ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო უკრაინის გვერდით დგას. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: არქივი
ომი კვლავ მიმდინარეობს, ჩემი ქვეყნიდან არცთუ ისე შორს. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით.
„საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს.
„საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
20 ივლისი 2026, 14:22
მსოფლიო
Politico: ევროპარლამენტში ხელოვნური ინტელექტის მიერ შედგენილი საპარლამენტო დოკუმენტაციის მზარდი რაოდენობა შემაშფოთებელი გახდა
Politico-ს ცნობით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შედგენილი საპარლამენტო დოკუმენტაციის მზარდი რაოდენობა შემაშფოთებელი გახდა. ევროპარლამენტი, მეტი კონტროლისა და უსაფრთხოების მიზნით, ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ერთ უსაფრთხო პლატფორმაში გააერთიანებს. ამჟამად ეს მოდელი სატესტო რეჟიმით მუშაობს.
20 ივლისი 2026, 14:19
მსოფლიო
ტრამპმა კარნის კანადაში ტყის ხანძრების ლოკალიზებისკენ მოუწოდა
„მარკ კარნისთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ იქ ხანძრები უნდა შევაჩეროთ. შესაძლოა, მათ გარკვეული ზარალი უნდა აანაზღაურონ ან მსგავსი რამ, ან შეიძლება ტარიფები უნდა დავუწესოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-ჯერსიში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიდან დაბრუნების შემდეგ.
20 ივლისი 2026, 14:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე დუმბაძის მიმართ სიძულვილის კამპანიაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომლის მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი ავტორიტეტი განულებული იყოს. მათ შორის, ამას მხარს უჭერს სხვადასხვა საგარეო აქტორი
კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ არსებობს მცირე ჯგუფი, რომლის მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში ყველანაირი ავტორიტეტი განულებული იყოს, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ნოდარ დუმბაძის მიმართ სიძულვილის კამპანიაზე.
20 ივლისი 2026, 14:16
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო დარწმუნებული ვარ როგორც გასცემდა პასუხს ამ სისაძაგლეს და ამ ხალხს, ვინც რატომღაც უჯერებს უცხოურ ძალებს და უნდა, რომ საქართველოში დაამკვიდროს არასწორი წესი, არატრადიციული მიმართულებები, ბულინგი და ბილწსიტყვაობა
ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო დარწმუნებული ვარ როგორც გასცემდა პასუხს ამ სისაძაგლეს და ამ ხალხს, ვინც რატომღაც უჯერებს უცხოურ ძალებს და უნდა, რომ საქართველოში დაამკვიდროს არასწორი წესი, არატრადიციული მიმართულებები, ბულინგი და ბილწსიტყვაობა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
20 ივლისი 2026, 14:14
მსოფლიო
Politico: გაეროში ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი გზავნილი გამოხატვის თავისუფლების დაცვის აუცილებლობა იქნება
Politico წერს, რომ ეს იქნება შენიღბული თავდასხმა ევროკავშირის ტექნოლოგიურ რეგულაციებზე. თეთრი სახლი ევროპული ბლოკის მიერ, ონლაინ სივრცეში, ტექ-გიგანტებისთვის დაწესებულ წესებს, ცენზურად აფასებს. პოლიტიკოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები გეგმავს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ევროკავშირის კრიტიკა შესაბამის დეკლარაციაში ასახოს.
20 ივლისი 2026, 14:10
მსოფლიო
რუსეთის იერიშს ოდესასთან თურქული გემის ეკიპაჟის წევრები ემსხვერპლნენ
ოდესასთან ახლოს, სავაჭრო გემზე რუსული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. რუსეთმა უკრაინის სანაპიროსთან გვინეა-ბისაუს დროშით მცურავ გემს სამი რაკეტა ესროლა. გემი თურქეთის საკუთრებაა, სიმინდით დატვირთულ გემზე იერიში მაშინ განხორციელდა როდესაც ის უკრაინული პორტიდან გადიოდა.
20 ივლისი 2026, 14:04
მსოფლიო
BBC უკრაინაში მობილიზაციაზე: სიკვდილის ყველას ეშინია
„ეროვნული პოლიციის სამსახურის უახლეს ანგარიშში დღეის მდგომარეობით სამხედრო გაწვევის ოფიცრებზე თავდასხმის 600-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და მასში გაჟღერებულია გაფრთხილება, რომ ეს აგრესია „სულ უფრო მეტად მუქარის შემცველი“ ხდება“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
20 ივლისი 2026, 13:58
ტაბლოიდი
ჯეი დი ვენსსა და მის მეუღლეს მეოთხე შვილი გაუჩნდათ
„უშა და პატარა თავს ბედნიერად და ჯანმრთელად გრძნობენ, ჩვენი შვილები კი უზომოდ გახარებულები არიან პატარა ძმის გაცნობით“, - დასძინა მან და ასევე მადლობა გადაუხადა უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრის სამხედრო ექიმებსა და პერსონალს გაწეული მზრუნველობისთვის.
