იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ფოტო: Facebook
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს შორის მრავალი წელია მიმდინარეობს სამართლებრივი დავები სხვადასხვა იურისდიქციაში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში, შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა. სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიხედვით, „კრედიტ სუისს“-მა მასზე დაკისრებული თანხა, 607.35 მილიონი აშშ დოლარი, სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო გამარჯვებულ მხარეს აღნიშნულ თანხაზე წვდომა გაუჩნდება მას შემდეგ, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება.
ამ ინფორმაციის გაჟღერების კვალდაკვალ, ჩვენ ვაცხადებდით, რომ საქმის განვითარების შესახებ საზოგადოებას კურსში ვამყოფებდით იმ მომეტებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საკითხის მიმართ არსებობს. ამ პრეს რელიზის მიზანი სწორედ საზოგადოების ინფორმირებაა კიდევ ერთი სასამართლო დავის შესახებ, რომლის არსებითი განხილვები სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში. ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მოხდა თავად მთავარი მოსარჩელის, ბატონი ივანიშვილის გამოკითხვაც.
სადავო საკითხის პრეცედენტული მნიშვნელობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ სადავო თანხა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება (საიდანაც არსებობს გარკვეული გადაფარვები ბერმუდაზე მიკუთვნებულ თანხასთან, ხოლო წმინდად დასაკისრებელი თანხა, მოსარჩელის პოზიციით, 900 მილიონ აშშ დოლარს აღემატება), სასამართლოს მიმდინარეობა ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით. აღნიშნულის დასტურად, საკმარისია აღვნიშნოთ, რომ სინგაპურში მიმდინარე პროცესი ჯამურად, დაახლოებით, 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა. მათ შორის, სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“. საყურადღებოა, რომ თემა არ გაშუქდა ბატონი ივანიშვილისადმი ჩასაფრებულ პოზიციაში მყოფი მედიის მიერ საქართველოში, რის მიზეზიც, ვფიქრობთ, ცხადია, თუკი გავეცნობით ამავე საკითხზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურებას, რომელიც ცალსახად პოზიტიური იყო მოსარჩელე მხარისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის („კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული სატრასტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ტრასტიდან, რომელიც ემსახურებოდა კლიენტს) პოზიციებს საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა: პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები. ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ბატონი ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის. ჩვენ შეგნებულად აღარ შევალთ უფრო დეტალურ შეფასებაში და წინ არ გავუსწრებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, თუკი დავაკვირდებოდით სასამართლო პროცესს, იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი. კრიტიკული მედიის მხრიდან ამ საკითხზე დუმილი, ვფიქრობთ, სწორედ ამგვარ რეალობას - ბატონი ივანიშვილის მიერ წარმატებულად წარმართულ პროცესს მიეწერება.
გვსურს ყურადღება გავამახვილოთ დავის მიმდინარეობისას გამოკვეთილ კიდევ რამდენიმე საგულისხმო გარემოებაზე, რაც საზოგადოებას პროცესის უკეთ, უფრო ნატურალურად აღქმის უკეთეს მისცემს. მათ შორის აღსანიშნავია, რომ პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, სცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე. მეტიც, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ჩვენების მიცემისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა დანაშაულებს. მოსამართლემ იქვე დაუსვა ბანკს შეკითხვა ამ საკითხზე, რის შედეგადაც ბანკი იძულებული გახდა მარტიდან გაჩერებული თანხების ნაწილი გადმოერიცხა კლიენტისთვის. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე ტრასტის მიერ ამავე პერიოდიდან, მარტის თვიდან გაჩერებული ძირითადი თანხები, რასაც ბანკი „აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერდა, კვლავაც არ არის გადმორიცხული. ამ საკითხზე სინგაპურის სასამართლო რეაგირებას ვერ მოახდენდა, რადგან ხსენებული მეორე ტრასტი სხვა იურისდიქციას ეკუთვნის. საგანგებოდ ხასგასასმელია ისიც, რომ სინგაპურის ტრასტიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს „კრედიტ სუისს“-ის ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული თანხებისა. თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამე გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის. ამდენად, ბანკი ხელწერა არ შევლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირე-აქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია.
