პრემიერი ევროკომისიის პრეზიდენტს: 9 ივნისს მიღებული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ
ირაკლი ღარიბაშვილი და ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტოები: მთავრობის ადმინისტრაცია / Facebook
„9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. სამწუხაროდ, აღნიშნული რეზოლუცია უამრავ დაუსაბუთებელ ჩანაწერსა და ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს, რასთან დაკავშირებითაც მზად ვარ, საჭიროების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ“, - წერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილში, რომლითაც მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილი არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არავითარ დასაბუთებას არ ეფუძნება.
„რეზოლუციაში გამოთქმულია შეშფოთება „დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში ასრულებს, აგრეთვე მის მიერ ხელისუფლებასა და ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე განხორციელებული კონტროლის გამო, მათ შორის ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურ დევნას უკავშირდება“. რეზოლუციაში, ასევე, გამოთქმულია შეშფოთება „კრემლთან ივანიშვილის პირადი და საქმიანი კავშირების გამო, რაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პოზიციას განაპირობებს“. გარდა ამისა, რეზოლუცია მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, „განიხილონ ივანიშვილის მიმართ პერსონალური სანქციების დაკისრების საკითხი იმ როლის გამო, რომელიც მან საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში შეასრულა. ევროპარლამენტის რეზოლუციის აღნიშნული ჩანაწერები არ ეფუძნება არავითარ დასაბუთებას და საქართველოში მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად. ოპონენტებს არასოდეს წარმოუდგენიათ პოლიტიკაში თუ მართლმსაჯულებაში ბიძინა ივანიშვილის ჩარევის არცერთი ფაქტი, ის საქართველოში აღარ აწარმოებს ეკონომიკურ საქმიანობას, არ არსებობს რუსეთთან მისი პირადი თუ საქმიანი კავშირის რაიმე პრეცედენტი. შესაბამისად, ყველაფერი, რაც რეზოლუციაში არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჩაიწერა, სრული სიყალბეა“, - აღნიშნავს პრემიერი.
ირაკლი ღარიბაშვილის წერილი სრულად წაიკითხეთ ამ ბმულზე.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 14:41
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
„19 ივნისის დღის ბოლოდან 22 ივნისამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. საქართველოს მდინარეებზე ნარჩუნდება მაღალი წყლიანობა.
19 ივნისი 2026, 14:38
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალიამ საზოგადოებას სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერემა ირაკლი კირცხალიამ საზოგადოებას სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო.
19 ივნისი 2026, 14:30
პოლიტიკა
ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე: ადამიანები ჩაითრიეს 4 ოქტომბერს, ასე მიწვევდნენ მეც, მარწმუნებდნენ, გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი
ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი- წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე და იხსენებს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს.
19 ივნისი 2026, 14:30
სამართალი
პროკურორი: მსჯავრდებულ ია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გამაჩნია, განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები
სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მათ შორის, ის ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა მათ მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებები და სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში, - განაცხადა 4 ოქტომბრის საქმის პროკურორმა, ვაჟა თოდუამ.
19 ივნისი 2026, 14:29
პოლიტიკა
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე
„ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი პენიტენციური სამსახური ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, - აცხადებს კალაძე.
19 ივნისი 2026, 14:28
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: ეს ნიშნავს სწორედ იმას, რომ საქართველოს ინტერესები კი არ იყო სააკაშვილისთვის და „ნაცმოძრაობისთვის“ პირველ რიგში ან არის, არამედ, იყო ამერიკის ინტერესები ან ევრობიუროკრატიების ინტერესები. ეს არის მათი სტილი
ლავირებას სააკაშვილი სახელმწიფოებს შორის - ამერიკა, რუსეთი აკეთებდა იმისთვის, რომ თვითონ დარჩენილიყო ხელისუფლებაში. დღეს ლავირება სახელმწიფოებს შორის კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის განცხადებას.
19 ივნისი 2026, 14:23
სამართალი
4 ოქტომბრის აქციაზე ბრალდებულებმა მოსამართლესა და სახელმწიფო ბრალმდებელს მუქარის ტონით მიმართეს
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი
19 ივნისი 2026, 14:23
პოლიტიკა
გავასაჩივრებთ ამ უსამართლო განაჩენს - 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატები
„როგორც კი იქნება შესაბამისი უწყების მიერ ან ჩაბარება, ან დაკავება, აითვლება მისი სასჯელის ვადა. ძებნაზე გადაეცემა. სად იმყოფება, როგორ გადაადგილდება, ჩემთვის უცნობია. გავასაჩივრებთ შესაბამის ინსტანციაში“, - განაცხადა ადვოკატმა რევაზ აჭარაძემ ჟურნალისტებთან პროცესის დასრულების შემდეგ.
19 ივნისი 2026, 14:20
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთში დაიწყო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
19 ივნისი 2026, 14:15
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრებზე რეგიონებში: ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება გამომდინარე იქიდან, რომ წინა შეხვედრებმა საკმაოდ აქტიურად ჩაიარა. იყო ყველაზე დიდი მოთხოვნა ახალგაზრდულ სივრცეებთან დაკავშირებით, ასევე, ვისაუბრეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონებში შეხვედრებს მართავს. რიგით მეათე შეხვედრა წყალტუბოში გაიმართება.
19 ივნისი 2026, 14:14
მსოფლიო
ანდრეი სიბიგა: უკრაინა არა მხოლოდ უბრალოდ ურტყამს რუსეთს. ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კიევი არა მხოლოდ უბრალოდ ურტყამს რუსეთს, არამედ ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს.
19 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 14:02
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.
19 ივნისი 2026, 13:58
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სოფელ ახალსოფლის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციის ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გააფორმა.
19 ივნისი 2026, 13:56
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია
„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა ქვეყნის 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ.
19 ივნისი 2026, 13:42
მსოფლიო
Euractiv: ევროპას დრონების წარმოება დამოუკიდებლად სურს, თუმცა ჩინეთზე დამოკიდებულება გადაუჭრელ პრობლემად რჩება
ევროპის ქვეყნების სამხედრო უწყებები და თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები სულ უფრო აქტიურად ავითარებენ უპილოტო საფრენ აპარატებს და ცდილობენ ამ სფეროში დამოუკიდებელი, სუვერენული შესაძლებლობების შექმნას, თუმცა, უცხოელ მომწოდებლებზე დამოკიდებულებისგან სრულად გათავისუფლება პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანად რჩება. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 13:20
მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრი: მთელი ლიბანი უნდა დაიწვას!
ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა იტამარ ბენ-გვირმა სოციალურ ქსელ X-ში ლიბანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ლიბანი უნდა დაიწვას.
19 ივნისი 2026, 12:55
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე სააკაშვილს: ვერც 16 წლის გახდები და ვერც მთავრობაში დაბრუნდები - მოეშვი ოცნებას
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებზე შეზღუდვა დააანონსა.
19 ივნისი 2026, 12:53
სამართალი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს გიორგი ჩახუნაშვილს, კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლო ია დარახველიძეს - 3 წელი
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს კონსტანტინე კოკაიას, დავით სტურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენტსა და ზაქრო ალბუთაშვილს 5-5 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, ხოლოდ, ია დარახველიძეს - 3 წელი.
19 ივნისი 2026, 12:52
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ქვემო ფონიჭალაში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.


