15 აგვისტო 2022, 08:06 / სანდო წყარო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, დღეს მორიგ სხდომას გამართავს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, მორიგ სხდომას გამართავს.

დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ იმ საკითხებზე, რომლებიც წინა შეხვედრის დროს გამოიკვეთა მხარეების მხრიდან, ასეთებია მაგალითად: სასამართლოს გადატვირთულობა, მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, საპროცესო ვადების დაცვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გადახედვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის გადახედვა და დისციპლინური საკითხები.

გეგმის თანახმად, კანონპროექტი 21 დეკემბრამდე უნდა ინიცირდეს.

კანონპროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით მიღებამდე, დასკვნისთვის, ეუთო/ოდირსა და ვენეციის კომისიას გაეგზავნება. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან: ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, ადვოკატთა ასოციაციის, მედიატორთა ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

ენტონი ბლინკენი

30 სექტემბერი 2022, 23:58

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ნატოში ახალი წევრების მიღების ტრადიციულ პროცესს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნა უკრაინის ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

30 სექტემბერი 2022, 23:56

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრმა ირლანდიელ კოლეგას იუსტიციის სამინისტროს ათწლიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო

რატი ბრეგაძემ ჰელენ მაკენტის ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკუთარი ხედვა წარუდგინა და ორ უწყებას შორის მემორანდუმის გაფორმება შესთავაზა, რომელიც გაითვალისწინებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას მართლმსაჯულებისა და სამართლის უზენაესობის სფეროში ადამიანის უფლებების, ელექტრონული მმართველობის, პენიტენციური და პრობაციის სისტემების მიმართულებით.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2022, 23:32

მსოფლიო

ბაიდენი პუტინს: აშშ და ნატო მზად არიან, ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვან

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა და განაცხადა, რომ აშშ და ნატო მზად არიან, ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიცვან.

ჯო ბაიდენი

30 სექტემბერი 2022, 23:13

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა მიზანმიმართული დივერსიული აქტის შედეგია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენზე აღმოჩენილი გაჟონვა მიზანმიმართული დივერსიული აქტის შედეგია.

ემანუელ მაკრონი

30 სექტემბერი 2022, 22:44

მსოფლიო

მაკრონი: მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას

მკაცრად ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

30 სექტემბერი 2022, 22:40

რეგიონი

„მშენებლობა განვადებით“ პროგრამის ფარგლებში, ოზურგეთისა და ლანჩხუთის წყალმომარაგებისათვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის ,,მშენებლობა განვადებით“ ფარგლებში, კიდევ ორ ახალ პროექტზე - ქალაქ ლანჩხუთისა და ქალაქ ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დღეს გამოაცხადა.

30 სექტემბერი 2022, 22:14

საზოგადოება

ბერნის უნივერსიტეტში სალექციო კურსი „საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ გაიხსნა

შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს, ბერნისა და ფრიბურგის უნივერსიტეტების ჰუმანიტარული ფაკულტეტების ერთობლივი ძალისხმევით, ბერნის უნივერსიტეტში ინტერდისციპლინარული სალექციო კურსი სახელწოდებით -„საქართველო ცივილიზაციათა გზაგასაყარზე“ გაიხსნა. აღნიშნული კურსის ფარგლებში, ქართველი და უცხოელი პროფესორები წაიკითხავენ ლექციებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, ქართული ენისა და დამწერლობის შესახებ.

იენს სტოლტენბერგი

30 სექტემბერი 2022, 21:49

მსოფლიო

სტოლტენბერგი: ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ

ნატო კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა უკრაინას მხარს ვუჭერთ, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

შალვა პაპუაშვილი

30 სექტემბერი 2022, 21:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას არ აქვს ლეგიტიმაცია

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ეხმაურება და თავის უკრაინელ კოლეგას, რუსლან სტეფანჩუკს მიმართავს.

ენტონი ბლინკენი

30 სექტემბერი 2022, 21:19

მსოფლიო

ბლინკენი: აშშ-ს არ დაუფიქსირებია რაიმე ქმედება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ დაუფიქსირებია რაიმე ქმედება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს.