20 ივლისი 2026, 13:28
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: კრემლს, პუტინს სჭირდება ახალი ესკალაცია, რაღაც ახალი გამარჯვება და ამ შემთხვევაში უახლოესი სამიზნე ბალტიის რეგიონი და პოლონეთია
მისი თქმით, ომი უკრაინაში ისე არ ვითარდება, როგორც ამას რუსეთი გეგმავდა - რუსები ვერ იმარჯვებენ, აფეთქებები დღეს უკვე თავად რუსეთშიც ისმის და საწვავის დეფიციტი შეინიშნება. კაუნასმა აღნიშნა, რომ რუსული საზოგადოება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კრემლის რეჟიმს და კითხულობს, თუ რატომ ხდება ეს და სად არის დაპირებული გამარჯვება.
20 ივლისი 2026, 13:26
ეკონომიკა
Nasdaq Calypso-სა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ისტორიული პარტნიორობის დაწყების ფარგლებში, ხუთი წამყვანი ქართული კომერციული ბანკი სახაზინო ინფრასტრუქტურის ტრანსფორმაციას მოახდენს
საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის ეგიდით Nasdaq Calypso - საზიარო პლატფორმა დაინერგება, რომელიც უზრუნველყოფს საბანკო სექტორის შემდგომი ზრდის ხელშესაწყობად საჭირო საიმედო, საერთაშორისო დონის ინფრასტრუქტურას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 13:22
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში მიმდინარე თითოეული პროექტი, მოსახლეობისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას ემსახურება
რუსთავში საბინაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამა მიმდინარეობს.
20 ივლისი 2026, 13:11
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ტენდერში გამარჯვება არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო უხარისხო სამუშაოს ჩაიბარებს
„ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხარისხზე და ეს მხოლოდ რიტორიკა არ არის, ჩვენ ამას რეალურად ვნერგავთ ჩვენს საქმიანობაში. უკვე მოქმედმა კონტრაქტორებმა პრაქტიკაში დაინახეს, რომ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მიმართ სახელმწიფოს მოთხოვნები მნიშვნელოვნად გამკაცრდა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას.
20 ივლისი 2026, 13:10
საზოგადოება
საბაზო ზოგადი განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო
2025–2026 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები, რომლებიც 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართავენ შესაბამის უწყებებს, ატესტატს განცხადების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.
20 ივლისი 2026, 13:07
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად
უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექთან ერთად, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
20 ივლისი 2026, 12:58
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ივნისის თვეში არსებული ადგილობრივი ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი განპირობებულია ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნესგარემოთი
ივნისის თვეში ადგილობრივი ექსპორტის 50%-ზე მაღალი ზრდა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ გასულ თვეში ექსპორტის კუთხით არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.
20 ივლისი 2026, 12:55
მსოფლიო
გერმანიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ბავარიის პრემიერს პომიდორი ესროლა
თვითმხილველების თქმით, კაცი მოულოდნელად გამოხტა ბუჩქებიდან და ბავარიის მთავრობის ხელმძღვანელს პომიდორი ესროლა. ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერივნენ და თავდამსხმელი დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციამ ის პატიმრობაში აიყვანა.
20 ივლისი 2026, 12:49
ეკონომიკა
საქართველოში შუა აზიის ქვეყნებიდან საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა
2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში შუა აზიიდან 115,416 საერთაშორისო ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
20 ივლისი 2026, 12:49
საზოგადოება
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 ივლისს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე (საყდრის ხიდის მიმდებარედ) ადიდა მდინარე და გადმოვიდა საავტომობილო გზაზე. ასევე, ამავე გზის 41-ე კმ-ზე (სოფ.ცანა) და 144-ე კმ-ზე (სოფ.ყორულდაში) ჩამოსულია მიწის მასა, რის გამოც აღნიშნული გზის კმ92-კმ151 (სოფ.ბაბილი-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე უსაფრთხოების მიზნით დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
20 ივლისი 2026, 12:34
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: ჩვენი მიზანია ქართული სამშენებლო კომპანიები საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიან მოთამაშეებად ვაქციოთ
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, სამინისტროს მთავარი ამოცანა მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის, არანაკლებ მნიშვნელოვანია ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიების განვითარება, რომლებიც მომავალში საერთაშორისო ბაზარზეც შეძლებენ კონკურენციას.
20 ივლისი 2026, 12:34
ეკონომიკა
რევაზ სოხაძე: საქართველო აძლიერებს სატრანზიტო როლს და აგრძელებს სტრატეგიული საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას
ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის განცხადებით, შუა დერეფნის მნიშვნელობის ზრდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც საიმედო და კონკურენტუნარიანი სატრანზიტო პარტნიორის როლი.


