29 აგვისტო 2022, 10:47 / სანდო წყარო

ზაზა შათირიშვილი: ჩვენ ვაკვირდებით გლობალური პოლიტიკის საჭადრაკო პარტიას, სადაც ამერიკამ უკრაინასა და საქართველოს გასაწირი პაიკების როლი მიაკუთვნა

ზაზა შათირიშვილი

ზაზა შათირიშვილი

უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, აგენტურის საქმიანობა სათანადოდ უნდა შეფასდეს და თითოეულ აგენტს ქართულმა საზოგადოებამ სათანადო პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს. როგორც ცნობილია, არა მხოლოდ შემდგარი დანაშაული, არამედ დანაშაულის მცდელობაც დასჯადია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ყველა აგენტი, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა, მაგრამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების პრინციპული და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამო ვერ შეძლო, - ამის შესახებ აცხადებს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

მისი თქმით, სხვა ქვეყნის აგენტობა, სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

„ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლისას, გიგა ბოკერიამ ვითომ ხუმრობით თქვა, რუსეთის აგენტობას „ცეერუს“ აგენტობა ჯობიაო. სხვა კონტექსტში და სხვა ადამიანის პირით ნათქვამი ეს სიტყვები მართლა ხუმრობად შეიძლება მიგვეღო. თუმცა, ბოკერიას განცხადებას ოდნავ თუ ჩავუღრმავდებით, მივხვდებით, რომ მან თავისი სიტყვებით საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილში საკმაოდ ღრმად გამჯდარი დამოკიდებულება გაახმოვანა. საქართველოში არცთუ მცირე რიცხოვნობით არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამერიკის აგენტობა არათუ სათაკილო მოვლენა, პატივსაცემი სტატუსიც კი არის. ამ დროს, სინამდვილეში, აგენტი აგენტია, რომელ სახელმწიფოსაც არ უნდა ემსახურებოდეს ის. აგენტობა თავის თავში გულისხმობს სხვა ქვეყნის მსახურებას ნებისმიერ ფასად და ნებისმიერი საჭიროებისათვის, მათ შორის, იმის გარდაუვალი დაშვებით, რომ ეს საჭიროება, კონკრეტულ ვითარებაში, შენი ქვეყნის ინტერესებთანაც შეიძლება მოვიდეს უხეშ წინააღმდეგობაში. შესაბამისად, სხვა ქვეყნის აგენტობა უკვე თავისთავად, ყოველგვარი დამატებითი გარემოებების გაუთვალისწინებლად, სამშობლოს ღალატს ნიშნავს. აქედან გამომდინარე, აგენტობა ყველა შემთხვევაში უაღრესად სათაკილო და ანტისახელმწიფოებრივი მოვლენაა. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, აგენტორული ვალდებულებებით ოკუპანტ სახელმწიფოსთან ხარ დაკავშირებული თუ არაოკუპანტთან.

აქ დამატებით ის გარემოებაც არის მხედველობაში მისაღები, რომ ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, დიდი სახელმწიფოები საქართველოს გლობალური პოლიტიკის პრიზმაში განიხილავენ და ასეთ დროს, მათთვის ლოკალური ქართული ინტერესების მხედველობაში მიღება საკმაოდ რთულია. გლობალურ და ლოკალურ ინტერესებს შორის დიდი ქვეყანა უპირატესობას ყოველთვის გლობალურ ინტერესებს მიანიჭებს. დიდი პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე, საქართველო, როგორც ძალიან პატარა ქვეყანა, სამწუხაროდ, პაიკად არის მოაზრებული, მოჭადრაკე კი პაიკს მხოლოდ იმ შემთხვევაში უფრთხილდება, თუ მას საჭადრაკო პარტიაში თავისი არსებობით მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. მაგრამ თუ მოჭადრაკე ხედავს, რომ პარტიის მოსაგებად პაიკის გაწირვით უკეთეს შედეგს მიიღებს, ბუნებრივია, უპირატესობას პრაგმატულ გადაწყვეტილებას მიანიჭებს და გლობალურ ინტერესებს თვალის დაუხამხამებლად შეგწირავს. ასეთ პირობებში, იმის ალბათობა, რომ ამერიკის აგენტს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა შეიძლება მოუწიოს, ძალზე მაღალია. ამის საუკეთესო მაგალითი დღევანდელი გლობალური და რეგიონული პოლიტიკური მოვლენებია. ჩვენ ვაკვირდებით გლობალური პოლიტიკის საჭადრაკო პარტიას, სადაც ამერიკამ უკრაინასა და საქართველოს გასაწირი პაიკების როლი მიაკუთვნა. როგორც საერთაშორისო მედიაში არაერთხელ დაიწერა, დღეს ამერიკა უკრაინაში რუსეთს ებრძვის უკანასკნელ უკრაინელამდე და საქართველოსთვისაც იგივე როლი ჰქონდა მოაზრებული. ამაზე ჩვენ არც უნდა გავბრაზდეთ და არც უნდა გავნაწყენდეთ. მამლუქის სიტყვები უნდა გავიხსენოთ - გვეუბნებიან, ბიჭები ვართ და მოვდივართო და ჩვენც, თუ ბიჭები ვართ, უნდა დავხვდეთ და ქვეყანა დავიცვათ, რომ გლობალური ინტერესებისათვის მისი გაწირვის საშუალება არავის მივცეთ.

