imedi /  15 სექტემბერი 2022, 09:57 / სანდო წყარო

რომეო მიქაუტაძე: მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონირება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია

რომეო მიქაუტაძე

რომეო მიქაუტაძე

მაღალტექნოლოგიური დერეფნების სრულყოფილი ფუნქციონირება ენერგეტიკის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. ახალ ტექნოლოგიებს სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია და მდგრადი გადამცემი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიის გენერაცია და გადაცემა ნებისმიერ ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი არტერიაა და ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სისტემებთან ერთად, მის ეფექტიანობას განსაზღვრავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოება და სტაბილურობა დამოკიდებულია სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფაზე, შესაბამისად, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიცირებასა და გადაცემის საიმედოობაზე. მისი თქმით, ენერგეტიკული პოლიტიკის გამტარებლების მთავარი გამოწვევაა პროცესის მართვა ისე, რომ მაქსიმალურად გაზარდოს სარგებელი ენერგეტიკული სისტემისთვის და მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი ზემოქმედება.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება როგორც ელექტროენერგიაზე მოთხოვნა, ისე ახალი გენერაციის ობიექტებზე მოთხოვნა. „ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ენერგოსისტემას შეემატა მთელი რიგი ახალი ობიექტებისა. მათ შორის, 55 ჰიდროელექტროსადგური, 2 თბოელექტროსადგური, რომლებიც გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მანამდე არსებულები და ერთი ქარის ელექტროსადგური. 2022 წლის განმავლობაში ინვესტორებთან გავაფორმეთ 61 ხელშეკრულება, რაც ქვეყანაში 704 მლნ. აშშ დოლარამდე ინვესტიციას გულისხმობს და პოტენციურად 1,6 მილიარდ კვტ სთ-ს შემატებს წლიურად ადგილობრივ გენერაციას. საქართველოში პირველი ნაბიჯები იდგმება „მწვანე“ წყალბადის წარმოების განვითარების მიმართულებით. ასევე იზრდება დაინტერესება მზის და ქარის ენერგეტიკით,“ - განაცხადა მან.

მინისტრის მოადგილემ სამიტის მონაწილეების ყურადღება გაამახვილა „შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის პროექტზე“ - ეს არის ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთს.

„როგორც წინასწარმა ეკონომიკურმა ანალიზმა აჩვენა, პროექტი სიცოცხლისუნარიანია და მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს არა მართო საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, რუმინეთს და სამხრეთ - აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს. „ისინი შეძლებენ, ისარგებლონ ექსპორტის გაფართოებული შესაძლებლობებით, ხოლო ზამთრის პერიოდში განახორციელონ იმპორტი კონკურენტული ფასებით, რაც ძვირადღირებულ იმპორტსა და თბოგენერაციაზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, რომელიც პროექტის ნაწილი იქნება, საშუალებას მისცემს გაიზარდოს ფართოზოლოვანი მონაცემთა ტრაფიკი. ასევე, ხელს შეუწყობს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თბილისის სამიტში მონაწილეობა მიიღო ევროპის, ცენტრალური აზიის, ჩინეთის და კავკასიის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებმა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და მსოფლიო ბანკის ორგანიზებით ჩატარდა.

ყველა სიახლე

22 მარტი 2026, 12:49

საზოგადოება

ჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ემშვიდობება. ფოტოგალერეა

ჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ემშვიდობება. ჯარისკაცები საქართველოს დროშებით ხელში იმ გზაზე არიან განლაგებული, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადაასვენებენ.

ჩარლზ III

22 მარტი 2026, 12:45

საზოგადოება

ჩარლზ III: ღრმა მწუხარებით შევიტყვე ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ

„2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს. გამოვხატავ ჩემს გულწრფელ სამძიმარს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების, ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას“, - აღნიშნულია ჩარლზ III-ის წერილში.

22 მარტი 2026, 12:28

საზოგადოება

ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრიდან, მრევლი მსვლელობით, სამების საკათედრო ტაძრისკენ მამა შალვასთან და სასულიერო პირებთან ერთად დაიძვრებიან

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა დილის 09:00 საათზე დაიწყო. ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა.

22 მარტი 2026, 12:27

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს - პატრიარქის ილია II-ის წესის აგების მსახურება დაიწყო - მსახურებას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I, მიტროპოლიტ შიოსა და წმ. სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს

მსახურებას კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს.

22 მარტი 2026, 12:10

საზოგადოება

მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს I სამების საკათედრო ტაძარში მივიდა

კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად შეასრულებს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას.

