მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ქვეყნის შიგნით მათი მოქმედებების „შედეგი“ ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი ეზრდება, მაგრამ ქვეყნის გარეთ საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ზიანდება
მამუკა მდინარაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
4-მა პარტიამ, დეკლარირებულად განაცხადა (მაინც ერთად არიან, მაინც „ნაციონალურ მოძრაობის“ დავალებებს ასრულებენ) და გადაწყვიტა, რომ ბარემ ერთად იმოქმედონ. არ არსებობს „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი“, არსებობს ერთი პარტია „ნაცმოძრაობა“, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ დავალებებს ასრულებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„აქედან გამომდინარე, ისინი ცალკე იქნებიან, ერთად თუ ა.შ. ისინი არიან ერთნი და აკეთებენ ერთ საქმეს, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია. ქვეყნის შიგნით რასაც ისინი აკეთებენ, ვერაფრით ვნებენ ხელისუფლებას, პირიქით რაც არ უნდა მათთვის სამწუხარო იყოს, „სიარარსის“ და „ენდიაის“ კვლევამაც აჩვენა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის გაზრდილი. „სიარარსის“ კვლევაშიც კი ყველა ამ პარტიის ერთად აღებულზე მეტი გვაქვს რეიტინგი. ქვეყნის შიგნით მათი ამ ქმედებების „შედეგი“ ის არის, რომ „ოცნებას“ რეიტინგი ეზრდება, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ქვეყნის გარეთ ზიანდება საქართველოს მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. ისინი აზიანებენ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ეს არის ყველაზე სამწუხარო. ეს არის ქვეყნის მტრობა და უსამშობლოობა“, – განაცხადა მდინარაძემ.
ოპოზიციის ნაწილი პროევროპული მოძრაობის შესაქმნელად ემზადება. დღეს ინიციატივა „სტრატეგია აღმაშენებელმა“ დააანონსა. პარტნიორებად, გიორგი ვაშაძის გუნდი, ელენე ხოშტარიას „დროას“, ხაზარაძე-ჯაფარიძის „ლელოს“ და ზურაბ ჯაფარიძის პარტიას „გირჩი მეტი თავისუფლებას“ განიხილავს.
ყველა სიახლე
23 ივნისი 2026, 13:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან ევროპის საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები შესაძლოა გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის.
23 ივნისი 2026, 13:49
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა, მანამ, სანამ არ მოხდა ამ შეხვედრის დეტალების გაჟონვა პრესაში. ქართული მხარე ვერანაირად გაჟონავდა ინფორმაციას, იმ საინფორმაციო საშუალებებში, რომლებიც ევროკავშირში არის წარმოდგენილი
ვიზის დიალოგი, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
23 ივნისი 2026, 13:47
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე რასა იუკნევიჩიენეს განცხადებაზე: თუ ვთანხმდებით, რომ ევროკავშირი სამხედრო ალიანსი არ არის და წევრობა არ უნდა იყოს დაკავშირებული სამხედრო კონფლიქტებთან, რატომ აღმოჩნდა სწორედ ომი ის ფაქტორი, რომელმაც ე.წ „შესაძლებლობის ფანჯარა გახსნა“?
„რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადება 2022 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე ევროკავშირში გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ რეალური პოლიტიკური ნება არ არსებობდა.
23 ივნისი 2026, 13:47
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: საქართველო საკუთარ დღის წესრიგს თავად წერს. ჩვენი გუნდი მყარად დგას და ბოლომდე დაიცავს ამ ქვეყნის ღირსებას, მშვიდობასა და დამოუკიდებლობას
„ვინმეს წარმოუდგენია, რომ საფრანგეთს, გერმანიას ან რომელიმე ევროპულ სახელმწიფოს გარედან ვინმემ უკარნახოს, თუ რა საქმე უნდა განიხილოს მათმა უზენაესმა თუ საკონსტიტუციო სასამართლომ? ეს არის ორმაგი სტანდარტი და პირდაპირი იერიში ჩვენს დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
23 ივნისი 2026, 13:46
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო არასრული 3 თვის განმავლობაში ჩვენ ვიყავით ევროკავშირის 6 წვერ სახელმწიფოში, ექვსივე სახელმწიფოში შეიძლება ითქვას, რომ არის ერთგვარი იმედგაცრუება იმ პოზიციის მიმართ, რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან მიმართებაში. ვგულისხმობ, პოლიტიკური დიალოგის არქონას
მოგეხსენებათ გასულ კვირას საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეები ვიმყოფებოდით ბრიუსელსა და ლუქსემბურგში, სადაც გვქონდა შეხვედრები, როგორც ჩვენს კოლეგებთან ორივე ქვეყნის პარლამენტში,ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროში და გვქონდა შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დაგვეფიქსირებინა ევროკავშირთან ურთიერთობის პრიზმაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
23 ივნისი 2026, 13:46
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე: მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა, ეს იყო ჩვეულებრივი ტექნიკური შეხვედრა
ვიზის დიალოგი, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩვენს საზოგადოებაში, მინდა ყველა დავამშვიდო, რომ ვიზის დიალოგი არის ჩვეულებრივი ტექნიკური საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკომისიას აქვს ვალდებულება, რომ ჩაატაროს სავიზო დიალოგი იმ ქვეყანასთან, რომელსაც აქვს უვიზო მიმოსვლა,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
23 ივნისი 2026, 13:46
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა, რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი?
