ნუკრი შოშიაშვილი ბოკერიაზე: რატომ უნდა იყოს სხვა ქვეყნის აგენტობა პრესტიჟული, თუ აგენტი ხარ, ესე იგი საქართველოს სუვერენულობის მტერი ხარ, კრიტიკულ სიტუაციაში შენ იმ ქვეყნის მხარეს დადგები, ვისი აგენტიც ხარ
ნუკრი შოშიაშვილი
ფოტო: IMEDI
ახლა წავიკითხე ზაზა შათირიშვილის წერილი, რომელიც ეხება აგენტობის საკითხს, როგორ ახდენენ ე.წ ცსს-ს აგენტობის იდეალიზებას. მართლაც, როდესაც საუბარი იყო, გიგა ბოკერიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის აგენტობაზე, სადაც ბოკერიამ თქვა „ცსს-ს აგენტობა ჯობსო“, მახსოვს მაშინვე დავწერე კომენტარი, რომ მსგავსი იდეალიზება არის კოლონიალური ცნობიერების კლასიკური მაჩვენებელი, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ნუკრი შოშიაშვილი ზაზა შათირიშვილის წერილს.
როგორც შოშიაშვილი აღნიშნავს ერთადერთი გზაა კოლონიალური და ამავე დროს აგენტურული ცნობიერების გამოვლინება, გაშიფრა და მისი პრესტიჟულობისგან დაცლა. მხოლოდ ამაზე გადის ცნობიერების დეკოლონიზაცია. თუმცა, მისი თქმით, საქართველოს ყავდა პოლიტიკური ელიტა, რომელიც წლების განმავლობაში ამ ცნობიერებას ახალისებდა, ამის მიუხედავად ეს გზა აუცილებლად გასავლელია.
„ინგლისში ყველა ჯენტლმენი ვალდებული იყო ეთანამშრომლა ინგლისის დაზვერვასთან, ამით ისინი თავიანთ სახელმწიფოს ემსახურებოდნენ. ამავე დროს, არცერთი ინგლისელი ჯენტლმენი არ დაგიდასტურებდათ, რომ ის მსახურობდა დაზვერვაში და კატეგორიულად უარყოფდა ამ ფაქტს. ინგლისმა, შემდგომ უკვე დიდმა ბრიტანეთმა ფლოტის, ვაჭრობისა და ერთგული ჯენტლმენი წყალობით შექმნა პირველი გლობალური იმპერია, რომელიც ხუთ კონტინენტს მოიცავდა და ოკეანეების ბატონ-პატრონად იქცა. ჯენტლმენის დავალება იყო, ნდობა მოეპოვებინა ადგილობრივ საზოგადოების გავლენიან წარმომადგენლებთან, შეესწავლა და შეექმნა მისი განწყობები, მოეხდინა ინკორპორირება ბრიტანულ სახელმწიფო სტრუქტურებში და რაც მთავარია, დიდი ბრიტანეთი სხვა აღმოსავლურ იმპერიებისგან განსხვავებით ცდილობდა ადგილობრივი ელიტები მის სამსახურში ჩაეყენებინა. ესე მოხდა მაგალითად ინდოეთში, როდესაც ინდოელი რაჯები და დიდებულები, უცბად ბრიტანელ ჯენტლმენებად გადაიქცნენ. მათ მიიღეს პრივილეგიები, მაგრამ დაკარგეს სახელმწიფო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ინდოელისთვის ბრიტანელი ჯენტლმენობა იყო ყველაზე პრესტიჟული რაც კი მას შეეძლო მიეღო. შესაბამისად კოლონიალიზმის ყველაზე მკაფიო გამოვლინება არის, როდესაც შენი ელიტას უჩნდება პრესტიჟულობის და სიამაყის განცდა, როდესაც ის სხვა (დომინანტ) სახელმწიფოს მსახურებაშია.
