ნანა კაკაბაძე: საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს
ნანა კაკაბაძე
ფოტო: Facebook
საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ შორეულ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან კომუნისტების ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს და ქართული ხელისუფლებები მხოლოდ ბუტაფორიებად სჭირდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ამიტომ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან თანასწორობას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს პარტნიორებთან და ველიკოდერჟავულ ზემოდან ყურებას - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის იგნორირების პოლიტიკა, ძალიან შორს არის იმ ევროპული ღირებულებებისაგან, რომელთა დამკვიდრებისათვის, პარტნიორი ქვეყნების, გადასახადის გადამხდელმა უზარმაზარი თანხები ჩადეს ჩვენს ქვეყანაში. მისივე თქმით, ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები მხოლოდ იმ კატეგორიის „ქართველი“ პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვისაა მისაღები, რომლებსაც ჩვენ უსამშობლოებს ვეძახით.
„უსამშობლოები კოლონიზატორების საყრდენი პოლიტიკური ოპონენტები ერთმანეთს მოღალატეებს, ქვეყნის მტრებს ან უსამშობლოებს ეძახიან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თანდათანობით მკვიდრდებოდა აზრი, რომლის მიხედვითაც მოღალატეობა, აგენტობა, მონობა ცუდი და მიუღებელი იყო, რუსეთის შემთხვევაში. აშშ ის-ევროპის შემთხვევაში კი აგენტობა მონობა, მათი ინტერესების შენს სამშობლოზე წინ დაყენება, არათუ ქვეყნის ღალატად, სირცხვილადაც არ ითვლება, პირიქით, სწორედ სამშობლოს "სიყვარულისა" და "პატრიოტიზმის" გამოვლენაა. სააკაშვილის მიერ საკუთარი სამშობლოს უარყოფა, მოქალაქეობის დაკარგვა, ვინმე დავით არახამიას (თუ ბრაუნის) გვარის შეცვლა, ქართულად ვერ მეტყველება, ნაცების სხვა ლიდერების (დავით საყვარელიძე, ზურა ადეიშვილი, გია გეწაძე, გიორგი ცხაკაია და სხვები) სხვა ქვეყნის პოლიტიკაში გადაბარგება, მოქალაქეობის დათმობა, საკუთარ სამშობლოდ უკრაინის არჩევა თურმე მყარად ჯდება პატრიოტიზმის განმარტებაში. უცხოელი პოლიტიკოსის, მით უმეტეს აშშ ელჩის ბრძანებებისა თუ ინსტრუქციების უსიტყვო მორჩილების (რასაც ბრძანების ფორმის შესაფუთად ნეიტრალურ სიტყვას - „რეკომენდაციას“ ეძახიან) აუცილებლობაზე ან მისაღებობაზე ეჭვის გამოთქმისთვის, გაკერებენ „რუსეთი აგენტისა“ და „მონის“ იარლიყს. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ მონობის ყველაზე დამამცირებელი ფორმა სწორედ ის არის, როდესაც საკუთარი ნებით, ისეთ მორჩილებას უცხადებ "ბატონს", რომ მისი ბრძანების თუ „რეკომენდაციის“ შეუსრულებლობა ან კითხვის გაჩენა დიდ ცოდვად და ქვეყნის ღალატად მიგაჩნია. დიდი აურზაურია ატეხილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე, დათქმული 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. ნაცებმა და ხელისუფლებამ ცალ-ცალკე შექმნეს სამუშაო ჯგუფები. ნაცების შექმნილი ჯგუფის მომზადებულ პროექტს პარლამენტზე მიღების პერსპექტივა არ გააჩნია. ისინი საკუთარ ძალისხმევას მიმართვენ, დააჯერონ ხალხი, თითქოსდა საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება, პარლამენტის მხრიდან, ოპოზიციის "ნაშრომის" არ გაზიარების შედეგია. არც ის მოსაზრებაა აზრს მოკლებული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს არ მიეცეს 2023 წელს, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ეს უკანასკნელი არ გამოიყენოს კოზირად და არ გაანულოს ნაცების შანსები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. რაც შეეხება 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მზადებას, ამაში უკვე აქტიურად არიან ჩართულები ევროკავშირის წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატები ელჩ დეგნანის სახით. სულ ახლახან გამოქვეყნებული ინფორმაციების, თანახმად, აშშ-ს საელჩოს ინსტრუქციები (ფორმალურად - „რეკომენდაციები“) საქართველოს ხელისუფლებისადმი, მიმართულია, სასამართლო ხელისუფლების, ნაცებისა და საელჩოს სრულ გავლენაში მოსაქცევად. