12 აგვისტო 2022, 15:19 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი მელიაზე: სამშობლოსა და მოქალაქეობაზე შენმა ბელადმა თქვა უარი - იმ ბელადმა, დღეს საქართველოს შესახებ გაგონებაც რომ აღარ სურს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

ნიკანორ, შენი შეკითხვა შემხვდა ფბ-ს სივრცეში: „რატომ ვეძახით უსამშობლოებს?“ - მეგონა შენს პარტიაზე იყო დასმული, თურმე ოცნებას ეხებოდა. მივხვდი, რომ მერამდენედ აგეწვა ეს თემა, რამეთუ ამ კომპლექსების რეციდივის უტყუარი ნიშანია, ის 180-გრადუსიანი რეალობის გამრუდება, როდესაც ისეთ პოზიციებში გადადიხართ შეტევაზე, რომლებიც იმდენად ღრმად გაქვთ...რომ ამოღებას აღარ ექვემდებარება. შენი ყოფილი ლექტორის სტატუსით, ვეცდები აგიხსნა - თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ უშედეგოდ, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას facebook სტატუს და მას არგუმენტებით პასუხობს.

როგორც ქართველიშვილი წერს, სამშობლოზე უარი 2008 წლის 5-დან 13 აგვისტომდე სწორედ ნიკა მელიას მეგობრებმა თქვეს, წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში.

,,ნიკანორ, შენი შეკითხვა შემხვდა ფბ-ს სივრცეში: „რატომ ვეძახით უსამშობლოებს?“ - მეგონა შენს პარტიაზე იყო დასმული, თურმე „ოცნებას“ ეხებოდა. მივხვდი, რომ მერამდენედ აგეწვა ეს თემა, რამეთუ ამ კომპლექსების რეციდივის უტყუარი ნიშანია, ის 180-გრადუსიანი რეალობის გამრუდება, როდესაც ისეთ პოზიციებში გადადიხართ შეტევაზე, რომლებიც იმდენად ღრმად გაქვთ...რომ ამოღებას აღარ ექვემდებარება. შენი ყოფილი ლექტორის სტატუსით, ვეცდები აგიხსნა - თუმცა, წინასწარ ვიცი, რომ უშედეგოდ...

ოცნებამ „უარი თქვა სამშობლოზე“ - პასუხი არასწორია. სამშობლოზე უარი 2008 წლის 5-დან 13 აგვისტომდე შენმა მეგობრებმა თქვეს, წითელ ხიდსა და თბილისის აეროპორტში. სიას თუ გინდა პირადში გამოგიგზავნი. სამშობლოსა და მოქალაქეობაზე შენმა ბელადმა თქვა უარი - იმ ბელადმა, დღეს საქართველოს შესახებ გაგონებაც რომ აღარ უნდა
„კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან" - დაჯექი მელია, ორიანი. კოლაბორაციაში ოკუპანტთან თქვენი ყოფილი გუბერნატორი გოროზია შევიდა, გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი. კოლაბორაცია ჰქვია КГБ-ს გენერლის ლევონ სტეფანიანის დაქვემდებარებაში ალეკო ხეთაგურის მამის და გიგა ბოკერიას სიდედრის სამუშაოდ მოწყობა.

კოლაბორაცია ჰქვია - საქართველოს სტრატეგიული წიაღისეული, სამრეწველო და ენერგეტიკული ობიექტების გადაცემა ოკუპანტისთვის ერთი თავდაცვითი გასროლის გარეშე. ხოლო ცინიზმი და ღალატი ჰქვია 9 აპრილს რუსი ტურისტების ლარსზე ღვინით გამასპინძლება, რაც შენმა უსამშობლო ბელადმა გვაკადრა 2012 წელს

„პუტინის მეზარბაზნეები კი არ არიან, თავად არიან პუტინის ზარბაზნები“ - არა მხოლოდ ორიანი, მელიავ - მშობელთან ერთად მოხვალ. ოღონდ ზეპირად მომიყვებით თქვენი ბელადის თითოეულ სახოტბო ციტატას პუტინის მისამართით და ამას მოაყოლებთ სიას, რა ოდენობის საჩუქრები გადაეცით პუტინს თქვენთვის ესოდენ უცხო და ამოუცნობი სამშობლოს სხეულიდან