ვფიქრობთ, უფრო სიმპტომატურია ის, რომ „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფის იურიდიული სამსახურის უფროსი, რომელიც სხდომებს მთელი სამი კვირის განმავლობაში ესწრებოდა, იმდენად შეწუხდა მოპასუხე მხარის სუსტი პოზიციით, რომ უშუალოდ სხდომების პარალელურად გაუკეთა მოსარჩელე მხარეს შეთავაზება მორიგების შესახებ. მას არაერთი მცდელობა ჰქონდა მოსარჩელის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისა და ღიად აღნიშნავდა, რომ თავადაც აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ბანკმა საკითხი სასამართლომდე მიიტანა და შვეიცარიაშივე არ უზრუნველყო საკითხის მოგვარება, კლიენტის სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილების გზით. მეტიც, მან გამოთქვა მზაობა ჩამოსულიყო საქართველოში და პირადად გაესაუბრა ბატონ ივანიშვილთან და ბოდიშიც კი მოეხადა ბანკის ქმედებებისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში. ბანკის წარმომადგენლის ამგვარი მოქმედება, ზოგადად, ჯდება ბანკის პოლიტიკაში, რადგან ბანკი ყოველთვის ცდილობს ამგვარი პრობლემური საკითხები რაც შეიძლება მოკლე დროში და უხმაუროდ დაასრულოს, კლიენტთან მოლაპარაკების გზით. ამ მხრივ, ბატონ ივანიშვილთან დავა გამონაკლისი აღმოჩნდა, რადგან ბანკს მანამდე არცერთხელ მოლაპარაკების მზაობა არ გამოუმჟღავნებია. ბატონი ივანიშვილის პასუხი მდგომარეობდა იმაში, რომ ბანკს ჯერ სამართლიანობა უნდა აღედგინა და მის მიერ მარტის თვიდან დაკავებული ის თანხა უნდა გადმოერიცხა, რომელიც არ არის სადავო და რომ ეს თანხა მოლაპარაკების ნაწილი ვერ იქნებოდა. ამდენად, ბატონი ივანიშვილი არ იყო მზად სამართლიანობის აღდგენამდე და ფაქტობრივი შანტაჟის პირობებში ეწარმოებინა მოლაპარაკება. უცნაურია, რომ ბანკის მაღალი რანგის წარმომადგენლის რამდენიმე-დღიანი აქტიური მცდელობების შემდეგ, ბანკმა, შეიძლება ითქვას, მკვეთრად დაამუხრუჭა პროცესი, რაც გვაფიქრებინებს, რომ დამოკიდებულების ასეთი უეცარი ცვლილება ბანკის ტოპ მენეჯმენტის შიდა კონსულტაციის შედეგს წარმოადგენს.
მეორე გარემოება, რომელიც პროცესში მონაწილე „ემ-ქეი-დი“-ს გუნდის დაკვირვების შედეგს წარმოადგენს არის შემდეგი: როგორც ბერმუდაზე, ისე სინგაპურში მიმდინარე პროცესზე გამოიკვეთა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგები კლიენტის ანგარიშებზე დაფიქსირებულია 2008-2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევებისა და დანაშაულის სიმრავლე და ხასიათი უპრეცედენტო იყო, ბანკმა აღნიშნული დარღვევები მხოლოდ 2015 წელს დააფიქსირა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც კლიენტმა მის ანგარიშზე არსებული მსხვილი თანხების სხვა მისამართით გადარიცხვა განიზრახა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ანგარიშებზე თანხები იმაზე მკვეთრად მცირე იყო, ვიდრე ბანკის მიერ კლიენტისთვის მიწოდებულ მონაცემებში ჩანდა. ამის შემდეგ, ბანკმა დასწრებაზე მიმართა პროკურატურას თავისივე თანამშრომლის წინააღმდეგ, რათა ბატონი ივანიშვილის მოსალოდნელი საჩივარი და განცხადებები გადაეფარა. შედეგად, მილიარდიან და მრავალ-წლიან ზიანზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი თანამშრომლისკენ მიიმართა, რომელსაც ბრალიც და მსჯავრიც დაედო. ერთი პირის მიმართ დაკისრებული პასუხისმგებლობის ფონზე, ჩვენი გაოცება გამოიწვია იმ გარემოება, რომ შვეიცარიის ფინანსური მარეგულირებელი ორგანოს (FINMA) დასკვნის მიხედვით, ბანკის მენეჯმენტს ჯერ კიდევ 2010 წელს სცოდნია არსებული დარღვევების შესახებ, როდესაც ბანკის შიდა კონტროლის სისტემამ ასეულობით განგაშის სიგნალი (alert) დააფიქსირა მოცემული დარღვევების შესახებ. ბანკის მენეჯმენტმა ხსენებული საგანგაშო სიგნალები სრულად უგულებელყო და შექმნა კომფორტული სივრცე იმისთვის, რათა ბატონი ივანიშვილის მიმართ დანაშაული დამატებითი წლების განმავლობაში გაგრძელებულიყო. მეტიც, ბანკი არათუ უშვებდა დამნაშავე თანამშრომლის მიერ თავისი პოზიციის კვლავაც დაკავებას და დანაშაულის ჩადენას, არამედ დამატებით ბონუსებს უხდიდა ამავე თანამშრომელს. ობიექტური დამკვირვებელს, თუკი მოუსმენდა სხდომის მიმდინარეობას და მოწმეთა ჩვენებებს, შეუძლებელია მას არ გასჩენოდა განცდა, რომ ბანკის მენეჯმენტმა, სულ მცირე 2010 წლიდან მოყოლებული, შეგნებულად დაუშვა კლიენტის მიმართ დანაშაული და მისი ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად დაზიანება.