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ, საქართველოს დამოუკიდებლობას და მას ფაქტობრივად კოლონიური მმართველობის მარწუხებში აქცევს. აქედან გამომდინარე, სასამართლოზე „კლანი-კლანის“ ძახილის უკან მდგარა არა დამოუკიდებლობის სურვილი, არამედ საელჩოს მკაფიო ინტერესი, სასამართლო ხელისუფლება მოაქციოს საკუთარი კონტროლისა და მართვის ქვეშ. საერთოდაც, საელჩოს სახელით ხელისუფლებისადმი მიმართვის მბრძანებლური ტონი არაფრით არ ჯდება დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში და იმ შორეულ დროს გვახსენებს, როდესაც მეფის რუსეთის „ნამესტნიკები“ ან კომუნისტების ცკ-ს მე-2 მდივნები წყვეტდნენ აქ ყველაფერს და ქართული ხელისუფლებები მხოლოდ ბუტაფორიებად სჭირდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი გამოვიარეთ, ამიტომ კარგად ვარჩევთ ერთმანეთისგან თანასწორობას, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობებს პარტნიორებთან და ველიკოდერჟავულ ზემოდან ყურებას. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადობის იგნორირების პოლიტიკა, ძალიან შორს არის იმ ევროპული ღირებულებებისაგან, რომელთა დამკვიდრებისათვის, პარტნიორი ქვეყნების, გადასახადის გადამხდელმა უზარმაზარი თანხები ჩადეს ჩვენს ქვეყანაში. ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები მხოლოდ იმ კატეგორიის „ქართველი“ პოლიტიკოსებისა თუ რიგითი მოქალაქეებისთვისაა მისაღები, რომლებსაც ჩვენ უსამშობლოებს ვეძახით“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
ყველა სიახლე
25 ივლისი 2026, 23:42
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს - ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს და ამავე საქმეზე დაკავებულ პირებს მოუწოდებს, ყველა მათგანი დათანხმდეს პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმებას, რათა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
25 ივლისი 2026, 23:36
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე, ალპურ ბოტანიკურ ბაღში და კურორტ „ბეშუმში“ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო, ასევე, გაესაუბრა ბეშუმში მყოფ დამსვენებლებს და მათგან კურორტზე არსებული მდგომარეობის და პრიორიტეტული საკითხების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
25 ივლისი 2026, 23:27
მსოფლიო
Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი" დასრულდეს
Euronews-ის ინფორმაციით, ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის ღონისძიებაზე გამართული პროგრამული გამოსვლისას, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპი უნდა გაუქმდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა.
25 ივლისი 2026, 23:14
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა ფესტივალის „ალოობა 2026“ ფარგლებში ფერმერთა საგამოფენო სივრცე დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქართული ხორბლის, პურის კულტურისა და მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.
25 ივლისი 2026, 22:15
რეგიონი
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა.
25 ივლისი 2026, 20:56
რეგიონი
დედოფლისწყაროში ხორბლის მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ალოობა“ აღინიშნა
ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაესწრნენ. შალვა პაპუაშვილი და დავით სონღულაშვილი, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნენ.
25 ივლისი 2026, 20:49
სპორტი
ფოთში, ოქროს ტბაზე ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე დასრულდა
დღეს ფიგურულ სრიალში ქართველმა სპორტსმენებმა, გენადი გურალიამ და ცოტნე ბერაიამ იასპარეზეს, თუმცა ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდნენ. მოსალოდნელი უამინდობის გამო ორგანიზატორებმა განრიგი ოპერატიულად შეცვალეს, რის შედეგადაც ტრამპლინიდან ხტომის დისციპლინაში გამარჯვებულები ვადაზე ადრე გამოვლინდნენ.
25 ივლისი 2026, 20:40
რეგიონი
ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს
ბათუმში გურამ თამაზაშვილის სახელობის ქალაქური სიმღერების ყოველწლიური ფესტივალი მიმდინარეობს
25 ივლისი 2026, 20:05
საზოგადოება
განათლების სამინისტრო: სასკოლო პიჯაკის ღირებულება განისაზღვრა 45 ლარით, ხოლო სასკოლო შარვლისა და სასკოლო ქვედაკაბის ღირებულება – 25 ლარით
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ღირებულება განსაზღვრა.
