imedi /  15 სექტემბერი 2022, 09:42 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე გოგაშვილზე: 2018 წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდში გაიცნო მან ბიძინა ივანიშვილი. ანუ, ვიდრე სუსის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

,მთავარი ბრალდება, რაც მან გააჟღერა იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის სოსო გოგაშვილს უმძიმეს დავალებებს აძლევდა და იძულებული იყო ეს შეესრულებინა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ვიდრე გოგაშვილი იყო სუსის უფროსის მოადგილე, იგი არ იცნობდა ივანიშვილს. მისი თქმით, გოგაშვილი ბიძინა ივანიშვილს, პირველად 2018 წელს შეხვდა.

,,მარტივ რამეს ვიტყვი, რომელსაც უამრავი მოწმე ჰყავს - ზუსტად მაშინ, როდესაც გოგაშვილი პარტიაში იყო, 2018 წლის ბოლოს, საარჩევნო პერიოდში, მე მახსოვს და ამას ესწრებოდა დაახლოებით 15 ადამიანი, იქ გაიცნო მან ბიძინა ივანიშვილი. ანუ, ვიდრე ის სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, საერთოდ არ იყო შეხვედრილი ბიძინა ივანიშვილთან, არ იცნობდა მას. მიხარია გაცნობის საშუალება რომ მომეცაო - იმ შეხვედრაზე უთხრა მან ბიძინა ივანიშვილს. იმის მერეც არ ჰქონია არც შეხვედრა და არც კომუნიკაცია მასთან“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

23 სექტემბერი 2026, 14:31

პოლიტიკა

გია აბაშიძე: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება. სინამდვილეში კი ვიღებთ მარიონეტების იაფფასიან თეატრს, სადაც თოჯინები იცვლებიან, მაგრამ სცენარისტი და შარლატანი იგივე რჩება

სქემა მარტივია: „პარწიუგას“ კომუნიკაციების სამსახურის უფროსს, ლევან ჯორბენაძეს აბრას უცვლიან და ჯიბის ტელევიზიის დირექტორად ნიშნავენ - აი, მთელი მათი „ინოვაცია“. ჰგონიათ, რომ გამოცვლილი სახეებით ძველ ჭაობს სურნელი შეეცვლება. სინამდვილეში კი ვიღებთ მარიონეტების იაფფასიან თეატრს, სადაც თოჯინები იცვლებიან, მაგრამ სცენარისტი და შარლატანი იგივე რჩება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ვაჟა ყულიჯანიშვილი

23 სექტემბერი 2026, 14:29

საზოგადოება

ასტროფიზიკოსი ვაჟა ყულიჯანიშვილი: დაკვირვებისთვის ძირითადად ვიყენებთ აბასთუმნის სამხრეთის ცას. ჯერ კიდევ 2007-ში, როცა ილიას უნივერსიტეტთან მიგვაერთეს, გიგი თევზაძესთან გვქონდა საუბარი, როგორღაც ეს ფრენები გადაწეულიყო. ახლა არ დამდგარა ეს საკითხი, უბრალოდ, ახლა იმატა ფრენების რიცხვმა, რაც საგანგაშო მდგომარეობას გვიქმნიდა

50 წელზე მეტია ვაკვირდები მზეს. ჩვენ ძირითადად ვიყენებთ სამხრეთის ცას, ანუ ზუსტად იმ ნაწილს, აქედან სამხრეთით. მე დაკვირვებებს ვიწყებდი დილის 10 საათიდან და გრძელდებოდა 3 საათამდე, მაგრამ როცა ექსპოზიციას ვაძლევდი, პატარა ღრუბელი უკვე ხელს მიშლიდა და თუ შევწყვეტდი და სერია შემიწყდებოდა, ის დაკვირვება აღარ ვარგოდა, - განაცხადა ასტროფიზიკოსმა, ვაჟა ყულიჯანიშვილმა, აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.

ვალდის დომბროვსკისი

23 სექტემბერი 2026, 14:23

მსოფლიო

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ გაჩენილი „დაღლილობა“ უნდა გადალახოს და მოსკოვზე ზეწოლა გააძლიეროს

„სავსებით გასაგებია, რომ თითქმის ხუთწლიანი ომის შემდეგ გარკვეული დაღლილობა იგრძნობა, თუმცა თავიდანვე ავიღეთ ვალდებულება, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება და გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ახლა მთავარია, არჩეულ კურსს არ გადავუხვიოთ“, - მიიჩნევს დომბროვსკისი.

23 სექტემბერი 2026, 14:20

სამართალი

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენების გამო სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარით დააჯარიმა

სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე სასამართლო სხდომები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ნათია მინდიკაური, რომელიც საჯარო სივრცეში იყენებდა სიძულვილის ენის შემცველ ფრაზებს და გამონათქვამებს სამართალდამრღვევად ცნო. ის 1500 ლარით დააჯარიმა.

ლევან ჯორბენაძე

23 სექტემბერი 2026, 14:19

საზოგადოება

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჯორბენაძე გახდა

ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორი, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის, „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჯორბენაძე გახდა, ვატო წერეთელმა კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობა ჩაიბარა.

სი ძინპინი და დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2026, 14:18

მსოფლიო

მედია: ტრამპი სი ძინპინს აეროპორტში პირადად დახვდება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ოფიციალური დახვედრის პროტოკოლს, 60 წლის განმავლობაში პირველად დაარღვევს. ბოლოს ამერიკის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის ლიდერს ასაფრენ ბილიკზე 1962 წელს დახვდა, როდესაც ჯონ კენედიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიღო.

