სოზარ სუბარი: კელი დეგნანი დაუპირისპირდა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასაც კი, მათ 20 ივნისი პარლამენტში შეჭრის მცდელობად შეაფასეს, ელჩი კი იყენებს ტერმინს „გავრილოვის ღამე“, რომელიც პოპულარულია ოპოზიციაში
სოზარ სუბარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
სოზარ სუბარის თქმით, პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებია, როდესაც კელი დეგნანი არ ემიჯნება ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს, როგორიცაა პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებები, პარლამენტის არცნობა, პარალელური მთავრობის შექმნა, ტექნიკური მთავრობის შექმნა. ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ს ელჩის განცხადებას.
„გაოცებული ვარ, რომ ამჯერად უკვე ქალბატონი დეგნანი დაუპირისპირდა თვით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასაც კი. მათ პირდაპირ შეაფასეს 20 ივნისის ღამე, როგორც შეჭრის მცდელობა საქართველოს პარლამენტში. დეგნანი იყენებს ტერმინს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში და გავრილოვის ღამეს უწოდებს. ძალიან მაინტერესებს დეგნანის პოზიცია, ანუ მას მიაჩნია თუ არა გამართლებულად პოლიციელებზე თავდასხმა, მიაჩნია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, იყო თუ არა ამისთვის მოწოდებები. ამ ყველაფერზე საქმე იყო აღძრული და ეს ყველაფერი ფაქტებით არის დადასტურებული. დეგნანის ამ განცხადებით კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის იწონებს მთელ ამ ქმედებებს, ემიჯნება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციას. მეორე მხრივ, ეს განცხადება არის დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ გუშინ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, აშშ-ის ელჩის ძალიან სერიოზული ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, რომ 20 ივნისის ღამის დამნაშავეები, რომელთაც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, გაეთავისუფლებინათ ციხიდან“, - აღნიშნა სუბარმა.
„ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატის თქმით, აშშ-ის ელჩს ოპოზიციის პარლამენტში შესვლის მიზნით ძალისხმევა არ გამოუჩენია
„რაც შეეხება პოლარიზებას, პოლარიზებაში ხელისუფლების დადანაშაულება მაშინ, როდესაც არჩევნებში,, რომელიც მთელმა სადამკვირვებლო მისიებმა, ყველა საერთაშორისო მისიამ ცნო, როგორც სამართლიანი, თავისუფალი, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ეს არჩევნები მაინც არ ცნო ოპოზიციამ და თვეების განმავლობაში არ შედიოდა პარლამენტში. კელი დეგნანის მხრიდან არ ყოფილა არანაირი ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ ოპოზიციას ეცნო ეს არჩევნები და ისინი შესულიყვნენ პარლამენტში. მისი ძალისხმევა მართლაც საკმარისი იქნებოდა, რათა ოპოზიცია ხმისამოუღებლად შესულიყო პარლამენტში. ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, როდესაც კელი დეგნანი არ ემიჯნება ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს, როგორიცაა პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებები და პარლამენტის არცნობა, პარალელური მთავრობის შექმნა, ტექნიკური მთავრობის შექმნა და ა.შ“, - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, პოლარიზაცია გადასალახია, თუმცა ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის და სხვა ქვეყნებშიც ხდება, მათ შორის აშშ-ში.
„როდესაც ჩვენს პარტნიორებს ვუსმენთ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური ფენომენია და სხვაგან პოლარიზაცია არსად ხდება. ის, რაც ხდება, მაგალითად, აშშ-ის პოლიტიკაში 2016 წლიდან მოყოლებული, მსგავსი პოლარიზაცია ძალიან ცოტა სხვა ქვეყანაში შეიძლება, იყოს. იგივე შეგვიძლია, ვთქვათ, თუნდაც მოლდოვაზე, უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ამ წუთში ომის ვითარებაა და პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტია აიკრძალა, შეეზღუდათ მანდატები პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს, დაიხურა ოპოზიციური ტელეარხები. ნურავინ წარმოიდგენს იმას, რომ პოლარიზაცია მხოლოდ ქართული ფენომენია. პოლარიზაცია რომ არის, ეს ძალიან ცუდია, ეს გადასალახია, თუმცა ამ გადალახვას სჭირდება არა წახალისება, არამედ – მოწოდება, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ თუნდაც იმ 12-პუნქტიან გეგმაზე, რომლის შედეგებზე მე სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს. როდესაც ოპოზიცია პრაქტიკულად არ მონაწილეობს მუშაობაში და დამოუკიდებლად ქმნის ჯგუფებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ისევ არ არის მკაფიო სიგნალები არც ამერიკის ელჩისგან და არც საელჩოდან, რომ ეს არის მიუღებელი და ყველა უნდა შევიდეს საპარლამენტო ჯგუფებში, ესეც პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია“, - აღნიშნა სუბარმა.
