www.imedi.ge /  05 ოქტომბერი 2022, 13:32 / სანდო წყარო

ანდრია გვიდიანი: ბიძინა ივანიშვილს და credit suisse-ის შორის დავა არის დავა შვეიცარიულ საბანკო სისტემასთან, რომელიც, როგორც აღმოჩნდა არც ისეთი პირნათელი და უმწიკვლოა, როგორიც გვეგონა

ანდრია გვიდიანი

ანდრია გვიდიანი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი იურიდიული ფირმა „MKD“-ის პრეს-რელიზს ეხმიანება სინგაპურში მიმდინარე სასამართლო პროცესისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების შესახებ.

ექსპერტის თქმით გარდა იმისა, რომ ამ დავით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია, ასევე, თავდაყირა დგება მედიის ობიექტურობის სტანდარტები.

მისივე თქმით სასაცილოა ქართული ე.წ. კრიტიკული მედიის დამოკიდებულება, რომლებიც ერთ სიტყვას არ ამბობენ ისეთ საქმეზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია.

„ბიძინა ივანიშვილს და credit suisse-ის შორის დავა არ არის მხოლოდ ერთ რიგით კლიენტს და ერთ რიგით ბანკს შორის დავა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის შვეიცარიულ საბანკო სისტემასთან დავა, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არც ისეთი პირნათელი და უმწიკვლოა, როგორიც გვეგონა.

მიმდინარე დავით მიყენებული გამოუსწორებელი თვითდაზიანების შედეგები კონკრეტული რიცხვებიდანაც ჩანს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში თაღლითი Credit Suiss-ის აქციების ფასი საფონდო ბირჟებზე თითქმის 60%-ით შემცირდა. წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ანალიტიკოსები კი პოზიტიურ, საბაზისო და ნეგატიურ სცენარებშიც ბანკის აქციების ფასის კიდევ უფრო მეტად შემცირებას პროგნოზირებენ. ცხადია, ეს არის თავისუფალი ბაზრის პასუხი იმ ბოლშევიკურ მეთოდებზე, რომელიც ბანკის მხრიდან ივანიშვილის მისამართით ხორციელდება.

გარდა იმისა, რომ ამ დავით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება მთლიანად შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია, ასევე, თავდაყირა დგება მედიის ობიექტურობის სტანდარტები. მაშინ როცა მაღალი საერთაშორისო ინტერესიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები აშუქებენ მიმდინარე დავას (თითქმის 1 მილიარდიანი აუდიტორია) ჯიუტად არაფერს იმჩნევს შვეიცარიული მედია. რა თქმა უნდა, ეს არის თავისუფალი სიტყვის ჩახშობის ძალიან უნიჭო მცდელობა, რაც, ბუნებრივია, უშედეგო იქნება.
აღნიშვნის ღირსიც არ არის, მაგრამ უბრალოდ სასაცილოა ქართული ე.წ. კრიტიკული მედიის დამოკიდებულება, რომლებიც ერთ სიტყვას არ ამბობენ ისეთ საქმეზე, რომელიც მსოფლიოში წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია. ეს გასაგებიც არის, ამ ე.წ კრიტიკულ მედიებს, არაფერი აქვთ საერთო ჟურნალისტიკასთან და მედიასთან და აქ ახალი არაფერია.

რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე პროცესს - მიუხედავად იმისა, რომ ბანკის წარმომადგენლები შარაგზის ყაჩაღებივით იქცევიან, ბიძინა ივანიშვილმა ერთი დავა ბერმუდაში უკვე მოიგო. თაღლით ბანკს ზიანის ანაზღაურებაც უკვე დაევალა და აუნაზღაურდება კიდეც. დარწმუნებული ვარ, ივანიშვილი სინგაპურში მიმდინარე დავასაც მოიგებს და სამართალი აუცილებლად იზეიმებს“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

06 დეკემბერი 2022, 11:30

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაციონალურმოძრაობაზე“: ამ ადამიანებს სააკაშვილის ფაქტორი სჭირდებათ საკუთარი პოლიტიკური სპეკულაციების გასაღრმავებლად და მისი ჯანმრთელობა და ბედი არანაირად არ აინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომისთვის ემზადება. ხუთ დღეში გაირკვევა, რა წესით აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა. გიორგი ვოლსკის თქმით, ეს არის დაპირისპირებული ჯგუფების აყალ-მაყალი.

რატი იონათამიშვილი

06 დეკემბერი 2022, 11:26

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ჩვენი ქვეყანა პროაქტიულად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობამდე

ჩვენი ქვეყანა პროაქტიულად ასრულებს ყველა იმ ვალდებულება, რამაც საბოლოო ჯამში, უნდა მიგვიყვანოს ევროკოვშარის სრულუფლებიან წევრობამდე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

06 დეკემბერი 2022, 11:24

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მართლა სირცხვილია, როდესაც ორგანიზაცია "სირცხვილია" მონაწილეობს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და ამერიკელი გადამხდელების მიერ მიღებულ ფულს ხელისუფლების არალეგიტიმური ცვლილების ორგანიზებაში გეგმავს

იქნებ კეთილი ინებოთ ძვირფასო პარტნიორებო, "სირცხვილიას" დამფინანსებლებო დასავლეთიდან - გაემიჯნოთ თქვენი გამოკვებილი რადიკალების ამ უღირს ქმედებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ყველა "სიჩუმე" ქართველ ხალხს აფიქრებინებს, რომ სწორედ თქვენ დგახართ ამ ყველაფრის უკან- ამის შესახებ “ხალხის ძალის წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი შოთაძე

06 დეკემბერი 2022, 11:19

პოლიტიკა

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე საპროკურორო საბჭოს საქართველოს პროკურატურის 2022 წლის 9 თვის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

