველა ის სფერო, სადაც არსებობს პოტენციალი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების. მათ შორის მიმოვიხილეთ სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში არსებული დინამიკა. შევეხეთ საქართველოს მოქალაქეთა უნგრეთში დასაქმების შესაძლებლობებს.
საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, განვიხილეთ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი. მინდა აღვნიშნო, რომ მინისტრი ამ მიმართებით ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მხარდამჭერია.
საქართველომ მიაღწია ხელშესახებ პროგრესს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განახორციელა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ფაქტობრივად, საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ალიანსის წევრი. უნგრელ კოლეგასთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების კუთხით შექმნილი რთული გარემოს შესახებ, რაც კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის აგრესიამ უკრაინაში და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას საქართველო.
როგორც იცით, საქართველომ 2008 წელს თავად გამოსცადა რუსეთის სამხედრო აგრესია და დღემდე ცხოვრობს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი გარემოს მოცემულობაში.
აქვე, მინდა აღვნიშნო უნგრეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე მადლიერება გამოვხატო იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც უნგრეთს შეაქვს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობაში. მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე პოზიციითა და თანმიმდევრული მიდგომით შევძლებთ შევაჩეროთ რუსეთის მიერ ევროპაში სუვერენულ სახელმწიფოთა საზღვრების ძალადობრივი შეცვლის მცდელობები და უზრუნველვყოთ მშვიდობა.
საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზას. ამ მიმართებით, კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია სამშვიდობო პროცესში ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ყველა სიახლე
29 მაისი 2026, 02:41
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ერთი თვით, 27 ივნისამდე გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც კომპანიებს უფლებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოონ „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის თაობაზე
აშშ-მა ერთი თვით, 27 ივნისამდე გაახანგრძლივა ლიცენზია, რომელიც კომპანიებს უფლებას აძლევს, მოლაპარაკებები აწარმოონ „ლუკოილთან“ მისი უცხოური აქტივების შესყიდვის თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
29 მაისი 2026, 01:00
მსოფლიო
კონგრესმენები აცხადებენ, რომ აშშ-მა უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი რაკეტები უნდა გაუგზავნოს
ორმა ამერიკელმა კონგრესმენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობამ დადებითად უნდა უპასუხოს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას დამატებითი საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შესახებ, რათა უკრაინის დედაქალაქი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ესკალაციისა და დაბომბვებისგან დაიცვას.
29 მაისი 2026, 00:15
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე: სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც
სულიკო ასათიანი იყო პრინციპულად წესიერი კაცი და სიმართლის მთქმელი ადამიანი. შეუთვალეს, რომ ენა გააჩერე, თორემ მაგ ენას ამოგიღებენ ზევითო. სამწუხაროდ, გამართლდა კიდევაც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ.
29 მაისი 2026, 00:05
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე ოპოზიციის აქციაზე: 26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში
26 მაისს რუსთაველზე სისხლის მდინარეები დააყენეს, მერე გადარეცხეს და მეორე დღეს აღლუმი ჩაატარეს და ღირსების და ბრწყინვალების ორდენები დაარიგა მაგათმა ე.წ. მთავარსარდალმა. და იქ, რომ აქციას აანონსებ?! ძალიან კარგი სიტყვაა იმერული, უტუხს ეძახიან მაგას იმერეთში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა, დავით ლორთქიფანიძემ ოპოზიციის აქციაზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისზე: პირდაპირი მნიშვნელობით, ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ
პირდაპირი მნიშვნელობით ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია [2011 წლის 26 მაისი], რომელიც განახორციელა მაშინდელმა სისხლიანმა რეჟიმმა და ეს მიმართული იყო იქითკენ, რომ საპროტესტო მუხტი სისხლში ჩაეხშოთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა დავით ლორთქიფანიძემ. მისივე თქმით, ნაციონალების და მათი მხარდამჭერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ქართულ ფენომენს არ იცნობენ.
28 მაისი 2026, 23:50
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოში: ეს განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა
კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სააკაშვილზე: მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს, ამიტომ მუდამ რევოლუციაზე აპელირებს
„ამდენად, მისი დამოკიდებულება დღევანდელი პროცესის მიმართ არის სწორედ ასეთი რადიკალური. მან ისიც იცის, რომ ამ ოპოზიციით დალაგებულ ვითარებაში არჩევნებს ვერ მოიგებს. ამიტომ, ის მუდამ აპელირებს იმაზე, რომ რევოლუცია, რევოლუცია, რევოლუცია... ამით მას უნდა, რომ თავისი თავი, როგორც ლიდერი წარმოაჩინოს და მეორე მხრივ, რეალურადაც ხედავს, რომ ამ ოპოზიციას დღეს არჩევნებით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს.
