„ხალხის ძალას“ 5 დეპუტატი და რამდენიმე ექსპერტი შეუერთდა
„ხალხის ძალა“
ფოტო: მეგი ნარსავიძე
ვფიქრობთ, რომ პირველი ეტაპის ამოცანები ჩვენმა მოძრაობამ წარმატებით შეასრულა და დღეს საზოგადოება ბევრად უკეთ არის ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება. თუმცა, საფრთხეები ჯერ კიდევ სრულად არ არის განეიტრალებული, რაც ჩვენს განსაკუთრებულ სიფხიზლესა და ყურადღებას მოითხოვს.
ღრმად გვწამს, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს მშვიდობა, რაც საქართველოსთვის სტაბილური განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაიცვას ის ღირებულებები, რომლებსაც ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება და რომლებიც ქართული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.
„მიგვაჩნია, რომ ამისათვის უმთავრესია, საზოგადოება სრულად იყოს ინფორმირებული ქართული და საერთაშორისო პოლიტიკის კულისებში მიმდინარე პროცესების შესახებ, რათა სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალამ ჩვენი ქვეყანა საფრთხეებისგან დაიცვას.
საზოგადოებრივი მოძრაობა - „ხალხის ძალა“ დავაფუძნეთ რამდენიმე პარლამენტარმა. თუმცა, მოძრაობის შემადგენლობა მალევე გაფართოვდა და პირველივე ეტაპზე, მას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები სხვადასხვა რეგიონებიდან.
დღეს საზოგადოებას გვინდა გავაცნოთ მოძრაობის კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობა, რომელშიც წარმოდგენილი არიან როგორც მოქმედი პოლიტიკოსები, ისე ექსპერტული წრეების წარმომადგენლები და ანალიტიკოსები.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. კერძოდ, ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება ხუთი პარლამენტარი: ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში, ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი.
გარდა ამისა, საზოგადოებრივ მოძრაობას შემოუერთდებიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ექსპერტები: თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი. თითოეული მათგანი ძალზე ღირებული შენაძენია ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის და დარწმუნებული ვართ, ისინი უმნიშვნელოვანეს წვრილს შეიტანენ იმ მიზნების მიღწევაში, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას და მის სტაბილურ განვითარებას უკავშირდება.
საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ძალზე აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მოძრაობის რეგიონული წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია, საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტიდან, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ და ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში მივაწვდით.
დასასრულს, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ, რომელზეც მინიშნებებით გასული კვირების მანძილზე აქტიურად ვსაუბრობდით. ჩვენი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია „პოსტივის“ წილების 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს, სათქმელი საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში, საქართველოს წარმატების უზრუნველყოფისა და ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, - განაცხადა სუბარმა.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 01:52
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
22 ივლისი 2026, 01:00
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.
22 ივლისი 2026, 00:07
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა
სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.
21 ივლისი 2026, 23:29
მსოფლიო
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა
საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.
21 ივლისი 2026, 22:31
მსოფლიო
Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.
21 ივლისი 2026, 21:52
მსოფლიო
ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
21 ივლისი 2026, 21:46
საზოგადოება
კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია
თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
21 ივლისი 2026, 21:20
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.
21 ივლისი 2026, 21:18
საზოგადოება
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა
შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.
21 ივლისი 2026, 21:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
21 ივლისი 2026, 21:06
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
21 ივლისი 2026, 20:45
საზოგადოება
ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა
ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.
21 ივლისი 2026, 20:43
საზოგადოება
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.
21 ივლისი 2026, 20:39
საზოგადოება
მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“
23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.
21 ივლისი 2026, 20:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.
21 ივლისი 2026, 20:35
სამართალი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
21 ივლისი 2026, 20:33
ეკონომიკა
სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის
„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
21 ივლისი 2026, 20:31
ეკონომიკა
13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.
21 ივლისი 2026, 20:29
სამართალი
რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.
21 ივლისი 2026, 20:26
პოლიტიკა
შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.


