imedi /  29 სექტემბერი 2022, 21:34 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენს პირობებში, სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტების კუთხით ნული პროგრესი ჰქონდა რუსეთის ფედერაციას. მანამდე იყო ფუნდამენტურად განსხვავებული შედეგები

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

წინა ცხრა წლის განმავლობაში რა მივიღეთ შედეგები რუსეთთან მიმართებით? ეს შედეგები არის, პირველი რიგში, ის, რომ 20 პროცენტი ტერიტორიების გაატანეს რუსეთის ფედერაციას. ეს ხომ შედეგია და შედეგით უნდა შეფასდეს პოლიტიკა, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში საქართველომ დაკარგა ქვეყნის 20 % ასევე, მოხდა სტრატეგიულ-ეკონომიკური ობიექტების გადაცემა რუსეთისთვის. ხოლო, მათი მმართველობის პერიოდში ამ მიმართულებით რუსეთს წინსვლა არ ქონია.

,,რუსეთს ჰქონდა ფუნდამენტური წინსვლა გავლენების გაფართოების კუთხით საქართველო ტერიტორიაზე. ეს გამოიხატა 20 პროცენტის მიტაცებით, სტრატეგიული-ეკონომიკური ობიექტების წაღებით. მთავარი სტრატეგიული ობიექტები წაიღეს, მათ შორის, კომუნალური სერვისები პრაქტიკულად, მთლიანად ხელში მისცეს რუსეთის ფედერაციას. 2006 წელს რაც ხდებოდა, გახსოვთ, ქართველების გამოსახლება რუსეთის ფედერაციიდან და ა.შ. მანამდე რა ხდებოდა? ვიდრე ნაცმოძრაობა უბედურებას დამართებდა ამ ქვეყანას, მანამდე ჩვენ ვაკონტროლებდით ცხინვალის რეგიონში დასახლებული ტერიტორიების დაახლოებით 2/3-ს და ვაკონტროლებდით აფხაზეთში კოდორის ხეობას. ეს იყო მანამდე მოცემულობა. წაიღეს, როგორც კოდორის ხეობა, ასევე, ცხინვალის რეგიონში დასახლებული ტერიტორიების დაახლოებით 2/3, 200 სოფელი რასაც სააკაშვილმა შემდეგ ქვების გროვა უწოდა. ეს იყო მათი პოლიტიკის შედეგი და სტრატეგიული ობიექტები, ადამიანების გამოსახლების და ათასი უბედურება. რაც შეეხება, ჩვენი პოლიტიკის შედეგებს. ქართული ოცნების ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომლის დროსაც ამ 30 წლის მანძილზე ომი არ ყოფილა და შენარჩუნდა მშვიდობა. ეს არის პირველი მიღწევა, რაც ძალიან პრინციპულია და რასაც თავისი სერიოზული შედეგები ჰქონდა. არც ერთი სტრატეგიული ობიექტი არ გადასულა რუსეთი გამგებლობაში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში. „პრორუსებს“ ხომ გვეძახიან? და თვითონ ხომ არიან პროდასავლელები? თვითონ გააფართოვეს რუსეთის გავლენა ფუნდამენტურად, საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენს პირობებში, არც ტერიტორიების კუთხით არ ყოფილა მათი მხრიდან წინსვლა და რაც შეეხება, სტრატეგიულ-ეკონომიკურ ობიექტებს, ამ კუთხით ნული პროგრესი ჰქონდა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიაზე. მანამდე იყო ფუნდამენტურად განსხვავებული შედეგები. რაც შეეხება, ბორდერიზაციას, ბორდერიზაციაც არის წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა. ბორდერიზაცია დაიწყო, სწორედ, 2008 წელს, მიმდინარეობდა 4 წლის განმავლობაში და მერე გაგრძელდა, მაგრამ ეს არის მათი მემკვიდრეობა. ზუსტად იმის მემკვიდრეობა, რომ მათ ჩააბარეს ქვეყნის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციას,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

22 ივნისი 2026, 00:49

სპორტი

პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა საერთაშორისო ტურნირზე „მერსინი 2026” ასპარეზობა ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაასრულა

თურქეთში პარაფარიკაობის საერთაშორისო ტურნირი „მერსინი 2026” გაიმართა. ქართველმა პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილმა ხმლით ფარიკაობაში ოქროს, ხოლო რაპირით ასპარეზობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

22 ივნისი 2026, 00:18

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: „ღირებულებითი განათლების“ პროგრამები ფართოდაა აპრობირებული ევროპულ ქვეყნებში. ისინი მოწოდებული არიან, მოსწავლეებს მყარი ეთიკური და მორალური ბაზა შეექმნათ

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირასთან“ „ღირებულებითი განათლების“ პროგრამაზე ისაუბრა და განმარტა, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის მსგავს პროგრამებს.

