ირაკლი კობახიძე: თავიდან მოსწონდათ ეს უკრაინული კანონი, ახლა აღარ მოსწონთ, იმიტომ, რომ დაიცვან კეზერაშვილი, „ჭუტა“ და ა.შ. ეს არის მათი ერთადერთი მოტივაცია
ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თუ ეს უკრაინული კანონი იქნება საქართველოში მიღებული, ის არ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, ვისზეც ისინი საუბრობენ, მაგრამ გავრცელდება არაერთ პოლიტიკოსზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE “ განაცხადა.
მისი თქმით, თუ იქნება კონსენსუსი უკრაინული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, უმრავლესობა მზადაა მიიღოს ასეთი კანონი.
„მივიღოთ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ჩვენ პირდაპირ შევთავაზეთ, გადმოვწეროთ უკრაინული კანონი, რადგან ის ჩვენ ქვეყანასა და ვინმეს ინტერესებზე არ არის მორგებული. ვთქვით, ავიღოთ უკრაინული კანონი, ვთარგმნოთ, გადმოვწეროთ და მივიღოთ მინიმალური ადაპტირებით. მაშინვე შეშფოთდნენ, რადგან დაინახეს, რომ თუ ეს უკრაინული კანონი იქნება საქართველოში მიღებული, ის არ გავრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, ვისზეც ისინი საუბრობენ, მაგრამ გავრცელდება არაერთ პოლიტიკოსზე. მაგალითად ეს არის სააკაშვილი, რომელიც ოლიგარქის ნების ქვეშ ხვდება, ყველა კრიტერიუმით, ფორმალური მხარე ცალკე თემაა, მაგალითად ფინანსები მასზეა გაფორმებული თუ სხვაზე, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის არის აშკარად ოლიგარქი. აქ ერთადერთი დასამტკიცებელი იქნება, ფინანსები მასზეა გაფორმებული თუ სხვაზე. ავიღოთ კეზერაშვილის მაგალითიც, სადაც 100 %-ით ვრცელდება უკრაინული კანონი კონკრეტულ პიროვნებაზე. მას აქვს გარკვეული თანხა, აქვს პირდაპირ გამოხატული გავლენა მედიაზე, მფლობელია ერთ-ერთი მედიასაშუალების. ასევე აფინანსებს სხვა მედიასაშუალებებს და მას აქვს პირდაპირი გავლენა პოლიტიკაზე, რასაც მისი თანაგუნდელებიც საუბრობენ. ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც უკრაინული კანონის მიხედვით არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ ის ოლიგარქად იყოს აღიარებული. მათ დაინახეს, რომ ივანიშვილზე კანონი არ ვრცელდება, ვერ გავრცელდება უკრაინული კანონი, მაგრამ გავრცელდება კეზერაშვილზე, „ჭუტაზე“ და ა.შ. მაშინვე არ მოეწონათ. მაშინვე დაიწყეს მათაც და მათმა „ენჯეოებმაც“ საუბარი იმაზე, რომ ეს კანონი არ უნდა იყოს მიღებული. თავიდან მოსწონდათ მათ ეს უკრაინული კანონი, ახლა აღარ მოსწონთ, იმიტომ, რომ დაიცვან კეზერაშვილი, „ჭუტა“ და ა.შ. ეს არის ამ შემთხვევაში მათი ერთადერთი მოტივაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ თემასთან დაკავშირებით თუ იქნება კონსენსუსი კანონის მიღებაზე, ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ასეთი კანონი, ხოლო თუ იქნება კონსენსუსი კანონის არმიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ გავყვებით ამ კონსენსუსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ყველა სიახლე
20 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
სიმართლე, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიღაბი ჩამოხსნა. „იმედის კვირა“ საავტორო რეპორტაჟი
ფონ დერ ლაიენს შავი ოთხშაბათი დაუდგა. ევროკომისიის პრეზიდენტს ევროდეპუტატებმა შეუტიეს. განწყობები მძმეა - პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დუმილის დრო აღარ არის. ევროპა კარგავს ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ხმა აღარც საკუთარ მთავრობებს და აღარც ბრიუსელს ესმის.
