imedi /  28 ივლისი 2022, 00:35 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: თუ გვაინტერესებს ვიცოდეთ რა არის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური რიტორიკა, ეს არის ის, რაც სააკაშვილმა პოლონეთში, ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა: რომ დასავლეთი, ევროპა და ამერიკა არიან კოლონიზატორები

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

როდესაც ანტიდასავლურობაზე ვლაპარაკობთ ვიტყვი, რომ ვერ ნახავთ ვერცერთ სიტყვას, სადაც დასავლეთის, ელჩისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ კრიტიკა იყოს, მაგრამ კითხვების დასმის უფლება ჩვენ გვაქვს. დემოკრატიის მთავარი პრინციპია - ხალხს აქვს უფლება იცოდეს სიმართლე, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„თუ მართლა გვაინტერესებს ვიცოდეთ რა არის ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური რიტორიკა, ეს არის ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთში, ერთ-ერთ ძალიან დიდი შეხვედრაზე უკრაინელებთან თქვა: რომ, დასავლეთი, ევროპა და ამერიკა არიან კოლონიზატორები, ზუსტად ისეთი კოლონიზატორები, როგორც რუსეთი, უბრალოდ მეთოდები აქვთ სხვადასხვანაირი, აი ეს არის ანტიდასავლური, ჩვენგან მსგავსი რამე არ წამოსულა და მსგავსი რამ მიუღებელია.

ინტერესები ძალიან ხშირად გადასძალავს კეთილ სურვილებს, როდესაც მთელი ცივილიზებული სამყაროს ინტერესია, რომ რუსეთი, აგრესორი ქვეყანა დასუსტდეს ისე, რომ მას აგრესიის ნაკლები შანსი ჰქონდეს და როდესაც ომში უკვე ჩართულია უკრაინა, რუსეთი შეჭრილია და იპყრობს ტერიტორიებს და აქ დამატებითი ფრონტი გაიხსნას რუსეთის წინააღმდეგ, შეიძლება ამის სურვილი ძალიან ბევრს ჰქონდეს. ამ შემთხვევაში მსოფლიოს დიდ რუკაზე საქართველოს რა მოუვა შეიძლება ბევრმა პოლიტიკოსმა არ იდარდოს ამაზე, თუ იმ დიდ მიზანს მიაღწევენ, რასაც რუსეთის დასუსტება ჰქვია, მაგრამ რა ემუქრება ქართულ სახელმწიფოს ამას ჩვენზე უკეთ ვერავინ იფიქრებს და იდარდებს. ამიტომაც კითხვებსაც დავსვამთ, პასუხებსაც მოვითხოვთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ყველა სიახლე

ზაზა დობორჯგინიძე

18 ივნისი 2026, 10:56

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: ირანი ამ ომის შედეგად სტრატეგიულად გამარჯვებული და გაძლიერებულია. საქართველოს ნორმალური ურთიერთობა ირანთან, ქვეყნის დიპლომატიური აქტივია და არა კომპრომატი

აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, პირობები არსებითად ირანის სასარგებლოა, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე.

18 ივნისი 2026, 10:52

საზოგადოება

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

18 ივნისი 2026, 10:52

სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტს ესტუმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი მიგრაციის დეპარტამენტს ესტუმრა

18 ივნისი 2026, 10:38

მსოფლიო

მედია: უკრაინამ მოსკოვზე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში დრონებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა

უკრაინამ მოსკოვზე უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ნატა ფერაძე

18 ივნისი 2026, 10:36

პოლიტიკა

ნატა ფერაძე: „ნაცები“ ან მათი მხარდამჭერი ვინც არ ხართ, თქვენც 24/7 ნაცების შიდა ბორდელის გარჩევით უნდა მო* * *ათ პოლიტიკური ამინდი?

ოპოზიციონერი აქტივისტი ნატა ფერაძე, “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ პროცესებს “შიდა ბორდელის გარჩევებს” უწოდებს.

18 ივნისი 2026, 10:36

რეგიონი

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი უფრო გამჭვირვალე ხდება

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე მონიტორინგის პროცესი, კიდევ უფრო გამჭვირვალე ხდება, - ინფორმაციას ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 10:31

სამართალი

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის - A2LA-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამმართველომ ამერიკული აკრედიტაციის ცენტრის – „A2LA“-ს ყოველწლიური შეფასება წარმატებით გაიარა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 10:30

პოლიტიკა

ევროპარლამენტის რეზოლუცია: მოვუწოდებთ ევროკომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებსა და ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდებათ

„მივესალმებით კომისიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის, რაც 2026 წლის 6 მარტიდან ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გამოიყენება 2025 წლის 30 დეკემბერს ძალაში შესული და უფრო მოქნილი ვიზის შეჩერების მექანიზმის შესაბამისად, „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფუნდამენტური ღირებულებების დარღვევით განხორციელებული ქმედებების შედეგად; რეზოლუცია გასცემს გაფრთხილებას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ შეიძლება გამოიწვიოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რისთვისაც სრული პასუხისმგებლობა „ქართული ოცნებას“ დაეკისრება. მოვუწოდებთ კომისიას, შექმნას მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და სტუდენტებს შეუნარჩუნდებათ უვიზო წვდომა ევროკავშირში“, - აღნიშნულია რეზოლუციაში.

