გოგა ხაინდრავა: როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ წმინდა პოლიტიკურ განცხადებებს, ამას აღარანაირი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციასთან აღარ აქვს
გოგა ხაინდრავა
ფოტო: იმედი
სააკაშვილი აღარავის ახსოვს, გამოიყენეს როგორც შეეძლოთ. დღეს ისიც კი რცხვენიათ, რომ ვინმემ „თავისუფლება მიშას” პლაკატი ასწიოს. ისევე როგორც გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანის მეტს აღარავის ახსოვს, - ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„2003 წელს იმ ადამიანებისთვის, ვინც აქციებს ატარებდა, სასურველი შედეგი გამოიღო, თორემ, ქვეყანამ ამისგან რამდენად იხეირა, ეს ყველა თქვენგანმა განსაჯოს. ამ შემთხვევაში კი, ჩვენ საქმე გვქონდა შიკრიკების რევოლუციასთან. შიკრიკების განმარტება მარტივია, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ინფორმაცია მიაქვთ-მოაქვთ. ესაა შიკრიკების გაერთიანება, რომელიც მხოლოდ იმით არიან დაკავებული, რომ აქედან ინფორმაცია წაიღონ, როგორც წესი სიცრუე და ცილისწამება და იქიდან წამოიღონ ინსტრუქციები და გაახმოვანონ. ვგულისხმობ მათ ვოიაჟს დასავლეთში. ზოგიერთის მარშრუტი რუსეთისკენ არის. შეიძლება, პირდაპირ იქ არ დადიან, თუმცა იდეები იქიდან მოაქვთ. თავიდანვე განწირული იყო შიკრიკების რევოლუცია, იმიტომ რომ შიკრიკს არაფრის უნარი აქვს, გარდა იმისა, რომ რაღაც წაიღოს და მოიტანოს. იმის უნარიც არ გააჩნიათ, რომ წესიერად მოეტანათ ინფორმაცია, რას ითხოვს ჩვენგან ევროპული ბიუროკრატია“,- განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, სახეზეა საქართველოს არევის გაუთავებელი მცდელობა.
„რევოლუციური მოვლენების დრამატურგია და საპირფარეშოს დრამატურგია ორი სხვადასხვა რამაა, მაგრამ ბუღაძემ ეს არ იცის, არც დიღმელაშვილმა. დიღმელაშვილს ლიტერატურული დრამატურგიაც არ გაუგია, ბუღაძეს ეს მაინც გაუგია, მაგრამ ისე მიეჩვია მის საპირფარეშოში ჩამოყალიბებას, რომ იმის იქით ვეღარ წავიდა. შედეგი სახეზეა, გაუთავებელი მცდელობა საქართველოს არევის. ეს არის პატარა ქვეყანა, ჩვენ არ ვართ ძლიერი დემოკრატია, არც ძლიერი ეკონომიკა, ამიტომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინება არის ჩვენი მტრების სასიხარულოდ, განსაკუთრებით ჩრდილოელი მტრის. რასაც იქ ვხედავ, სტუდენტებს, ეს აბსოლუტურად სიცრუესა და სიბნელეში გაზრდილი ახალგაზრდები არიან. სხვანაირად, როგორ შეიძლება, იდგე თავყრილობაში, რომელსაც მეგის ქარდავა მიესალმება და მოძღვრავს, რომ ცოტა ხანში სინათლე იქნება“, - განაცხადა ხაინდრავამ.
მსივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია აღარავის ახსოვს.
