პროკურატურა: „მთავარისა“ და „ფორმულას“ მიერ ირაკლი შოთაძისა და უწყების სხვა პროკურორების ოჯახების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაცია ცრუ და განზრახ დამახინჯებულია
ფოტო: პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა, ტელეკომპანიების - „მთავარისა“ და „ფორმულას“ მიერ, გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძისა და უწყების სხვა პროკურორების ოჯახების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება და მას ცრუსა და განზრახ დამახინჯებულს უწოდებს.
„სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში, დეზინფორმაციის გავრცელება ზოგიერთი მედიასაშუალების ჩვეულ საქმიანობად იქცა და მათი მიზანი, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოების გამართული საქმიანობისთვის ხელის შეშლა, კონკრეტული თანამდებობის პირების დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა. საქართველოს პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ მიმართულებით, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მომავალშიც მოვახდენთ პროაქტიულად საზოგადოების ინფორმირებას. სამწუხაროა, თუმცა აუცილებლად აღსანიშნავია, რომ მედიასაშუალებები მსგავსი ცრუ და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისას უხეშად არღვევენ ჟურნალისტურ სტანდარტებს და ეთიკის ნორმებს, რის ნათელი მაგალითიც გუშინ გასული სიუჟეტებია. პირველ რიგში, ხაზი უნდა გაესვას, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ მათ მიერ მომზადებულ ე.წ. „სიუჟეტთან“ დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს საერთოდ არ დაკავშირებია, არ უცდია ინფორმაციის გადამოწმება და უწყებისთვის არცერთი კითხვით არ მოუმართავს. რაც შეეხება ტელეკომპანია „ფორმულას“ - ტელევიზია რეპორტაჟის მომზადებამდე დაუკავშირდა პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურს და ყველა დასმულ კითხვაზე მათ წერილობით მიეწოდათ ამომწურავი პასუხები. ასევე განემარტათ, რომ ინფორმაცია მათთვის საინტერესო პირებზე დეტალურად ასახულია თანამდებობის პირის საჯარო დეკლარაციაში და ეხელმძღვანელათ ამ ინფორმაციით. მიუხედავად ამისა, სიუჟეტის ავტორებმა არ გამოიყენეს თანამდებობის პირთა დეკლარაციებში არსებული საჯარო ინფორმაციები და რეპორტაჟში არ გააჟღერეს მათ კითხვებზე პროკურატურიდან მიღებული ვრცელი პასუხები, უწყების განმარტებები და შემოიფარგლნენ მხოლოდ ერთი ზოგადი ფრაზით, მაშინ როდესაც ჟურნალისტური სტანდარტებით, მათ სრულად უნდა გაეჟღერებინათ პროკურატურიდან მიღებული პასუხები. ცხადია, რომ ხსენებული ტელეკომპანიების მიერ სიუჟეტების მომზადების ფორმა და მათში გაჟღერებული ყალბი ინფორმაციის სიმრავლე, ცალსახად უსვამს ხაზს მათ არაობიექტურობასა და ინფორმაციის ცალმხრივად გაშუქების სურვილს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ აღნიშული დეზინფორმაციის ავტორების მიზანი საზოგადოებაში პროკურორებზე უარყოფითი განწყობის შექმნა, მათი იმიჯის შელახვა და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციაა.