მართალია, სინგაპურში მიმდინარე პროცესის გაშუქებას ვერცერთმა სექტორულმა (ფინანსებით, საბანკო სფეროთი და ეკონომიკით დაინტერესებულმა) მედია საშუალებამ თავი ვერ აარიდა ვერც საერთაშორისო დონეზე და ვერც შვეიცარიაში, მაგრამ საგულისხმოა ისიც, რომ ამ ფონზეც კი, შვეიცარიული მედია დღემდე თავს იკავებს ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის გამოქვეყნებისგან, რომელზეც ივლისის თვეში ვსაუბრობდით: კლიენტი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ ბანკის მენეჯმენტი შეგნებულად აზიანებს არამხოლოდ ბანკს, არამედ მთელი შვეიცარიული საბანკო სექტორის რეპუტაციას, რაც, თავის მხრივ, დარტყმის ქვეშ აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოსაც. სინგაპურში მიმდინარე პროცესი კიდვ ერთხელ აჩვენებს, რომ ბანკის მენეჯმენტი თვით-დაზიანების რეჟიმში იმყოფება და მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს შვეიცარიის სახელმწიფოს იმიჯსაც.
რომ შევაჯამოთ:
პირველი, ბატონი ივანიშვილისთვის განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ მის ფინანსურ მდგრადობაზე ყველაზე დიდი დარტყმის მიყენება ბანკის მიერ მოხდა 2008-2010 წლებში, რაზეც ბანკის მენეჯმენტის რეაგირება იყო არა დამნაშავე თანამშრომლის გამოაშკარავება, არამედ, პირიქით, მისი წახალისება და ეს მდგომარეობა გაგრძელდა მანამ, სანამ თავად ბატონი ივანიშვილის გადაწყვეტილების შედეგად, ბანკს აღარ დარჩა სხვა გზა, გარდა პროკურატურისთვის დასწრებაზე მიმართვისა;
მეორე, ჩვენს გაკვირვებას იწვევს ის, რომ საბანკო ჯგუფის ახლად-დანიშნულმა იურიდიული სამსახურის უფროსმა სრულიად კორექტული პოზიცია დაიკავა, რაც მდგომარეობდა ბანკის წინა პერიოდში განხორციელებული ქმედებებით აღშფოთებასა და საკითხის სასწრაფოდ მორიგების გზით დარეგულირების მზაობაში, რაც, მათ შორის, საქართველოში ვიზიტსა და ბოდიშიც მოხდასაც კი გულისხმობდა, თუმცა რამდენიმე დღეში მან მკვეთრად შეიცვალა პოზიცია (რისი მიზეზიც ნამდვილად არ ყოფილა სასამართლო დავაში ბანკის პოზიციის რაიმეგვარი გაუმჯობესება, პირიქითაც) და თავისივე ინიცირებულ საკითხზე ყველანაირი კომუნიკაცია შეწყვიტა;
მესამე, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია შვეიცარიული მედიის მიდგომა, რომ მიუხედავად დავის ფართოდ გაშუქებისა და, მათ შორის, იმის აღნიშვნისა, რომ ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია, ყველა მედია საშუალება მაინც ერიდება ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის შემცველი წერილის გამოქვეყნებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად შეგნებულად აზიანებს ბანკს, საბანკო სისტემასა და სახელმწიფოს იმიჯს. სამწუხაროდ, ბანკის გადაწყვეტილება, რომ მისივე ინიცირებული მორიგების პროცესი თავადვე შეეწყვიტა, სრულიად ჯდება ამ ხაზში.