„სააკაშვილი აღარავის ახსოვს, გამოიყენეს როგორც შეეძლოთ. დღეს ისიც კი რცხვენიათ, რომ ვინმემ „თავისუფლება მიშას” პლაკატი ასწიოს. ისევე როგორც გვარამია, ნანუკა ჟორჟოლიანის მეტს აღარავის ახსოვს. როდესაც ტრიბუნაზე დგანან, ან მის უკან იმალებიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ - „ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში საპატრიარქოა“, „რუსული რეზიდენტურაა საპატრიარქო”, „თავისუფლების მთავარი მტერია საპატრიარქო”, როგორ ფიქრობთ, რა წარმატების შანსი უნდა ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც მსგავს რამეს ფიქრობენ?1“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების თემაზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება ევროკავშირსა და შემოგდებულ თემას, ამ რაღაც პერსპექტივას, ეს სამარცხვინო ამბავია. როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები აკეთებენ წმინდა პოლიტიკურ განცხადებებს, ამას აღარანაირი კავშირი არასამთავრობო ორგანიზაციასთან აღარ აქვს. პოლიტიკა არ არის მათი პირდაპირი საქმიანობის ასპარეზი. 128 მილიონიდან, რომელიც აშშ-ის კონგრესმა საქართველოს გამოუყო, 88 მილიონი წავიდა არასამთავრობო ორგანიზაციების გასაძლიერებლად. ვიმეორებ, ეს არ არის ევროპული ცნობიერება, ეს ევროპული ბიუროკრატიაა, გახრწნილი და გადაგვარებული. ის ქალბატონიც, 24-ში რომ გვმოძღვრავდა ეკრანზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს ქართულმა საზოგადოებამ, რომ კარი შეუღონ და დაინახონ, რასა-პავილიონისი, კუბილიუსი როგორ სხედან ევროპაში და ჩვენ გარედან, იქნებ შეგვახედონ. ეს არის ზღაპარი. ვინ ეკითხებათ ევროპის ბიუროკრატებს ჩვენს პერსპექტივას?! თავმოყვარე ადამიანი და საზოგადოება ხომ დაფიქრდება, რას ნიშნავს, პერსპექტივა მოგვცეს. ამ მისაღებში უკრაინას ათწლეულები მოუწევს დგომაო, აცხადებენ და ამ მისაღებში დგომისთვის იბრძვის მაგალითად, სალომე სამადაშვილი?! იმის იქით მისი აზროვნების გაქანება არ არის“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 02:15
სპორტი
The New York Times: „ასტონ ვილასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად შეახსენა ყველას, თუ რა დააკლდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს
ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე ბრწყინავდნენ, მაგრამ ხომ არ დააკლდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია? - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
13 აგვისტო 2026, 01:52
სპორტი
ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს
ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ფინალში კვლავ გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა - სრულიადაც არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს, - წერს ესპანური სპორტული გამოცემა AS სტატიაში სათაურით „კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“.
13 აგვისტო 2026, 01:05
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს გოლებით უეფას სუპერთასი მოიგო
ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ინგლისური „ასტონ ვილა“ უეფას სუპერთასის მატჩში 2:1 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. შეხვედრას ავსტრიულმა ზალცბურგმა უმასპინძლა.
13 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა. ამით ის შეუერთდა მთავრობის მზარდ უკმაყოფილებას როუმინგის ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც ამ თვის ბოლოს პოლონელ აბონენტებს შეეხება.
12 აგვისტო 2026, 22:49
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.
12 აგვისტო 2026, 22:45
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა
რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
12 აგვისტო 2026, 22:27
სამართალი
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი.
12 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
The Hill: პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა
პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 21:08
სპორტი
„იბერია 1999“-ის წარმატება - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
11 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და წარმატებას ამჯერად „იბერია 1999“-მა მიაღწია.
12 აგვისტო 2026, 20:50
სამართალი
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები ხვალ განახლდება - რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები ხვალაც გაგრძელდება. დღეს სამართალდამცველებმა ის ადგილი შეამოწმეს, რომელსაც გაუჩინარებული მოზარდის დედა ითხოვდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ 12 წლის წინანდელ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
12 აგვისტო 2026, 20:42
ეკონომიკა
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა - სამუშაოებმა ხმელეთიდან ზღვაში გადაინაცვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები ხმელეთის შემდეგ უკვე წყალში გრძელდება, ეს პროცესი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. უკვე 2029 წელს კი მთავრობის ამოცანაა პირველი გემების მიღება.