„აღნიშნულ სიუჟეტებში წარმოდგენილი არასწორი და დამახინჯებული ფაქტების სიმრავლის გამო, საჭიროდ მიგვაჩნია, პასუხი გავცეთ ცილისწამებას. ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტი იწყება საქართველოს გენერალური პროკურორის საცხოვრებელი ბინის ე.წ. რეზიდენციად მოხსენიებით. აღნიშნული უძრავი ქონება თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე, მრავალსართულიან კორპუსში მდებარე 150 კვ.მ. საცხოვრებელი ბინაა, რომლის შესახებ ინფორმაცია დეტალურად არის მითითებული ირაკლი შოთაძის მიერ სხვადასხვა წლებში შევსებულ თანამდებობის პირის საჯარო დეკლარაციებში. აღნიშნული ბინა გენერალურ პროკურორს 2016 წელს კრედიტით და ასევე, სხვა ბინის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით აქვს შეძენილი და ამჟამადაც იგი დატვირთულია იპოთეკით წავკისში მიწის ნაკვეთის შეძენის სანაცვლოდ. ასევე, „მთავარის“ სიუჟეტში, უკვე მეორედ, ამავე ტელევიზიის მიერ, გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოსდა, ხსენებული ბინის რემონტი ირაკლი შოთაძეს 1 მილიონი ლარი დაუჯდა, რაც არის მტკნარი სიცრუე და რომლის თაობაზეც მათ ჯერ კიდევ 2021 წლის 16 მაისს უწყებამ საჯაროდ უპასუხა. კერძოდ, ცაგარელის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც ირაკლი შოთაძე დღესაც ცხოვრობს, რემონტი ჩატარებულია 2016-2017 წლებში და რემონტის ღირებულება გენერალურ პროკურორს მითითებული აქვს ასევე დეკლარაციებში. მაშინდელ სიუჟეტში აღნიშნულმა ტელევიზიამ ისიც კი იკადრა, რომ სრულიად სხვა ადამიანის განსხვავებულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი ბინის სურათები უჩვენა საზოგადოებას, ვითომდა იმის დასადასტურებლად, რომ აღნიშული ბინის რემონტში დახარჯული იყო ძალიან დიდი თანხა. მიუხედავად იმისა, რომ ხსენებულმა ტელევიზიამ გაიგო, რომ სრულიად სხვა ბინაზე საუბრობდნენ მაშინ, გუშინდელ სიუჟეტში კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს ცრუ ინფორმაცია. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის დარღვევის უხეშ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, რაც კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს აღნიშული სიუჟეტის სუბიექტურობას და დეზინფორმაციის გავრცელების სურვილს. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს წავკისში, რომლის შესახებაც ასევე საუბარი იყო „მთავარისა“ და „ფორმულას“ სიუჟეტებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის თაობაზეც ირაკლი შოთაძეს დეკლარაციაში საკმაოდ დეტალური ინფორმაცია აქვს მითითებული, საიდანაც ცხადად ჩანს, რომ 1305 კვ.მ. ნაკვეთი მას შეძენილი აქვს ძირითადად ბანკიდან აღებული მრავალწლიანი იპოთეკური კრედიტით. ხსენებულ მიწის ნაკვეთზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და მისი ფინანსური უზრუნველყოფა ხდება ირაკლი შოთაძის დეკლარაციაშივე ასახული დიდ დიღომში, ქოშიგორაზე მდებარე მიწის ნაკვეთის გაყიდვიდან შემოსული თანხით, რომელიც მას შეძენილი ჰქონდა ჯერ კიდევ 2011 წელს. ასევე, ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გავრცელებული მორიგი სიცრუეა, რომ თითქოს ირაკლი შოთაძის ოჯახის ყოველწლიური შემოსავალი უფრო ნაკლებია, ვიდრე - გასავალი. აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მოქალაქეს შეუძლია გადამოწმება“, - განმარტავს პროკურატურა.
უწყება მიუთითებს, რომ გენერალური პროკურორის მიერ შევსებულ საჯარო მოხელის დეკლარაციაში ყველაფერი ნათლად არის მითითებული და ჩანს ყველა ხარჯი და შემოსავალი, რომელიც სრულად არის ასახული და დასაბუთებული.
„2019 წელს საჯარო სამსახურის ბიურომ შეისწავლა ირაკლი შოთაძის 2018 წლის დეკლარაცია და შემოწმების შედეგებით დადგინდა, რომ დეკლარაცია იყო სრულყოფილი და დასაბუთებული. „როგორ ვიყიდოთ დაახლოებით 120 000 დოლარის უძრავი ქონება, როცა ჩვენი შემოსავალი მხოლოდ 2000 ლარია“ - ამ მორიგი ტყუილით იწყება ტელეკომპანია „ფორმულას“ არაერთი სიცრუით გაჯერებული სიუჟეტი ირაკლი შოთაძის, ჯარჯი წიკლაურისა და რევაზ ბაღაშვილის უძრავ ქონებებთან დაკავშირებით. ირაკლი შოთაძის ქონებრივ დეკლარაციაში ცხადად არის მითითებული, რომ გენერალური პროკურორის ხელფასი არ შეადგენს 2000 ლარს და ისიც, რომ წავკისში მიწის ნაკვეთი მრავალწლიანი იპოთეკური სესხით არის შეძენილი. ასევე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ნათლად ჩანს გენერალური პროკურორის და მისი ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა, შემოსავალი და გასავალი. „ფორმულას“ სიუჟეტის შემქმნელებიც არ შემოიფარგლნენ მხოლოდ ზეპირი ტყუილებით და ამ შემთხვევაშიც თავის სიუჟეტში აჩვენეს მეზობლად, სხვა ადამიანის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დამტკიცებული არქიტექტურული პროექტის ფოტოები (რენდერები) და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ირაკლი შოთაძე ხსენებული პროექტის მიხედვით აშენებს სახლს. რეალურად, ხსენებული ე.