მიხეილ ყაველაშვილი: დღევანდელ სიტუაციაში, ამის განხორციელება საზღვართან პროვოცირებასა და შუღლს იწვევს. ეს პარტიაც და ორგანიზაციაც მჭიდრო კავშირშია აშშ-ს საელჩოსთან და მოვუწოდებთ მათ, გაემიჯნოს მსგავს ქმედებებს
მიხეილ ყაველაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
წერილი, რომელიც საზოგადოებას გავაცანი, მნიშვნელოვანია, რომ ინფორმირებული იყოს ჩვენი საზოგადოება, თუ რა იგეგმება და ვინ გეგმავს ამ ყველაფერს. ,,ევროპული საქართველო“ - ეს არის ერთ-ერთი ფავორიტი ორგანიზაცია აშშ-ს საელჩოში. თითქოს, ისინი გეგმავენ აფხაზეთის ომის თემატიკასთან დაკავშირებით რაღაც ღონისძიებას, მაგრამ კარგად უნდა ხვდებოდეს ჩვენი საზოგადოება, რა მოიაზრება მათ ქმედებაში. ეს არის პროვოცირება, რომ, კიდევ ერთხელ, გამოიწვიონ გაღიზიანება, დაძაბულობა და მოხდეს მეორე ფრონტის გახსნა, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ ყაველაშვილი აფხაზეთის ომთან დაკავშირებით დაგეგმილ აქციას.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოება, კიდევ ერთხელ, უნდა იყოს ფხიზლად, რადგან იგეგმება პროვოკაცია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს მშვიდობიანი პოლიტიკა.
ასევე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი გზით გავაგრძელოთ აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნების პროცესი.
„კიდევ ერთხელ, უნდა ვიყოთ ფხიზლად ქართული საზოგადოება, რომ მსგავსი პრეცედენტები ავიცილოთ თავიდან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა ამ ომის ფონზე დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ გვინდა აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნება, ჩვენ გვინდა ერთიან სახელმწიფოში ძმურად ცხოვრება, რაც საუკუნეების მანძილზე გვქონდა. ეს არის ჩვენი აქცენტი და ამას არ გადაუხვევთ და შეცდომები, რომელიც ერთმანეთის მიმართ დავუშვით, აუცილებელია, რომ გავიაზროთ და მსგავსი პრეცედენტი არასოდეს არ უნდა მოხდეს. ეს არის ჩვენი მკაფიო გზავნილი. მსგავსი პროვოკაციული ქმედებები პირდაპირ საწინააღმდეგოა ამ პროცესების დღევანდელ სიტუაციის ფონზე, მით უმეტეს, როცა გაცხადებული გვაქვს ასეთი მკაფიო მშვიდობიანი პოლიტიკა, რომ გვინდა თანაცხოვრება ერთად, ის შეცდომები აღარ უნდა გავიმეოროთ. სწორედ, ეს იწვევს, ორმაგ სტანდარტს და პირდაპირ ვეუბნებით აშშ-ს საელჩოს, ამ განცხადებას მაინც გაემიჯნოს. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებასაც და საქართველოს მოქალაქეებს, უკვე კარგად აქვთ გაჯერებული და ჩვენმა ოსმა და აფხაზმა შვილებმა, უნდა შექმნან ძლიერი საქართველოს სახელმწიფო. რუსეთი ოკუპანტია და ეს ყველამ კარგად ვიცით, 30 წლის მანძილზე ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ დაიპყრო ჩვენი ტერიტორიები. დღეს, დღევანდელ სიტუაციაში ამის განხორციელება საზღვართან, რომ ისევ გაახსენო ადამიანებს, თუ რა საშინელებები ხდებოდა, ეს, რა თქმა უნდა, პროვოცირებას და შუღლს იწვევს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს პარტიაც და ორგანიზაციაც მჭიდრო კავშირში არის ამერიკის საელჩოსთან და მოვუწოდებთ მათ, გაემიჯნოს მსგავს ქმედებებს. სწორედ, ასეთ ქმედებებს მოაქვს შემდეგ დაძაბულობა. ამაზე გვაქვს საუბარი და საზოგადოება მუდმივად იქნება ინფორმირებული ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 18:09
მსოფლიო
AXIOS: აშშ განიხილავს ირანთან 20 მილიარდი დოლარის მოცულობის შეთანხმებას ფორმულით „ნაღდი ფული ურანის სანაცვლოდ“
აშშ და ირანი ომის დასასრულებლად გეგმაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს. განხილვის ერთ-ერთი საკითხი, ორი ამერიკელი მაღალჩინოსნისა და მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, ითვალისწინებს აშშ-ის მხრიდან 20 მილიარდი დოლარის მოცულობის გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას, რის სანაცვლოდაც ირანმა გამდიდრებული ურანის მარაგი უნდა დათმოს, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
17 აპრილი 2026, 18:08
პოლიტიკა
პრემიერი პეტრე ცაავას განცხადებებზე: როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ - ეს აჩვენებს მათ დამოკიდებულებას და მათ დავალებას
როდესაც ასეთი შეურაცხყოფით გამორჩეულ ადამიანს იწვევ შენს ეთერში, ეს ნიშნავს ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენას მისი და მისი განცხადებების მიმართ - ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ამ კონკრეტული ტელევიზიების სახე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში პეტრე ცაავას განცხადებების კონემტირებისას.