თუ ევროპული სახელმწიფოებისთვის საკუთარი საკანონმდებლო პოლიტიკის განსაზღვრა სუვერენული უფლებაა - რატომ აღმოჩნდა იგივე პრინციპი საქართველოს შემთხვევაში მიუღებელი? - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ ბერიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ციტირება მოახდინა.
23 ივნისი 2026, 13:46
საზოგადოება
პაატა სალია: პროგრესი იწყება მაშინ, როდესაც გამოცდილება, ცოდნა და ახალი იდეები ერთმანეთს ხვდება. საჯარო მმართველობა არ იზომება შენობებით, ტექნოლოგიებით და სტატისტიკით; მისი საზომია, რამდენად აუმჯობესებს იგი ადამიანების ცხოვრებას, ამყარებს ნდობას, აძლიერებს სამართლიანობას და აძლევს მოქალაქეს განცდას, რომ სახელმწიფო მის გვერდით დგას
„მინდა, დავაფიქსირო ღრმა პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან საზოგადოებას და ხშირად საზოგადოების ყურადღების მიღმაც კი ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც სახელმწიფოს ეფექტიანი ფუნქციონირება დგას. სახელმწიფოს სიძლიერე მხოლოდ მისი ინსტიტუტებით არ იზომება, სახელმწიფოს სიძლიერე იზომება იმ ადამიანების პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებს სიცოცხლეს სძენენ. საჯარო სამსახური მხოლოდ ადმინისტრაციული სისტემა არ არის – ეს არის მოქალაქისა და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი; ეს არის ნდობა, რომელიც ყოველდღიურად შენდება. სწორედ ამიტომ ძლიერი სახელმწიფო იწყება ძლიერი საჯარო სამსახურით“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თავის გამოსვლაში.
23 ივნისი 2026, 13:41
მსოფლიო
Reuters: რუსეთი უკრაინის დარტყმების გამო საწვავის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს
რუსეთი განიხილავს საწვავის იმპორტისა და შესაბამისი სუბსიდიების მექანიზმების ამოქმედებას, რათა ბენზინისა და დიზელის მიწოდების შეფერხებით გამოწვეული ფასების ზრდა შეაკავოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
23 ივნისი 2026, 13:36
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ვინც დესტაბილიზაციისკენ გიბიძგებს, გაშანტაჟებს, ხელს აფარებს რადიკალებს და ცდილობს დაგსაჯოს შენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება
ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომელსაც ზოგიერთები პროგრესის სახელით გვაჩეჩებენ, სინამდვილეში არის პირდაპირი გზამკვლევი იმ რადიკალური ძალებისთვის, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის საძირკვლის გამოცლაა. ისინი არ ებრძვიან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს – ისინი ებრძვიან ყველაფერს და ყველას, რაც ძვირფასია საქართველოსთვის და რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.
23 ივნისი 2026, 13:33
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: დიპლომატიური ენა ჩვენს ხელში არ არის უკან დახევის იარაღი. ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო პარტნიორობას, მაგრამ პარტნიორობა ეფუძნება თანასწორობას და არა კარნახს
ჩვენი მმართველი გუნდის პოლიტიკამ ქვეყანას მოუტანა მშვიდობა და სუვერენული მანევრირების სივრცე, მაგრამ მშვიდობა არ ნიშნავს პროვოკაციებზე თვალის დახუჭვას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
23 ივნისი 2026, 13:31
პოლიტიკა
თბილისში საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმი გაიხსნა
თბილისი საჯარო სერვისების გაეროს-ს ფორუმს მასპინძლობს, სადაც მსოფლიო ლიდერები საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მოქალაქეზე ორიენტირებული, ინოვაციური საჯარო სერვისების საკითხებზე მსჯელობენ.
23 ივნისი 2026, 13:29
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია
„ღონისძიება თავად მნიშვნელოვანია. საჯარო სერვისების ფორუმი, რომელიც გაეროს ფარგლებში იმართება საქართველოში, საქართველოს აძლევს შესაძლებლობას წარმოაჩინოს საკუთარი რეფორმები. საქართველომ წლების განმავლობაში საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით ნამდვილად შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ბევრი ქვეყნისთვის ეს არის კარგი მაგალითი გამოცდილების გასაზიარებლად და საუკეთესო შესაძლებლობა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ვაჩვენოთ ის რეფორმები, რაც გავატარეთ, ის მიღწევები, რაც საქართველოს აქვს და საკუთარი თვალით ნახონ, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი სინამდვილეში,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
23 ივნისი 2026, 13:28
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: კირ სტარმერის გადადგომა, კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ახდენენ გავლენას „არაფორმალური ოლიგარქიული ძალები“, ე.წ. „გლობალური ომის პარტია“ და „დიპსტეითი“ ევროპის წამყვანი ქვეყნების პოლიტიკურ პროცესებზე
„ბატონი კირ სტარმერი იყო დაქირავებული ადამიანებისა და ჯგუფების მიერ, ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინეს, ხოლო შემდეგ, როდესაც უკვე აღარ დასჭირდათ, მას გადადგომა მოსთხოვეს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
23 ივნისი 2026, 13:20
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაფართოება ვერ იქნება ცალმხრივი, შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, აზრს მოკლებულია
გაფართოება ვერ იქნება ცალმხრივი, შესაბამისად, ნებისმიერი საუბარი გაფართოებაზე, იმ ქვეყნის გარეშე, რომელსაც ეს ეხება, აზრს მოკლებულია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, რათა საქართველო არ მიიწვიონ.