მისი თქმით, კარგი იქნება, კელი დეგნანმა დააზუსტოს, რა არის ანტიდემოკრატიული ქმედებები.
„როდესაც კელი დეგნანი ამბობს, რომ პოლარიზაციის მიზეზი გავრილოვის ღამესთან ერთად არის შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები, გასაგებია, რომ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში არ უგულისხმია ოპოზიციის ქმედებები. კარგი იქნება, მან დააზუსტოს, რა არის ეს ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც იწვევს საქართველოში პოლარიზაციას. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კითხვებს, რაც ჩვენ გუშინ დავსვით, თითოეული ამ კითხვის უკან დგას ძალიან კონკრეტული დასაბუთება, რომ ეს არის ლეგიტიმური კითხვები და ამას პასუხები სჭირდება. მაგალითს ვიტყვი, როდესაც საქართველოს პარლამენტს დავალებას პირდაპირ აძლევს ელჩი და საელჩო, რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს სამი წევრის დანიშვნა უვადო მოსამართლეებად, კონკურსის გარეშე თუ როგორ, არ ვიცი, ქვეყნის სუვერენიტეტში, ქვეყნის უფლებამოსილებებში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში ძალიან უხეში და სერიოზული ჩარევაა, რაც არის მიუღებელი. მექნება კითხვა პარლამენტის წევრებთან, უმრავლესობიდანაც და ოპოზიციიდანაც, მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ ასეთი მოწოდებები, ინსტრუქციები არის უხეში ჩარევა, რამდენად არის შესაძლებელი საელჩოს განცხადების, წერილის საფუძველზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. მსგავსი კითხვები ჩვენს წერილში გუშინაც დაისვა და ძალიან კარგი იქნება, ამაზე პასუხი გასცენ საქართველოს პარლამენტის წევრებმაც“, - აღნიშნა სუბარმა.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 09:44
მსოფლიო
რადისლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მოსკოვმა პროვოკაციები მოაწყოს
„შეშფოთება არსებობს, რადგან პუტინმა უკრაინას ოპტიმისტური და სრულიად ცრუ შეფასებების საფუძველზე შეუტია. მან უკრაინაში შეჭრის ამ გიჟური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით მთელ ევროპაში უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მძიმე ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვია. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება არ შეუძლია, შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:38
მსოფლიო
ისრაელმა ღაზაში მეტალურგიულ ქარხანას დაარტყა
ისრაელმა ღაზის სექტორში, საბრას რაიონში, მეტალურგიულ ქარხანაზე იერიში მიიტანა. „ცაჰალის“ ცნობით, საწარმო ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა. ოპერაციის სხვა დეტალები არ ვრცელდება.
13 ივლისი 2026, 09:35
სპორტი
სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა - ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს
ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირი 3 მედლით დაასრულეს. მთავარი მწვრთნელის, ბელდუხ გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრების ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია.
13 ივლისი 2026, 09:31
მსოფლიო
Reuters: გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას აფინანსებს
ცნობა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა. გამოცემის ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, ეს კიევისთვის დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.
13 ივლისი 2026, 09:29
რეგიონი
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა
ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრემის მრავალგზის ნომინანტი ბენდის, GHOST-NOTE-ის კონცერტით დასრულდა. ზღვისპირა ქალაქმა სამი დღის განმავლობაში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლა.
13 ივლისი 2026, 09:26
კულტურა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა. გალა-კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა, მათ შორის: ბალეტ „ლეას“, ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედებას და ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტს.
13 ივლისი 2026, 09:24
მსოფლიო
უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო
„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები ასევე იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
13 ივლისი 2026, 09:17
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება 1 საათში დაარღვია
„ჩვენ მათთან შეხვედრები გვქონდა, მათ გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს – ჩვენთვის იდეალური შეთანხმება იყო, არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ეს, არანაირი ის, არანაირი არაფერი, მათ ყველაფერზე უარი თქვეს – და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ და ერთ საათში გემისკენ დრონი გაუშვეს. მე ვუთხარი: ხალხო, თქვენ ავად ხართ. გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, -- განაცხადა ტრამპმა.
13 ივლისი 2026, 09:11
მსოფლიო
ბანგკოკში, ბარში გაჩენილ ხანძარს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
ბანგკოკის კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის დეპარტამენტის წინასწარი გამოძიება ვარაუდობს, რომ ხანძარი, შესაძლოა, კონდიციონერში ელექტროენერგიის მოკლე ჩართვას გამოეწვია, თუმცა ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დასახელებულა. ხელისუფლებამ მომხდარის საფუძვლიანი გამოძიების პირობა დადო.
