13 აგვისტო 2022, 17:57 / სანდო წყარო

ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიში ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში საქართველოს გარკვეულ წინსვლას აღნიშნავს და შემდგომი ინკლუზიური რეფორმების საჭიროებას უსვამს ხაზს

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. ანგარიშში მიმოხილულია საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები.

„საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და გამოხატა მზადყოფნა კომისიის მოსაზრებაში განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ბურთი საქართველოს მოედანზეა. დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, კანონის უზენაესობის გაძლიერების და ასევე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სერიოზული ვალდებულება გადამწყვეტი იქნება. ევროკავშირი საქართველოს ამ პრიორიტეტების შესრულების ძალისხმევის მხარდაჭერას გააგრძელებს. ასევე გავაგრძელებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და აღდგენის მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით“, - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის ძირითადი დასკვნების თანახმად, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება კვლავ რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო.

„მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს. ინკლუზიური და და ეკოლოგიურად დაბალანსებული ზრდა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ცენტრალურ ელემენტს წარმოადგენდა. 2021 წელს ევროკავშირმა გააგრძელა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული დახმარება და ხელი შეუწყო ძლიერ და მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ აღდგენას, რამაც საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელებას.

თუმცა, 2021 წელს გამოწვევები ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს და კანონის უზენაესობის კუთხით უკუსვლა იყო. ეს დემოკრატიული კონსოლიდაციის, სასამართლო რეფორმების, პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად ქმედებების და პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიის გარემოს გარანტირებისთვის განახლებული და სერიოზული ვალდებულების აუცილებლობას ცხადყოფს. ეს არის არსებითი პრიორიტეტები საქართველოსთვის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.

ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე უწყვეტი მუშაობის მეშვეობით. ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიერა საქართველოს მედეგობის მხარდაჭერა, მათ შორის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით. უფრო მეტიც, 2021 წელს, ევროპის საფინანსო ინსტიტუტებთან და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით კარგი საფუძველი ჩაეყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში საქართველოსთვის საფლაგმანო პროექტების რეალიზებისთვის“, - აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყველა სიახლე

29 სექტემბერი 2022, 18:10

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ბულგარეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან. მხარეებმა საქართველო-ბულგარეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ საპარლამენტო კავშირები კიდევ უფრო გააქტიურდება მას შემდეგ რაც, მიმდინარე კვირას ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

29 სექტემბერი 2022, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 სექტემბერი 2022, 18:09

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლაზე: ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა

​ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას ცალსახად შეფასდა, რომ ეს იყო აშკარად არამეგობრული ნაბიჯი საქართველოს მიმართ. ამასთან ერთად ეს იყო ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევა მისი მხრიდან და იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 18:07

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: ლუკაშენკოს აფხაზეთში „ვიზიტთან“ დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიცია აბსოლუტურად ნორმალური და დიპლომატიური კონიუნქტურის ფარგლებში იყო - ოპოზიციისგან არაადეკვატური და გადაჭარბებული მოთხოვნების დაყენება არ გვიკვირს

ექსპერტი ანდრია გვიდიანი აცხადებს, რომ ბელარუსის პრეზიდენტის აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია აქვს, თუმცა, მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია კვლავ არაადეკვატურობით გამოირჩევა.

29 სექტემბერი 2022, 18:00

ეკონომიკა

როგორ გავაიაფოთ და გავამარტივოთ ყურძნის მოსავლის აღება? – „აგროსფეროსა“ და „მეღვინეობა ხარებას“ წარმატებული პარტნიორობა

ის, რომ აგრომეურნეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი თანამედროვე ტექნიკისა და მიდგომების გამოყენებაა და მასში ინვესტიციის ჩადება ნამდვილად ღირს, დავის საგანს აღარ წარმოადგენს. წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება იმ ქართველ ფერმერთა რიცხვიც, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ეცნობიან და მათ თავიან მეურნეობაში ნერგავენ. ამ გზით კი, იმარტივებენ ყოველდღიურ საქმიანობას, ზრდიან მოსავლის ოდენობასაც და საბოლოო პროდუქტის ხარისხსაც.

ნიკოლოზ სამხარაძე

29 სექტემბერი 2022, 17:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არავის მივცემთ უფლებას შელახოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შესაძლოა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოჰყვეს.

ანდრია გვიდიანი

29 სექტემბერი 2022, 17:49

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი „ნაცმოძრაობაზე“: ეს უიდეო, უღიმღამო, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი პარტია ადრე თუ გვიან რომ დაიშლებოდა, მოსალოდნელი იყო

„ნაცმოძრაობაში“ პროცესები აბსოლუტურად ლოგიკურად ვითარდება. ის, რომ ეს უიდეო, უღიმღამო, შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილი და ბელადზე ჩამოკიდებული პარტია ადრე თუ გვიან დაიშლებოდა, მოსალოდნელი იყო, და დღეს საზოგადოება ამ პროცესს ადევნებს თვალყურს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ანალიტიკოსმა, ანდრია გვიდიანმა განაცხადა.