20 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხოს ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციების ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხოს ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში., - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.
20 სექტემბერი 2026, 20:07
რეგიონი
აჭარაში უხვი ნალექის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები სალიკვიდაციო სამუშაოებს უწყვეტი რეჟიმით ატარებენ. შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე სამუშაოებს გვიან ღამემდე ადგილზე ეცნობოდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე. იგი ბათუმში, დატბორილი ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე დაბა ჩაქვში ერთ-ერთი ოჯახში იმყოფებოდა, სადაც უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა. ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დარჩენილ ადგილებზე გრძელდება მოსახლეობასთან კომუნიკაცია, საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება. წყალმომარაგების მხრივ შეფერხება არ ყოფილა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში დილიდან საგზაო დეპარტამენტისა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტექნიკა გზების გაწმენდაზე მუშაობს. დატბორილ ქუჩებზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ადგილზე სწავლობენ მდგომარეობას და საჭირო ღონისძიებებს ატარებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად განვითარებული მცირე მეწყრული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. დილიდან იწმინდება მეწყრული მასისგან დამეწყრილი მონაკვეთები და წესრიგდება გზები. ქობულეთისა და ხელვაჩაურის საავტომობილო გზებზე დამეწყრილი მონაკვეთების გაწმენდაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის სპეციალური ტექნიკა და თანამშრომლები უკვე ორი დღეა უწყვეტად მუშაობენ. სულ აღრიცხული 20 ადგილმდებარეობიდან ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ დარჩენილ სამ მონაკვეთზე მიმდინარეობს. უხვი ნალექის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს მუნიციპალიტეტების მერიებში მოქმედი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო კომისიები განიხილავენ. ზიანის შეფასებისა და შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ანაზღაურება დადგენილი წესის შესაბამისად გაიცემა. რეგიონში შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია და სამუშაოები კოორდინირებულად გრძელდება.
20 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს კვლავ დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებს: კომენტატორების უმრავლესობას ჯუჯების არსებობა ოჯახში მიაჩნიათ წყევლად
„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი დარინა მიქელაძე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიებას განაგრძობს და მათ კვლავ „ჯუჯებს“ უწოდებს.
20 სექტემბერი 2026, 18:53
მსოფლიო
გამოკითხვა: პოლონელთა ნახევარზე მეტი ტუსკის მუშაობით უკმაყოფილოა
პოლონეთში საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოსახლეობის უმრავლესობაში პოპულარობით ვერ სარგებლობს. გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 54,3% მთავრობის მეთაურის პოსტზე მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
20 სექტემბერი 2026, 18:45
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ორი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ერთ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას და მოქალაქეებს, რის შედეგადაც ორი ადამიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
20 სექტემბერი 2026, 18:38
მსოფლიო
იტალიის მთავრობა სკოლებში ბურკისა და ნიქაბის ტარების აკრძალვას გეგმავს
„იტალიის სკოლაში ღია სახით უნდა იარო და არავის შეუძლია რეალურ თუ სავარაუდო ტრადიციას ამოფარებულმა გადაწყვიტოს, რომ ახალგაზრდა ქალმა საკუთარი თავი უნდა დაფაროს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
20 სექტემბერი 2026, 17:58
სპორტი
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა
ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში, კიკვიძის პარკში ფრენბურთში შეჯიბრება გაიმართა.
20 სექტემბერი 2026, 17:58
კულტურა
ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის ფარგლებში პოლონელი რეჟისორისა და სცენარისტის, აგნეშკა ჰოლანდისა და ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის პრესკონფერენციები გაიმართა
საკუთარ შემოქმედებაზე, ფესტივალსა და ქართულ კინემატოგრაფიაზე ცნობილმა პოლონელმა რეჟისორმა და სცენარისტმა, „ოსკარის“ სამგზის ნომინანტმა აგნეშკა ჰოლანდმა ილაპარაკა.