თუ ამერიკელებს საქართველოს გაწირვისთვის დიდწილად ვერ გავამტყუნებთ, ამას მის ქართველ აგენტებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. როდესაც ქართველი გქვია და ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, შენგან იმ საქმეში მონაწილეობას, რომელიც საქართველოს გასაწირ პაიკად ქცევას ითვალისწინებს, არავითარი გამართლება არა აქვს. შესაბამისად, არავითარი გამართლება არა აქვს იმ ადამიანების ქმედებებს, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების მეორე დღიდან თბილისში ანტისამთავრობო აქციებს აორგანიზებდნენ და ქვეყნის არევას ცდილობდნენ; საქართველოს ომისკენ მიექაჩებოდნენ და მთავრობისგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაშვებას და დიდი ოდენობით იარაღის შესყიდვას მოითხოვდნენ; ბაკურიანში იკრიბებოდნენ და რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარების პირობებში, საქართველოში ხელისუფლების გადატრიალებას გეგმავდნენ და ა.შ.

უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, აგენტურის საქმიანობა სათანადოდ უნდა შეფასდეს და თითოეულ აგენტს ქართულმა საზოგადოებამ სათანადო პოლიტიკური განაჩენი უნდა გამოუტანოს. როგორც ცნობილია, არა მხოლოდ შემდგარი დანაშაული, არამედ დანაშაულის მცდელობაც დასჯადია. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ სასჯელს უნდა დაექვემდებაროს ყველა აგენტი, რომელიც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდა, მაგრამ შედეგის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების პრინციპული და სახელმწიფოებრივი პოზიციის გამო ვერ შეძლო.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს პრინციპულობა აგენტების მიმართ, რომელ უცხო ქვეყანასაც არ უნდა ემსახურებოდნენ ისინი. სააკაშვილის და გვარამიას მაგალითზე ვნახეთ, რომ აგენტების დაპატიმრებაზე ამერიკელები მძიმედ რეაგირებენ. თუმცა, თუ გვინდა სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნოთ და ომის საფრთხე საბოლოოდ ავიცილოთ თავიდან, ასეთ საკითხებში სისუსტის ჩვენება და უკან დახევა დანაშაულის ტოლფასი იქნება“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2026, 11:53

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის პორტის ეფექტიანი განვითარება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება და წარმატება სწორად დაგეგმილ გენგეგმაზეა დამოკიდებული, რომელიც მისი სრული პოტენციალის ათვისებას განსაზღვრავს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი დისკუსიები გენგეგმის განახლებაზე, რათა ანაკლიის ნავსადგურის ტერიტორია ეფექტიანად იქნეს ათვისებული და ბაზრის მოთხოვნებს მოერგოს.

