ლევან ნიკოლეიშვილი: შვეიცარიის ელჩს ვეკითხებით რა ხდება შვეიცარიაში, ვიღაცის თუ რაღაცის გამო პოლიტიკა, სამართალი, საბანკო სისტემები და მედია მართლა ერთ ხმაში მღერიან?
ლევან ნიკოლეიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი კინორეჟისორი გოგა ხაინდრავას დღეს გამართულ პრესკონფერენციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქმე შვეიცარიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავას ეხება, თუმცა ფაქტია ეს დავა უკვე გაცდა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებს და აშკარა პოლიტიკური ინტერესის მიმართულება მიიღო.
მისი თქმით ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები, ქართველებიც და უცხოელებიც, ზოგიერთი ელჩის ხელშეწყობითა თუ მხარდაჭერით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ანტიდასავლური ურთიერთობები გააღვივონ საქართველოში. „ძნელია არ დაეთანხმო ბატონ გოგა ხაინდრავას, რომ ამბობს.
„როდესაც პოლიტიკური, სამართლებრივი, საბანკო და მედია ერთ ხმაში მღერის რაღაც მელოდიას, ნიშნავს, რომ მას ჰყავს დირიჟორი – ეს ცალსახაა და ეს დირიჟორი არ არის შვეიცარიაში“. საქმე ეხება თითქოს და შვეიცარიულ ბანკსა და ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივ დავას, თუმცა ფაქტია ეს დავა უკვე გაცდა მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებს და აშკარა პოლიტიკური ინტერესის მიმართულება მიიღო. ზოგადად კი თუ დაუკვირდებით, იქით უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნაზე გვაწვებიან დიდი ხანია, და ამერიკის ელჩი გვეუბნება ვინც რუსეთთან ომზე გესაუბრებათ, ჯერ ერთი მე არ გამიგია და რუსული „ფსბ“- ს სცენარიაო, ხან აშშ-ს მოქალაქე აკერმანი ჩამოდის (რომელიც უკვე სამუდამოდ წავიდა, ოღონდ ამჯერად იმქვეყნად) და რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების ტრენინგებს ატარებს სწორედ იმ არასამთავრობოებთან და რადიკალური პარტიების წარმომადგენლებთან, რომლებიც აშშ-ს ელჩის განსაკუთრებით სიმპათიებითა და მხარდაჭერით სარგებლობს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები, ქართველებიც და უცხოელებიც, ზოგიერთი ელჩის ხელშეწყობითა თუ მხარდაჭერით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ ანტიდასავლური ურთიერთობები გააღვივონ საქართველოში. ამიტომ კეთილი ინებონ და ახსნა განმარტებები გააკეთონ და ჩვენც გვეცოდინება, რომ არავითარი მეგობრობა არ არსებობს, ყველაფერი კი კერძო თუ პოლიტიკურ ინტერესებზე და ჩვენს წინააღმდეგ გამოცხადებულ ფარულ ომზე დადის. ელჩებზე საუბრისას ამ შემთხვევაში შვეიცარიის ელჩის პოზიცია გვაინტერესებს, თორემ ქალბატონი კელი დეგნანმა, მხოლოდ „გავრილოვის ღამის“ ხსენებითაც დაადასტურა, მისი წინააღმდეგობრივი ინტერესები, როგორც საქართველოს ხელისუფლებასთან ასევე საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტთან. ამჯერად შვეიცარიის ელჩს ვეკითხებით, რა ხდება შვეიცარიაში, ვიღაცის(!) თუ რაღაცის(!) გამო პოლიტიკა, სამართალი, საბანკო სისტემები და მედია მართლა ერთ ხმაში მღერიან?“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 09:31
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში
26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
26 თებერვალი 2026, 09:19
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა.
26 თებერვალი 2026, 09:14
საზოგადოება
ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.
26 თებერვალი 2026, 09:02
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით უკრაინული ქალაქები დაბომბა. არიან დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 08:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.
26 თებერვალი 2026, 08:54
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.
26 თებერვალი 2026, 08:45
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
26 თებერვალი 2026, 08:30
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზას, იმედსა და პოსტივიზე თავდასხმაში ხედავს.
26 თებერვალი 2026, 08:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას
ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2“-ის ეთერში.
26 თებერვალი 2026, 08:16
სპორტი
სპორტის მინისტრმა MMA-ის ცნობილ ქართველ მებრძოლებთან, ალექსანდრე თოფურიასა და გურამ ქუთათელაძესთან შეხვედრა გამართა
მინისტრმა მათ ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებსა და თბილისში UFC-ის ღონისძიების ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
26 თებერვალი 2026, 08:14
საზოგადოება
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და უწყებათაშორისი კონფერენციების ჩატარებას.
26 თებერვალი 2026, 08:05
კულტურა
გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
26 თებერვალი 2026, 08:00
საზოგადოება
ნალექი, ქარი, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:16
მსოფლიო
AXIOS: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს
უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:01
მსოფლიო
ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.
26 თებერვალი 2026, 02:52
მსოფლიო
CNN: კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს
კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს დილით კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს. ხომალდზე მყოფი კიდევ ექვსი პირი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 02:08
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი მაქსიმალურად მკაფიო იყო - ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნები ირანის მიმართ, რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის ფონზე, „ძალიან ნათელია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა - ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.
26 თებერვალი 2026, 01:21
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა
უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 01:01
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას ამ დიდი და ბოროტი ძალისგან ისევე, როგორც ვიცავდით. ჩვენ გავაგრძელებთ იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელი სამშვიდობო პოლიტიკაც აირჩია ჩვენმა საზოგადოებამ უკვე მეათედ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
26 თებერვალი 2026, 00:59
მსოფლიო
ილონ მასკი ბრიტანულ პოლიტიკურ პარტია Restore Britain-ს მხარდაჭერას უცხადებს - „ის გაიმარჯვებს. მან უნდა გაიმარჯვოს. ბრიტანეთის გადასარჩენად“
ტექნოლოგიური გიგანტი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი ბრიტანეთის პოლიტიკურ ლანდშაფტში მიმდინარე ცვლილებებს ეხმაურება. მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ინფორმაცია ახალი მოძრაობის, Restore Britain-ის შესახებ, რომლის რეიტინგიც უკვე 7%-ს აღწევს.


