მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე: ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ელჩს - მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის სანქცირებაზე არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს - ვფიქრობ, ამით სპეკულაციები დასრულდება
ლაშა ჩხიკვაძე
ფოტო: Imedi.ge
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ, აშშ-ის ელჩის განცხადების საფუძველზე, თავის სანქცირებაზე სპეკულაცია დასრულდა. ჩხიკვაძის განცხადებით, სასამართლო სწორი კომუნიკაციისთვის ღიაა.
„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს, ცოტა დაგვიანებული პოზიციისთვის, თუმცა რადგან ასე ბრძანა და, მე ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იყო, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსამართლე ჩხიკვაძის სანქცირებაზე არანაირი საუბარი არ შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ამით დასრულდება ის სპეკულაციები, რომლებიც ჩემს ე.წ. სანქცირებას უკავშირდება. სასამართლო ყოველთვის ღიაა კომუნიკაციისთვის, ოღონდ - სწორი კომუნიკაციისთვის. ვფიქრობ, შემდგომში, ასეთ გაუგებრობებს ადგილი არ ექნება“, - განაცხადა ლაშა ჩხიკვაძემ.
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე სანქცირებული არ არის - ამის შესახებ განმარტება კელი დეგნანმა გააკეთა, თუმცა მოსთხოვეს თუ არა მოსამართლეს ახსნა-განმარტება ნიკა გვარამიას საქმეზე და რატომ გაუქმდა ლაშა ჩხიკვაძის ვიზიტი ამერიკაში, პასუხი ისევ არ არის. დეგნმანმა მხოლოდ ის თქვა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში არ ერევიან და ფარული შეხვედრები არ აქვთ.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 08:18
პოლიტიკა
ირაკლი ხელაძე: პეტერ ფიშერი დარჩა ერთ-ერთ ყველაზე შავ ლაქად საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობების ისტორიაში
ნორმალიზდა და უბრუნდება ნელ-ნელა იმ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც რეალურ ურთიერთობებში უნდა არსებობდეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობებზე.
22 ივლისი 2026, 08:11
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა თუ არ ჩაერევა საქართველოს შიდა საქმეებში, ყველანაირი საფუძველი გვაქვს იმისთვის, რომ ურთიერთობები გაუმჯობესდეს, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
22 ივლისი 2026, 08:04
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს - დასკვნა კვირის ბოლოსთვის მომზადდება და შესაბამისი რეკომენდაციები გაიცემა
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გეოლოგებმა პირველადი შესწავლა დაასრულეს. სპეციალისტებმა სტიქიის ზონაში ის ადგილი დაათვალიერეს, საიდანაც მიწის მასა ჩამოიშალა. პირველადი შეფასებით, ადგილზე ახალი გააქტიურების კერები არ შეინიშნება, მდინარე დაუბრკოლებლად გაედინება.
22 ივლისი 2026, 08:00
პოლიტიკა
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება
სინგაპურში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტი ფარგლებში, დღეს ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდება, მომდევნო დღეებში კი დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან.
22 ივლისი 2026, 04:47
მსოფლიო
ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის შეფასებით, ირანის ომის უახლესმა დანახარჯმა 37.5 მილიარდ დოლარს მიაღწია - ეს თითქმის 9 მილიარდით მეტია იმ ციფრებზე, რომლებსაც თავდაცვის დეპარტამენტი მანამდე ასახელებდა.
22 ივლისი 2026, 03:02
მსოფლიო
Euronews: სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა
სამოქალაქო საზოგადოებისა და მთელ უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ სირსკის ნაცვლად მიხაილო დრაპატი დანიშნა, - წერს Euronews-ი.
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.


