29 სექტემბერი 2022, 14:25 / სანდო წყარო

ვიოლა ფონ კრამონი: ლუკაშენკო და პუტინი ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, რის გაკეთებაც მათ შეუძლიათ, სხვა ქვეყნის მიმართ მუქარაა - ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ერთი ტერორისტი მხარს უჭერს მეორე ტერორისტულ სახელმწიფოს

ვიოლა ფონ კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, „ქრონიკასთან“ საუბრისას, ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩასვლას საერთაშორისო კანონმდებლობის კიდევ ერთი დარღვევას უწოდებს.

„ლუკაშენკო უდიდესი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა, პუტინი ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშაა ერთადერთი, რის გაკეთებაც მათ შეუძლიათ, სხვა ქვეყნის მიმართ მუქარაა. არ ვიცი, რის მიღწევა სურთ, მაგრამ ლუკაშენკო ლეგიტიმური პრეზიდენტი არ არის, ის მოქმედებს რუსეთის ხელისუფლების, პუტინის ზეგავლენით, რუსული ფულით. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ერთი ტერორისტი მხარს უჭერს მეორე ტერორისტულ სახელმწიფოს. ეს დიდი რისკია, რომელსაც ემატება უკანონო რეფერენდუმი, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. პუტინი ცდილობს, მარიონეტული რეჟიმები შექმნას უკრაინაში, არალეგალური რეფერენდუმებით. ლუკაშენკოსა და პუტინის აფხაზეთში ჩასვლა საერთაშორისო კანონმდებლობის კიდევ ერთი დარღვევაა. ისინი არიან ჩართულნი რუსეთის სასტიკ ომში უკრაინის წინააღმდეგ და თან, საქართველოს განუყოფელ რეგიონებში ჩადიან, ამას აკეთებენ უკრაინაში ომის მიმდინარეობისას, რაც ძალიან ცუდი სიგნალია. ეს პოლიტიკური პროვოკაციაა და ამას რეაქციას სჭირდება“, - აცხადებს ვიოლა ფრონ კრამონი.

ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.

ყველა სიახლე

ილია დარჩიაშვილი

25 თებერვალი 2024, 20:22

პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი კობახიძის, ვარჰეისა და ბორელის პრესკონფერენციაზე: იყო განწყობა, რომ სცენაზე უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის გვერდით იდგა ევროპული ქვეყნის ლიდერი

„პრესკონფერენციაზე იყო განწყობა, რომ სცენაზე უმაღლესი წარმომადგენლისა და კომისრის გვერდით იდგა ევროპული ქვეყნის ლიდერი, რომელიც მათთან ერთად განიხილავდა ევროპული კონტექსტიდან დანახულ საკითხებს, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირთან დაკავშირებული საკითხები გვეხება უკვე ჩვენც“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2024, 20:00

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, ომის 2 წლის განმავლობაში 31 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

მას არ დაუზუსტებია დაჭრილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა. ზელენსკიმ რუსეთის დანაკარგებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, 2 წლის განმავლობაში 180 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა, დაჭრილებთან ერთად კი დანაკარგის რიცხვი 500 ათასს შეადგენს.

კირილ ბუდანოვი

25 თებერვალი 2024, 19:44

მსოფლიო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნავალნი მართლაც თრომბით გარდაიცვალა

„შეიძლება იმედებს გაგიცრუებთ, მაგრამ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მართლაც თრომბით გარდაიცვალა. ეს ასე თუ ისე დადასტურებულია. ეს ინტერნეტიდან მიღებული [ინფორმაცია] არ არის“, - განაცხადა ბუდანოვმა ფორუმზე „უკრაინა. წელი 2024“.

კოლმან დომინგო

25 თებერვალი 2024, 19:18

ტაბლოიდი

რა ეცვათ ვარსკვლავებს SAG Awards 2024-ზე📷ფოტოგალერეა

აშშ-ში კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოების (SAG Awards) 30-ე ცერემონია ჩატარდა. წითელ ხალიჩაზე არაერთმა ვარსკვლავმა გაიარა. ტრადიციულად, მათი ჩაცმულობა მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.

