მამუკა მდინარაძე: ჩემი აზრით, ომბუდსმენობის რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე საუბარი ახლა არ შეიძლება - ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ევრორეკომენდაციის შესრულების პროცესს ხელი არ შეეშალოს
მამუკა მდინარაძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
ამ სუპერ გამჭვირვალე პროცესშიც კი, [ოპოზიციამ] მაინც მოძებნა ისეთი რამ, რაზეც „პრინციპულად“ შეიძლება დადგნენ, მაგრამ ეს შეიძლება იყოს პროცესის შემაფერხებელი. დავუშვათ, თუ სხვა პოლიტიკური ძალები შეჯერდებიან სხვა კანდიდატზე, ამ შემთხვევაში, თუ ისინი გაჯიუტდებიან, რომ მაინცდამაინც კონკრეტულ ადამიანს, ან ადამიანებს უჭერენ მხარს, ეს იქნება პროცესის შემაფერხებელი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ომბუდსმენობის კანდიდატების შერჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ახლა არ შეიძლება კონკრეტულად რომელიმე კანდიდატზე საუბარი, ის 3 იქნება, იმ 3-დან რომელიმე იქნება ჩვენის მიერ მოწონებული თუ არა, ამაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იქნება, რომ ევრორეკომენდაციის შესრულებას ხელი არ შეეშალოს, ანუ შევჯერდეთ ობიექტურ კანდიდატზე. შეიძლება ყველასთვის მისაღები ვერ იყოს, მაგრამ აქ შეიძლება კომპრომისზეც წასვლა ოღონდ შესრულდეს რეკომენდაცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ისინი ვისზეც იტყვიან, თავი დავუქნიოთ და მაინც და მაინც იმას დავუჭიროთ მხარი. ჩვენ შევეცდებით, რომ აქაც კონსენსუსი შედგეს“, - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვას - იცნობთ თუ არა ქეთი ჩაჩავას და ექნება თუ არა ამ კანდიდატს მმართველი გუნდის მხარდაჭერა, მდინარაძემ ასე უპასუხა:
„მე ასე არ ვიცნობ ამ ადამიანს და არ ვიცი თქვენ ასე რატომ ამოარჩიეთ მაინც და მაინც ერთი 19-დან, რა კვეთა გაქვთ მათთან, ან რა კუთხით მეკითხებით, ყოველ შემთხვევაში არც იმ ადამიანზე ვისზეც მეკითხებით და არც სხვაზე ჩვენ ასე კონკრეტულად მსჯელობა არ გვქონია. ჩვენი მხრიდან საუბარსაც აზრი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ მარტო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ვერცერთი კანდიდატის გაყვანას ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 15:07
მსოფლიო
პესკოვმა უკრაინასა და აშშ-სთან სამმხრივი მოლაპარაკებების ოქტომბერში განახლება არ გამორიცხა
„დიახ, ჩვენ არ გამოვრიცხავთ ასეთ შესაძლებლობას. ჩვენ სწორედ უახლოეს პერსპექტივაზე ვსაუბრობთ. ანუ, ოქტომბრის გამორიცხვა არ შეიძლება“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს ინდოეთში გამართული BRICS-ის სამიტის შემდეგ.
13 სექტემბერი 2026, 14:58
სპორტი
გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა
გიორგი გაგუამ სლოვაკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში დუბლი შეასრულა.
13 სექტემბერი 2026, 14:51
ტექნოლოგიები
Anthropic-ის, OpenAI-ისა და xAI-ის ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების მოწოდებით გამოვიდნენ
შედეგად კომპანიებიდან რამდენიმე წამყვანი სპეციალისტი წავიდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც AI-ინდუსტრიის წარმომადგენლები ტექნოლოგიის განვითარების ტემპის შეზღუდვის ინიციატივით გამოდიან. 2023 წელს მასკი და ათასზე მეტი სპეციალისტი გამოდიოდნენ მოწოდებით, GPT-4-ზე უფრო მძლავრი სისტემების სწავლება სულ მცირე ნახევარი წლით შეჩერებულიყო. მოგვიანებით ალტმანმა, ამოდეიმ და სხვა მკვლევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, სადაც AI-ისგან კაცობრიობის წინაშე არსებული რისკი პანდემიებისა და ბირთვული ომის საფრთხეების გვერდით დააყენეს.
13 სექტემბერი 2026, 14:47
საზოგადოება
საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება
საქართველოს ფოსტის ინიციატივით დედაენის ბაღში „ქართული მარკების ფესტივალი 2026“ იმართება
13 სექტემბერი 2026, 14:24
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები
ჩვენ აქამდეც, დონალდ ტრამპის პირველი გაპრეზიდენტებისას გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდა მას გვარამია. დღეს იმავე გზაზე, რელსებზე დგანან ცალკეული ტელევიზიები, აგენტურული რუპორები, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
13 სექტემბერი 2026, 14:20
მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარ „ლუკასის“ ჩაქრობას ცდილობენ. ცეცხლი ტყის მასივში მძვინვარებს, სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობის ნაწილს სავალდებულო ევაკუაცია შეეხო.
13 სექტემბერი 2026, 14:17
მსოფლიო
გერმანული მედია: ლაიპციგის აეროპორტზე აგვისტოს დასაწყისში ჩაშლილი თავდასხმის უკან რუსეთი დგას
ამავე წყაროების ცნობით, გერმანიის ხელისუფლებამ კავშირების შესახებ იცოდა მაშინ, როდესაც დამნაშავე თურქეთიდან ქვეყანაში შევიდა, თუმცა ჩასვლის შემდეგ მასზე თვალთვალი არ განხორციელებულა. ინციდენტი ლაიპციგ-ჰალეს აეროპორტში, უკრაინისთვის განკუთვნილი სამხედრო დახმარების გამანაწილებელ ცენტრში 4 აგვისტოს საღამოს მოხდა.
13 სექტემბერი 2026, 14:12
მსოფლიო
ბუდანოვის განცხადებით, უკრაინა ოქტომბერში სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ემზადება
„ვემზადებით. ოქტომბრისთვის“, - ასე უპასუხა ბუდანოვმა ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას.
13 სექტემბერი 2026, 14:03
მსოფლიო
ჯარედ კუშნერი კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში ყველაზე რთულ საკითხად ტერიტორიებს ასახელებს
„პრეზიდენტმა პუტინმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რის მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხში დათმობაზე წასვლა რომ ნდომებოდა, შეთანხმების დანარჩენ პუნქტებს უკვე შევათანხმებდით. თუმცა უკრაინას ახლა ეს არ სურს. ჩვენი, როგორც შუამავლების ამოცანა კი ისეთი კრეატიული გამოსავლის პოვნაა, რომელიც არ შევა წინააღმდეგობაში მათ [უკრაინის] სურვილებთან, დაეხმარება მიზნის მიღწევაში და ამასთან, აიძულებს რუსეთს დაასრულოს კონფლიქტი ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინსვლა იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც მსგავსი მოვლენების განმეორებას გამორიცხავს“, - განაცხადა კუშნერმა.