გიორგი მიქაუტაძე

29 სექტემბერი 2022, 17:48

სამართალი

გიორგი მიქაუტაძე: გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში მოხვდა

გადატვირთულობა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც მოხვდა სასამართლო რეფორმების სტრატეგიის დოკუმენტში, - ამის შესახებ სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის თქმით, პარლამენტის შესაბამის სამუშაო ჯგუფში პროცესი დასარულს უახლოვდება.

29 სექტემბერი 2022, 17:38

სამართალი

შსს-მ საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია „ემეგობრე პოლიციას“ ბათუმიდან დაიწყო

შსს-ს ცნობით, კამპანიას „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. სახალხო ღონისძიებების პარალელურად, პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის წარმომადგენლების ვიზიტებს სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ანრი ოხანაშვილი

29 სექტემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: კეზერაშვილმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან

კეზერაშვილმა თავისი აღიარებით და განცხადებით დააკმაყოფილა უკრაინული მოდელის ყველა ის კომპონენტი, რითაც პირები ოლიგარქებად ფასდებიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 17:34

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

29 სექტემბერი 2022, 17:26

ტაბლოიდი

აშშ-ში დათვი ავტომობილში შეძვრა და სალონი გაანადგურა. ვიდეო

აშშ-ში, პენსილვანიაში, დათვი 49 წლის ქალის ავტომობილში შეძვრა და სალონი დაგლიჯა. როგორც ავტომობილის მძღოლი ამბობს, სახლთან გაჩენების შემდეგ, მანქანა არ დაუკეტავს, თუმცა, ზუსტად არ იცის, როგორ აღმოჩნდა მტაცებელი ცხოველი სალონში.

29 სექტემბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი იუოზას ოლეკასი: ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება - აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

ეს არის ავტორიტარული რეჟიმების სისუსტე. ბელარუსს აფხაზეთზე გავლენა ვერ ექნება. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი ავტორიტარულ რეჟიმებს შორის სოლიდარობის გამოვლენაა, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, იუოზას ოლეკასმა „ქრონიკასთან“ განაცხადა , - განაცხადა

პეტრას აუსტრევიჩიუსი

29 სექტემბერი 2022, 16:58

პოლიტიკა

პეტრას აუსტრევიჩიუსი: ლუკაშენკო თვითგამოცხადებული პრეზიდენტია. ვის შეხვდა ის აფხაზეთში? ასევე თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკის წარმომადგენელს

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ალექსანდრ ლუკაშენკო და ასლან ბჟანია არალეგიტიმური პირები არიან. ასე აფასებს ევროპარლამენტის წევრი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ჩასვლას.

29 სექტემბერი 2022, 16:48

კულტურა

კულტურის სამინისტრომ მუნიციპალური და კერძო სამოყვარულო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ პირველად გამოაცხადა კონკურსი „სამოყვარულო/მუნიციპალური/კერძო თეატრალური დასების საქმიანობის ხელშეწყობა“, - ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონკურსის ვადებსა და პირობებთან დაკავშირებით ბრიფინგზე ისაუბრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

პიტერ სტანო

29 სექტემბერი 2022, 16:36

პოლიტიკა

პიტერ სტანო: ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში - აფხაზეთში

ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა.

29 სექტემბერი 2022, 16:34

პოლიტიკა

ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პიტერ ფიშერს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე გერმანიაში არსებული კულტურის პოლიტიკისა და სახელმწიფო მიდგომების მექანიზმების შესახებ ისაუბრეს.

29 სექტემბერი 2022, 16:34

რეგიონი

ბათუმმა ევროპის წამყვანი მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული შესაძლოა ისევ მოიპოვოს

„2023 წელს, World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიის ბათუმში გამართვა ქალაქის ცნობადობის გაზრდას, დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და საერთაშორისო მასშტაბით ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიბების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. წელს, „World Travel Awards“-ის პრესტიჟულ ჯილდოზე ბათუმიდან ბრენდული სასტუმროები და მტირალას ეროვნული პარკია წარდგენილი“.

29 სექტემბერი 2022, 15:44

სამართალი

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დუბაის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე დუბაის გენერალურ პროკურორს მუჰამედ ჰასან აბდულას შეხვდა. შეხვედრას, ევროჯასტში საქართველოს მეკავშირე პროკურორი და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გოგაძე, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და დუბაის პროკურატურის პირველი მოადგილე იუსუფ ალმატოვა ესწრებოდნენ.

29 სექტემბერი 2022, 15:32

პოლიტიკა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბრიდან იწყება

საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბრიდან იწყება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.