imedi /  31 აგვისტო 2022, 18:34 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეიძლება, ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან ადგილი ჰქონდეს საბოტაჟს კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას და ამას მივანდობთ ოპოზიციურ სუბიექტებსა და სამოქალაქო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როცა შეიძლება, ადგილი ჰქონდეს ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია ევროკავშირის მე-12 რეკომენდაცია შეეხებოდა სახალხო დამცველის არჩევის წესს. რეკომენდაციაში წერია: უზრუნველყოფილი იქნეს, რომ სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პიროვნებას და რომ პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ, დაცული უნდა იყოს აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

ამასთან დაკავშირებით ჩვენი დაპირება იყო, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1 სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სახალხო დამცველის პოზიციაზე იმგვარი პირის წარდგენა, რომელიც იქნება თანაბრად მისაღები უმრავლესობისა და ოპოზიციისათვის, შესაბამისად, ექნება მაღალი ლეგიტიმაცია.

კენჭისყრა სახალხო დამცველის ასარჩევად შედგება არაუგვიანეს პირველი დეკემბრისა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შევხვდით საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და მათი პოზიციების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღესვე დავარეგისტრიროთ ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ გაიწერება კანდიდატის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები, რაც გულისხმობს კეთილსინდისიერებას, მიუკერძოებლობას, მაღალ რეპუტაციას, სათანადო პროფესიულ ცოდნას და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ შეიქმნება საფუძველი, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცეს საგანგებო ბრძანება, სადაც განისაზღვრება კანდიდატების შეფასების წესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, გუნდის სხვა წევრებთან ერთად, შევათანხმეთ პარლამენტის თავმჯდომარესთან და წინასწარვე შეგვიძლია გითხრათ შეფასების წესთან დაკავშირებით:

1. ნებისმიერ პირს შეეძლება შემოიტანოს განაცხადი სახალხო დამცველის კანდიდატობაზე,

2. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან, მათ შორის იქნებიან პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დაკომპლექტებული ჯგუფი შეაფასებს თითოეულ კანდიდატს რეგლამენტში გაწერილი კრიტერიუმების მიხედვით.

3. ამის შემდეგ კანდიდატები თავიანთი შეფასებებით წარედგინებათ საპარლამენტო სუბიექტებს, რომლებმაც თავის მხრის საქართველოს პარლამენტს ასარჩევად უნდა წარმოუდგინონ სახალხო დამცველობის მინიმუმ შვიდი კანდიდატურა. მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრული არ იქნება.

აქვე საპარლამენტო უმრავლესობა არ წარადგენს სახალხო დამცველის კანდიდატურას, ამას მივანდობთ მთლიანად ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. გარდა იმ ერთადერთი შემთხვევისა, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს პროცესის ხელოვნურ დაბლოკვას, საბოტაჟს ოპოზიციური სუბიექტების მხრიდან კანდიდატების შეგნებულად არწარდგენის გზით. კიდევ უფრო ნათელი, რომ იყოს საზოგადოებისთვის - თუ ასე ვთქვათ „პირს შეკრავენ“ ოპოზიციური სუბიექტები და არ წარადგენენ არცერთ კანდიდატურას, რომ პროცესი დაიბლოკოს და რეკომენდაციის პუნქტი არ შესრულდეს და ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიტოვებთ კანდიდატის წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ პროცესში - კანდიდატის წარდგენის პროცესში არ ჩავერთვებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ანდრის კულბერგსი

14 სექტემბერი 2026, 18:49

მსოფლიო

ლატვიის პრემიერი: უკრაინამ ევროპას დრო აჩუქა, ჩვენ კი მას არასწორად ვიყენებთ

უკრაინის წყალობით, დანარჩენ ევროპას ახლა მომზადებისთვის დრო აქვს, თუმცა ამ დროს არასწორად იყენებენ. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსმა განაცხადა.

14 სექტემბერი 2026, 18:42

ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციამ, Nasdaq-თან პარტნიორობით, „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს“ უმასპინძლეს

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება. საზიარო სახაზინო მართვის სისტემის დანერგვის პროექტის ფარგლებში „საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „ტერაბანკი“ და „ბაზისბანკი“ სახაზინო ოპერაციებს განახორციელებენ Nasdaq Calypso-ს ბაზაზე, რომელიც ფარავს სახაზინო ოპერაციების სრულ ციკლს. საზიარო სისტემა წარმოადგენს პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორს აძლევს საშუალებას, განავითაროს ის შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროა GMAP-ის ფარგლებში დასახული ბაზრის განვითარების მიზნების მისაღწევად.

რუსლან კრავჩენკო

14 სექტემბერი 2026, 18:42

მსოფლიო

ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა. შესაბამისი 14 სექტემბრით დათარიღებული ბრძანებულება სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ალექსანდრე ხაზარაძე

14 სექტემბერი 2026, 18:39

ეკონომიკა

ალექსანდრე ხაზარაძე: Nasdaq-თან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვინდა შევქმნათ ერთობლივი გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქართული ფინანსური ბაზრების ლიკვიდობის გაზრდასა და გაღრმავებაზე

ფინანსური ბაზრები ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა, ეროვნული ბანკის მიზანს კი პროცესის ტექნოლოგიური და რეგულაციური ხელშეწყობა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გამყარება და არსებული დადებითი დინამიკის კიდევ უფრო აჩქარება წარმოადგენს, - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხაზარაძემ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე.

