18 ივლისი 2022, 14:51 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: მოდით, შევწყვიტოთ პოპულიზმი და რეალური სამუშაო პროცესით გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვევალება და შევასრულოთ რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანას ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოებს

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

პოპულიზმი, რომელიც ევროპაშიც დამაზიანებელია, საქართველოშიც დამაზიანებელია, ევროპაშიც სირცხვილია პოპულიზმი, საქართველოშიც სირცხვილია, მოდით შევწყვიტოთ პოპულიზმი და რეალური სამუშაო პროცესით გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვევალება და შევასრულოთ რეკომენდაციები და პირობები, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან. რაც მთავარია, ეს გავაკეთოთ მშვიდად, არ არის საჭირო ამდენი ნერვიულობა. სიმშვიდე სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და სჭირდება შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა და თქვენ რომ სხდომის მოსაწვევად ცალკე მიმართეთ ქალბატონ პრეზიდენტს, ეგ არ არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, პირდაპირ გეუბნებით, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციის სხვა დეპუტატებს, რომელთა ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული იქნა პარლამენტის რიგგარეშე სესია.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველასთვის უკეთესი იქნება სიმშვიდის შენარჩუნება, ვინაიდან „არ არის დღეს ის ვითარება პარლამენტში და ქვეყანაში, რომ ხელოვნურად შევქმნათ აჟიოტაჟი და ავწიოთ ტემპერატურა“.

მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია თუ რა არის გასაკეთებელი და ასევე ყველამ კარგად იცის, რომ შესაბამისი სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია.

„რეალურად სიმართლე, რომ გითხრათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიმაჩნია, რომ თავმჯდომარე დღეს ძალიან დელიკატურად მოიქცა, როდესაც კაზუსი დაარქვა იმას, რაც თქვენ გააკეთეთ და რაზეც თქვენ საუბრობდით. სინამდვილეში რა ჰქვია ამას, ერთად შევაფასოთ.

ბატონო დავით, თქვენ ამ სხდომაზე ბრძანეთ, რომ არ ვარ მომხრე დაბალი ბარიერისო, მაგრამ მაინც ძალიან მინდა, რომ მივიღოთო. აქ ითქვა, რომ გვინდა, ჩავერთოთ პროცესში, გვინდა, ვიმუშაოთ რეკომენდაციების შესრულებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ კომიტეტების სხდომებს და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს თქვენ არ ესწრებით და მასში თქვენ არ მონაწილეობთ.

თქვენ მოგვიწოდებთ თანხმობისაკენ, ინკლუზიური პროცესისკენ. ბევრჯერ ახსენეთ აქ, რომ მოდით, ერთად რამე გავაკეთოთ, მოდით რაღაცაზე მაინც შეთანხმებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. სინამდვილეში სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც რიგგარეშე სესიის მოწვევა სცადეთ სწორედ შეთანხმების გარეშე, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცოდით, რომ უმრავლესობის გარეშე და დღის წესრიგის გარეშე ამ სხდომის ჩატარება იყო შეუძლებელი. აგერ მინიმუმ სამი ფაქტი მოგიყვანეთ, სადაც პირდაპირ ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ, სადაც, პირდაპირ გეუბნებით, ამას კაზუსი კი არა, ამას ჰქვია პოპულიზმი, როდესაც ერთს ამბობ, მეორეს აკეთებთ, მხოლოდ იმიტომ, რომ მოკლევადიანი ეფექტი მიიღო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე მიმართა ლევან ბეჟაშვილს და აღნიშნა, რომ გასაკვირია მისი კომენტარი ბარიერის დაწევის თაობაზე.

„როდის მერე მიგაჩნიათ, რომ დეპოლარიზაციაა ბარიერის დაწევა. როგორც მახსოვს, თქვენ იმ პარტიას წარმოადგენთ, ვინც ბარიერის დაწევის შემდეგ არჩევნები რომ ჩატარდა, 7-8 თვის განმავლობაში პარლამენტშიც არ შემოდიოდით, პლუს ზეწოლას ახდენდით კოლეგა ოპოზიციურ პარტიებზე, რომ ისინიც არ შემოსილიყვნენ. ასე გესმით დეპოლარიზაცია და თქვენ ესე გგონიათ, რომ ბარიერის დაწევის მერე მომავალშიც ასეთ დეპოლარიზაციას გააკეთებთ. ძალიან ჩქარობთ, ჩქარობთ იმაზე მეტად, ვიდრე აკეთებთ. სინამდვილეში ბატონმა ირაკლი კობახიძემ აგიხსნათ გასაგებად, როდესაც ოპოზიცია დაგვარწმუნებს იმაში, რომ ბარიერის დაწევა ნამდვილად მოემსახურება დეპოლარიზაციას, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენთან ერთად, სხვათა შორის, ჯერჯერობით სრულიად საპირისპიროში დაგვარწმუნეთ. ეს არის სიმართლე?“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 20:21

მსოფლიო

CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 20:14

პოლიტიკა

კანონმდებელთა 19 შეკითხვა და პირველი დიპლომატის ინტერპელაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროპაგანდა და ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

15 აპრილი 2026, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.

