ნაჩო სანჩეს ამორი: ევროპის პროგრესულმა ოჯახმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი
ნაჩო სანჩეს ამორი
ფოტო: Twitter
ევროპის პროგრესულმა ოჯახმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა პოლიტიკოსების აქტიურობა და პოლარიზაციის დასრულება.
„ევროპის პროგრესულმა ოჯახმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს ჩვენი სურვილია - ახლა გვჭირდება ქვეყანაში პოლიტიკოსების და პოლიტიკური გარემოს აქტიურობა. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, პოლიტიკური აქტორები ერთად უნდა დასხდნენ და ისაუბრონ პროევროპულ დღის წესრიგზე. ამავდროულად მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ხელი შეუწყონ ამ პროცესს, პარლამენტში თუ პარლამენტს გარეთ, ნებისმიერ ადგილას, რადგან ადგილზე მეტად მნიშვნელოვანი აქ შინაარსია. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს მზადყოფნას შემოერთებისთვის და კანდიდატის სტატუსს თქვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს ევროპარლამენტარი.
ყველა სიახლე
06 მარტი 2026, 17:00
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი საქართველო - იაპონიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით და აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას და კონკურენტუნარიანობას. მათ შორის, თამარ იოსელიანმა დაასახელა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვ.
06 მარტი 2026, 16:59
პოლიტიკა
რა სამართლებრივ საფუძველს დაეფუძნა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. „ქრონიკის“ ამ კითხვას ბრიტანეთის საელჩომ დღეს უპასუხა
რა სამართლებრივ საფუძველს დაეფუძნა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. „ქრონიკის“ ამ კითხვას ბრიტანეთის საელჩომ დღეს უპასუხა.
06 მარტი 2026, 16:43
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულირება და ხალხის დაშინება ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდება
ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულირება და ხალხის დაშინება ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდება, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
06 მარტი 2026, 16:32
საზოგადოება
გივი მიქანაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
06 მარტი 2026, 16:23
კულტურა
თინათინ რუხაძე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა
მინისტრმა ხელნაწერთა ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან ერთად დაათვალიერა საცავები, რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მემორიალური მუზეუმ-კაბინეტი.
06 მარტი 2026, 16:21
საზოგადოება
შემოსავლების სამსახური 150 ვაკანსიაზე სტაჟირების კონკურსს აცხადებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანური რესურსის მოზიდვისა და მათი უნარების განვითარების მიზნით, უწყების სტრუქტურულ ერთეულებში (საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი) 150 ვაკანსიაზე ანაზღაურებადი სტაჟირების მისაღები კონკურსი გამოცხადდა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
06 მარტი 2026, 16:20
საზოგადოება
ჟურნალ „მასწავლებლის“ 2026 წლის პირველი ნომერი გამოიცა
ჟურნალის ახალი ნომრის ძირითადი თემაა - „ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში“. ამასთანავე, განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: მასწავლებლის კარიერული წინსვლის ახალი სქემა, ადრეულ ასაკში ინკლუზიის მნიშვნელობა და სხვა.
06 მარტი 2026, 16:16
მსოფლიო
The Washington Post: რუსეთი ირანს ამერიკულ ბაზებზე იერიშების მისატანად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის
რუსეთი ირანს ამერიკულ ბაზებზე იერიშების მისატანად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის. ინფორმაციას The Washington Post-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
06 მარტი 2026, 16:10
მსოფლიო
პიტერ სიიარტო: დაუყოვნებლივ ვითხოვთ პასუხებს კიევისგან უნგრეთის გავლით დიდძალი ნაღდი ფულის გადატანასთან დაკავშირებით, რაც უკრაინულ მაფიასთან შესაძლო კავშირების შესახებ სერიოზულ კითხვებს ბადებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო დღეს უნგრეთში უკრაინის სახელმწიფო ბანკის, „ოშჩადბანკის“ შვიდი თანამშრომლის და ორი დაჯავშნილი საინკასაციო ავტომობილის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.
06 მარტი 2026, 15:58
საზოგადოება
ავთანდილ კასრაძე: ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო გააგრძელებს ისეთი პლატფორმების შექმნას, სადაც ქართული სტარტაპები გააძლიერებენ შესაძლებლობებს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ეკოსისტემასთან დასაკავშირებლად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე და Glovo-ს დამფუძნებელი და ტექნოლოგიური ლიდერი საშა მიშუ, თბილისის ტექნოპარკში, სტარტაპებს შეხვდნენ.
06 მარტი 2026, 15:46
ჯანდაცვა
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ბესიკ კუსიდიმ და ჩაჩავას კლინიკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ქეთევან გოცირიძემ მოაწერეს.
06 მარტი 2026, 15:42
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 256 ოჯახს დაეხმარება
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 256 ოჯახის საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
06 მარტი 2026, 15:33
რეგიონი
ქუთაისის მუნიციპალიტეტში „მეეზოვის დღე“ აღნიშნეს
ქუთაისის მუნიციპალიტეტში „მეეზოვის დღე“ აღინიშნა. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ქუთაისის დელეგატმა საქართველოს პარლამენტში ზაზა ლომინაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროფესიული დღე ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომლებს მიულოცეს.
06 მარტი 2026, 15:30
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვები 358.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვები დაახლოებით 6.65 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მონაცემებს საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
06 მარტი 2026, 15:29
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: არ მახსენდება, ოდესმე მეთქვას, რომ ჩვენ მივდივართ დასავლეთისკენ. როგორც წესი, ვამბობ, რომ ჩვენ არცერთი კონკრეტული მიმართულებით არ მივდივართ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ ერევანი დასავლეთისკენ მიდის.
06 მარტი 2026, 15:16
მსოფლიო
ჯეიჰუნ ბაირამოვი: ირანული მხარე დაგვპირდა, რომ მომხდარს საფუძვლიანად გამოიძიებს, ჩვენ ველოდებით შედეგებს
ირანულმა მხარემ დრონებით გუშინდელი შეტევის სერიოზულად გამოძიების პირობა დადო. როგორც Report იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
06 მარტი 2026, 15:09
საზოგადოება
თბილისის შემოსავლელი გზის 34-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლელზე სამუშაოები დასრულებულია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
06 მარტი 2026, 15:08
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს უნგრეთში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ უნგრეთში გამგზავრებისგან.
06 მარტი 2026, 15:07
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისია: აუცილებლად მიგვაჩნია, მომდევნო კვირიდან კომისიამ პრაქტიკაში აამოქმედოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმები
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა მაუწყებელს, შესაბამის საკანონმდებლო ნორმებს კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ და ობიექტურობის სტანდარტების დაცვა უზრუნველყონ.
06 მარტი 2026, 15:04
სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში სამართალდარღვევის 81 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევებიდან 80 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.