28 მაისი 2026, 23:34
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის
ნატოს გენერალურ მდივანს შევატყობინე, რომ უნგრეთი უკრაინას იარაღს ან სამხედრო აღჭურვილობას არ აწვდის, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
28 მაისი 2026, 23:27
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი გორში მომხდარზე: სისტემური მიდგომაა სახელმწიფოში იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ფაქტები შესაბამის სამართლებრივ შეფასებას იმსახურებს, სწორედ ასეთი მიდგომა ძირშივე არის პრენეცია იმისა, რომ ასეთი ფაქტები არ გახდეს სისტემური ქმედება
ეს მძიმე ფაქტი [pოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება] ოპოზიციის მხრიდან გამოყენებული იქნა, პოლიციის სახელისთვის ზიანის მისაყენებლად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თამჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, გორში მომხდარი ფაქტისას პოლიციელების ქმედება არის კანონის უხეში დარღვევაა, რაზეც სახელმწიფო ორგანოებმა მყისიერად იმოქმედეს.
28 მაისი 2026, 23:25
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მთავარი პრობლემა იდეების კრიზისი და სამოქმედო გეგმის არარსებობაა. ვერ ჩამოყალიბდნენ რევოლუცია უნდთ თუ უნდა ემზადონ არჩევნებისთვის. მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რაც იწვევს განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილეებს შორის
პირველ რიგში მათ აქციებს არ აქვს მიზანი, რომელიც გარკვეულ ეტაპობრივ შედეგებამდე მაინც მივა. ეს აქცია აქციისთვის ან აქცია ისეთი მიზნებით, რომელსაც განხორციელება არ უწერია, იწვევს აქციის იდეის და შინაარსის დაკნინებას და განხიბვლას, მათ შორის აქციის მონაწილე ადამიანებს შორის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 მაისი 2026, 23:06
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი: ომანმა აშშ დაარწმუნა, რომ ჰორმუზის სრუტეზე გადასახადს არ დააწესებს
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ომანისგან მიიღო გარანტია, რომ ქვეყანა ჰორმუზის სრუტეზე ბაჟის დაწესებას არ გეგმავს.
28 მაისი 2026, 22:46
მსოფლიო
აშშ-ის ხაზინის მდივანი ირანთან შეთანხმებაზე: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რის გაკეთებას გადაწყვეტს პრეზიდენტი - პრეზიდენტი ტრამპი ამერიკელი ხალხისთვის წამგებიან გარიგებაზე არ წავა
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის შესაძლო შეთანხმება ირანთან იმაზე იქნება დამოკიდებული, დაუჭერს თუ არა მას მხარს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
28 მაისი 2026, 22:35
რეგიონი
დავით კოდუა: ანაკლია-განმუხურის ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია - დაზიანებულ მონაკვეთზე აღდგენითი სამუშაოები დილითვე დაიწყება
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერი დავით კოდუა შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს.
28 მაისი 2026, 22:31
მსოფლიო
კაია კალასი: ომის დინამიკა უკრაინის სასარგებლოდ იცვლება
მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ფაქტორების გამო რუსეთი ახლა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდა, კიევზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო დარტყმებით იგი დღემდე არ აჩვენებს მშვიდობისკენ სვლის რეალურ სურვილს, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
28 მაისი 2026, 22:16
სპორტი
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ევროპის ჩემპიონატზე მინიფეხბურთის ეროვნული ნაკრების მატჩს დაესწრო
სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობის მეორე მატჩი საქართველოს მინიფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.
28 მაისი 2026, 21:00
კულტურა
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარმატებით წარდგა.
28 მაისი 2026, 20:53
საზოგადოება
ინფრასტრუქტურული პროექტები რეგიონებში - მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებშიც. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
28 მაისი 2026, 20:46
პოლიტიკა
განათლების მინისტრი ინტერპელაციის წესით, ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. გივი მიქანაძემ „გახარიას პარტიას“ კომპეტენცია დაუწუნა, უმრავლესობამ კი პოპულიზმში დაადანაშაულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
განათლების რეფორმა, დაფინანსება, საკადრო პოლიტიკა, ზოგადი განათლება - პარლამენტში გივი მიქანაძეს მოუსმინეს.
28 მაისი 2026, 20:40
საზოგადოება
„ღვინის ენოთეკა“ ღვინის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა. ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნიკალური მემკვიდრეობა, რომელიც მე-19 საუკუნის ეროვნული არქიტექტურის ნიმუშ ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქართული მეღვინეობის საუკუნოვან ისტორიას ინახავს.
28 მაისი 2026, 20:32
პოლიტიკა
ალიანსში კონფლიქტს მიხეილ სააკაშვილი აღვივებს - „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მელია დუმს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი კრიტიკის ავტორ პატიმარს მაოხრებელ გზირს უწოდებს, გვარამიას კი სააკაშვილის გზავნილები, გაუგებარი და უდროო ჰგონია.


