06 ოქტომბერი 2022, 15:50 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე „კრედიტ სუისზე“: თუ არ არის ბანკის ფინანსური ინტერესი, გამოდის, რომ რაღაც სხვა ინტერესია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინტერესი არ არის დაკავშირებული ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკასთან

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

თუ არ არის ბანკის ფინანსური ინტერესი, გამოდის, რომ რაღაც სხვა ინტერესია. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ინტერესი არ არის დაკავშირებული ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკასთან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში ბიძინა ივანიშვილისა და „კრედიტ სუისის“ დავაზე საუბრისა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული დავის მიმდინარეობას აკვირდებიან. ამ მხრივ მათთვის საინტერესო იყო ბიძინა ივანიშვილის წერილი, სადაც მკაფიო მინიშნება იყო, რომ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი „თანხების გაჩერებას კავშირი შეიძლება ჰქონდეს გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან“.

„თუ თანხების გაჩერების მიზეზი არის ჩვენს მიერ განხორციელებული სამშვიდობო პოლიტიკა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი განსაკუთრებული შეშფოთების საგანი შეიძლება გახდეს. ფაქტია, რომ რაღაც სუფთად არ არის. როდესაც ბანკი საკუთარ თავს აზიანებს ასეთი უხეში ფორმით, რა თქმა უნდა, იქ მხოლოდ ფინანსური ინტერესი ვერ იქნება. პირიქით, ფინანსურად ანგრევს საკუთარ თავს „კრედიტ სუისი“. წარმოიდგინეთ, ფინანსური ინტერესი არ ჩანს, რადგან ფინანსურად ანგრევს საკუთარ თავს. გამოდის, რომ არის რაღაც სხვა ინტერესი. როდესაც ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური, რა თქმა უნდა, ეს მსჯელობა თავისთავად ლოგიკურია. ის, რომ სასამართლო პროცეს ამდენი ხანი გრძელდება, ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტის ერთგვარი თვითმიზანია, თვითდაზიანება. ბანკს აზიანებენ ბოლომდე“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, შვეიცარიის ბანკის ანგარიშიდან არათუ გააქრეს თანხა და ამ დრომდე თანხის დაბრუნების საკითხს აჭიანურებენ.

„ეს ნიშნავს, რომ არცერთ კლიენტს „კრედიტ სუისის“ მიმართ ნდობა აღარ რჩება. სწორედ ამიტომ ინგრევა ბანკი და უამრავი სტატია მიეძღვნა და ეს ფაქტი გაშუქდა მედიაში“, - დასძინა კობახიძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

03 აგვისტო 2026, 09:45

მსოფლიო

ტრამპმა ირანთან ახალი მოლაპარაკებები დააანონსა

„მე მსურს შეთანხმების დადება. ხალხის დახოცვა არ მომწონს“, - დასძინა ტრამპმა.

03 აგვისტო 2026, 09:41

სპორტი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ეროვნულ ნაკრებს შეხვდა. ბორჯომში ნაკრების საწვრთნელი შეკრება მიმდინარეობს, რომელსაც ფედერაციის პრეზიდენტი ბექა ლობჟანიძე, გენერალური მდივანი დავით წიკლაური, ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი გვენეტაძე და გენერალური მენეჯერი ბაკურ გოგოჭური ესტუმრნენ.

03 აგვისტო 2026, 09:40

მსოფლიო

იტალიურმა სამხედრო ხომალდმა ხმელთაშუა ზღვაში რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი შეამოწმა

ევროკავშირის საზღვაო მისიამ იტალიის ხელმძღვანელობით, ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სანქცირებულ ტანკერ Toa Payoh-ზე დესანტი გადასხა. ოპერაციის მიზანი გემის დროშისა და რეგისტრაციის კანონიერების შემოწმება იყო.

03 აგვისტო 2026, 09:34

სპორტი

ბაქოში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ქართველმა მოჭიდავეებმა 2 მედლით დაასრულეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 17-წლამდე მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა მოჭიდავეებმა ტურნირი 2 მედლით დაასრულეს.

03 აგვისტო 2026, 09:28

სპორტი

საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს

საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო.

03 აგვისტო 2026, 09:26

მსოფლიო

რუმინეთში, ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უზრუნველსაყოფად, დუნაის კალაპოტის შესაცვლელად აფეთქებითი სამუშაოები დაიწყეს

„ენერგეტიკული განგაშის სამუშაო ჯგუფის სპეციალისტებმა გაანალიზეს და გადაწყვიტეს, რომ ბალას განშტოებაზე წყალქვეშა ზღურბლი შეექმნათ, რათა მდინარის ნაკადის მნიშვნელოვანი პროცენტი ძველ დუნაის არხში გადამისამართებულიყო, ვვარაუდობთ რომ მიზანს სამშაბათისთვის მივაღწევთ და ჩერნავოდას ატომურ ელექტროსადგურისკენ მიმავალი წყლის დონე აიწევს“, - განმარტა რუმინეთის საზღვაო ძალების შტაბის უფროსის მოადგილე, კონტრადმირალმა მარჩელ ნეკულაემ.

დონალდ ტრამპი

03 აგვისტო 2026, 09:21

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვების გააქტიურებას გულისხმობს

დონალდ ტრამპი „თავდაცვის წარმოების აქტის“ გამოყენებით დასავლეთ სანაპიროზე ნავთობის მოპოვებას ააქტიურებს. შტატების პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხელი მოეწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ენერგეტიკის დეპარტამენტს უფლებას აძლევს, სეიბლის მილსადენის მუშაობის განახლებისთვის „თავდაცვის წარმოების აქტი“ გამოიყენოს.