23 ივნისი 2026, 13:18
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა
„საქართველოსთან მიმართებით, რა იწვევს უკმაყოფილებას ამ ქვეყნების მხრიდან, ბრიუსელის მხრიდან და პირველ რიგში, იმ ძალების მხრიდან, რომლებიც აკონტროლებენ ბრიუსელს? - ეს არის ის ეროვნული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება საქართველოში ატარებს. კი, რა თქმა უნდა, შეცდომებიც არის, რაღაცები შეიძლება უკეთესადაც გაკეთდეს, თუმცა, ჩვენ პრობლემებს არასდროს გავურბივართ და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ მივყვებით ქართულ ხაზს. ჩვენ ვართ ეროვნული ხელისუფლება, პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, და მიუხედავად ამ ძალებისა, რაც მე აღვნიშნე - უზარმაზარი წნეხის, ზეწოლის, შანტაჟის ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე - ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან ვერ დაგვახევინეს და ჩვენ არ მივეცით არავის უფლება, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, ისევე, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა. ჩვენი ხალხის გვერდში დგომით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ გზას გავაგრძელებთ - -ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში,“ - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
23 ივნისი 2026, 13:18
პოლიტიკა
კომპანია Procter & Gamble, რომელიც „იმედთან“ თანამშრომლობას წყვეტს, უკრაინის ომის სპონსორთა სიაშია შეყვანილი, რადგან რუსეთში ბიზნეს-საქმიანობას არ წყვეტს
კომპანია Procter & Gamble-ი, რომელიც ტელეკომპანია „იმედთან“ თანამშრომლობას წყვეტს, 2023 წელს უკრაინამ ომის სპონსორთა საერთაშორისო სიაში შეიყვანა, რადგან ის რუსეთში მუშაობას არ წყვეტს.
23 ივნისი 2026, 13:17
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ოპოზიცია ასეთი ძლევამოსილიც არ არის, რომ მთელი სამყარო უჯერებს, კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები გამოყენებული იქნას ვიწრო ჯგუფების მიზნებისთვის
კიდევ ერთი მცდელობაა, საერთაშორისო ორგანიზაციები, ინსტიტუტები გამოყენებული იქნას პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც აქვთ ვიწრო ჯგუფებს, პატარა ჯგუფებს საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
23 ივნისი 2026, 13:11
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: როდესაც საერთაშორისო დოკუმენტში მოგვიწოდებენ, ხელისუფლებამ გამოიხმოს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოდან, ეს არის მართლმსაჯულების უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის ნგრევა. საქართველოში ხელშეუხებელი კასტები არ არსებობენ! მართლმსაჯულება არის და იქნება ყველასთვის თანაბარი
მსურს პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური პირფერობის გარეშე ვუპასუხო იმ მორიგ პოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიაზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამზადებენ. ანგარიშის პროექტი, რომელსაც საფუძვლად უდებენ ვითომდა „დემოკრატიულ უკუსვლას“, რეალურად არის არა ობიექტური შეფასება, არამედ მიზანმიმართული დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
23 ივნისი 2026, 12:53
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ის, ვინც გიბიძგებს დესტაბილიზაციისკენ და ცდილობს, დაგსაჯოს მშვიდობის შენარჩუნების გამო, საქართველოს ნამდვილი მეგობარი ვერასდროს იქნება. ჩვენი პასუხი ამ უსამართლო პოლიტიკურ ხმაურზე იქნება მტკიცე: საქართველო აღარასდროს გახდება სხვისი პოლიტიკური თამაშების იარაღი
„ამ დღეებში ჩვენ ვხედავთ მორიგ გააქტიურებულ უსაფუძვლო თავდასხმას საქართველოზე. ევროპარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბოლო დოკუმენტები, რომელსაც ზოგიერთები, მათ შორის, ამ დარბაზში, პროგრესის სახელით გვაჩეჩებენ, სინამდვილეში არის პირდაპირი გზამკვლევი იმ რადიკალური ძალებისთვის, რომელთა ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნისთვის საძირკვლის გამოცლაა. ისინი არ ებრძვიან რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს - ისინი ებრძვიან ყველაფერს და ყველას, რაც ძვირფასია საქართველოსთვის და რაზეც საუკუნეების განმავლობაში იდგა ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.


