გოგა ხაინდრავა: ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძეზე მელაპარაკებოდე და მეორე მხრივ, პრაიდის დროშებს აქნევდე, ეს ერთმანეთთან არ ჯდება, რადგან ილიამ, ბრძენმა კაცმა ბრძანა: „ენა, მამული და სარწმუნოება“
გოგა ხაინდრავა
ფოტო: Facebook
„რომ გადახედოთ, 2000 წლის განმავლობაში, ვინ შემორჩა დღევანდელ მსოფლიოს, ესენი არიან მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთაც სარწმუნოება ბოლომდე გაიტანეს. თუ ვინმემ ეს სარწმუნოება გაიტანა და საკუთარი სინდისისა და ცხოვრების ბაირაღად აქცია, ეს არის საქართველო“, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სწორედ სარწმუნოებაა ის საფუძველი, რომლითაც საქართველომ დღევანდელ დღემდე მოაღწია.
„მადლობა ღმერთს, ქართულ საზოგადოებას გონი არ დაუკარგავს. ეს არის რწმენის დამსახურება, რომელზეც საქართველო ყოველთვის იდგა, დგას და იდგება. ერთი მხრივ, ილია ჭავჭავაძეზე მელაპარაკებოდე და მეორე მხრივ - პრაიდის დროშებს აქნევდე, ეს ერთმანეთთან არ ჯდება, რადგან ილიამ, ბრძენმა კაცმა ბრძანა: „ენა, მამული და სარწმუნოება“. რომ გადახედოთ, 2000 წლის განმავლობაში, ვინ შემორჩა დღევანდელ მსოფლიოს, ესენი არიან მხოლოდ ის ქვეყნები, რომელთაც სარწმუნოება ბოლომდე გაიტანეს. თუ ვინმემ ეს სარწმუნოება გაიტანა და საკუთარი სინდისისა და ცხოვრების ბაირაღად აქცია, ეს არის საქართველო. იმიტომ არის, რომ აღარც ბიზანტია, აღარც რომი, აღარც ელინისტური სამყარო აღარ არსებობს და საქართველო იქ არის, სადაც იყო. მეტსაც გეტყვით, ასეთი ღირსეული და თავმოყვარე ქვეყანა დღეს აღმოსავლეთ ევროპაში არ არის. ვერცერთმა ვერ გაბედა იმის თქვა, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესი, ჩემი სამართლიანი დამოკიდებულება, იმ ამბებისადმი, რომლებიც მსოფლიოში ხდება, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მისაღები ოთახი. ვისთვისაც ის არის უფრო მნიშვნელოვანი, იქ წავიდნენ, ჩვენ აქ დავრჩებით, საპატრიარქო და დედაეკლესია იქნება ჩვენი დასაყრდენი და ქრისტეს რწმენით, მივალთ იქ, სადაც ის გველოდება“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 10:00
საზოგადოება
ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ქალაქ ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა.
13 აგვისტო 2026, 09:49
საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
13 აგვისტო 2026, 09:39
საზოგადოება
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.
13 აგვისტო 2026, 09:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ხალხებს შორის ასეთი ფობიური დამოკიდებულების შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს ხალხებს შორის დაპირისპირებაში.
13 აგვისტო 2026, 09:21
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა.
13 აგვისტო 2026, 09:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში რუსოფობიის თემაზე საუბარი და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „დიფ სთეითის“ მიერ დაგეგმილ ახალ კამპანიას უკავშირდება.
13 აგვისტო 2026, 09:07
საზოგადოება
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო.
13 აგვისტო 2026, 02:15
სპორტი
The New York Times: „ასტონ ვილასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად შეახსენა ყველას, თუ რა დააკლდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს
ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე ბრწყინავდნენ, მაგრამ ხომ არ დააკლდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია? - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
13 აგვისტო 2026, 01:52
სპორტი
ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს
ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ფინალში კვლავ გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა - სრულიადაც არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს, - წერს ესპანური სპორტული გამოცემა AS სტატიაში სათაურით „კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“.
13 აგვისტო 2026, 01:05
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს გოლებით უეფას სუპერთასი მოიგო
ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ინგლისური „ასტონ ვილა“ უეფას სუპერთასის მატჩში 2:1 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. შეხვედრას ავსტრიულმა ზალცბურგმა უმასპინძლა.
13 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა. ამით ის შეუერთდა მთავრობის მზარდ უკმაყოფილებას როუმინგის ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც ამ თვის ბოლოს პოლონელ აბონენტებს შეეხება.
12 აგვისტო 2026, 22:49
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.
12 აგვისტო 2026, 22:45
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა
რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
12 აგვისტო 2026, 22:27
სამართალი
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი.
12 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
The Hill: პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა
პენტაგონმა კონგრესს აცნობა, რომ გასულ წელს იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ამერიკული ავიადარტყმების შედეგად 153 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლი 243 - დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
12 აგვისტო 2026, 21:08
სპორტი
„იბერია 1999“-ის წარმატება - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს
11 აგვისტო ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერა - 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს წარმომადგენელი ევროპული საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და წარმატებას ამჯერად „იბერია 1999“-მა მიაღწია.
12 აგვისტო 2026, 20:50
სამართალი
მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო ღონისძიებები ხვალ განახლდება - რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის დედა? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მლეთაში საგამოძიებო მოქმედებები ხვალაც გაგრძელდება. დღეს სამართალდამცველებმა ის ადგილი შეამოწმეს, რომელსაც გაუჩინარებული მოზარდის დედა ითხოვდა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ 12 წლის წინანდელ საქმეში არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა.
12 აგვისტო 2026, 20:42
ეკონომიკა
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობა - სამუშაოებმა ხმელეთიდან ზღვაში გადაინაცვლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები ხმელეთის შემდეგ უკვე წყალში გრძელდება, ეს პროცესი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. უკვე 2029 წელს კი მთავრობის ამოცანაა პირველი გემების მიღება.
12 აგვისტო 2026, 20:40
მსოფლიო
ტრამპი მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ: სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ კანონი ძალიან მკაცრია
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვას 2028 წელს მესამე ვადით შესაძლო კენჭისყრის შესახებ უპასუხა და აღნიშნული სცენარი გამორიცხა.
12 აგვისტო 2026, 20:39
საზოგადოება
არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, ღვედის გამოყენება, სიჩქარის გადაჭარბება - რა სიახლეებს მოიცავს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია? „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისათვის - საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგია არაერთ სიახლეს მოიცავს. შესაძლოა, ნასვამმა მძღოლმა ავტომობილის დაძვრა ვერ შეძლოს და შესაბამისი მოწყობილობის მონტაჟი ყველა ავტომობილში სავალდებულო გახდეს, ისევე, როგორც ღვედის გამოყენება უკანა სავარძელში მჯდომი მგზავრისათვის.