ახლა წავიკითხე ზაზა შათირიშვილის წერილი, რომელიც ეხება აგენტობის საკითხს, როგორ ახდენენ ე.წ ცსს-ს აგენტობის იდეალიზებას. მართლაც, როდესაც საუბარი იყო, გიგა ბოკერიასა და ნინო ბურჯანაძეს შორის აგენტობაზე, სადაც ბოკერიამ თქვა „ცერეუს აგენტობა ჯობსო“, მახსოვს მაშინვე დავწერე კომენტარი, რომ მსგავსი იდეალიზება არის კოლონიალური ცნობიერების კლასიკური მაჩვენებელი. ზაზას კარგად აქვს ახსნილი თავის წერილში აგენტურის არსი, ამიტომ მე არ გავშლი ამ საკითხს. მე ვისაუბრებ ისეთ საკითხზე, როგორიც არის ნეოკოლონიალური ცნობიერება. რატომ არის საქართველოში დასავლეთი აღქმული, არა როგორც გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და პოლიტიკური სივრცე, სადაც შენი ინტერესებისთვის უნდა იბრძოლო, არამედ აღქმულია რელიგიური პრიზმიდან. არარელიგიური სივრცედ რომ იყოს აღქმული, მაშინ უნდა იცოდე სად უნდა წახვიდე კომპრომისზე, რა უნდა დათმო, რა არ უნდა დათმო, სად უნდა იყო ბოლომდე შენი პოზიციების ერთგული, რაზე შეიძლება ვაჭრობა და რაზე არ შეიძლება ვაჭრობა, მოკლედ სივრცე სადაც შენ, შენი მიზნები და ინტერესი გაქვს, გიწევს სხვა ინტერესების ჯგუფებთან ურთიერთობა, ზოგჯერ თანამშრომლობა, ზოგჯერ კონკურენცია და ზოგჯერ დაპირისპირებაც კი. როდესაც შენ ამ განწყობით ხარ, ამ განწყობის უკან დგას პრინციპი, რომ შენ სუვერენული სახელმწიფო ხარ, რომლისთვისაც სუვერენულობა მთავარი მონაპოვარია. ამ მდგომარეობაში გაუგებარი ხდება, რატომ უნდა იყოს სხვა ქვეყნის აგენტობა პრესტიჟული, თუ აგენტი ხარ, ესე იგი საქართველოს სუვერენულობის მტერი ხარ, იმიტომ რომ კრიტიკულ სიტუაციაში შენ არა საქართველოს სუვერენული ინტერესის მხარეზე დადგები, არამედ იმ ქვეყნის მხარეზე, ვისი აგენტიც ხარ. რელიგიური ხედვას რაც შეეხება, მე ცოტა დისკომფორტი მაქვს, როდესაც რელიგიურზეა საუბარი, რადგან აქ უფრო მეტად ფეტიშიზაცია ხდება, როდესაც რაღაცას ეძლევა ღვთაებრიობის, ან ღვთაებრიობასთან გათანაბრებული სტატუსი. ეს კოლონიალური ცნობიერებისთვის აუცილებელია, რადგან მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი საზოგადოებას და რაც მთავარია პოლიტიკურ ელიტას დააკარგვინო სუვერენულობის განცდა. ფეტიშიზაცია, იწვევს ისტერიულ ცნობიერების განვითარებას, რომელიც კონფლიქტში მოდის რეალობასთან. მთავარი ამ მექანიზმში არის ის, რომ საზოგადოებას დააკარგვინო მგრძნობელობა სუვერენობასთან მიმართებაში. საღი აზრი იცვლება ერთ მხრივ ისტერიულობით, მეორე მხრივ „პრესტიჟულობით“.
პრესტიჟულია ცსს-ს აგენტობა - მერე რა, რომ შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესს. ეს არის მექანიზმი, რომლითაც ხდება ჩვენი ფუნდამენტური ინტერესებზე დარტყმა. ეს არის მექანიზმი, რომლითაც კოლონიალური ცნობიერება მკვიდრდება და პრესტიჟულობას იძენს. გამოსავალი კი მხოლოდ ერთია, კოლონიალური და ამავე დროს აგენტურული ცნობიერების გამოვლინება, გაშიფრა და მისი პრესტიჟულობისგან დაცლა. მხოლოდ ამაზე გადის ცნობიერების დეკოლონიზაცია, თუმცა ეს რთული გზაა, რადგან ჩვენ გვყავდა პოლიტიკური ელიტა, რომელიც წლების განმავლობაში ამ ცნობიერებას ახალისებდა, ამის მიუხედავად ეს გზა აუცილებლად გასავლელია,’’- წერს ანალიტიკოსი.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 03:18
მსოფლიო
ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
28 მაისი 2026, 03:07
მსოფლიო
პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.