25 თებერვალი 2024, 18:30

სპორტი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მასპინძლების შემადგენლობაში დუბლი ანა ჩემინავამ შეასრულა, 1 ბურთი კი მაიკო ბებიას ანგარიშზეა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

25 თებერვალი 2024, 17:47

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე

„უკრაინა არასოდეს გამოიყენებს პარტნიორების იარაღს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე. მას მხოლოდ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გამოვიყენებთ. რაც შეეხება ჩვენი მტრების A-50-ებისა და სხვა თვითმფრინავების ჩამოგდებას, ეს უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების ალიანსის შედეგია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

25 თებერვალი 2024, 17:09

პოლიტიკა

NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის სადამკვირვებლო დელეგაციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

მატი დიოპი

25 თებერვალი 2024, 17:05

კულტურა

„ბერლინალეს“ მთავარი ჯილდო მატიო დიოპის დოკუმენტურ ფილმს გადაეცა

ჟიურის გრან-პრი „ვერცხლის დათვი“ ჰონგ სან სუს ხვდა წილად, ფილმისთვის „მოგზაურის საჭიროებები. ჟიურის პრიზი „ვერცხლის დათვი“ კი ბრუნო დიუმონმა მიიღო, ფილმისთვის „იმპერია.“

25 თებერვალი 2024, 17:02

რეგიონი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთში ორდღიანი კულინარიული ფესტივალი ტარდება

ღონისძიების ფარგლებში მესტიაში სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეებია მოწყობილი. ფესტივალზე 20-მდე ადგილობრივი მზარეული, კვების ობიექტი და საოჯახო სასტუმროა წარმოდგენილი. „გემო ფესტზე“ სპეციალურად ბავშვებისთვის თამაშები, შეჯიბრი და ვორკშოპები ტარდება.

25 თებერვალი 2024, 17:01

მსოფლიო

პენტაგონი: შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში „ჰუსიტების“ 18 ობიექტს დაარტყეს

პენტაგონის ინფორმაციით, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავებმა იემენში „ჰუსიტების“ 18 ობიექტს დაარტყეს. ეს იყო იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩატარებული მეოთხე ერთობლივი ოპერაცია, წითელ ზღვაში მათ ხომალდებზე თავდასხმების საპასუხოდ. ოპერაცია მხარდაჭერილი იყო ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადის, დანიის, ნიდერლანდებისა და ახალი ზელანდიის მიერ.

მეუფე შიო

25 თებერვალი 2024, 16:48

საზოგადოება

მეუფე შიო: თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების

მხოლოდ სიმდაბლე ხსნის და ავითარებს ჩვენში ყველაზე მთავარს, ყველაზე არსებით თვისებას, რომელიც ღმერთს გვაახლოებს და მიგვამსგავსებს. რა თვისებაა ეს? ეს არის სიყვარული. მხოლოდ სიმდაბლე ხსნის, ავლენს ამ თვისებას. თავმდაბალი ადამიანი ყოველთვის მოსიყვარულეა, რადგან სიმდაბლე ძირშივე აღმოფხვრის ეგოიზმს, ეგოიზმი კი საფუძველია ყველა სხვა ვნების, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი ქადაგებისას განაცხადა.

25 თებერვალი 2024, 16:13

კულტურა

SAG Awards 2024-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

სერიალებს შორის ყველაზე მეტი ჯილდო „დათვს“ ხვდა წილად, კატეგორიებში: „საუკეთესო სამსახიობო ანსამბლი კომედიურ სერიალში“, „საუკეთესო მსახიობი კაცი კომედიურ სერიალში“ და „საუკეთესო მსახიობი ქალი კომედიურ სერიალში“.

25 თებერვალი 2024, 16:01

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, დაეხმარონ უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მონაწილეობა მიიღონ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენის პროცესში

24 თებერვალს გამართულ ონლაინ სამიტზე „დიდი შვიდეულის“ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, დაეხმარონ უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მონაწილეობა მიიღონ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენის პროცესში. მათ ასევე პირობა დადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ და სანქციების თავის არიდების მექანიზმის კონტროლსაც გააუმჯობესებენ. მანამდე სამიტის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში დახმარების გაგრელებისკენ მოუწოდა.