25 ივლისი 2026, 18:12
რეგიონი
დავით სონღულაშვილი შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
25 ივლისი 2026, 18:09
პოლიტიკა
სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე: ევროპას ძალიან სჭირდება შუა აზია და მისი რესურსები - ამ რესურსების გადაზიდვის ერთადერთი ჰაბი არის საქართველო, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია
„სამხრეთით არის ავღანეთი და ირანი, იქ რა მდგომარეობაა ამას ახსნა არ სჭირდება. ჩრდილოეთით არის მეორე მარშრუტი აბრეშუმის გზის: რუსეთი და უკრაინა, აქაც ყველაფერი გასაგებია, შეიძლებოდა ბელორუსიის გავლით, მაგრამ ბელორუსიისა და პოლონეთის ურთიერთობების შესახებაც გასაგებია, შუა აზიისთვის ერთადერთი ჰაბი არის ეს ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობისთვის. ახლა ევროპას უფრო სჭირდება შუა აზია თუ შია აზიას უფრო სჭირდება ევროპა, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მინერალ-წიაღისეულ რესურსებზე წვდომა“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა.
25 ივლისი 2026, 18:04
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს
საღად მოაზროვნე ქართველებისთვის, ვინც ჩვენი მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას წარმოადგენს, ჯო უილსონი არის ადამიანი, რომელიც ფულს იღებს ლობიზმში, რომელიც ბილეთებს ყიდდა ინაუგურაციის დროს, რომელიც სხვადასხვა დროშით ვაჭრობს სხვადასხვა დროს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
25 ივლისი 2026, 18:02
კულტურა
„სულის მეხსიერება” - ბათუმში მხატვარ თითა ბალანჩივაძე-ძნელაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა, რომელიც პატრიარქ ილია მეორის ხსოვნას ეძღვნება
წარმოდგენილია მხატვრის რამდენიმე ფერწერული ნამუშევარი, მათ შორის 15-მეტრიანი მონუმენტური ტილო. მხატვარი პროექტზე ერთი წელი მუშაობდა, გამოფენას ბათუმი 27 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
25 ივლისი 2026, 17:58
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს შეგუება იმასთან, რომ მათი აგენტების ხელში ვერ იქნება ვერც ჩვენი სამშობლო, ვერც ჩვენი სამშობლოს სტრატეგიული ობიექტები, ვერანაირი პორტი ჩვენს ქვეყანაში და ვერც შუა დერეფანში საქართველოს პოტენციალი. შესაბამისად, მათ მოუწევთ ადრე თუ გვიან ჩვენთან საუბარი
დაკავშირებადობის კუთხით, ვხედავთ, თუ რამხელა ინტერესი აქვს პირველ რიგში ბრიუსელს შუა დერეფნის სრულფასოვან ამუშავებასთან დაკავშირებით. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა გარდაუვალია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
25 ივლისი 2026, 17:49
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ზეწოლა
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილება შეაფასა. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არის ზეწოლა.
25 ივლისი 2026, 17:45
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: სუს-ის გამოძიების დაწყება არის აბსოლუტურად ადექვატური და რელევანტური - ადამიანი იქნება თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ
ყველაფერი შესასწავლია და თუ ვინმეს ხელი ურევია, ადამიანი იქნება, თუ ჯგუფი, აუცილებლად გამოსავლენია, ვინაიდან ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძებაზე საუბრისას, რომელიც 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას ეხება.
25 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 3 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება ,,მარიხუანას”. ,,მეთადონს’’, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს’’ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას. გატარებული ღონისძიებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. ასევე ორი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
25 ივლისი 2026, 17:17
ეკონომიკა
შალვა პაპუაშვილი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნაზე: თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებაა, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ქუთაისში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა შეაფასა და აღნიშნა, რომ თუკი სახელმწიფოს უნდა, რომ ჰქონდეს სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ამ სექტორებში უნდა მოახდინოს ინვესტირება.
25 ივლისი 2026, 17:16
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი: სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან
სააკაშვილისგან არ მიკვირს წაქეზება და შექება ისეთი ადამიანების, ვინც ზნეობრივ ორიენტირებზე ილაშქრებენ და ზნეობრივი ორიენტირების წინააღმდეგ გამოდიან - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.
25 ივლისი 2026, 17:12
სამართალი
17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე ბრალდებული ნიკა კაპანაძე კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს
კლინიკიდან საპატიმროში გადაიყვანეს ნიკა კაპანაძე, რომელსაც პატიმრობა პალატაში შეუფარდეს. ის 17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ასევე პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის, ოთხი მუხლითაა ბრალდებული