20 სექტემბერი 2026, 17:51
სპორტი
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა
ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდების საფეხბურთო ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ერედივიზიონის მე-7 ტურში „ექსელსიორმა“ სტუმრად „აიაქსთან“ ფრედ, 2-2 ითამაშა.
20 სექტემბერი 2026, 17:45
სპორტი
თბილისის ზღვაზე წყლის სპორტის მასშტაბური ღონისძიება - „დრაგონ ბოუტი“ თბილისი 2026 გაიმართა
თბილისის ზღვაზე წყლის სპორტის მასშტაბური ღონისძიება - „დრაგონ ბოუტი“ თბილისი 2026 გაიმართა. ჩემპიონატი თბილისის კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.
20 სექტემბერი 2026, 17:41
პოლიტიკა
ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ
ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ, - წერს სოციალურ ქსელში კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია.
20 სექტემბერი 2026, 17:40
საზოგადოება
ბოტანიკური ბაღში იკებანას მასტერკლასი გაიმართა
ღონისძიება ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, საქართველოში იაპონიის საელჩოსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ის იაპონური კულტურის პოპულარიზაციასა და საქართველოსა და იაპონიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურებოდა.
20 სექტემბერი 2026, 17:22
მსოფლიო
თელ-ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა
თელ-ავივში ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერთ: „კიდევ რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს?“ ისმოდა მთავრობის გადადგომის მოწოდებები.
20 სექტემბერი 2026, 17:21
მსოფლიო
ნორვეგიაში, გაფიცვის გამო, 100-ზე მეტი სარკინიგზო რეისი გაუქმდა
ნორვეგიაში, რკინიგზის თანამშრომლების გაფიცვის გამო, 160-ზე მეტი რეისი გაუქმდება. 50-მდე მემანქანემ გაფიცვა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ნორვეგიის მემანქანეთა ასოციაციასა და სატრანსპორტო კომპანიას შორის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ჩაიშალა.
20 სექტემბერი 2026, 17:18
მსოფლიო
პეტერ მადიარს ღვინო შეასხეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ღვინო შეასხეს. ინციდენტი ქალაქ სეკსარდში მოხდა, სადაც პეტერ მადიარი ყურძნის მოსავლის აღებას დაესწრო. კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში თავად მადიარმა გამოაქვეყნა, ჩანს, თუ როგორ ასხამს ღვინოს შუა ხნის მამაკაცი პრემიერს. ის მადიარის დაცვის თანამშრომლებს გაჰყავთ.
20 სექტემბერი 2026, 17:17
რეგიონი
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს
კახეთში ყურძნის მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს. გადამუშავებულია 23 ათას ტონამდე ყურძენი, რომლის 90-მდე პროცენტი მაღალკონდიციურია. ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული ფასები მევენახეებს აძლევს მოტივაციას, რომ ყურძნის სიმწიფეში შესვლას დაელოდონ.
20 სექტემბერი 2026, 17:11
მსოფლიო
NYT: რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო
რუსეთმა ამერიკის არჩევნებზე გავლენის მიზნით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო, - წერს The New York Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს გავლენა მოიპოვოს ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე საზოგადოებაში უთანხმოების დათესვითა და ქაოსით. რუსები დეზინფორმაციისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ და მათი სამიზნე ძირითადად დემოკრატი კანდიდატები არიან.
20 სექტემბერი 2026, 17:02
მსოფლიო
ბერლინში რეგიონულ არჩევნებზე მაღალი აქტივობაა
გერმანიაში, ბერლინისა და მეკლენბურგ-წინა პომერანის მიწებზე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. გამოკითხვების მიხედვით, ბერლინში ხმების 22%-ით „მემარცხენეთა პარტია“ ლიდერობს, კანცლერ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ ხმების 20% აქვს, მესამე ადგილს კი 18%-ით ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ იკავებს.
20 სექტემბერი 2026, 16:18
რეგიონი
გიორგი ჯინჭარაძე რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად, რეზიდენტურის პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.


