მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ჩავერთეთ უკრაინის ომში, - ამის შესახებ პარლამენტარმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ამ თვალსაზრისით საჭიროდ ჩათვალეს „ქართული ოცნებიდან“ გასვლა, რომ ვინმეს არ ეთქვა - რატომ საუბრობს ამაზე პარტიის წევრი.
მიხეილ ყაველაშვილმა გაიხსენა უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ომში ჩართვისკენ პირდაპირი მოწოდებები.
„ეს ინფორმაციები რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდებით ჩავერთეთ უკრაინის ომში. გახსოვთ უკრაინის პრემიერის განცხადებები, გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა, მთელი ეს პროცესი, ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრის, ვიღაც გონჩარენკოს პირდაპირ მოწოდება ქილიკით, ხომ არ არის დრო რომ გაისეირნოთ, რომელსაც პასუხი გავეცი. თითქოს ნამუსზე აგდება, ქართველებს ომი, ამ სიტუაციის ჩვენთან აგორება. მოკლედ რომ ვთქვა, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოყოფა ამ თვალსაზრისით, რომ ეს პროცესი უფრო მეტად არ განვითარდეს. ამაში იყო უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა, რომ ისედაც ვერ ვითმენდით, პირდაპირ ვუთხარით, არ უნდა მქონდეს მე პარტიული შეზღუდვა, შენ მიდიხარ, ევროპარლამენტარს ესაუბრები, პრემიერი მიდის, დღესაც და გუშინ შეხვედრები ჰქონდა და ვიღაცამ არ უნდა უთხრას, რომ თქვენი პარტიის წევრი ამას რატომ საუბრობს, ან კიდევ რაღაც მითითება, რომ არ მივცეთ საბაბი ადამიანებს სცენარის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს თვალწინ დღეს ვითარდება. მაშინაც იყო საუბარი, რომ მოდით წინასწარ ვთქვათ, ეს ამიტომ არის გაკეთებული, მაგრამ ჩავთვალეთ რომ დავლოდებოდით, სადამდე მივიდოდა ეს პროცესი“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის შეფასებაში გამოჩნდა საღად მოაზროვნე ადამიანი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ნებისმიერი პოლიტიკოსი, თუ მას რაიმე ინტერესი და ზეწოლა არ აქვს ვინმეს მხრიდან, ყველამ ისე უნდა შეაფასოს, როგორც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა, რომ ვერ ხედავს ლოგიკას ამ გადაწყვეტილების უკან, რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება და ლოგიკური იქნებოდა, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ სამივე სახელმწიფოსთვის და არ განესხვავებინათ ისინი.
„რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება. მათ თქვენ დაგავალდებულეს წინაპირობების შესრულება კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე, მაშინ, როცა დანარჩენი ორი სახელმწიფოსთვის წინაპირობების შესრულება სტატუსის მინიჭების შემდგომ პროცედურად განისაზღვრა. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მივესალმებით ორივე ქვეყნისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთის სტატუსის მინიჭებას. პრობლემა ამაში არაა. პრობლემაა ის, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს მათ, მაგრამ თქვენ – არა. რეალურ გამოწვევას კი ის წარმოადგენს, რომ წინაპირობები, რომლებიც თქვენ განგისაზღვრეს, სრულიად მოკლებულია კონკრეტიკას, არის მხოლოდ პოლიტიკური ხასიათის და არ ახლავს შეფასების ინდიკატორები. ეს ნიშნავს, რომ მათი შესრულების შესახებ მომავალში მსჯელობა იქნება ძალზედ სუბიექტური. შეუძლებელია მათი ობიექტურად შეფასება“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ყველა სიახლე
10 ივნისი 2026, 21:39
რეგიონი
იუსტიციის მინისტრმა მცხეთის იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 21:34
მსოფლიო
ტრამპმა ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
10 ივნისი 2026, 21:17
კულტურა
ორი დღე წლის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ შოუმდე - 12 ივნისს „დინამო არენაზე“ ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
12 ივნისს, „დინამო არენაზე“, ქართველი მსმენელის წინაშე კანიე ვესტი წარდგება. კონცერტამდე ორი დღით ადრე კულტურის მინისტრი, „სთარინგ ჯორჯიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად, წლის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური შოუს საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნო.
10 ივნისი 2026, 20:51
საზოგადოება
უსაფრთხო და კომფორტული გარემო 44 ოჯახისთვის - დედაქალაქის მერმა დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ბინების გასაღებები გადასცა
ავარიული შენობიდან ახალ საცხოვრებელ კორპუსში - ყოფილ ბავშვთა მეხუთე საავადმყოფოს სივრცეში მცხოვრებ დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ახალი საცხოვრებელი ფართები გადაეცათ. გასაღებები მათ თბილისის მერმა პირადად გადასცა.