17 აპრილი 2026, 17:59
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში ანტალიის დიპლომატიის ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასა და ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრა.
17 აპრილი 2026, 17:58
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობისადმი.
17 აპრილი 2026, 17:55
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრო
ფორუმი პოლიტიკურ ლიდერებს, დიპლომატებს, აკადემიური წრეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, რომლებიც მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე დიპლომატიის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
17 აპრილი 2026, 17:54
მსოფლიო
ტრამპი: ჰორმუზის სრუტე გაიხსნა, თუმცა აშშ მის ბლოკადას არ მოხსნის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნის მიუხედავად, ამერიკის მიერ გამოცხადებული საზღვაო ბლოკადა არ მოიხსნება.
17 აპრილი 2026, 17:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი - იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი
საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო აკერმანი, შემდეგ იყვნენ სხვები, ახლა არის ბლაჟევიჩი. იცვლება გვარები, მაგრამ მათ უკან ვინ დგას, ეს არის მთავარი, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.
17 აპრილი 2026, 17:50
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ ცხრა ბრალდებული სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო
„სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი მხარის სააპელაციო საჩივარი და 11-ვე მსჯავრდებულის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი. ბრალდების მხარე დაველოდებით სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით და დიდი ალბათობით, ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებთ“.
17 აპრილი 2026, 17:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია ანტალიის დიპლომატიის ფორუმი, მქონდა საშუალება, პანელურ დისკუსიაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ვისაუბრეთ გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, ხაზი გავუსვით ჩვენი რეგიონისა და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტში, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს.
17 აპრილი 2026, 17:47
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის
დღეს გაიმართება შეხვედრა თურქეთის პრეზიდენტთან, ბატონ ერდოღანთან, ვისაუბრებთ ორმხრივ თანამშრომლობაზე ჩვენს ქვეყნებს შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში.
17 აპრილი 2026, 17:41
რეგიონი
სოფელ ველისციხეში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მიუსაფარმა ძაღლებმა 6 ადამიანი დაკბინეს. მათ შორის, 5 ბავშვია.
17 აპრილი 2026, 17:34
ეკონომიკა
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი: ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია
მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს მიერ დანერგილი მიდგომები მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. ამის შესახებ გიორგი მარგებაძემ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართული დისკუსიის შეფასებისას ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
17 აპრილი 2026, 17:30
პოლიტიკა
განათლების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც 2010 წლის 1-ელ სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომი მაგისტრის დიპლომთან იქნება გათანაბრებული
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განიხილეს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა.
17 აპრილი 2026, 17:26
კულტურა
პარიზში, „გრან პალეში“, პარიზის წიგნის ფესტივალზე, საქართველოს ეროვნული სტენდი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა. ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით წარადგენს. წელს ქართული სტენდის სლოგანია „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“.
17 აპრილი 2026, 17:24
პოლიტიკა
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
ევროპასთან ინტეგრაციის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ რეგიონული განვითარების სამინისტროს ანგარიში მოისმინეს.
17 აპრილი 2026, 17:18
მსოფლიო
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.
17 აპრილი 2026, 17:16
სპორტი
ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა.
17 აპრილი 2026, 17:11
ეკონომიკა
Galt & Taggart-ის წარმომადგენელი: ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია
ინვესტორების მხრიდან ინტერესი ენერგეტიკის დარგის მიმართ ბევრად მომატებულია, - განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა, რომელიც დღეს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.
17 აპრილი 2026, 17:03
ეკონომიკა
დავით ნარმანია: სემეკი სისტემატურად ახორციელებს შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების შესრულების ხარისხსა და ვადების მონიტორინგს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის დისკუსიაში, თემაზე - „ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“.
17 აპრილი 2026, 17:02
საზოგადოება
თბილისი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მსოფლიო დღეს უერთდება
თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ინიციატივით, მუნიციპალურ ავტობუსებსა და მეტროს ვაგონებში განთავსდა შესაბამისი სტიკერები QR კოდით, რომლის დასკანერებითაც მგზავრები საზოგადოებრივი ტრანსპორტის უპირატესობებს გაეცნობიან. სწორედ ამ ბენეფიტებით სარგებლობას, მუნიციპალური ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.