15 აპრილი 2026, 19:16

საზოგადოება

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერტს შეხვდა.

15 აპრილი 2026, 19:09

რეგიონი

გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბაჩო ოდიშარია

15 აპრილი 2026, 18:57

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული- მოკლედ, ქართველი ლიბერალი, ლიბერალიზმშიც კი უსამშობლოა

ლიბერალიზმის ძირითადი ფილოსოფიური საყრდენია თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, თანასწორობა, ტოლერანტობა, რაციონალიზმი, საკუთრება და კონსტიტუციონალიზმი. თუმცა თანამედროვე ლიბერალი, მითუმეტეს ქართველი ლიბერალი, არის სრულად დაშორებული ამ იდეოლოგიურ სიბრტყეს, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

15 აპრილი 2026, 18:54

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტ აფრიმ გაშის შეხვდა.

15 აპრილი 2026, 18:51

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

15 აპრილი 2026, 18:45

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სხდომაზე ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა წარადგინა.

15 აპრილი 2026, 18:43

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 17-19 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველო საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგება

გრან პალეში (Grand Palais) ეროვნულ სტენდზე მწერალთა სახლი წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამით, ფრანგულ ენაზე თარგმნილი 120-ზე მეტი გამოცემით და 10-მდე გამომცემლობით.

15 აპრილი 2026, 18:41

პოლიტიკა

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მაიკლ ო’ფლაერტისთან შეხვედრაზე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვისადმი საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მაიკლ ო’ფლაერტის შეხვდა.

15 აპრილი 2026, 18:39

პოლიტიკა

პარლამენტმა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის დაწესების საკითხს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 72 ხმით მიიღო.

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2026, 18:31

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში

„ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

15 აპრილი 2026, 18:28

პოლიტიკა

პარლამენტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ორგანომ მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება და 72 ხმით მხარი დაუჭირა.

დონალდ ტრამპი ჯორჯია მელონი

15 აპრილი 2026, 18:27

მსოფლიო

ტრამპი მელონიზე: ჩვენ აღარ გვაქვს ისეთივე ურთიერთობა, როგორიც ადრე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯორჯია მელონის კვლავ აკრიტიკებს. ტრამპის განცხადებით, ორ ლიდერს შორის არსებული მჭიდრო კავშირი წარსულს ჩაბარდა, რისი მიზეზიც ირანის საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური რომის პოზიცია გახდა.

კირ სტარმერი

15 აპრილი 2026, 18:15

მსოფლიო

კირ სტარმერი: ჩვენ არ ვაპირებთ ირანში მიმდინარე ომში ჩათრევას - ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა სხვა კურსი ამერჩია, ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ის არ დათმობს და არ შეიცვლის პოზიციას ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი კრიტიკის მიუხედავად.

ეკა სეფაშვილი

15 აპრილი 2026, 18:13

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ფაქტია, რომ ხელისუფლება და ქართველი ხალხი დღეს საერთაშორისო ზეწოლას უმკლავდება - ამ ვითარებაში ჩვენი საელჩოები უფრო აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას

ჩვენი საელჩოები გაცილებით უფრო აქტიურები უნდა იყვნენ და აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 18:06

პოლიტიკა

ქადაგიშვილი: პოლიტიკური რიტორიკა ცვალებადია და უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რომელიც ამ ეტაპამდე საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ წრეებს ამოქმედებდა, გადაივლის და დაუბრუნდებიან რეალური სურათის შესწავლას

პოლიტიკა და პოლიტიკური რიტორიკა ცვალებადია და ჩვენ უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა ვიწრო პოლიტიკური მიზანი, რომელიც ამ ეტაპამდე საქართველოს წინააღმდეგ გარკვეულ წრეებს ამოქმედებდა გადაივლის და საბოლოო ჯამში დაუბრუნდებიან რეალური სურათის შესწავლას,- განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა".

ირაკლი ქადაგიშვილი

15 აპრილი 2026, 18:01

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობაა? მიდიან აბსურდამდე. ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას

ის რომ უცხოური ფულის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არ არის კანონით დასაშვები და უცხო ფულის სხვა ქვეყანაში შემოტანა უნდა იყოს გამჭვირვალე, ეს ანტი ევროპულობა არის? მიდიან აბსურდამდე ანუ ქვეყანას უკრძალავენ ბრალდებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.