„ოცნება უსამართლოა“ - „ნაცების“ სამართალში ორიანსაც ვერ გიწერ ნიკანორ. გაგაგდებდი უშიშროების აკადემიიდან, მაგრამ ამასაც ვერ ვახერხებ. პატრუშევისა და პუტინის დავალებით თქვენ ეს აკადემია დახურეთ, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტროს მოუსპეთ სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი და ბევრი სხვა, თქვენთვის და პუტინისთვის საშიში და უხერხული მიმართულებები. რამეთუ აგვისტოსთვის ემზადებოდით ტანდემში - პუტინისთვის საქართველოს ტერიტორიები და მისი ეკონომიკა უნდა ჩაგებარებინათ, ხოლო თქვენ ამ ომით, კეზერას მიერ იარაღის უკანონო გაყიდვებით ნაშოვნი მილიარდები უნდა ჩამოგეწერათ და გაგეთეთრებინათ.

„ასე მოქცევას წინ უსწრებს სამშობლოზე უარის თქმა. ამდენად ვინც ასე იქცევა უკვე უსამშობლოა“ - ეს გრამატიკულად და შინაარსობრივად გამართული წინადადება შენ კვლავ ოცნებას გინდა მიაკერო. შანსი გაქვს ჩემი „რკინაბეტონის“ არგუმენტების წინაშე, შენივე დაწერილი ეს წინადადება საკუთარ პარტიაზე გაავრცელო. ამ შემთხვევაში - ჩვეულებისამებრ, სამიანს მაინც დაგიწერდი“, - წერს ქართველიშვილი.

ყველა სიახლე

გერგეი გუიაში

29 სექტემბერი 2022, 19:11

მსოფლიო

უნგრეთის მთავრობა: უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგეი გუიაშმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ ენერგეტიკულ სანქციებს.

29 სექტემბერი 2022, 18:59

ეკონომიკა

ირაკლი ქარსელაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მსოფლიო ბანკის ორგანიზებით საქართველოში ვიზიტით მყოფ, ინდოეთის ტრანსპორტისა და ჩქაროსნული მაგისტრალების სამინისტროს დელეგაციას შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის გამოცდილების გაზიარება აქტივების მართვაში, უსაფრთხოების ინოვაციური პრაქტიკისა და კლიმატის მიმართ გზების მდგრადობის უზრუნველყოფის ტექნოლოგიების გამოყენებაში.

29 სექტემბერი 2022, 18:55

პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს. პარლამენტის წევრების: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, მათ რამდენჯერმე სთხოვეს ამერიკის ელჩს, ვაშაძის განცხადებას გამიჯვნოდნენ, თუმცა, ყოველ ჯერზე პასუხად დუმილი მიიღეს.

29 სექტემბერი 2022, 18:50

საზოგადოება

საქართველოს რკინიგზა 1-2 ოქტომბერს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

„ძვირფასო მგზავრებო! გაზრდილი მგზავრთა ნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 1-2 ოქტომბერს ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს. მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი პესკოვი

29 სექტემბერი 2022, 18:43

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: პუტინსა და ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ბელარუსის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

29 სექტემბერი 2022, 18:32

მსოფლიო

ჩრდილოატლანტიკური საბჭო: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს

ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში განაცხადეს, რომ ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების დაზიანების შესახებ შეგროვებული ინფორმაცია დივერსიაზე მიუთითებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2022, 18:32

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: რეალობაა, რომ ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოდან და კერძოდ, ქართული ჯარიდან ნაძარცვი ფულით შექმნილი ბიზნესით ფინანსდება

რეალობაა, რომ ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოდან და კერძოდ, ქართული ჯარიდან ნაძარცვი ფულით შექმნილი ბიზნესით ფინანსდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 18:29

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევების შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ სიტყვით მიმართა. მან ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს, კერძოდ, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა (DIBS) და თსუ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

