21 სექტემბერი 2022, 08:16 / სანდო წყარო

ილია დარჩიაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი
ჰელგა შმიდი

ილია დარჩიაშვილი
ჰელგა შმიდი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალურ მდივან, ჰელგა შმიდს შეხვდა.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას ეუთო-სთან. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს საქართველოს საკითხის ორგანიზაციის დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო აგრესია. აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა ორგანიზაციის ფარგლებში უკრაინის მხარდამჭერი ქმედებების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.ხაზი გაესვა ორგანიზაციის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში და აღნიშნულ ფორმატში პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების საკითხში.

ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას და აღნიშნა, რომ ეუთო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

ყველა სიახლე

ვიქტორ ორბანი

11 მარტი 2026, 09:16

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ომი ჩვენს კარსაა მომდგარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომი უნგრეთის კარსაა მომდგარი.

11 მარტი 2026, 09:00

მსოფლიო

BBC: ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს

კანადის ქალაქ ტორონტოში შეერთებული შტატების საკონსულოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

11 მარტი 2026, 08:30

პოლიტიკა

ზუკა რურუა: გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის

„გერმანიის ელჩის მხრიდან ვხედავთ მხრეს, პირდაპირ პარტიული აქტივია რადიკალური ოპოზიციის. არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ხშირად დაარღვია „ვენის კონვენცია“. ეს აუცილებლად არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი უშუალოდ გერმანიის სახელმწიფოსგან. სწორედ ამაზეა კითხვები გერმანიის ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მიერ მის მიმართ“, - აღნიშნა რურუამ.

11 მარტი 2026, 08:26

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ლოგიკურია, როდესაც გერმანიაში ისმება კითხვები, თუ რა თანხა შემოდის საქართველოში, ან უნდათ რომ დაიხარჯოს და რაზე საუბრობს პეტერ ფიშერი

კითხვები, რომლებიც AFD-ს ოფიციალურ ბერლინთან აქვს, ქართულმა მხარემაც არაერთხელ დასვა, მათ შორის გერმანიის ელჩთან ფიშერთან. რატომ აცხადებს ანტიდემოკრატიულად ქართულ კანონებს და რატომ აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას ყალბი ინფორმაციის გავრცელებას გერმანია - სწორედ ამ კითხვებით მიმართა გერმანიის ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ საკუთარ ხელისუფლებას.

მაია ბითაძე

11 მარტი 2026, 08:18

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ

„ყულევის ტერმინალის სასანქციო სიიდან ამოღება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ გორდება ხოლმე გარკვეული საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, თითქოს საქართველო არღვევს სასანქციო რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ. ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე“, - აღნიშნა ბითაძემ.

11 მარტი 2026, 08:08

პოლიტიკა

დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება

მოგეხსენებათ, ისინი არიან ფასწარმოქმნის ჯაჭვში მესამე, დამაგვირგვინებელი რგოლი. სწორედ ისინი საზღვრავენ საბოლოო ფასს, რომელსა ჩვენი მომხმარებელი იხდის. გვინდა გავერკვეთ თუ რა ტიპის კომერციული ურთიერთობები არსებობს ჯაჭვი, რეალურად როგორ ფორმირდება ფასი. დავინახავთ სრულ სურათს როგორ ფორმირდება ფასი“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

11 მარტი 2026, 08:00

რეგიონი

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა

ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია

11 მარტი 2026, 04:17

მსოფლიო

AXIOS: ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან

ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს სთხოვა, თავი შეიკავოს ირანის ენერგეტიკულ ობიექტებზე, განსაკუთრებით კი ნავთობის ინფრასტრუქტურაზე შემდგომი დარტყმებისგან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 მარტი 2026, 01:50

მსოფლიო

ისრაელური გამოცემა Ynet: ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას

ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დასაწყისში არსებული ეიფორია იმედგაცრუებამ და პესიმიზმმა შეცვალა, რადგან როგორც ჩანს, რეჟიმი ინარჩუნებს სტაბილურობას, - წერს ისრაელური გამოცემა Ynet-ი.

11 მარტი 2026, 01:19

პოლიტიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება: სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენება მიუღებელია

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პერე ჟოან პონსმა და ასამბლეის მაღალი დონის დელეგაციამ დღეს საქართველოში რამდენიმედღიანი ვიზიტი დაასრულეს - ვიზიტის მიზანს დიალოგის წახალისება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და პოლიტიკურ სპექტრს შორის ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, - ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.

11 მარტი 2026, 00:56

სპორტი

ქართველმა პარასპორტსმენებმა თბილისში პარაძალოსნობის 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატზე 12 მედალი მოიპოვეს

სპორტის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით თბილისში 2026 წლის ევროპის ღია ჩემპიონატი გაიმართა პარაძალოსნობაში. ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა 12 მედალი: ექვსი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვეს.

11 მარტი 2026, 00:55

მსოფლიო

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი

ევროკომისიამ აშშ-ს მოუწოდა, მკაცრად აღასრულოს რუსულ ნავთობზე „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებული ფასის ზედა ზღვარი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კონსტანტინე პეტრიაშვილი
გიორგი გოგრიჭიანი
ნიკოლოზ ბოჭორიშვილი

11 მარტი 2026, 00:46

სპორტი

თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

სერბეთის ქალაქ ზრენიანინში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამმა წევრმა - კონსტანტინე პეტრიაშვილმა, გიორგი გოგრიჭიანმა და ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ბრინჯაო კონსტანტინე პეტრიაშვილმა 97 კგ, ნიკოლოზ ბოჭორიშვილი 57 კგ, გიორგი გოგრიჭიანმა კი 79 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

დონალდ ტრამპი

11 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტეში ნაღმების შესაძლო განთავსების გამო აფრთხილებს და კატეგორიულად მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ აღებას.

10 მარტი 2026, 23:57

მსოფლიო

CNN: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, ირანმა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:42

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: აშშ უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად

თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ „უდიდეს ნაბიჯებს დგამს სამხედრო მიზნების მისაღწევად“.

10 მარტი 2026, 23:29

მსოფლიო

CNN: ფასების ზრდის ფონზე ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლები რუსულ ნავთობზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავენ

ტრამპის ადმინისტრაციამ განიხილა რუსულ ნავთობზე სანქციების შემდგომი შემსუბუქების საკითხი - ეს არის ენერგომატარებლებზე იმ მზარდ ფასებთან ბრძოლის გადაუდებელი ძალისხმევის ნაწილი, რომელიც ირანთან ომმა გამოიწვია, - განუცხადეს CNN-ს ინფორმირებულმა წყაროებმა.

კეროლაინ ლევიტი

10 მარტი 2026, 23:21

მსოფლიო

CNN: თეთრი სახლის სპიკერის განცხადებით, ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან ომში არ გამორიცხავს მოქმედების არცერთ ვარიანტს, მათ შორის ქვეყანაში ამერიკული ჯარების განლაგებას, - განაცხადა სამშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა.

10 მარტი 2026, 23:16

მსოფლიო

Apple-მა რუსეთში „ჭკვიანი საათების" სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანა

სასაქონლო ნიშნის „Connect to Apple Watch“ რეგისტრაციის შესახებ განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის მარტში შევიდა. განმცხადებლად მითითებულია კომპანია "Apple Inc."

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 22:55

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი

ეს არის დაშლილ-შეერთებული „ნაციონალური მოძრაობა“, რა ნაწილი არის გულწრფელი და რა ნაწილია იძულებითი ქმედება, ვერ გავიგებთ. ალბათ უფრო მეტად იძულებითი ქმედებაა, ვიდრე ბუნებრივად გაერთიანების სურვილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.