და მეოთხეც, ის ერთადერთი თანამშრომელიც კი, რომელსაც ბრალი დასდეს მრავალ-წლიან და მილიარდიან დანაშაულში, მხოლოდ ხუთ-წლიანი სასჯელით შემოფარგლა შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ, რის შემდეგაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ფაქტის კონსტანტირება იქნებოდა იმის აღნიშვნაც, რომ სამოქალაქო დავების არსებითი განხილვის დაწყებამდე ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას მოცემულ საკითხზე ნებისმიერი არსებითი განვითარების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 11:15
მსოფლიო
სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას CNN-ისთვის, MS NOW-სა და Politico-სთვის თეთრი სახლის აკრედიტაციების აღდგენა დაავალა
ერთი კვირის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნული მედიასაშუალებების ჟურნალისტები ყალბი ამბების გავრცელებაში დაადანაშაულა და მათ თეთრ სახლში შესვლა აუკრძალა. სამივე გამოცემამ სასამართლოში ერთობლივი სარჩელი შეიტანა. სარჩელში აღნიშნული იყო, რომ აკრძალვა არღვევს კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც სიტყვისა და პრესის თავისუფლებას უზრუნველყოფს, და ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონიერ უფლებას ართმევს.
24 სექტემბერი 2026, 11:06
მსოფლიო
რუსეთის იერიშს კიევში 2 ადამიანი ემსხვერპლა
„დღეს რუსებმა კიევზე ბალისტიკური დარტყმა სწორედ იმ მომენტში განახორციელეს, როდესაც კონგრესმენებთან შეხვედრაზე ლინდსი გრემის კანონპროექტსა და სანქციების გამკაცრების აუცილებლობას განვიხილავდით. რუსეთი ამ ომს ზეწოლის გარეშე არ დაასრულებს“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 11:06
ეკონომიკა
გიგლა თამაზაშვილი: ჩვენი მიზანია, თითოეულ წყალმომხმარებელს ჰქონდეს სწრაფი, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახლად ჩამოყალიბებული სამსახურის ფუნქციები, სამუშაო პროცესში შესაძლო გამოწვევები, ოპერატიული რეაგირების მექანიზმები და მომსახურების გაუმჯობესების საკითხები განიხილეს.
24 სექტემბერი 2026, 11:05
საზოგადოება
უწყებათაშორისმა კომისიამ საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული განვითარების საკითხებზე, მათ შორის თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე, იმსჯელა
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ხელმძღვანელობდნენ.
24 სექტემბერი 2026, 10:59
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ქუჩის პროტესტზე: ეს არის ჩვეულებრივი აგრესიული თემი, რომლის მიზანიც არის დესტრუქციის შემოტანა საზოგადოებაში. აქ გამორჩეული როლი აქვთ ბრიუსელის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში კვებავდნენ სწორედ ამ დესტრუქციას ქართულ საზოგადოებაში
ყველაფერი თავისი გარდაუვალი დასასრულისკენ წავიდა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ქუჩის პროტესტის შესახებ, რომელზეც ვრცელი პოსტი დღეს სოციალურ ქსლეში პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა.
24 სექტემბერი 2026, 10:56
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთში 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით ხელის ტრაქტორები გადაეცა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 29 დევნილს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, ხელის ტრაქტორები გადაეცა.
24 სექტემბერი 2026, 10:45
პოლიტიკა
მუსიკოსი „კორძი" გაუქმებული კონცერტის გამო, ორგანიზატორებისგან პასუხს ითხოვს: ღონისძიების სპონსორები, ევროკავშირი, გოეთეს ინსტიტუტი და დანიის კულტურის ინსტიტუტი, ფიქრობენ, რომ ასეთ სიტუაციაში რეაგირების არარსებობა ნორმალურია - მე ვფიქრობ, რომ ეს ნორმალური არ არის
მუსიკოსი „კორძი", მის გაუქმებულ კონცერტთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და აკრიტიკებს ღონისძიების სპონსორებს - ევროკავშირს, გოეთეს ინსტიტუტსა და დანიის კულტურის ინსტიტუტს, რომლებმაც, მისი თქმით, ეს სიტუაცია რეაგირების გარეშე დატოვეს.
