გოგა ხაინდრავა: შედეგი სახეზეა - საქართველოს არევის გაუთავებელი მცდელობა. ჩვენ არ ვართ ძლიერი დემოკრატია, არც ძლიერი ეკონომიკა, ამიტომ, ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთი გამოვლინება არის ჩვენი მტრების სასიხარულოდ
გოგა ხაინდრავა
ფოტო: IMEDI
პარლამენტთან გამართულ აქციას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმაურება. მისი განმარტებით პროტესტის ორგანიზატორები საზღვარგარეთიდან მიღებულ დავალებებს ასრულებენ , რისი დადასტურებაც იყო გუშინდელი აქცია. გოგა ხაინდრავა ცალკეულ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს და მათ რუსეთთან კავშირზე საუბრობს.
„შედეგი სახეზეა - საქართველოს არევის გაუთავებელი მცდელობა. ეს არის პატარა ქვეყანა. ჩვენ არ ვართ ძლიერი დემოკრატია, არც ძლიერი ეკონომიკა, ამიტომ, ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთი გამოვლინება არის ჩვენი მტრების სასიხარულოდ. განსაკუთრებით ჩრდილოელი მტრის. ამ ხნის განმავლობაში კარგად დავინახეთ პირდაპირი რუსული აგენტურა. ჯერ ეს იყო გრიგოლ ვაშაძე, ცნობილი საბჭოთა ჩეკისტი, რომელიც რამის პრეზიდენტად დაგვისვეს ქვეყანაში. ახლახან კი იყო ლაკა ხოშტარია, რომელიც იმთავითვე ყოველთვის ცნობილი იყო, რომ საბჭოთა სამჭედლოში იყო გაზრდილი. იქიდანვე არის წარმომავლობით ვაშალომიძე, სააკაშვილი, ძმები ბეჟუაშვილები, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნაყოფია. ყველას ფესვი არის რუსეთში. ბათუმის „დინამოს“ სამჯერ მეტი გულშემატკივარი ჰყავს, ვიდრე ამ შიკრიკების გაერთიანებას. რაც შეეხება ევროკავშირს და ამ პერსპექტივის აბსოლუტურად შემოგდებულ თემას. ეს საერთოდ სამარცხვინო ამბავია, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც მოაწყვეს ბრიფინგი და მოითხოვეს ხელისუფლების გადადგომა. ეს არ არს პოლიტიკური პროცესი, მაგრამ როცა ასეთ განცხადებას აკეთებ, არანაირი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციებთან არ გაქვს. მისაღებში უკრაინას ათწლეულები მოუწევს დგომაო და აი ამ მისაღებში დგომისთვის იბრძვის მაგალითად სალომე სამადაშვილი. იმის იქით მისი აზროვნების გაქანება არ არის“, - აცხადებს ხაინდრავა.
ყველა სიახლე
02 მარტი 2026, 16:09
თავდაცვა
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა ვაკანსიას აცხადებს
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის კადეტთა სამხედრო სკოლა (მისამართი: გარდაბანი, სოფელ კრწანისი) აცხადებს კონკურსს მასწავლებლების ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
02 მარტი 2026, 16:08
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, დედის დღესთან დაკავშირებით, 210 მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო ნობათს გადასცემს
სადღესასწაულო საჩუქრების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, დახმარებას მიიღებენ გარდაბანში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატება და ჰყავთ ოთხი ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი.
02 მარტი 2026, 15:59
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: ვარდენმა იგრძნო, რომ დებატებში გარდაუვალი მარცხი ელოდა და დებატებზე უარი, გაიძვერული ტაქტიკით განაცხადა. საჯარო სივრცეში განცხადებების გაკეთება ერთია, ხოლო პრემიერ-მინისტრთან პირდაპირ დისკუსიაში შესვლა სულ სხვაა
სამთვიანი საგა ისე დასრულდა, როგორც სრულდება ხმაურიანი, მაგრამ შინაარსობრივად სუსტი კამპანიები, ვარდენ მაჭავარიანმა ირაკლი კობახიძესთან დებატებზე უარი განაცხადა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
02 მარტი 2026, 15:55
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ სტარმერით იმედგაცრუებულია
„ეს ალბათ არასდროს მომხდარა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, ის შეშფოთებული იყო კანონიერების საკითხით“, - განაცხადა ტრამპმა.
02 მარტი 2026, 15:48
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც საარჩევნო პროცედურების, მათ შორის, საერთაშორისო დამკვირვებლებისა და მათი თანმხლები თარჯიმნის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების დაზუსტებას ითვალისწინებს.
02 მარტი 2026, 15:45
პოლიტიკა
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: მთავრობის განცხადება, სადაც გამოხატულია სამძიმარი ისრაელის და ირანელი მოქალაქეების მსხვერპლის გამო ერთ ტექსტში, კლასიკური ნიმუშია დაბალანსებული და ომის აცილებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა
ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს და გარდაცვლილთა სამძიმარს შეეხება.
02 მარტი 2026, 15:41
მსოფლიო
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში ირანში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება განიხილა. ინფორმაციას გამოცემა Armen Press-ი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
02 მარტი 2026, 15:40
მსოფლიო
POLITICO: აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება
აშშ-ის ირანზე თავდასხმის შემდეგ, ევროპა ენერგორესურსებზე ფასების ზრდისთვის ემზადება, - სტატიას ამ სათაურით Politico აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ ეს გაზრდის ზეწოლას ბლოკის ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და გამოაჩენს მის თითქმის სრულ დამოკიდებულებას უცხოურ წიაღისეულ საწვავზე.