წ. პროექტის რენდერები გენერალურ პროკურორს არ ეკუთვნის და მდებარეობს სხვა მისამართზე. ასევე, „ფორმულას“ სიუჟეტში საუბარი იყო იმის შესახებ, თითქოსდა ე.წ. პროკურორების კორპუსში საცხოვრებელ ბინებს მხოლოდ გახმაურებული საქმის პროკურორები ფლობენ და ეს პროკურორებისთვის გაწეული სამსახურისთვის მიღებული პირადი გასამრჯელოა, რაც არის სიცრუე და დეზინფორმაცია. აღნიშნული საცხოვრებელი ბინა, რევაზ ბაღაშვილს და ჯარჯი წიკლაურს შეძენილი აქვთ იპოთეკური სესხით, რომელიც იფარებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე, ამავე სიუჟეტში დამახინჯებულად არის წარმოდგენილი ინფორმაცია, თითქოსდა რევაზ ბაღაშვილი ფლობს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურიანში. სინამდვილეში, რევაზ ბაღაშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს 200 კვ.მ და შეძენილია 2015 წელს, დაახლოებით 3700 აშშ დოლარად და ამის თაობაზე ნათლად არის ინფორმაცია მითითებული რევაზ ბაღაშვილის საჯარო პირის ქონებრივ დეკლარაციაში. ამასთან, მორიგი სიცრუეა „მთავარი არხის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს ჯარჯი წიკლაური ფლობს „რეზიდენციებს" შინდისში და თითქოს, მას მეუღლის სახელზე აქვს გაფორმებული სასტუმრო კომპლექსი დაბა გუდაურში. სინამდვილეში, ჯარჯი წიკლაურის მეუღლეს საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ბინა 150კვ.მ. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დაბა გუდაურში. რაც შეეხება შინდისის რეზიდენციას, აღნიშნული ინფორმაცია სრულად გამოგონილია, ვინაიდან ჯარჯი წიკლაური საკუთრებაში ფლობს მხოლოდ მიწის ნაკვეთს 700კვ.მ-ს და არანაირი რეზიდენცია არ არსებობს. აღნიშნულის გადამოწმება მარტივად შეეძლო სიუჟეტის ავტორს, თუმცა ცხადია რომ მიზანი გამოგონილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება იყო, კონკრეტული პროკურორების დისკრედიტაციის მიზნით. ამას გარდა, ტელეკომპანია „ფორმულას“ სიუჟეტში ნახსენებია თამარ აღლემაშვილი, როგორც კაბელების საქმის პროკურორი. სინამდვილეში ე.წ. კაბელების საქმის პროკურორი თამარ აღლემაშვილი არ ყოფილა და შესაბამისად ბინა გასამრჯელოდ, საჩუქრად არ მიუღია. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ყველა მათ მიერ დასმულ კითხვაზე წერილობით გაეცა ამომწურავი პასუხი, რაც არ გამოუყენებიათ მომზადებულ რეპორტაჟში. მათ რომ ობიექტური სიუჟეტის მომზადების სურვილი ჰქონოდათ, უწყების მიერ მიწოდებული პასუხებით ამის სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა სამწუხაროდ, ცხადია, მათ სრულიად სხვა მიზნები ამოძრავებთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროკურატურაზე ცილისმწამებლური თავდასხმა და სიცრუის ტირაჟირება არ არის ახალი და როგორც წესი, პროკურატურის თანამშრომლების მიმართ ცრუ ინფორმაციის გავრცელება პერიოდულ და კამპანიურ ხასიათს ატარებს, ძირითადად ისეთი სისხლის სამართლის საქმეების მსვლელობის პარალელურად, როდესაც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან კავშირში მყოფი პირების დანაშაულებზე სამართალწარმოება მიმდინარეობს. ნათელია, რომ პროკურორების მიმართ დაწყებული მორიგი ცრუ პიარკამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის უსუსურ მცდელობას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პროკურატურა ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კამპანიის ავტორები პროკურატურისა და კონკრეტული პროკურორების საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.
„ამასთან დაკავშირებითაც, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მსგავსი სიყალბეებითა და დეზინფორმაციებით ვერავინ მიაღწევს მიზანს; საქართველოს პროკურატურა გააგრძელებს კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას და თითოეული პროკურორის საქმიანობა, დამოუკიდებლობა და ხელშეუხებლობა სრულად იქნება დაცული საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების ფარგლებში. მოვუწოდებთ, აღნიშნული და მსგავსი დეზინფორმაციის ავტორებს, თავი შეიკავონ ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან. საზოგადოების ობიექტურად ინფორმირების მიზნით, თითოეული მსგავსი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას შესაბამისი პასუხი გაეცემა, მათ შორის, ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფის მოთხოვნით სამოქალაქო წესით სასამართლოსადმი მიმართვის გზით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.