13 სექტემბერი 2026, 14:00
სპორტი
გიორგი კვერნაძე „ჯენოასთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
გიორგი კვერნაძემ იტალიის ჩემპიონატში გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. სერია ა-ს მეოთხე ტურში „ფროზინონემ“ სტუმრად „ჯენოასთან“ ფრედ 1-1 ითამაშა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, 87-ე წუთზე კი შეცვალეს. კვერნაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
13 სექტემბერი 2026, 13:42
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთის არმიამ დარტყმები მიიტანა კიევზე, ოდესასა და უკრაინა-პოლონეთის საზღვართან მდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. 13 სექტემბერს, დილით, რუსული დრონი პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 800 მეტრში, „იაჰოდინის“ გამშვებ პუნქტთან მდებარე სატვირთო ავტომობილს მოხვდა. ინფორმაცია პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა გაავრცელა. კიდევ ერთი დარტყმა საზღვრიდან 2 კილომეტრში, სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივზე განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
13 სექტემბერი 2026, 13:07
საზოგადოება
თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
თბილისში GCCA-ის ორგანიზებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა
13 სექტემბერი 2026, 12:43
მსოფლიო
Insa: გერმანელთა 78% მერცის მუშაობით უკმაყოფილოა
გერმანელების მხოლოდ 14%-ს მიაჩნია, რომ ქვეყნის მოქმედი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, ამ თანამდებობისთვის შესაფერისია. მთავრობის ხელმძღვანელით რესპონდენტთა 78% უკმაყოფილოა, - იუწყება სოციოლოგიური ინსტიტუტ Insa-ს გამოკითხვა, რომელიც Bild-ისთვის ჩატარდა. ერთი კვირის წინანდელ გამოკითხვაში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 16%-ს და 77%-ს შეადგენდა.
13 სექტემბერი 2026, 11:52
რეგიონი
გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
13 სექტემბერი 2026, 11:47
სამართალი
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება
სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება ომის ვეტერანების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ბარამიძემ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში, ქართველ სამხედროებს აფხაზეთის კონფლიქტისას ტყვეების დახვრეტა დააბრალა.
13 სექტემბერი 2026, 11:39
კულტურა
ვენეციის კინოფესტივალის „ოქროს ლომის“ მფლობელი მაი ელ-ტუკის ფილმი გახდა
ვენეციის 83-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ. მთავარი ჯილდოს, „ოქროს ლომის“ მფლობელი დანიელი რეჟისორის, მაი ელ-ტუკის ფილმი „ქალი, უცნობი“ გახდა.
13 სექტემბერი 2026, 11:29
მსოფლიო
შვედეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავს მემარჯვენე უმცირესობის მთავრობა, რომელიც „თიდოს კოალიციის“ პარტიებმა ჩამოაყალიბეს - მემარჯვენე-პოპულისტური პარტია „შვედი დემოკრატების“ მხარდაჭერით. ეს უკანასკნელნი მინისტრთა პორტფელებს არ ფლობენ, თუმცა პარლამენტში სამთავრობო წინადადებებს მხარს უჭერენ.
13 სექტემბერი 2026, 11:19
მსოფლიო
შავ ზღვაში უპილოტო კატარღებს შორის ისტორიაში პირველი საზღვაო შეტაკება მოხდა
უკრაინა საზღვაო დრონების გამოყენებით პირველი საბრძოლო შეტაკების შესახებ იუწყება. გავრცელებული ცნობით, ნორვეგიული დისტანციური მართვის კოშკურით აღჭურვილმა, უკრაინულმა უპილოტო კატარღამ, შავ ზღვაში რუსული უპილოტო კატარღა იპოვა და ჩაძირა.
13 სექტემბერი 2026, 11:18
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე „იგლ ჰილსის“ წინააღმდეგ აქციაზე: 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა. ქართული საზოგადოება ყოველთვის მხარს დაუჭერს ისეთ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს, რომ ეს ქვეყანა განვითარდეს, იყოს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა
„საზოგადოება ბრძენია და არჩევს, თუ რა არის ამ ქვეყნისთვის სასიკეთო და რა არის უარესი. ზუსტად ამიტომ არის, რომ 30-40 ადამიანი შეიკრიბა და ამ ადამიანებს გვერდში ქართული საზოგადოება არ დაუდგა“, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „იგლ ჰილსის“ ინვესტიციის წინააღმდეგ, კრწანინის ტყე-პარკში გამართულ აქციასთან დაკავშირებით.
13 სექტემბერი 2026, 11:13
მსოფლიო
მედია: ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში ახალ სატრანზიტო მარშრუტებზე შეთანხმდნენ
წინასწარ გავრცელებული ცნობით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც ასევე ირანის წყლებში იქნება. ამ მარშრუტებზე გადაადგილება კი ირანის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება. ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ, დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომლის გახსნასაც შტატები მოითხოვდა.