24 სექტემბერი 2026, 10:36
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს ოკუპაციაზე, ხაზს გაუსვამს დიპლომატიისა და შერიგების მნიშვნელობას, ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და სტრატეგიულ პროექტებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით დღეს გამოვა, - განუცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.
24 სექტემბერი 2026, 10:34
საზოგადოება
ლაშა ავალიანი WOAH-ის ევროპის რეგიონული კომისიის კონფერენციაში მონაწილეობდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ლატვიის ქალაქ რიგაში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) ევროპის რეგიონული კომისიის რიგით 32-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
24 სექტემბერი 2026, 10:30
თავდაცვა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ქართველი, თურქი და აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურეები ზაფხულის საბაზისო კურსს გადიან.
24 სექტემბერი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს და 4 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 10:29
კულტურა
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმს მასპინძლობს
ღონისძიება საზეიმოდ ქართული სტუდენტური და ახალგაზრდული ანსამბლების კონცერტით გაიხსნა. ანსამბლები და მეცნიერები ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ. ღონისძიების ფარგლებში დღეს კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გაიმართება კონცერტი, დიდი ბრიტანეთიდან, შოტლანდიიდან, ავსტრალიიდან, საფრანგეთიდან და უნგრეთიდან ჩამოსული ანსამბლების მონაწილეობით.
24 სექტემბერი 2026, 10:25
საზოგადოება
კინოს სახლში ფილმის „დაუვიწყარი სიყვარული” პრემიერა გაიმართა
კინოსურათი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაღუპულ ადამიანებსა და მათ ხსოვნას ეძღვნება. ფილმის სიუჟეტი ერთი წყვილის სიყვარულის ისტორიის ფონზე ვითარდება. ნინო მირცხულავას ნამუშევარი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა, მაყურებელს სოხუმის ქუჩებში ამოგზაურებს და ახსენებს იმ დროს, როდესაც ომამდე სხვადასხვა ეროვნების ადამიანები მშვიდობიანად, სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით თანაცხოვრობდნენ.
24 სექტემბერი 2026, 10:24
სამართალი
პოლიციამ კახეთში 100 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 3 პირი დააკავეს.
24 სექტემბერი 2026, 10:24
კულტურა
ნიუ-იორკის სასამართლომ ჰარვი ვაინშტაინს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სასამართლოში გამოსვლისას ვაინშტაინმა საკუთარი უდანაშაულობის შესახებ განაცხადა. „გულწრფელად ვწუხვარ იმ ტკივილის გამო, რაც მირიამ ჰეილიმ განიცადა. თუმცა იძულებული ვარ, კიდევ ერთხელ განვაცხადო ჩემი უდანაშაულობის შესახებ“, - აღნიშნა მან.
24 სექტემბერი 2026, 10:17
სპორტი
17 ოქტომბერს საქართველოში ქართული საბრძოლო ორგანიზაცია „რკენა“ და ამერიკული MMA-ის გიგანტი PFL ისტორიულ ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ
საქართველო MMA-ის მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლებს. 17 ოქტომბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, ქართული საბრძოლო ორგანიზაცია „რკენა“ და ამერიკული MMA-ის გიგანტი PFL ისტორიულ ერთობლივ ღონისძიებას გამართავენ.
24 სექტემბერი 2026, 10:13
სპორტი
სპორტის მინისტრი ძიუდოისტთა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა
ქალაქ ყვარელში ქართველი ძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის დასკვნით შეკრებას გადიან. შალვა გოგოლაძემ მათ წარმატებული ასპარეზობა უსურვა და აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობის მხარდაჭერა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
24 სექტემბერი 2026, 10:12
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებასა და სამეზობლოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
24 სექტემბერი 2026, 10:11
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები
გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განიხილეს პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები. „მოხარული ვარ გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრით. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა, გაეროს როლი საქართველოში კონფლიქტის მოგვარების პროცესში და პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობები“, - წერს პრემიერ-მინისტრი.
24 სექტემბერი 2026, 10:08
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას.