30 სექტემბერი 2022, 21:08

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვია

„შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობაზე, ამ კუთხით პარლამენტში სამუშაო ჯგუფების საქმიანობაზე, შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“.

30 სექტემბერი 2022, 21:01

პოლიტიკა

გამოგონილი აქცია საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებისთვის - ცნობა, რომელიც რამდენიმე დღეა სოცქსელით ვრცელდებოდა, ყალბია

გამოგონილი აქცია საზოგადოებაში მღელვარების პროვოცირებისთვის - თბილისში, თავისუფლების მოედანზე ვითომდა რუსული აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერები არ შეკრებილან და არც აპირებდნენ შეკრებას. ცნობა, რომელიც რამდენიმე დღეა ერთ-ერთი Telegram-არხით, შემდეგ კი სოციალური ქსელით ვრცელდებოდა, ყალბია.

იენს სტოლტენბერგი

30 სექტემბერი 2022, 20:43

მსოფლიო

სტოლტენბერგი ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე უკრაინის განაცხადზე: ნატოს კარი ღიაა - ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს

ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადზე კითხვის საპასუხოდ.

ვახტანგ ჭარაია

30 სექტემბერი 2022, 20:27

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია: საქართველოს შეუძლია წლის ბოლოსთვის ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს

ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია წლის ბოლოსთვის ორნიშნა ან მასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს.

სოსო არჩვაძე

30 სექტემბერი 2022, 20:19

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: როდესაც ეკონომიკური ზრდაა, ეს მერე კონვერტირდება სხვადასხვა სოციალურ და ეკონომიკური პროექტის რეალიზაციაში, მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაში

თითოეული დამატებითი პროცენტით ეკონომიკური ზრდის მატება საშუალებას გვაძლევს, რომ არა მარტო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას, არამედ ბიუჯეტშიც მოხდეს დაახლოებით 150 მილიონ ლარამდე სახსრების მობილიზაცია, - ამის შესახებ ექსპერტმა სოსო არჩვაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

30 სექტემბერი 2022, 20:13

მსოფლიო

ეუთო: უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია ომის ესკალაციას გამოიწვევს

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია დაგმო.

ედგარს რინკევიჩი

30 სექტემბერი 2022, 20:05

პოლიტიკა

ედგარს რინკევიჩი ნატოს წევრობაზე უკრაინის მიერ განაცხადის შეტანას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების ციტატით ეხმიანება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩი უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანას ეხმიანება და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას ციტირებს.

გიტანას ნაუსედა

30 სექტემბერი 2022, 19:46

მსოფლიო

გიტანას ნაუსედა: რუსეთმა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დამარხა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების იმედი - პუტინის სასოწარკვეთილმა რეჟიმმა კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ეკონომიკურ, სამხედრო, სოციალურ და ფინანსურ მხარდაჭერას მის საბოლოო გამარჯვებამდე. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრი საერთაშორისო სანქციების დაწესებას. ეს არის ყველაზე მცირე, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. ამ ბნელ დროს, რომელიც ყოველთვის გათენებამდე დგება, ჩვენ მტკიცედ ვიცით, რომ უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისთვის ჩვენი ბრძოლაა და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - განაცხადა ლიეტუვას პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

30 სექტემბერი 2022, 19:45

მსოფლიო

ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, ნატოში გაწევრიანებამდე უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, ნატოში გაწევრიანებამდე უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყონ.

30 სექტემბერი 2022, 19:29

სამართალი

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: პატიმრები აბსოლუტურად უზრუნველყოფილი არიან შესაბამისი სერვისებით, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეხება

„2011 წელს თუ იყო 140 გარდაცვალების შემთხვევა, 2021 წელს 20 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ბუნებრივია, მე ამას არ ვამბობ არავითარი ნიშნის მოგებით - თითოეული პატიმრის სიცოცხლე არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ ყოვლისა ჩვენთვის იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამაზე პასუხისმგებლები, მაგრამ მეორე მხრივ 7-ჯერ შემცირება სიკვდილიანობისა მეტყველებს იმაზე, რომ დღეს პენიტენციურ სისტემაში ყურადღება პატიმრების ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოებისკენ არის უაღრესად მაღალ დონეზე“.