19 ივლისი 2026, 11:42

მსოფლიო

ესპანეთსა და კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის პროვინციაში ტყის ხანძრების ჩაქრობა ვერ ხერხდება. ცეცხლმა 16 000 ჰექტარი მიწის ფართობი უკვე გაანადგურა. სტიქიას მაშველებთან ერთად არმიაც ებრძვის. ცეცხლი დასახლებული პუნქტებს და ინფრასტრუქტურას ემუქრება. რეგიონში საგანგებო ვითარებაა გამოცხადებული, ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

19 ივლისი 2026, 11:34

მსოფლიო

WSJ: ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2-ის“ მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

გამოცემა The Wall Street Journal-ის თანახმად, ჩინეთმა რუსეთთან გიგანტური გაზსადენის, „ციმბირის ძალა 2-ის“ მშენებლობის თაობაზე ყველა მოლაპარაკება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

რადოსლავ სიკორსკი

19 ივლისი 2026, 11:29

მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი: რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 10 წელია აწარმოებს. ამ ომს ბევრი ასპექტი აქვს

„რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს 10 წელია აწარმოებს. ამ ომს ბევრი ასპექტი აქვს. არსებობს კიბერშეტევები. ისინი მიზანში იყვანენ ფინანსურ ინსტიტუტებსა და საგადასახადო სისტემებს. ჩვენს სისტემებში ნერგავენ ვირუსულ პროგრამებს, რომ უფრო სერიოზული შემთხვევების დროს გააქტიურონ, ერევიან პოლიტიკაში არჩევნების დროს, როგორც უკიდურესი მემარცხენეების, ისე უკიდურესი მემარჯვენეების მხარდაჭერით. ისინი იყენებენ „ტელეგრამს“ ერთჯერადი დივერსანტების გადასაბირებლად, ობიექტებისთვის ფოტოების გადასაღებისთვის 2 ათასს, ხოლო მათი გადაცვლისთვის 20 ათას დოლარს იხდიან. ათობით ასეთი შემთხვევა გვქონდა. მათ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კუთვნილი სახლის გადაწვაც კი სცადეს. გამოვცადეთ მკვლელობები, სახელმწიფო ტერორიზმი, სარკინიგზო დივერსიები, ამანათებში მოთავსებული აალებადი მასალები, რაკეტებისა და დრონების შემოჭრა. ეს ყველაფერი რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია“, - განაცხადა სიკორსკიმ.

გიორგი სოსიაშვილი

19 ივლისი 2026, 11:21

პოლიტიკა

სოსიაშვილი ოპოზიციის აქტივისტების მიერ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფაზე: ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს - როგორი ახალგაზრდების ფორმირება უნდოდათ და სად მიაქანებდნენ ქვეყანას, ამათი დიალოგიდანაც ნათლად ჩანს

ქართველი კაცი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს აუგად იხსენიებს, ის აგინებს მთელ საქართველოს, ქართულ სულიერებას, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა.

19 ივლისი 2026, 11:18

პოლიტიკა

ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს

ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა და სიძულვილი მწერლის მისამართით - ოპოზიციის აქტივისტებმა ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის ენა კახა ბენდუქიძის შვილის, ანასტასია ბენდუქიძის პოდკასტში გამოიყენეს. ბენდუქიძე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მფლობელია.

19 ივლისი 2026, 11:12

მსოფლიო

ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიებს შეუტია

ირანმა სპარსეთის ყურეში ვაშინგტონის მოკავშირეების ტერიტორიებს, დრონებითა და რაკეტებით შეუტია. სამიზნეში მოექცა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ობიექტი ცეცხლის ალსა და კვამლში გაეხვა, საწარმო მნიშვნელოვნად დაზიანდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თეირანის განცხადებით, თავდასხმა შეერთებული შტატების მხრიდან ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების საპასუხო რეაქცია იყო.

19 ივლისი 2026, 10:48

სამართალი

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით

19 ივლისი 2026, 10:44

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

19 ივლისი 2026, 10:40

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: „აჭარა თაიმსმა“ შეგნებულად გამოარჩია ბერა ივანიშვილის სახელი, რათა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გაღიზიანება გამოეწვია - ეს არის კლასიკური პროპაგანდისტული მეთოდი, კონკრეტული პირის სახელის გამოყენება ნეგატიური ფონის შესაქმნელად, მიუხედავად იმისა, რომ რეალობასთან ამას საერთო არაფერი აქვს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ მედიასაშუალებამ ბათუმში გზის გადაკეტვის მიზეზთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

ტამაშ შულიოკი

19 ივლისი 2026, 10:39

მსოფლიო

უნგრეთის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მის გადაყენებას მხარი დაუჭირა

პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიამ, „ტისამ“ შულიოკის გადასაყენებლად კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით გაიტანა. შულიოკი ფართოდ აღიქმებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ლოიალურ კადრად, რომელმაც ძალაუფლება აპრილში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დაკარგა.