28 მაისი 2026, 02:36
სპორტი
„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
28 მაისი 2026, 01:44
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.
28 მაისი 2026, 00:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია
პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 00:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა
მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.
28 მაისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია
მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.
28 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება
ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
28 მაისი 2026, 00:08
მსოფლიო
POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო
პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.
28 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს
ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.
27 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან
მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
27 მაისი 2026, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ
ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.
27 მაისი 2026, 23:36
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ფაქტი ერთია, რომ „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტელიტა გაჩერებას არ აპირებს - მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ხაზი
ფაქტი ერთია, რომ ის ბიუროკრატია, დიფ სთეითის ხელდასხმული ე.წ. პოლიტ ელიტა გაჩერებას არ აპირებს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოიაზრებენ თავიანთ პროქსი სახელმწიფოებად, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას და არა ამ აგენტურას
საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბევრად უკეთეს ოპოზიციას მართლაც და არა ამ აგენტურას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 23:21
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციის აქციაზე: აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს
ვნახეთ ამ ე.წ ოპოზიციური ალიანსის დაანონსებული აქცია და ვნახეთ გუშინდელი რაოდენობა [ხალხის], ასევე საზოგადოებას ახსოვს ჩვენი სრულიად საღი და ობიექტური კომენტარები - აქცია დაანონსების დღიდანვე განწირული იყო კრახისთვის და ეს კრახი ვიხილეთ გუშინ საღამოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, სხვადასხვა პარტიული ნაყოფიდან ოპოზიციამ დაახლოებით 2 000 -3 000 ადამიანის მობილიზება შეძლო.
27 მაისი 2026, 23:15
პოლიტიკა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: სააკაშვილი მაოხრებელი გზირია, ამ კაცის გამოსწორება არ იქნება, რამდენჯერაც ერთიანობის შანსი გაჩნდება, იმდენჯერ სისულელეს იზამს
კოალიცია ცვლილებისთვის წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი მიხეილ სააკაშვილის პოსტს ეხმიანება, რომელიც საქართველოში ჩამოსვლასა და ღალატზე წერს. სააკაშვილის თქმით, ნიკა მელია ღალატში არაფერ შუაშია და მელიას შეცდომა ის იყო, რომ აქცია დაშალა და ხალხი არჩევნებზე გადართო, სააკაშვილის თქმით კი, არჩევნების მოგება მისი გათავისუფლების გარეშე შეუძლებელი იყო.
27 მაისი 2026, 22:44
მსოფლიო
Bloomberg: ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის იდეა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის იდეა ევროკავშირში უკრაინის ნაწილობრივი წევრობის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ბლოკის სრულუფლებიან წევრობას იმსახურებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 22:11
პოლიტიკა
სულიკო ასათიანის შვილი პაატა ასათიანი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: „ნაცმოძრაობაზე“ თავიდანვე ამბობდა - ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს. სხეულზე არცერთი ადგილი არ ჰქონდა დარჩენილი რომ ნაცემი არ ყოფილიყო
ესენი არიან უკანასკნელი ნაძირლებიო, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ამბობდა თავიდანვე და შეეწირა იმ უკანასკნელ ნაძირლებს, - განუცხადა „ქრონიკას“ სულიკო ასათიანის შვილმა პაატა ასათიანმა 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 21:52
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მხარს ვუჭერთ იმ პროცესის დაწყებას, რომელიც უკრაინას ევროკავშირში მიიყვანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობენ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც - ჩვენთვის პრიორიტეტი ბალკანეთია
იტალია მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, თუმცა სხვა კანდიდატი ქვეყნების ინტერესებსაც ითვალისწინებს და რომისთვის პრიორიტეტად დასავლეთ ბალკანეთი რჩება. ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ლიმასოლში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
27 მაისი 2026, 21:47
სამართალი
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა
გორში მომხდარი ინციდენტისას სამართალდამცველების მიერ დაკავებული პროკურატურის დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა.