10 ივნისი 2026, 20:45
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა - მათ დანაშაული აღიარეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფური ძალადობა. აღიარება გრძელდება. დანაშაულის დადასტურების შედეგად, საპატიმრო ბრალდებულებმა დღესაც დატოვეს. 4 ოქტომბრის საქმეზე 64 დაკავებულიდან 22 თავისუფალია.
10 ივნისი 2026, 20:42
პოლიტიკა
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება - სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. სამართალდამცველებმა 119 ადამიანი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორი დააკავეს. სპეცოპერაცია ბოლო 48 საათის განმავლობაში დედაქალაქსა და რეგიონებში ჩატარდა.
10 ივნისი 2026, 20:40
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბური ომის საფრთხის შესახებ აფრთხილებს
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მკვეთრი ესკალაციის გამო სერიოზული შეშფოთება გამოხატა.
10 ივნისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ყველა მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ - რჩება თუ არა სააკაშვილის პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაში? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეასე დღეს დაშლილი ალიანსი და სააკაშვილის პოლიტიკური ამბიციები - „ფედერალისტები“ „ნაციონალებს“ წაშლას ლოგოდანაც უპირებენ, „ნაციონალები“ კი გაგდებას არ აღიარებენ. ე.წ. ერთობის შიდა არეულობის ფონზე, მსჯავრდებული სააკაშვილი ციხიდან პარტიულ განახლებას ნანუკა ჟორჟოლიანით იწყებს. მეგი ნარსავიძის სიუჟეტი.
10 ივნისი 2026, 20:33
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა
„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.
10 ივნისი 2026, 20:27
პოლიტიკა
ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი ინტერესი - პარლამენტის თავმჯდომარე ე.წ. ალიანსს ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტნიორობის სხვაგვარი აღქმა აქვს ოპოზიციას - ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების შინაარსი. როდესაც სხვა ქვეყნის ინტერესი ეროვნულზე უპირატესია, ეს ანტისახელმწიფოებრივ აზროვნებას ნიშნავს, - ასეთია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის შეფასება.
10 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის როლი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლი ქართულ პოლიტიკაში. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი განცხადების ინტერპრეტირების მცდელობას უპასუხა.
10 ივნისი 2026, 20:16
პოლიტიკა
საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრატეგიული პარტნიორობა ურთიერთპატივისცემით და ორმხრივი სარგებლით. საქართველოს მთავრობის მეთაური ჩინეთთან კავშირის ეფექტს აფასებს და ურთიერთობის ახალ, ყოვლისმომცველ ეტაპს განმარტავს.
10 ივნისი 2026, 20:15
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენელს უმასპინძლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
10 ივნისი 2026, 20:14
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ყველაფერი, რაც მათ მოეთხოვებათ, არის ის, რომ ფურცელზე ხელის მოწერა დაიწყონ - ყველაფერი სრულად შეთანხმებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც ირანმა აშშ-თან შეთანხმების მისაღწევად უნდა გააკეთოს, არის „ფურცელზე ხელის მოწერის დაწყება“.
10 ივნისი 2026, 20:12
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გორის ქალთა კამერულმა გუნდმა სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
10 ივნისი 2026, 20:08
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიყოთ მყარი, სანდო, ეფექტიანი პარტნიორი და მაქსიმალურად ეფექტურად ვემსახუროთ შუა დერეფანს
ჩვენთვის ჩინეთი არის სტრატეგიული მიმართულება და წლიდან წლამდე ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მზარდია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას, ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საუბრისას. მინისტრის მოადგილის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის შემოღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის, პირველ რიგში, საჰაერო მიმოსვლა აღდგენილიყო, რომელიც კოვიდ პანდემიის შემდეგ იყო შეჩერებული.
10 ივნისი 2026, 20:07
მსოფლიო
ტრამპი: ჩვენ ვაპირებთ ირანზე თავდასხმას, ძალიან ძლიერ თავდასხმას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ განაახლებს თავდასხმებს ირანზე, ომის დასასრულებლად წარმოებულ მოლაპარაკებებში არასაკმარისი პროგრესის გამო.
10 ივნისი 2026, 20:02
მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭომ მიიღო აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია, რომელიც ირანს მოუწოდებს, წარმოადგინოს ინფორმაცია გამდიდრებული ურანის დარჩენილი მარაგების შესახებ და ინსპექტორებს მათი შემოწმების უფლება მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
10 ივნისი 2026, 19:43
მსოფლიო
POLITICO: ევროკავშირი განიხილავს ახალი ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების განვითარებას აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად
ევროკავშირის თავდაცვის ხელმძღვანელი, ანდრიუს კუბილიუსი განიხილავს ახალ ინიციატივას, რომელიც ქვეყნების მიერ ისეთი სამხედრო შესაძლებლობების ერთობლივ დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორიცაა ჰაერში საწვავით გამართვა, რასაც ამჟამად აშშ უზრუნველყოფს - განუცხადა ევროპარლამენტის სამმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა POLITICO-ს.
10 ივნისი 2026, 19:21
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა


