06 ოქტომბერი 2022, 14:06 / სანდო წყარო

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს

ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 98 ხმით, ერთხმად „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ ცვლილების პროექტი მიიღო.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, ევროკავშირის მიერ შემუშავებულ 12 რეკომენდაციას შორის, ერთ-ერთი იყო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და დახვეწა. ამასთან დაკავშირებით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი რომელშიც მონაწილეობდნენ, როგორც მმართველი გუნდის ასევე, საპარლამენტო ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩატარდა ნორმატიული აქტების კვლევა და მიღებული შედეგები გარკვეულწილად დაედო საფუძვლად იმ ცვლილებების განხორციელებას, რაც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდას ემსახურებოდა“ - განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საკითხის წარდგენისას.

მისი ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით მთელი რიგი რეკომენდაციები მიიღო, რასაც წინ კომიტეტის მხრიდან ნორმატიული აქტების აღსრულების კვლევის ჩატარება უსწრებდა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ძირითადი საკითხები, რომლებიც საპარლამენტო კონტროლის ცალკეულ მექანიზმებს მოიცავს და რომლებსაც შეეხო ცვლილებები, არის პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირების მოსმენა, თემატური მოკვლევა, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება, კომიტეტისათვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადებში შესრულება.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, აღნიშნული საკითხების ირგვლივ სამუშაო ჯგუფში, მიმდინარეობდა განხილვა და შემუშავებული რეკომენდაციები კომიტეტმა რეგლამენტის წარმოდგენილ პროექტში ასახა.

კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნის შესაბამისი თანამდებობის პირისთვის გაგზავნის ვადა, არაუგვიანეს 3 დღისა.

მომხსენებლის ინფორმაციით, პროაქტიული კონტროლის დაწესების მიზნით, შემოღებული იქნა დამატებითი მექანიზმები.

ცვლილების თანახმად, ზუსტდება, რომ შესაბამისი თანამდებობის პირისგან დოკუმენტების, დასკვნებისა და სხვა საჭირო მასალების მოთხოვნის საფუძველია კომიტეტის გადაწყვეტილება.

წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, მცირდება პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა, რომელიც ნაცვლად 15 დღისა, განისაზღვრება 10 დღით. ამასთან, ცვლილება შეეხება აღნიშნული ვადის გაგრძელების საკითხს.

მომხსენებლის ინფორმაციით, გარდა ამისა, პარლამენტის წევრის კითხვის აღსრულებისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით ხდება სისტემატური მონიტორინგის მექანიზმის შემოღება.

კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის წევრთა მეტი ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, მთავრობის წევრი ვალდებული ხდება მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსნებით გამოსვლამდე 5 დღით ადრე მოხსენება წერილობითი ფორმით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.

რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, მცირდება კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და ნაცვლად სიითი შემადგენლობის უმრავლესობისა გადაწყვეტილების მიღება მოხდება კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.

გარდა აღნიშნულისა, ცვლილება შეეხება თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ დასკვნის მოსამზადებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელების საკითხს.

კანონპროექტის თანახმად, არსებული წესისგან განსხვავებით თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა შესაძლებელი იქნება მიუხედავად იმისა, თემატური მოკვლევის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია ცალკეული კომიტეტის, თუ პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ. აქვე განისაზღვრება თემატური მოკვლევის საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანის შემთხვევაში, მისი განხილვის პროცედურა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა, ცვლილება შედის ინტერპელაციის წესში. საკანონმდებლო ინიციატივა განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესსაც.

კენჭისყრის შედეგად, პარლამენტმა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ყველა სიახლე

თამარ ჩიბურდანიძე

19 აპრილი 2026, 15:55

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა

„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

19 აპრილი 2026, 15:55

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 15:55

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 15:35

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.

19 აპრილი 2026, 15:02

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.

19 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება

Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.

19 აპრილი 2026, 14:47

მსოფლიო

ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია

„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან­ დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.

19 აპრილი 2026, 14:32

ეკონომიკა

ილია წულაია: „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში

საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi- ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ, - აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.

19 აპრილი 2026, 14:30

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

„შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ჩვენ დავრჩებით ბრძოლის ველზე სასხლეტზე თითით, რათა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

19 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა

ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.

ლევან მაჭავარიანი

19 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით

„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

19 აპრილი 2026, 14:16

მსოფლიო

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.

სერგეი ლავროვი

19 აპრილი 2026, 14:10

მსოფლიო

ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს

„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.

19 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა

მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აპრილი 2026, 13:45

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

19 აპრილი 2026, 13:35

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს

დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.

19 აპრილი 2026, 13:33

საზოგადოება

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.

19 აპრილი 2026, 13:21

რეგიონი

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.

19 აპრილი 2026, 13:04

სპორტი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

საერთაშორისო არენაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმატებით დაბრუნდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფილადელფიაში გამართულ ტურნირზე მან ამერიკელ მოჭიდავეს დაძაბულ ბრძოლაში 8:5 აჯობა.