29 სექტემბერი 2022, 18:17

ეკონომიკა

ევროკავშირი და CSRDG სექტორთშორისი თანამშრომლობის გასაღრმავებლად სოციალური საწარმოების B2B გამოფენას მასპინძლობენ

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) ევროკავშირის მხარდაჭერით, 30 სექტემბერსა და 1-ელ ოქტომბერს სოციალური საწარმოების რიგით მესამე, მასშტაბურ და გავლენაზე ორიენტირებულ B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გამოფენას უმასპინძლებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2022, 18:14

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში თავის გადასარჩენად ჩამოსვლას ცდილობენ ნიშნავს, რომ პუტინის ანტიქართული პოლიტიკა კრახით დასრულდა

მესაზღვრე არის ის ადამიანი, ოფიციალური პირი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ შემოუშვას და ვინ არ შემოუშვას საქართველოში. თუ დაინახავს რომ ეს არის მომატებული საფრთხე, რა თქმა უნდა სასაზღვრო კონტროლი გამკაცრებული იქნება“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 18:13

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ოპოზიციის მხრიდან გადაჭარბებული რეაქცია, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უკავშირდება, მიზნად ისახავს საზოგადოებაში გამოიწვიონ სამართალდამცავი ორგანოებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაცია

„სინამდვილეში საქმე აბსოლუტურად სხვანაირადაა: საქართველოში მოქმედებებს კანონი უცხოელი მოქალაქეების შესახებ,მ სადაც კონკრეტულად გაწერილია შესაბამისი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შეიძლება მესაზღვრემ უკან გააბრუნოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე. ამ კრიტერიუმებში მკაცრად არის გაწერილი უსაფრთხოების საკითხები“, - განაცხადა გვიდიანმა.

29 სექტემბერი 2022, 18:11

ეკონომიკა

როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

ის, რომ აგრომეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებაა და მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, დავის საგანს აღარ წარმოადგენს. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ქართველ ფერმერთა რიცხვიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და მათ თავიან მეურნეობაში ნერგავენ. ამ გზით კი, იმარტივებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზრდიან მოსავლის ოდენობასაც და საბოლოო პროდუქტის ხარისხსაც.

29 სექტემბერი 2022, 18:10

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან. მხარეებმა საქართველო-ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო კავშირები კიდევ უფრო გააქტიურდება მას შემდეგ რაც, მიმდინარე კვირას ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

29 სექტემბერი 2022, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2022, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე: ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა

​ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ცალსახად შეფასდა, რომ ეს იყო აშკარად არამეგობრული ნაბიჯი საქართველოს მიმართ. ამასთან ერთად ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა მისი მხრიდან და იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 18:07

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ლუკაშენკოს აფხაზეთში „ვიზიტთან“ დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად ნორმალური და დიპლომატიური კონიუნქტურის ფარგლებში იყო - ოპოზიციისგან არაადეკვატური და გადაჭარბებული მოთხოვნების დაყენება არ გვიკვირს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია აქვს, თუმცა, მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია კვლავ არაადეკვატურობით გამოირჩევა.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2022, 17:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არავის მივცემთ უფლებას შელახოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოჰყვეს.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 17:49

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი „ნაცმოძრაობაზე“: ეს უიდეო, უღიმღამო, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი პარტია ადრე თუ გვიან რომ დაიშლებოდა, მოსალოდნელი იყო

„ნაცმოძრაობაში“ პროცესები აბსოლუტურად ლოგიკურად ვითარდება. ის, რომ ეს უიდეო, უღიმღამო, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი და ბელადზე ჩამოკიდებული პარტია ადრე თუ გვიან დაიშლებოდა, მოსალოდნელი იყო, და დღეს საზოგადოება ამ პროცესს ადევნებს თვალყურს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

გიორგი მიქაუტაძე

29 სექტემბერი 2022, 17:48

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე: გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში მოხვდა

გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მოხვდა სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში, - ამის შესახებ სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის შესაბამის სამუშაო ჯგუფში პროცესი დასარულს უახლოვდება.

29 სექტემბერი 2022, 17:38

სამართალი

შსს-მ საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ ბათუმიდან დაიწყო

შსს-ს ცნობით, კამპანიას „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.