13 ივლისი 2026, 09:05
მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტებს ტრამპის თვითმფრინავის შესახებ რეპორტაჟის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა
შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტრომ, New York Times-ის 3 ჟურნალისტი ახსნა- განმარტებისთვის დაიბარა. საქმე ეხება გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორებიც დონალდ ტრამპისთვის კატარის მიერ გადაცემული საპრეზიდენტო თვითმფრინავის, ბორტი ნომერი ერთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე წერდნენ.
13 ივლისი 2026, 09:05
საზოგადოება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება
ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაციის მეორე ეტაპი დღეს 10:00 საათიდან იწყება და 19 ივლისის 00:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზეა შესაძლებელი. დღეს დარეგისტრირდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები.
13 ივლისი 2026, 08:55
მსოფლიო
მეთიუ უიტაკერი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება
ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის განმეორების შემთხვევაში ამერიკა ირანს დამანგრეველი დარტყმით ემუქრება, - განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების წინააღმდეგ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ვაშინგტონმა იერიში 140 ირანულ ობიექტზე მიიტანა.
13 ივლისი 2026, 08:45
მსოფლიო
აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან, კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების საგემბანო ავიაციამ, სამხრეთ ირანში, ჰორმუზის სრუტესთან კუნძულ ქეშმზე მასშტაბური ავიადარტყმები განახორციელა.
13 ივლისი 2026, 08:35
რეგიონი
მუსიკალური ფესტივალის ემოციური დასასრული - „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველის, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა
რუსთავში ორდღიან მუსიკალურ ფესტივალს - „ოქსიგენ-ფესტი – 2026“-ს ემოციური დასასრული ჰქონდა. „ოქსიგენის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდას, თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი, ჯგუფი „რეგიონის" სოლისტმა და „ოქსიგენის" დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა.
13 ივლისი 2026, 08:24
რეგიონი
თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება
სტიქიიდან მეორე დღეს თელავში სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. პრობლემურ მონაკვეთებზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ქვა-ღორღისგან გაიწმინდა კავკასიონის ქუჩა, სადაც გადაადგილება აქამდე შეუძლებელი იყო. ადიდებული თელავის ხევი კალაპოტს დაუბრუნდა და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრება.
13 ივლისი 2026, 08:12
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა
გაუტეხელმა რწმენამ ჩამოაყალიბა ის ცივილიზაციური არჩევანი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში. პეტრე-პავლობის დღესასწაულზე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, ფიტარეთის მონასტერს ეწვია. მისი განცხადებით, საქართველოს ისტორიას ის ადამიანებიც ქმნიდნენ, რომლებიც ტაძრებს აშენებდნენ, წიგნებს წერდნენ და ქვეყნის სულიერ და კულტურულ სახეს აყალიბებდნენ.
13 ივლისი 2026, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
13 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 23:55
საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს - თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 12 მოციქულს იხსენებს. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, თორმეტი მოციქულის ხსენების დღე მეოთხე საუკუნიდან აღინიშნება. ამავე დღეს აღინიშნება სვეტიცხოვლობაც, რადგან სვეტიცხოვლის ტაძარი, სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული. საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ხვალვე თორმეტი მოციქულის ხსენებასთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება. „მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება", - ნათვქმია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
12 ივლისი 2026, 23:38
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ევროსტრუქტურების რეზოლუციებზე: ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა, გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან
ეს არის ცალსახად კოლექტიური შეტევა იმ პოლიტიკური დაჯგუფებების, თუ არაფორმალური გავლენების მხრიდან, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ საქართველომ გადაწყვიტა გამოსულიყო ომის მოჯადოებული წრიდან, არ გამხდარიყო პროქსი სახელმწიფო და არ გამხდარიყო კიდევ ერთი ცხელი წერტილი ამ გეოპოლიტიკური დაპირისპირებების საჭადრაკო დაფაზე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა ბოლო პერიოდში ევროსტრუქტურების მიერ საქართველოს საკითხზე მიღებულ რეზოლუციებზე საუბრისას.
12 ივლისი 2026, 23:35
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ეუთოს შიგნიდან
იყვნენ მაშინ ამერიკაში ჯო უილსონი და ევროპაში რასა იუკნევიჩიენე და მათ გადაწყვიტონ, როგორც უმაღლესმა მსაჯულებმა, ვინ იქნება ხელისუფლებაში - არჩევნები ასე ჩატარდა თუ ისე ჩატარდა. სწორედ ეს არის, რაც ანგრევს ამ ორგანიზაციას შიგნიდან, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთოზე საუბრისას.