გივი მიქანაძე

22 ივნისი 2026, 00:09

საზოგადოება

გივი მიქანაძე ღირებულებით განათლებაზე: მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა

მოსწავლეები იღებენ ცოდნასა და განათლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის სამშობლოს სიყვარული, პატრიოტული სულისკვეთება, მოყვასის გვერდში დგომა და თანადგომა, ოჯახური ტრადიციები, უფროსის პატივისცემა, - განუცხადა „იმედის კვირას“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ღირებულებით განათლებასთან დაკავშირებით.

21 ივნისი 2026, 23:35

საზოგადოება

როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა - ღირებულებითი განათლება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

რა უნდა იყოს ახალი თაობის მთავარი ორიენტირი იმ ეპოქაში, როდესაც მსოფლიოში ტრადიციულ და ლიბერალურ ფასეულობებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება? როგორ უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა ისე, რომ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისას არ დაკარგოს საკუთარი იდენტობა, სულიერი საყრდენი და ეროვნული თვითშეგნება? - „ღირებულებითი განათლების“ პროგრამა, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო და განათლების სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს.

თამთა ქიმბარიშვილი

21 ივნისი 2026, 23:33

სამართალი

თამთა ქიმბარიშვილი: სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია

სამი კვირის განმავლობაში, რასაც ვამონიტორინგებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედარებით იკლო სიძულვილის ენამ სოციალურ სივრცეში, თუმცა წინ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია, - განუცხადა „იმედის კვირას“ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელმა თამთა ქიმბარიშვილმა.

ეკა ლალიაშვილი

21 ივნისი 2026, 23:25

საზოგადოება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ავტოსაგზაო შემთხვევებზე: კანონის დაუცველობას მივყავართ იქამდე, რომ ხდება მძიმე შედეგებით დასრულებული შემთხვევები - სიჩქარის გადაჭარბება არის ის ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორი, რომელიც საგზაო შემთხვევებს ასრულებს ლეტალურად და მძიმე შედეგებით

ორგანიზაციის - „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „იმედის კვირასთან“ ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითად მიზეზებზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სიჩქარის გადაჭარბებაა.

21 ივნისი 2026, 23:12

საზოგადოება

დაუდევრობა თუ თვითნებობა - განადგურებული კულტურული მემკვიდრეობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

დაუდევრობა თუ თვითნებობა - რა მოხდა ზღუდერში, სადაც მეექვსე საუკუნის სამნავიანი ბაზილიკის ნაშთები განადგურებულია. ძეგლის ადგილზე თანამედროვე მასალებით ახალი ეკლესიას აშენებენ, რომელიც ახლა შეჩერებულია.

21 ივნისი 2026, 22:57

პოლიტიკა

„იარე ნელა“ - რატომ გეგმავს ხელისუფლება ავტოსაგზაო შემთხვევებზე ჯარიმების შემსუბუქებას. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

უსაფრთხო გზებს მხოლოდ მაღალი ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს - უბედური შემთხვევები, დაკარგული სიცოცხლეები და პასუხისმგებლობა, რომლისგანაც ფინანსური სანქცია არავის ათავისუფლებს.

რიჩარდ შენკე

21 ივნისი 2026, 22:52

პოლიტიკა

„მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარი: მედიაგარემო ბრიუსელში ძალიან შეზღუდულია, საქმე დახურულ სისტემასთან გვაქვს. აქ ურსულა ფონ დერ ლაიენი ცნობილია ცენზურით, ევროკომისიის ბრიფინგებზე ყველა კითხვა წინასწარ შეთანხმებულია

კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით ბრიუსელში ვითარება იმგვარია, რომ შეგვიძლია მხოლოდ იმედი გვქონდეს უკეთესი მომავლის, - განუცხადა „იმედის კვირას“ „მომავლის მომზადების ცენტრის" ევროპული პოლიტიკისა და პოლიტიკური ეკონომიკის მკვლევარმა რიჩარდ შენკემ.