03 აგვისტო 2026, 09:15

რეგიონი

გურიაში „გემოფესტი“ დასრულდა

გურიაში „გემოფესტი“ დასრულდა. შეკვეთილმა გასტრონომიულ დღესასწაულს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლა. ფესტივალზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გურული ტრადიციული და იშვიათი, მივიწყებული კერძები, რომლებიც შეფმზარეულებმა სპეციალურად ღონისძიებისთვის მოამზადეს.

03 აგვისტო 2026, 09:14

მსოფლიო

დუნაის დაშრობის გამო უნგრეთში „პაქშის“ ატომური ელექტროსადგურის ბოლოსწინა ენერგობლოკი გააჩერეს. სადგურმა შესაძლოა მუშაობა სრულად შეწყვიტოს

„სადგური სრულად მზადაა სრული გაჩერების პირობებში მუშაობისთვის. ექსტრემალურად დაბალი დონე რამდენიმე კვირის განმავლობაშიც რომ შენარჩუნდეს, ენერგობლოკები უსაფრთხო მდგომარეობაში იქნება შენარჩუნებული“, - განმარტეს სადგურზე.

03 აგვისტო 2026, 09:07

რეგიონი

თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა" აღინიშნა

თიანეთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „თიანეთობა" აღინიშნა. ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის კულტურული, გასართობი, საბავშვო, სპორტული, შემეცნებითი და მუსიკალური აქტივობა იმართებოდა.

03 აგვისტო 2026, 09:02

საზოგადოება

შოვის ტრაგედიიდან სამი წელი გავიდა

სამი წელი შოვის ტრაგედიიდან - ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სტიქიური უბედურება თავს დაატყდა. 2023 წლის 3 აგვისტოს კურორტ შოვის ტერიტორიაზე ღვარცოფი ჩამოწვა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიას 33 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მასშტაბური და მოულოდნელი სტიქიის შედეგად შოვი გარე სამყაროს მოწყდა.

02 აგვისტო 2026, 23:03

მსოფლიო

საბერძნეთში ხანძრის ჩაქრობისას ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, დაღუპულია ორი ადამიანი

შემთხვევა ათენის დასავლეთით, ფსათას რაიონში ტყის ხანძრის ქრობის ოპერაციისას მოხდა. გარდაცვლილები არიან ბერძენი კოორდინატორი და დანიელი მფრინავი, ხოლო ერთ-ერთი ვერტმფრენის ეკიპაჟი - ბრიტანელი პილოტი და საბერძნეთის სახანძრო სამსახურის მეკავშირე გადარჩნენ.

02 აგვისტო 2026, 22:09

სპორტი

სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველო 18 წლამდე ვაჟ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ტურნირის გახსნის ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან და ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვახტანგ მეიფარიანთან ერთად დაესწრო, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

02 აგვისტო 2026, 20:28

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ესპანეთში მაროკოდან მიგრანტების მასობრივ შესვლაზე: ესპანეთი პოლიტიკური იძულების ობიექტად იქცა, სადაც სატანკო კოლონების ნაცვლად გამოიყენება ათიათასობით ადამიანი, ხოლო არტილერიის თუ დრონების ნაცვლად- შიში, ქაოსი და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ესპანეთში, სეუტაში მაროკოდან მიგრანტების არალეგალურად შესვლას. ანალიტიკოსი გამოთქვამს ვარაუდს, რომ, შესაძლოა, შექმნილი კრიზისი უკავშირდებოდეს ამერიკა-ისრაელსა და ესპანეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ თუ დავუშვებთ მესამე ქვეყნების მეშვეობით პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმის არსებობას, მაშინ მაროკო ყველაზე მოსახერხებელი შემსრულებელია. ანალიტიკოსის აზრით, ასეთ შემთხვევაში ზეწოლის ადრესატი მთლიანად ევროკავშირია:

02 აგვისტო 2026, 19:42

საზოგადოება

პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ნინო ლაცაბიძესა და ათენში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრი ავრცელებს.

02 აგვისტო 2026, 18:35

სამართალი

შსს: სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა - სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი გვერდის მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა პირის, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ შეურაცხმყოფელი ტექსტები, ასევე, ფოტოშოპისა და მონტაჟის გამოყენებით რედაქტირებული ფოტო-ვიდეომასალა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.~

02 აგვისტო 2026, 18:28

სამართალი

მედია: ბელარუსი უკრაინის საზღვართან სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქმნის

ბელარუსი უკრაინის საზღვართან 37-ე ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას აყალიბებს. ამის შესახებ რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ალექსანდრე ილიუკევიჩმა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ „ВоенТВ“-ის ეთერში განაცხადა.

02 აგვისტო 2026, 17:27

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტმა ფაშინიანი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშნა

პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში აღნიშნულია: „კონსტიტუციის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: დაინიშნოს ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე“.

02 აგვისტო 2026, 17:22

საზოგადოება

პარლამენტის წევრები ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულს დაესწრნენ

აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ აღინიშნა.

02 აგვისტო 2026, 17:18

მსოფლიო

არგენტინაში მიწების უცხოელებისთვის გადაცემის შესახებ ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს

ბუენოს-აირესში ასობით ადამიანი ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა, რომელიც სოფლის მეურნეობის მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეების მფლობელობაში გადაცემის აკრძალვას აუქმებს.