მარკ რუტე

14 სექტემბერი 2026, 18:25

მსოფლიო

POLITICO: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს ევროპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და იარაღის ქარხნებზე, ნატოს ქვეყნები კვლავ ფრთხილობენ ისეთი მკაცრი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც შესაძლოა კრემლის პროვოცირება გამოიწვიოს

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს ევროპის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და იარაღის ქარხნებზე, ნატოს ქვეყნები კვლავ ფრთხილობენ ისეთი მკაცრი ნაბიჯების გადადგმისგან, რომლებმაც შესაძლოა კრემლის პროვოცირება გამოიწვიოს, - წერს გამოცემა POLITICO.

14 სექტემბერი 2026, 18:23

რეგიონი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი აკადემიური წელი დაიწყო

KIU 2026-2027 აკადემიურ წელს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და მიზნებით შეხვდა. უნივერსიტეტმა პირველად მიიღო სტუდენტები ორ ახალ - ფიზიკისა და არქიტექტურის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამაზე. ახალი და უკვე მოქმედი პროგრამების უმრავლესობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და ასევე, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროგრამებს უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. 2026-2027 სასწავლო წლიდან სწავლას სახელმწიფო აფინანსებს.

დავით სონღულაშვილი

14 სექტემბერი 2026, 18:14

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი: პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“ 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება

მთავრობის ინიციატივით, 31 აგვისტოს პრემიერის განკარგულებით დაიწყო პროექტი „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის განხორციელებაში ჩართული არის ჩვენი სამინისტრო, განათლების სამინისტრო, თბილისის მერია და რეგიონების სამინისტრო, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პროექტი 22 ოქტომბრიდან დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.

14 სექტემბერი 2026, 18:12

პოლიტიკა

პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს.

გივი დავითაშვილი

14 სექტემბერი 2026, 18:09

ეკონომიკა

გივი დავითაშვილი: საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიკურად ვითარდება - მიმდინარე მაჩვენებლები გვაძლევს პოზიტიურ საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2026 წელი საქართველოს სამოქალაქო ავიაციისათვის რეკორდული იქნება

საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, საქართველოს საავიაციო სექტორი დინამიკურად ვითარდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა.

გიორგი გაბუნია

14 სექტემბერი 2026, 18:07

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია ოპოზიციაზე: როდესაც მათ იხსენიებენ პოლიტიკურ ოპოზიციად, მე ბუნებრივად მიჩნდება ხოლმე პროტესტი ამ შეფასებასთან დაკავშირებით

როდესაც მათ იხსენიებენ პოლიტიკურ ოპოზიციად, მე ბუნებრივად მიჩნდება ხოლმე პროტესტი ამ შეფასებასთან დაკავშირებით, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

14 სექტემბერი 2026, 18:03

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

14 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულ ელჩთან, ფაბიენ ვასერმანთან.

14 სექტემბერი 2026, 17:58

რეგიონი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან იოსებ ალიბეგაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე საბა კბილაშვილთან ერთად ქალაქ ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის დასრულებული პროექტი დაათვალიერა.

ლუკა ეხვაია

14 სექტემბერი 2026, 17:57

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა.

14 სექტემბერი 2026, 17:56

საზოგადოება

დავით სონღულაშვილმა მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) 2026 წლის ყოველწლიური კონფერენციის გახსნით ღონისძიებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გაბუნია

14 სექტემბერი 2026, 17:54

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია: მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პრემიერი კულტურის მინისტრის ახალ კანდიდატურას წარადგენს. მზად ვართ ახალ მინისტრთან ვიმუშაოთ იმ პრობლემების გადაჭრაზე, რა პრობლემებიც და გამოწვევებიც ჩვენს სფეროში არსებობს

მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში პრემიერი კულტურის მინისტრის ახალ კანდიდატურას წარადგენს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

14 სექტემბერი 2026, 17:54

რეგიონი

ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესა და ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორთან როინ თავართქილაძესთან ერთად, ყინჩაურის საბავშვო ბაღში იმყოფებოდა და აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

14 სექტემბერი 2026, 17:51

რეგიონი

პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება

პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები ჭადრაკის სასწავლო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სასწავლო პროცესს ფოთის საჭადრაკო სკოლის გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.

გიორგი გაბუნია

14 სექტემბერი 2026, 17:48

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია საკადრო ცვლილებებზე: კარიერული გზა, რომელიც გაიარა სუს-ის ახალმა ხელმძღვანელმა, ცხადყოფს, რომ ის არის ღირსეული კანდიდატი, კარგად იცნობს სისტემას და შეუძლია განაგრძოს იმ ამოცანების შესრულება, რაც დასახული აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს

უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით გაძლიერდა და განვითარდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაგრძოს განვითარება. ჩვენ ვიცით, როგორი უმნიშვნელოვანესი ამოცანები აკისრია ამ ინსტიტუციას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას.

შიო მესამე

14 სექტემბერი 2026, 17:37

საზოგადოება

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ ქადაგებისას.

14 სექტემბერი 2026, 17:34

მსოფლიო

პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს

„პირველადი დათვალიერება მიუთითებს იმაზე, რომ ეს რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა მინისტრმა.