22 მარტი 2026, 12:06

მსოფლიო

უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს

„განვაგრძეთ შემდგომი ნაბიჯების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიდგომების შეთანხმებას პრაქტიკული შედეგებისკენ შემდგომი წინსვლისთვის“, - დაწერა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელში.

22 მარტი 2026, 11:57

საზოგადოება

სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს

სამებაში წირვაზე პატრიარქის საგალობელს „კირიელეისონ“ საოპერო მომღერალი, მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე ასრულებს.

22 მარტი 2026, 11:54

საზოგადოება

ილია მეორის პატივსაცემად, სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე დერეფანია მოწყობილი

სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის ტაძრამდე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის პატივსაცემად, დერეფანია მოწყობილი. თავდაცვის ძალები დროშებით დგანან.

22 მარტი 2026, 11:45

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძარში ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად მივიდა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სამების საკათედრო ტაძარში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

22 მარტი 2026, 11:42

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მსოფლიო პატრიარქს მეუფე გერასიმე, მეუფე მელქისედეკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

22 მარტი 2026, 11:36

მსოფლიო

ისრაელში ირანის დარტყმების შედეგად 150 ადამიანზე მეტი დაშავდა

11 დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის არიან ბავშვებიც. The Times of Israel-ის მონაცემებით, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მინიმუმ 2 რაკეტა ვერ მოიგერია. შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული კადრების მიხედვით, არადსა და დიმონაში სერიოზულადაა დაზიანებული საცხოვრებელი სახლები.

22 მარტი 2026, 11:17

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად საქართველოს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაცია ეწვია

22 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე, თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

22 მარტი 2026, 10:57

საზოგადოება

სამების საკათედრო ტაძართან პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების კვლავ უწყვეტი ნაკადია

სამების საკათედრო ტაძართან პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების კვლავ უწყვეტი ნაკადია. მრევლს სამებაში მიმდინარე წირვის დროს კვლავ აქვს შესაძლებლობა, ტაძარში შევიდეს და პატრიარქს მიაგოს პატივი.

22 მარტი 2026, 10:45

მსოფლიო

კუბა კვირის განმავლობაში მეორედ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

„ადგილობრივი დროით 18:32 საათზე ეროვნული ელექტროენერგეტიკული სისტემა სრულად გაითიშა. ამოქმედებულია მისი ფუნქციონირების აღდგენის პროტოკოლები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

22 მარტი 2026, 10:26

საზოგადოება

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად, თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჩამოვიდა

22 მარტი 2026, 10:24

საზოგადოება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელი სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

22 მარტი 2026, 10:13

მსოფლიო

Politico: დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა ირანში ომის დასრულებამდე გადაიდო

ვაშინგტონელმა ანონიმურმა დიპლომატმა, რომელიც ტრამპისა და სის სამიტის მომზადების პროცესს იცნობს, განაცხადა, რომ ამერიკის ხელისუფლებამ მკაფიოდ მიანიშნა: ლიდერების მოლაპარაკებების ახალ თარიღებს მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ შესთავაზებენ.

22 მარტი 2026, 10:11

საზოგადოება

საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება - პირდაპირი ეთერი სამების ტაძრიდან

საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში წირვა მიმდინარეობს.

რობერტ მიულერი

22 მარტი 2026, 10:09

მსოფლიო

რობერტ მიულერი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის სპეცპროკურორი იყო, გარდაიცვალა

მიულერი 2001-2013 წლებში FBI-ის (გამოძიების ფედერალური ბიუროს) ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. 2017 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ის სპეციალურ პროკურორად დანიშნა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოსაძიებლად, რომელშიც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.

დეკანოზი ანთიმოზი

22 მარტი 2026, 10:05

საზოგადოება

დეკანოზი ანთიმოზი: უდიდესია ჩვენი უწმინდესის ღვაწლი, ჩვენი ერის, ქვეყნისა და ზოგადად კაცობრიობის წინაშე

უდიდესია ჩვენი უწმინდესის ღვაწლი, ჩვენი ერის, ქვეყნის და ზოგადად კაცობრიობის წინაშე, რადგან ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს და მე მჯერა, რომ მისი ლოცვით ჩვენი ქვეყანა გადარჩება, - განაცხადა დეკანოზმა ანთიმოზმა „ქრონიკასთან“ პატრიარქზე საუბრისას.