ნანა კაკაბაძე

18 ივნისი 2026, 10:27

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დღეს მთელ მსოფლიოში ისეა გაბატონებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების იდეოლოგია, როგორც 100 წლის წინ იყო მსოფლიო მოდა სოციალისტური რევოლუცია, რომელსაც უნდა დაემხო ბურჟუაზიის ბატონობა და სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავისუფლების სახელით ნათელი მოეფინა კაცობრიობის მომავლისათვის

„ადამიანის უფლებები - მითები და რეალობა“, - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელი პოსტს აქვეყნებს.

18 ივნისი 2026, 10:27

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

18 ივნისი 2026, 10:25

სამართალი

სამართალდამცველებმა წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

18 ივნისი 2026, 10:24

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით პალესტინის მოქალაქე დააკავეს.

18 ივნისი 2026, 10:13

ტექნოლოგიები

ჰუმანოიდი რობოტი ეკვადორში ვულკანზე ავიდა

16-საათიანი შტურმის განმავლობაში, სპეციალური ფეხსაცმლით, ქურთუკითა და სამთო უსაფრთხოების სისტემით აღჭურვილი ადამიანის მსგავსი რობოტი დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა იმ მონაკვეთებზე, სადაც დახრილობა 30 გრადუსზე ნაკლები იყო. თუმცა, მარშრუტის უფრო რთულ ფრაგმენტებზე ის ხელით გადაჰყავდათ. გუნდის შემდეგი მიზანი ჰავაის მწვერვალი მაუნა-კეაა, რის შემდეგაც ჯგუფი ევერესტის დაპყრობას შეეცდება.

18 ივნისი 2026, 09:56

საზოგადოება

„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - საინფორმაციო ბანერი QR კოდით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება

„დაიცავი ტყეში ქცევის წესები“ - საინფორმაციო ბანერზე ტურისტებს საშუალება აქვთ QR კოდის საშუალებით, გაეცნონ ტყეში უსაფრთხოების წესებსა და იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობის და კოცონის დანთების დროს უნდა იყოს გათვალისწინებული. საინფორმაციო ბანერი მთელი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო ტყეში 350 ლოკაციაზე განთავსდება.

18 ივნისი 2026, 09:50

მსოფლიო

AXIOS: ტრამპის მიერ ირანთან დადებულმა შეთანხმებამ ნეთანიაჰუს განრისხება და მოკავშირეთა მძვინვარება გამოიწვია

AXIOS-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოთხშაბათს საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მიღწეული შეთანხმება წარადგინა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებაში სტრატეგიულ და პოლიტიკურ მარცხად აფასებენ.

18 ივნისი 2026, 09:36

სპორტი

ინგლისმა ხორვატიას დაძაბულ ბრძოლაში 4:2 სძლია

ინგლისის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი შეხვედრა ხორვატიის გუნდთან გამართა და ანგარიშით 4:2 გაიმარჯვა.

დეივი ჩეისი

18 ივნისი 2026, 09:33

კულტურა

მსახიობი დეივი ჩეისი 35 წლისა გარდაიცვალა

დეივიმ პოპულარობა საშინელებათა ფილმ „ზარში“ სამარა მორგანის როლის შესრულების შემდეგ მოიპოვა. ეს როლი მან 11 წლის ასაკში მიიღო. ამ ნამუშევრისთვის მსახიობი MTV Movie Award-ის პრემიაზე ნომინაციაში „საუკეთესო ბოროტმოქმედი“ დააჯილდოვეს.

ემანუელ მაკრონი

18 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

მაკრონი: „დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანა შეთანხმდა, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, „დიდ შვიდეულში“ შემავალი ყველა ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთი მშვიდობისთვის სერიოზულ მზაობას არ აჩვენებს.

18 ივნისი 2026, 08:57

რეგიონი

ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ხალაწნის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლების ეზოები დატბორა. დაზიანებულია საკარმიდამო ნაკვეთები. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ზიანის შესახებ ინფორმაციას ახმეტის მერიაში არ ადასტურებენ. ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და მობილიზებული იყო მერიის ყველა შესაბამისი სამსახური.

თორნიკე ფაღავა

18 ივნისი 2026, 08:49

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალური მოძრაობა“ გვპირდებოდა რევოლუციას ქუჩაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რევოლუცია და გადატრიალება საკუთარ პარტიაში მიიღეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ისე გადააყენეს თანამდებობიდან, თვითონაც არ იცოდა და საჯარო წერილით გაიგო, რომელიც ბელადმა ციხიდან გამოაქვეყნა. „ნაციონალური მოძრაობა“ გვპირდებოდა რევოლუციას ქუჩაში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, რევოლუცია და გადატრიალება საკუთარ პარტიაში მიიღეს“, - აცხადებს ფაღავა.