21 ივნისი 2026, 22:45

პოლიტიკა

ბრძოლა სიძულვილის ენასთან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

სიძულვილის ენა მხოლოდ უცენზურო სიტყვები არ არის. ის მოიცავს ადამიანების დამცირებას, მათთვის შეურაცხმყოფელი იარლიყების მიწებებას, დეჰუმანიზაციასა და საჯარო სივრცეში ზიზღის ნორმალიზებას.

21 ივნისი 2026, 22:38

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი - მშვიდობისა და სტაბილური განვითარების მთავარი გარანტი, რომლის წინააღმდეგაც სანქციები და მუქარა არ მუშაობს. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბოლო 14 წელია, საქართველოს ეროვნული მთავრობა დასავლეთის თავისდათავად იქცა. ვერ გამონახეს ვერანაირი გზა, ჰყავდეთ მათზე დამოკიდებული მთავრობა - ვერ გაჭრა სანქციებმა, ვერც შანტაჟმა, ხალხის გადაბირების თუ დაშინების მცდელობამ, ნდობის შესარყევად მილიონების ჰაერში გასროლამ და ძვირადღირებულმა, მაგრამ იაფფასიანმა პროპაგანდამ.

სტეფანო ახოკე

21 ივნისი 2026, 22:32

პოლიტიკა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი სტეფანო ახოკე: ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ვხედავთ, როგორ მიმდინარეობს მედიის ცენზურა, ტელეკომპანია „იმედმა“ ეს კარგად იცის

ევროკავშირის ამჟამინდელი ლიდერები საკუთარი დამფუძნებელი ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, - განუცხადა „იმედის კვირას“ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა სტეფანო ახოკემ.

21 ივნისი 2026, 22:22

პოლიტიკა

ფსევდოდემოკრატიის ცენზორები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ევროკავშირი ხშირად საუბრობს დემოკრატიული ღირებულებების, პლურალიზმისა და განსხვავებული აზრის პატივისცემაზე, მაგრამ ფაქტები სრულიად საპირისპიროს აჩვენებს.

21 ივნისი 2026, 22:16

პოლიტიკა

ევროკავშირის ახალი მიდგომა და „მეორეხარისხოვანი წევრობა“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ბრიუსელში განიხილავენ მოდელს, რომლის მიხედვითაც გაერთიანების მომავალ წევრ ქვეყნებს ევროკავშირის ყველა ვალდებულების შესრულება მოუწევთ, თუმცა გადაწყვეტილებების მიღებაზე მათი გავლენა შეზღუდული იქნება.

21 ივნისი 2026, 22:10

პოლიტიკა

ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ბრიუსელი ემუქრება ყველას, ვინც ოჯახური ღირებულებების დაცვისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის იბრძვის. საქართველო ამ საკითხში შეუვალი და პრინციპულია. სწორედ ამიტომ აშანტაჟებს ევრობიუროკრატია ქართველ ხალხს და მის არჩეულ ხელისუფლებას ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.

დონალდ ტრამპი და კირ სტარმერი

21 ივნისი 2026, 18:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება

კირ სტარმერი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგება, - წერს დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში. აშშ-ის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს წარმატებები უსურვა, თუმცა აღნიშნა, რომ მან უმნიშვნელოვანეს საკითხებში კრახი განიცადა.

21 ივნისი 2026, 18:00

სპორტი

დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა

დევიზით - „გამარჯვება იწყება მეგობრობით“, ამბროლაურში 14-წლამდელთა რაგბის ფესტივალი გაიმართა.

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

21 ივნისი 2026, 18:00

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება

პირველად ვეძებდეთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს. მაშინ ყველაფერი მოგვეცემა. პირველ რიგში მოგვეცემა მშვიდობა ღმერთთან და ადამიანებთან, მოგვეცემა სიმართლე და საღვთო ჭეშმარიტება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო III-მ თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

21 ივნისი 2026, 17:41

მსოფლიო

ბერლინს ზაფხულის შტორმი დაატყდა თავს

მეტეოროლოგები სეტყვას არ გამორიცხავენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათივე პროგნოზით მომდევნო კვირიდან გერმანიის ძირითად ნაწილში ისევ ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი.

21 ივნისი 2026, 17:37

მსოფლიო

ედინბურგში დააკავეს კაცი, რომელიც მეჩეთის მახლობლად ხალხს თავს დაესხა

დაკავებულს ბრალი ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში წარუდგინეს. სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ წელს ზემოთ შიშველი კაცი ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ კი მას პოლიცია აკავებს.