რადოსლავ სიკორსკი

23 სექტემბერი 2026, 14:13

მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი: მალე მინსკში პოლონეთის საელჩოს ახალ შენობას გავხსნით

„ეს პირველი, შესავალი შეხვედრაა, თუმცა დისკუსიები სხვა სამინისტროებთან და სხვადასხვა დონეზეც მიმდინარეობს. მალე მინსკში საელჩოს ახალ შენობას გავხსნით. როდესაც მეზობელს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, პოლონეთი შეთანხმების მისაღწევად ყოველთვის პირველი დგამს ნაბიჯს“, - აღნიშნა შეხვედრის შემდეგ სიკორსკიმ.

გიორგი სოსიაშვილი

23 სექტემბერი 2026, 14:11

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი „კორძის“ კონცერტზე: ევროკავშირი აფინანსებს უხამსი კლიპებისა და სიტყვების ავტორის კონცერტს, თან გორში, რომელიც არის ომგადატანილი ქალაქი და ყველაზე მეტად, ამ ქალაქმა იცის მშვიდობის ფასი

„ევროკავშირი აფინანსებს უხამსი კლიპებისა და სიტყვების ავტორის კონცერტს, თან გორში, რომელიც არის ომგადატანილი ქალაქი და ყველაზე მეტად ამ ქალაქმა იცის მშვიდობის ფასი. მე არ მახსოვს მისგან, რაიმე ეროვნული პროექტისთვის დაეჭიროს მხარი. ეს არის შეურაცხმყოფელი ქმედება და ნაბიჯი ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს მიმართ“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

არჩილ გორდულაძე

23 სექტემბერი 2026, 14:11

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ბახმაროში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გაიმართა: კიდევ უფრო მეტი სკანდალი იქნება, თუ აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისი წევრი ქვეყნის კანონმდებლობას და კანონმდებლობის გვერდის ავლით ცდილობს რადიკალი, ე.წ. პოლიტიკოსი დააფინანსოს

კიდევ უფრო მეტი სკანდალი იქნება, თუ [აღმოჩნდება, რომ] ევროსაბჭო არ სცემს პატივს მისი წევრი ქვეყნის კანონმდებლობა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „ქრონიკასთან“ ბახმაროში გამართული შეხვედრის შესახებ, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, არმაზ ახვლედიანის ორგანიზებით გაიმართა.

ლევან მეხუზლა

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

ლევან მეხუზლა: ჩვენი მევენახეების 74%-მა ხარისხიანი ყურძენი მოიყვანა და ამისთვის თითოეულ მათგანს მადლობა მინდა გადავუხადო

23 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის მასშტაბით 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული, აქედან 28 ათასი ტონა მაღალკონდიციური და ხარისხიანია, რაც მთელი მოსავლის 74%-მდეა.

თამარ იოსელიანი

23 სექტემბერი 2026, 14:01

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი

„წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს, დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც დერეფანში ხორციელდება - გამოვყოფდი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს,ჩვენ ვისაუბრეთ პროექტის მიმდინარეობაზე და შესაძლებლობებზე ზოგადად შუა დერეფნის კონტექსტში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

23 სექტემბერი 2026, 13:33

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო როგორც შშმ პირთათვის სამართალდამცავი უწყების სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე, სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული ღონისძიებები.

23 სექტემბერი 2026, 13:12

სპორტი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ჭადრაკის მასწავლებელთა პირველ ოლიმპიადაში - „ნონა გაფრინდაშვილის თასი“ მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაცია დაიწყო

ოლიმპიადის მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, ჭადრაკის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჭადრაკის სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანად წარმართვის მხარდაჭერა.

23 სექტემბერი 2026, 13:09

რეგიონი

ბოლნისში სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად გრძელდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილზე დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

23 სექტემბერი 2026, 12:57

ეკონომიკა

ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა

Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.

ურსულა ფონ დერ ლაიენი და ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2026, 12:50

მსოფლიო

Bloomberg: ზელენსკისა და ფონ დერ ლაიენს შორის ნიუ-იორკში დაძაბული მოლაპარაკებები გაიმართა

შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის შემდგომი ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა განიხილეს. წყაროს ცნობით, უკრაინულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა ზამთარში რუსული იერიშების შესაძლო გაძლიერებასა და საჰაერო თავდაცვის რაკეტების დეფიციტზე.

23 სექტემბერი 2026, 12:44

ჯანდაცვა

ირაკლი ფურცელაძე აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის ვოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის (WRAIR) მეთაურს, პოლკოვნიკ ბრაიანა პერატასა და მთავარ სერჟანტ მონეტ ბუშნერს შეხვდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ილჰამ ალიევი

23 სექტემბერი 2026, 12:29

მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჯაშუშობაში ბრალდებული საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის მოქალაქე მარტინ რაიანი შეიწყალა, რომელიც 2023 წლიდან ჯაშუშობის ბრალდებით პატიმრობაში იმყოფებოდა.

23 სექტემბერი 2026, 12:12

რეგიონი

ცესკომ გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ბანაკის მონაწილეებს ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი შეხვდა.

23 სექტემბერი 2026, 12:07

საზოგადოება

25 და 28 სექტემბერს დაგეგმილი საფეხბურთო მატჩების გამო „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

25 სექტემბერს, 09:00 საათიდან საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება სლავა მეტრეველის ქუჩაზე, ხოლო 15:00 საათიდან სტადიონის მიმდებარედ ნაწილობრივ შეიზღუდება დავით ყიფიანისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის ქუჩებზე.