25 თებერვალი 2024, 15:55

რეგიონი

27-28 თებერვალს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 27 თებერვლის 23:00 სთ-დან 28 თებერვლის 03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 28 თებერვლის 03:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

25 თებერვალი 2024, 15:26

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში ომის 732-ე დღეს

უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში მარინკის მიმართულებით 39 შეტაკება მოხდა.

ზურაბ ქადაგიძე

25 თებერვალი 2024, 15:01

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: აღმაშფოთებელია რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით, ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა და უშვერი სიტყვებით ილანძღება, რაც მთავარია - იტყუება

აღმაშფოთებელია ის, რაც თამაზ ელიზბარაშვილმა იკადრა მაია ბითაძესთან მიმართებით. უბრალოდ წარმოუდგენელია მამაკაცმა ქალს მსგავსი რამ აკადროს. ვითომ ძაღლებზე მზრუნველის ტყავში გახვეულა ეს არარაობა და უშვერი სიტყვებით იგინება, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

25 თებერვალი 2024, 15:00

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო

,,დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი მოვლენის, საბჭოთა ოკუპაციის დღეა. დღევანდელი დღე განსაკუთრებულად მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი წარსულის ყველაზე ტრაგიკულ, ამავდროულად ყველაზე საამაყო ფურცელს. იუნკრების თავგანწირვა ჩვენი ისტორიის სასახელო და გამორჩეული ეპიზოდია. ჩვენთვის და მომავალი თაობებისთვის მათი გმირობა მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რადგან რთულ მომენტებში სამშობლო თავდადებას მოითხოვს. ქედს ვიხრი ყველა გმირის წინაშე, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ქვეყნის თავისუფლებას. საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული, რაც ძალიან ტრაგიკულ გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე. ოკუპაციის გარდა საოკუპაციო რეჟიმს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ჰყავს მძევლად აყვანილი. ჩვენ ახლაც გვიწევს ბრძოლა საქართველოს დეოკუპაციის, სუვერენიტეტის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. მჯერა, ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, აუცილებლად შევძლებთ ქვეყნის დეოკუპაციას და ქვეყანაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. დიდება გმირებს!” - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

25 თებერვალი 2024, 14:56

მსოფლიო

Bloomberg: ევროკავშირის უუნარობამ, რომ უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი დროულად მიეწოდებინა, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის უთანხმოება გააღრმავა

ევროკავშირის უუნარობამ, უკრაინისთვის მილიონი საარტილერიო ჭურვი დროულად მიეწოდებინა, დასავლეთ და აღმოსავლეთს შორის უთანხმოება გააღრმავა. ამის შესახებ Bloomberg-ის სტატიაშია ნათქვამი.

25 თებერვალი 2024, 14:36

რეგიონი

ისტორიაში პირველად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუაშში ბიატლონის ტურნირს მასპინძლობს

ისტორიაში პირველად ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მუაშში ბიატლონის ტურნირს მასპინძლობს. შეჯიბრში 5 გუნდის 34 მონაწილე გამოდის. ცოტა ხნის წინ დაიწყო საკვალიფიკაციო ეტაპი, დღის ბოლომდე კი ფინალური დაპირისპირებები გაიმართება. ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია, თხილამურებით რბოლა და შაშხანის სროლა. ტურნირი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის, ბიატლონის ეროვნული ფედერაციისა და კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტარდება.

25 თებერვალი 2024, 14:34

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პარადოქსია, რომ „ნაცმოძრაობა“, რომელმაც გააგრძელებინა რუსეთს ოკუპაცია საქართველოში, იმ ხელისუფლებას ემუქრება, რომელმაც რუსული ოკუპაცია პირველმა შეაჩერა ქვეყანაში

საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში ოპოზიციის გამოჩენას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ჩიბურდანიძე წერს, „ნაცმოძრაობის“ და მის ირგვლივ შემოკრებილი მთლიანი ოპოზიციის გულწრფელობაში ქართველ ხალხს ეჭვი ეპარება.