06 დეკემბერი 2022, 11:14

საზოგადოება

საჯარო რეესტრის IT პროექტმა „ელექტრონული ოქმის აპლიკაცია“ GITI 2022-ზე ჯილდო მიიღო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს IT პროექტი - ელექტრონული ოქმის აპლიკაცია - ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონულ კონკურს “GITI 2022-ზე”, ნომინაციაში წარმატებული IT ინოვაცია, გამოხატული ბიზნეს პროცესის გამარტივებაში, ყველაზე ინოვაციურ IT პროდუქტად დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 11:07

რეგიონი

„ბათუმი ავარიული სახლების“ პროექტის ფარგლებში, 688 ოჯახს ახალი ბინები აუშენდება

კომპლექსის საერთო სამშენებლო ფართი 53 ათას კვ. მეტრს მოიცავს, სადაც საცხოვრებელი შენობების გარდა განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები და ტრენაჟორები, მოეწყობა მწვანე სივრცეები, საპარკე ინვენტარი, განათება და სანიაღვრე სისტემები. ბათუმის მერიამ შესაბამისი სამშენებლო ტენდერი უკვე გამოაცხადა შემდეგ 3 მისამართზე:

06 დეკემბერი 2022, 11:06

საზოგადოება

შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში დასაქმების ფორუმი გაიმართა

შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ღონისძიებაზე, 20-მდე კომპანიამ და ორგანიზაციამ 100-ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ერთიან სივრცეში დამსაქმებლებს შეხვედროდნენ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია და სასურველი ვაკანსიები შეერჩიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 10:42

მსოფლიო

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

24 თებერვლიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6702 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ასეთია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ბოლო მონაცემები.

06 დეკემბერი 2022, 10:41

თავდაცვა

საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმებს გაეცნენ

თავდაცვის ატაშეების ასოციაციის ყოველწლიური გეგმის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ატაშეები თავდაცვის უწყების ნატოს სტანდარტებით ტრანსფორმაციის პროცესსა და სამომავლო გეგმებს ეცნობიან, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათვე ინფორმაციით, დიპლომატებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. მან მოწვეულ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

06 დეკემბერი 2022, 10:40

ეკონომიკა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ ქალაქ ციურიხში მოაწერეს.

06 დეკემბერი 2022, 10:36

ტექნოლოგიები

მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ავტომობილი წარმოების ეტაპზე გადავიდა

ჰოლანდიურმა ავტომწარმოებელმა, Lightyear-მა, რომელიც უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის ტექნოლოგიებს იკვლევდა, ავტომობილი საბოლოო – წარმოების ეტაპზე გადაიყვანა. კომპანიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Lightyear 0-ის წარმოება საბოლოოდ დაიწყო და ის დღის სინათლეს სულ მალე იხილავს.

06 დეკემბერი 2022, 10:22

ეკონომიკა

ბერლინში „ქართული ღვინის კვირეული“ გაიმართა

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ბერლინში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე 10 მცირე მარნის ქართული ღვინოების დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ბარის „საამური“ ორგანიზებით გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ის ღვინოები, რომლებიც დღეისათვის, გერმანიის ღვინის ბაზარზე არ იყიდება.

06 დეკემბერი 2022, 10:17

საზოგადოება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ხელშეწყობით ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამები გრძელდება. ცენტრის ხელშეწყობით ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ. მოზარდები სპორტული ორთაბრძოლის სახეობას მწვრთნელის დახმარებით დაეუფლებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

06 დეკემბერი 2022, 10:11

სამართალი

ყალბი დოკუმენტებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე
ტანია ფაიონი

06 დეკემბერი 2022, 09:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე სლოვენიის ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ, ტანია ფაიონს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვენიის ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტანია ფაიონთან გამართა შეხვედრა.

06 დეკემბერი 2022, 09:55

საზოგადოება

საქართველო პროფესიული განათლების ევროპულ ფორუმზე წარდგა

პროფესიული უნარების სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიება პროფესიული განათლების წამყვანი ცენტრების ინიციატივის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2022, 09:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველო მტკიცედ ეკუთვნის ევროპას

საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, შალვა პაპუაშვილმა რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კლიმატის და სამხედრო მიმართულებით გამოწვეულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ ცვლილებების მიუხედავად, საქართველო ახერხებს და საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს ინარჩუნებს.

06 დეკემბერი 2022, 09:46

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 11 თვეში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

2022 წლის 11 თვეში საქართველოში 4,862,247 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის იანვარი-ნოემბრის პერიოდთან შედარებით ზრდა +185.5%-ია. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების აღდგენის მაჩვენებელი 55.9%-ს შეადგენს.

შალვა პაპუაშვილი

06 დეკემბერი 2022, 09:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა კლინგენდაილის ინსტიტუტში გამართულ საჯარო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

ექსპერტების კითხვების პასუხად, შალვა პაპუაშვილი დისკუსიის მონაწილეებს საქართველოს ევროპულ არჩევანზე ესაუბრა. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

06 დეკემბერი 2022, 09:34

პოლიტიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

2012 წელს ქართული დემოკრატიის 9-წლიანი უკუსვლა დემოკრატიის შეუქცევადმა წინსვლამ ჩაანაცვლა. თუმცა, საქართველოს „დაუძინებელი მეგობრების“ გადმოსახედიდან, ყველაფერი უკუღმა მოჩანს. მათი ე.წ. აღქმების მიხედვით, ნაცმოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმი იყო „დემოკრატიის შუქურა“, რომლის ჩაქრობის შემდეგ ქართულ დემოკრატიას სინათლე აღარ ღირსებია, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია აღნიშნული.