ნინო ფოჩხუა

19 ივლისი 2026, 10:38

პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: აჭარაში საპატივცემულო ოჯახების შვილები ქორწინდებოდნენ, ნახევარი აჭარა და მეოთხედი თბილისი ქორწილში რომ იქნებოდა და შესაბამისად გზაც რომ გადაიკეტებოდა, ეტყობა ამ არსაიდან მოსულ მესხიძეს არც გაუგონია

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ბერა ივანიშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ გარკვეული მედიასაშუალებები მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ.

გია აბაშიძე

19 ივლისი 2026, 10:33

პოლიტიკა

გია აბაშიძე „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე: მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო - ასეთ ბოროტ, ქოსატყუილა ნაცლუზერებს რა უნდათ ფართო საზოგადოებაში?! სულხან მესხიძის მსგავსი პერსონაჟების ადგილი უსამშობლოთა ტრაგიკომიკურ შაბაშებზეა

ცრუპენტელა "აჭარა თაიმსის" დამფუძნებელ სულხან მესხიძეს არ ეპატიჟებიან ხალხმრავალ ქორწილებში, როდესაც ხდება ავტომოძრაობის შეფერხება; მდაბიო ტყუილია, რომ ბათუმში ჯვრისწერისთვის გზა გადაიკეტა დამსწრე ბერა ივანიშვილის გამო, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

19 ივლისი 2026, 10:33

მსოფლიო

რუსეთმა კიევზე ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა

თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ავტომობილებს, სუპერმარკეტს, საერთო საცხოვრებელსა და საცხოვრებელ სახლებს. დედაქალაქის მაშველების ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, 13 კი დაშავდა.

დავით ქართველიშვილი

19 ივლისი 2026, 10:31

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი „აჭარა თაიმსზე”: მხოლოდ ავადმყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის

მხოლოდ ძალიან ავადმყოფურ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ტვინში შეიძლება დაბადებულიყო ვერსია, რომ ივლისის შუა რიცხვებში ბათუმში არსებული საცობები დაებრალებინათ ქალაქში ბერა ივანიშვილის ოჯახის სტუმრობისთვის, - წერს “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება „აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილის ოჯახის გამო, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა იყო ჩაკეტილი.

19 ივლისი 2026, 10:21

სპორტი

ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა დღეს გაირკვევა

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დღეს გაიმართება. ტიტულისთვის ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები იბრძოლებენ. თამაში ნიუ-ჯერსიში, „მეტლაიფ სტედიუმზე“, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კილიან მბაპე

19 ივლისი 2026, 10:13

სპორტი

კილიან მბაპე მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი გახდა

19 ივლისის ღამეს, მბაპემ დუბლი გააფორმა ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში, რომელიც საფრანგეთის მარცხით, ანგარიშით 4:6 დასრულდა.

19 ივლისი 2026, 10:07

სპორტი

ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა⚽

უკვე კომპენსირებულ დროში (90+6 წუთი) უსმან დემბელემ საფრანგეთის მეოთხე ბურთი გაიტანა, მაგრამ ბოლო სიტყვა მაინც ინგლისელებმა თქვეს: 90+8 წუთზე ჯუდ ბელინგემმა საბოლოო ანგარიში - 6:4 დააფიქსირა. ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საკა დასახელდა.

კირილ დმიტრიევი

19 ივლისი 2026, 09:38

მსოფლიო

კირილ დმიტრიევი: ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავების ფონზე კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ისევ განახლდება - ყველაზე მეტად ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო დაზარალდებიან

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი აცხადებს, რომ ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული კრიზისი ისევ განახლდება და ამ ვითარებაში, ყველაზე მეტად ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო დაზარალდებიან.

19 ივლისი 2026, 09:07

რეგიონი

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +27 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.