02 მარტი 2026, 15:28
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში სტაჟიორთა შრომის ანაზღაურებას უკავშირდება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებას. კანონპროექტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარადგინა.
02 მარტი 2026, 15:27
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მცხეთა-მთიანეთში კუსტარულად მოწყობილი ცხოველთა სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
02 მარტი 2026, 15:23
პოლიტიკა
ვარდენ მაჭავარიანი 3 თვეა დებატებში იწვევს მმართველ გუნდს - „ტვ იმედმა" მას დებატში მონაწილეობა შესთავაზა, თუმცა, ვარდენმა უარი განაცხადა
ოპოზიციონერმა ვარდენ მაჭავარიანმა, რომელიც სამი თვეა მმართველ გუნდს დებატებში იწვევს, "იმედის" შეთავაზებაზე დებატებში მონაწილეობის შესახებ, უარი განაცხადა.
02 მარტი 2026, 15:12
რეგიონი
მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის გზაზე მოძრაობა აღდგა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
02 მარტი 2026, 15:10
მსოფლიო
კონგრესმენი მაიკ ტერნერი: მარკო რუბიოსგან ძალიან მკაფიო პასუხი მივიღე, რომ ხამენეი ჩვენი სამიზნე არ ყოფილა და ჩვენი მიზანი ირანში ხელისუფლების შეცვლა არ არის
„მისგან ძალიან მკაფიო პასუხი მივიღე, რომ ჩვენი მიზანი ხამენეი არ ყოფილა და ჩვენი მიზანი ირანში ხელისუფლების შეცვლა არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ასპექტი, რომ შეერთებული შტატები ირანში რეჟიმის შეცვლას არ ცდილობს. ჩვენი ხედვით, ის, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განახორციელა, უკავშირდებოდა იმ გარდაუვალ საფრთხეს, რომელიც მან თავის განცხადებაში აღწერა და, ვფიქრობ, მისი რეაქცია და ეს მიმართვა შეერთებული შტატებისადმი მნიშვნელოვანი ასპექტია“, - განაცხადა კონგრესმენმა.
02 მარტი 2026, 15:07
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე სააკაშვილზე: 2004 წელს ჯერ პუტინს ეწვია, მოსკოვში, რამდენიმე თვეში კი ირანში ჩაფრინდა. ხან გილაურს უშვებდა თეირანში, ხან აჰმადინეჯადს ხვდებოდა გაეროში. ახლა თემით მანიპულირებენ
სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური მედიის მიერ მორიგი თემით მანიპულირებას ეხმიანება, რომლებმაც მთავრობის განცხადებიდან გამოტოვეს ისრაელისადმი და არაბული ქვეყნებისადმი სამძიმარი და მხოლოდ ირანისადმი სამძიმრის მონაკვეთი გაავრცელეს თავიანთ მედიებში.
02 მარტი 2026, 15:05
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში
გერმანია მონაწილეობას არ მიიღებს ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებში, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა.
02 მარტი 2026, 15:03
რეგიონი
ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკონკურსო კომისიამ ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში მულტიფუნქციური კომპლექსის საკონკურსო განაცხადები და ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე 6 საბავშვო ბაღის პროექტირებისთვის წარდგენილი წინადადებები განიხილა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
02 მარტი 2026, 14:58
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: მსოფლიოს ახალი წესრიგი დღესაც სისხლით იწერება და თუნდაც 21-ე საუკუნეში, პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს ომი დიალოგით და მოლაპარაკებებით ჩაენაცვლებინათ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ომი, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს, მალე არ დასრულდება.
02 მარტი 2026, 14:54
პოლიტიკა
მათიკაშვილი: სტრასბურგმა დაადასტურა, რომ 20 ივნისის აქცია იყო ძალადობრივი და სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, თუმცა არაპროპორციული, სწორედ ამ საკითხში ის არის პასუხისმგებელი, ვინც პოლიციელებს ბრძანებას აძლევდა
სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს აქცია იყო ძალადობრივი და სახელმწიფოს გამოყენებული ძალა იყო ლეგიტიმური, თუმცა არაპროპორციული, სწორედ ამ საკითხში ვინც აძლევდა ბრძანებას პოლიციელებს ის არის პასუხისმგებელი,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა გვარამიას ნათქვამის შეფასებისას,სადაც გვარამიამ თქვა, რომ თუ გახარიას დააპატიმრებენ ის პოლიტიკური პატიმარი იქნება.
02 მარტი 2026, 14:53
პოლიტიკა
მორიგი ფარსი ოპოზიციისგან, „ნაცმოძრაობის“ განაყოფები გაერთიანებას აანონსებენ
მორიგი ფარსი ოპოზიციისგან. „ნაცმოძრაობის“ განაყოფები გაერთიანებას აანონსებენ. ამ ერთობას კი, როგორც ცნობილია, ოფიციალურად არ უერთდებიან „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წევრები, „ლელო“ და გახარიას პარტია.
02 მარტი 2026, 14:46
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: თუ ორი კვირის წინ ოპოზიციას პულსი არ ესინჯებოდა, „იმედზე“ და POSTV-ზე თავდასხმამ მათ საშუალება მისცა რაღაც ახალი დღის წესრიგი შემოგვთავაზონ
თუ ორი კვირის წინ ოპოზიციას პულსი არ ესინჯებოდა, „იმედზე“ და POSTV-ზე თავდასხმამ მათ საშუალება მისცა რაღაც ახალი დღის წესრიგი შემოგვთავაზონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“.


