imedi /  27 ივნისი 2022, 14:54 / სანდო წყარო

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით „კონსერვატიული მოძრაობის“ მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში არ გაატარა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებაზე უარყოფითი დასკვნა მიიღო.

კერძოდ, კომიტეტში წარდგენილი იყო განაცხადი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე. საინიციატიო ჯგუფში შედიან „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები - გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ განაცხადის წარდგენისას დარღვეულია კანონის მოთხოვნები.

„პარლამენტის რეგლამენტისა და ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას თავისი განმარტებითი ბარათი უნდა ახლდეს, რაც ამ შემთხვევაში ასე არ არის, არამედ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილია სამი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც ერთვის ერთი განმარტებითი ბარათი. ასევე, კანონპროექტს უნდა დაერთოს პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელშიც ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი და ისინი წარმოდგენილი უნდა იყოს საკანონმდებლო პაკეტის სახით. აღნიშნული პაკეტი კი ამ მოთხოვნების დარღვევითაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, რამდენადაც საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი და თანდართული მასალები კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით არის შედგენილი, კომიტეტი მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციას“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

ყველა სიახლე

15 აგვისტო 2022, 00:51

კულტურა

„კუნგ-ფუ პანდა 4“ ეკრანებზე 2024 წელს გამოვა🐼

სურათი ეკრანებზე 2024 წლის 8 მარტს გამოვა. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტი და პროექტის სხვა დეტალები უცნობია.

ჯოან როულინგი

15 აგვისტო 2022, 00:19

მსოფლიო

ჯოან როულინგმა Twitter-ზე სალმან რუშდიზე თავდასხმის შესახებ დაწერა, რის შემდეგაც დაემუქრნენ. პოლიციამ გამოძიება დაიწყო

12 აგვისტოს როულინგი Twitter-ზე ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას გამოეხმაურა და დაწერა: „ახლა ძალიან ცუდად ვარ. დაე ის კარგად იყოს“. კომენტარებში კი მომხმარებელმა MeerAsifAziz1, რომელიც თავს საზოგადოებრივ მოღვაწეს უწოდებს, დაწერა: „ნუ ღელავ, შენ შემდეგი ხარ“.

ილია დარჩიაშვილი

14 აგვისტო 2022, 23:25

რეგიონი

ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის ხელშეწყობით აჭარაში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ ბავშვებს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართული მხარის ხელშეწყობით აჭარაში დასასვენებლად მყოფ უკრაინელ ბავშვებს გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე უმასპინძლა. მინისტრმა და ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, უკრაინელ ბავშვებთან გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო მეგობრობას და უკრაინისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.

14 აგვისტო 2022, 23:18

მსოფლიო

ერევანში, სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. მათი ცნობით, დაშავებულია 60 ადამიანი. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

14 აგვისტო 2022, 22:24

მსოფლიო

ვაშინგტონში კაცი ავტომობილით კაპიტოლიუმთან ჯებირს შეეჯახა და შემდეგ თავი მოიკლა

შემთხვევა ადგილობრივი დროით 04:00 საათზე მოხდა. კაცმა თავი მაშინ მოიკლა, როდესაც მას პოლიციელები მიუახლოვდნენ. კაცის ვინაობა და მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

14 აგვისტო 2022, 21:05

სპორტი

საქართველოს 7-კაცა World Rugby-ის მსოფლიო სერიის შესარჩევის ფინალში გავიდა🏉

საქართველოს 7-კაცამ World Rugby მსოფლიო სერიის შესარჩევის ნახევარფინალში მასპინძელ ჩილეს 31-14 მოუგო და ფინალში გავიდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.

14 აგვისტო 2022, 20:10

ტექნოლოგიები

ტელესკოპმა The Gemini North ორი გალაქტიკის შეჯახება დააფიქსირა

მეცნიერების ვარაუდით, ანალოგიური ბედი ჩვენს ირმის ნახტომს ელის, რომელიც გალაქტიკა ანდრომედას შეეჯახება. NASA-ს სპეციალისტების გათვლით, ეს 4-5 მილიარდი წლის შემდეგ მოხდება.

14 აგვისტო 2022, 19:19

მსოფლიო

ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩავიდა

დელეგაციაში კონგრესის 5 წევრი შედის, მათ დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს. ორშაბათს დელეგაციის წევრები ტაივანის პრეზიდენტს შეხვდებიან. ტაივანში ამერიკული ინსტიტუტის განცხადების თანახმად, ვიზიტი დელეგაციის რეგიონული ტურის ფარგლებში ხორციელდება.

სალმან რუშდი

14 აგვისტო 2022, 18:30

მსოფლიო

სალმან რუშდი ხელოვნური ვენტილაციის აპარატიდან მოხსნეს, მწერალს ლაპარაკი შეუძლია

ინდური წარმოშობის ბრიტანელ მწერალ სალმან რუშდის ნიუ-იორკში დაესხნენ თავს. სცენაზე, სადაც სალმან რუშდი ლექციას კითხულობდა, შევარდა კაცი და მწერალს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ექიმების ინფორმაციით, რუშდი დაჭრილია ღვიძლში, მას დაზიანებული აქვს ნერვები ხელსა და თვალში. შესაძლოა მწერალმა ტრავმირებული თვალი დაკარგოს.

14 აგვისტო 2022, 18:01

სამართალი

პროკურატურამ ქობულეთში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 13 აგვისტოს, ქ. ქობულეთში, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ი.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, თან ნაქონი დანით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა რ. ლ.-ს. მიყენებული დაზიანებების შედეგად, რ. ლ. სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2022, 17:47

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 30 წელი გავიდა - თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კიდევ ერთხელ პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას.

ილია დარჩიაშვილი

14 აგვისტო 2022, 17:20

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი: საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება

„ევროკავშირთან ჩვენ ღია დიალოგი გვაქვს. ჩვენ მათთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ გამოწვევის გასამკლავებლად, რომელიც არსებობს. ჩვენ ევროკავშირის მიმართულებით დინამიკური პროცესი გვაქვს. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად, ძალიან მჭიდრო კოორდინაციით საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მალე კონკრეტული ხელშესახები შედეგები გვექნება და საქართველო გააგრძელებს აქტიურ სვლას ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

სერგო ჩიხლაძე

14 აგვისტო 2022, 17:19

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: სასამართლოს სჭირდება დეკლანიზაცია, „ქართული ოცნება“ კი აცხადებს, რომ სასამართლოში ყველაფერი რიგზეა; ამ ფუნდამენტური განსხვავების გამო, შეხების წერტილი მათთან ამ საკითხში ვერ გვექნება

კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაცემული ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო შეხვედრები გრძელდება. სასამართლო რეფორმაზე პარლამენტში მომავალ კვირას იმსჯელებენ. სამუშაო შეხვედრებში ისევ არ ერთვება ოპოზიციის ნაწილი, რადგან მათი აზრით, ეს შეხვედრები ფორმალურია. ისინი საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტს სექტემბერში წარუდგენენ.

14 აგვისტო 2022, 17:10

სამართალი

პოლიციამ თბილისში დედის მკვლელობის ბრალდებით ახალგაზრდა კაცი და მისი მეგობარი დააკავა

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დედას - 1988 წელს დაბადებულ ჟ.ხ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენაში ნ.ხ.-ს თავისი მეგობარი რ.ნ. ეხმარებოდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ჟ.ხ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ხ. და რ.ნ. მომხდარიდან მალევე ბრალდებულის სახით დააკავეს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემანუელ მაკრონი

14 აგვისტო 2022, 16:58

მსოფლიო

ემანუელ მაკრონმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ნატოში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლს ხელი მოაწერა, - განცხადებას ელისეის სასახლე აქვეყნებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 აგვისტო 2022, 16:42

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ზაპოროჟიეს ქარხანას ესვრის ან სროლის დროს საფარად იყენებს, უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების, სპეცსამსახურების, ჩვენი არმიის განსაკუთრებული სამიზნე ხდება

„უკრაინის სამიზნეები არიან რუსი ჯარისკაცები, რომლებიც ესვრიან ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურს ან იყენებენ მას, როგორც ბაზას“, - წერს Al Jazeera უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით.

14 აგვისტო 2022, 16:32

საზოგადოება

ოთარ შამუგიამ სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ სოფელ ფარცხანაყანევში, სახელმწიფო თანადაფინანსებით შექმნილი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

14 აგვისტო 2022, 16:15

მსოფლიო

მარიუპოლის მუნიციპალური საბჭო: მაღალი ხელფასების დაპირებით, რუსეთიდან მუშები ჩამოიყვანეს, თუმცა ანაზღაურებას არ აძლევენ

„რუსეთიდან მაღალი ხელფასის დაპირებით ჩამოყვანილ მუშებს ხელფასი არ მიუღიათ“, - წერს უკრაინული მედია მარიუპოლის მუნიციპალურ საბჭოზე დაყრდნობით.

14 აგვისტო 2022, 15:58

თავდაცვა

მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლებით კომბინირებული წვრთნები ჩაატარეს. საველე სწავლებაში მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის ასეულები მონაწილეობდნენ, რომელსაც მხარს 44-ე საარტილერიო ბატალიონი, საინჟინრო და სადაზვერვო ჯგუფები უჭერდნენ.

14 აგვისტო 2022, 15:44

მსოფლიო

ერევანში მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, სომხური მედია მსხვერპლის შესახებ პირველად ინფორმაციას ავრცელებს

სომხეთის დედაქალაქში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ მომხდარ ძლიერ აფეთქებას, წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 20 კი მძიმედ დაშავდა.