12 აგვისტო 2026, 20:40
მსოფლიო
ტრამპი მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ: სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ კანონი ძალიან მკაცრია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას 2028 წელს მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ უპასუხა და აღნიშნული სცენარი გამორიცხა.
12 აგვისტო 2026, 20:39
საზოგადოება
არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, ღვედის გამოყენება, სიჩქარის გადაჭარბება - რა სიახლეებს მოიცავს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისათვის - საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არაერთ სიახლეს მოიცავს. შესაძლოა, ნასვამმა მძღოლმა ავტომობილის დაძვრა ვერ შეძლოს და შესაბამისი მოწყობილობის მონტაჟი ყველა ავტომობილში სავალდებულო გახდეს, ისევე, როგორც ღვედის გამოყენება უკანა სავარძელში მჯდომი მგზავრისათვის.
12 აგვისტო 2026, 20:32
პოლიტიკა
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ გასული წლის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში საქართველოს კრიტიკაც მოხვდა. ისევ განსჯის საგნად იქცა კანონპროექტები, რომელთა მიმართ წინააღმდეგობას საქართველოს ხელისუფლება ორმაგ სტანდარტს უწოდებს, მით უმეტეს, რომ გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საქართველოს შემდეგ არაერთი ევროპული სახელმწიფო შეთანხმდა.
12 აგვისტო 2026, 20:30
საზოგადოება
დიდგორობა 2026 - საზეიმო ღონისძიებები და „დიდგორის ჯვრით” დაჯილდოებული სამხედროები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
12 აგვისტო საქართველოს ისტორიის იმ გამორჩეულ დღესაც ნიშნავს, რაც 9 საუკუნეა გმირობის და თავდადების, სამშობლოს სიყვარულის და ქართველის მებრძოლი ბუნების მაგალითს ნიშნავს.
12 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საბოტაჟი - პროკურატურა გამოძიება განაგრძობს, აფხაზეთის ომის ვეტერანები გია ბარამიძის ნათქვამს უარყოფენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღალატი, მებრძოლების და ზოგადად ქართველების შეურაცხყოფა, ტყუილი - გია ბარამიძის მხილება გრძელდება. პროკურატურაში გამოკითხვაზე მისულ თითოეულ ვეტერანს თუ ადამიანს ბევრი აქვს მოსაყოლი ომის შესახებ, არაფერი მისი თავდადების შესახებ. რაც თქვა - ეს ყველასგან ღალატად შეფასდა. ელენე ხოშტარიასთვის კი ბარამიძე პატრიოტიზმის სიმბოლოა.
12 აგვისტო 2026, 20:09
პოლიტიკა
ხელოვნურად ინსპირირებული კამპანია, დეზინფორმაცია და გამიზნული ტყუილი - ხელისუფლება რუსოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობის უკან „დიფ სთეითის“ გეგმას ხედავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნურად ინსპირირებული კამპანია, დეზინფორმაცია და გამიზნული ტყუილი - ხელისუფლება რუსოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობის უკან „დიფ სთეითის“ გეგმას ხედავს.
12 აგვისტო 2026, 20:08
მსოფლიო
უკრაინული მედია: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სიღარიბის დონე, ფაქტობრივად, გაორმაგდა
2025 წელს უკრაინაში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 41.6% ცხოვრობდა, მაშინ როდესაც 2024 წელს ეს მაჩვენებელი 37%-ს შეადგენდა. ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ სიღარიბის დონე, ფაქტობრივად, გაორმაგდა. აღნიშნულ მონაცემებს მსოფლიო ბანკი კვლევაში Listening to Ukraine აქვეყნებს.
12 აგვისტო 2026, 19:55
ეკონომიკა
კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ
ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
12 აგვისტო 2026, 19:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს, ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის - დიდება ალაჰს
აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს - ვფიქრობ, მას შევინარჩუნებთ! ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გახდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.


