24 ოქტომბერი 2022, 14:49 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: მიუღებელია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იღებდეს რეზოლუციას ისეთი ჩანაწერით, რომელიც არც სამართლებრივადაა გამართული, არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს და კონკრეტული ჯგუფის ვიწროპარტიულ ინტერესს წარმოადგენს

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

მიუღებელია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული, იღებდეს რეზოლუციას ისეთი ჩანაწერით, რომელიც არც სამართლებრივადაა გამართული, არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს და კონკრეტული ჯგუფის ვიწროპარტიულ ინტერესს წარმოადგენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

იგი გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილს, სადაც განმარტებულია, თუ რატო ვერ დაუჭერდა საქართველო მხარს რეზოლუციას, რომელშიც მსჯავრდებული და ბრალდებული მიხეილ სააკაშვილია მოხსენიებული.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც ევროპის საბჭოს სტრუქტურული ერთეულია და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იმიჯით სარგებლობს, ადამიანის უფლებების სტანდარტის დამკვიდრებაში, მიხეილ სააკაშვილი არაერთ გადაწყვეტილებაში ამხილა, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევად და დამნაშავედ კონკრეტულ სიტუაციებში. მარტო გირგვლიანის საქმე რომ მოვიყვანოთ საზოგადოებისთვის სრულიად გასაგები იქნება, რაზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ის პათოსი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის წერილშია გაჟღერებული, აბსოლუტურად ჭეშმარიტია, იქიდან გამომდინარე, რომ შეუძლებელია და პირველ რიგში, მიუღებელია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, უდიდესი დანიშნულების მქონე ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემასა და კანონის უზენაესობაზეა დაფუძნებული, იღებდეს რეზოლუციას ისეთი ჩანაწერით, რომელიც არც სამართლებრივადაა გამართული, არანაირი არგუმენტაცია არ არსებობს და კონკრეტული ჯგუფის ვიწროპარტიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა მიქანაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მარტინუს ტინი კოქსს წერილით მიმართავს. დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

პეტრო პოროშენკო

18 მარტი 2025, 18:06

მსოფლიო

პეტრო პოროშენკო: ზელენსკი იმ გუნდის უბედური ლიდერია, რომელსაც ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს

გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავთ.

ნინო წილოსანი

18 მარტი 2025, 18:06

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ის, რომ „გენდერული თანასწორობა“ შეიცვალოს ტერმინით „ქალსა და კაცს შორის თანასწორობით“, არ აზიანებს იმ დიდ იდეას, რომელიც გულისხმობს, რომ ქალებს დამატებითი შესაძლებლობები მიეცეთ, გაძლიერდნენ

„მე ვიყავი ქალების ინტერესების და უფლებების დამცველი საპარლამენტო ცხოვრებაში და მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში და დავრჩები. [პარლამენტში] დღევანდელი მეორე მოსმენით არც მუნიციპალური საბჭოები არ გაუქმდება. აღნიშნულ საბჭოებს გადაერქმევა სახელი და იქნება ქალების და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები. მათ შორის მუნიციპალიტეტებში, მერიებში იქნებიან ქალთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირები. ის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „გენდერული თანასწორობა“ შეიცვალოს ტერმინით „ქალსა და კაცს შორის თანასწორობით“ და „სქესთა შორის თანასწორობით“, არ აზიანებს იმ დიდ იდეას, რომელიც გულისხმობს, რომ ქალებს დამატებითი შესაძლებლობები მიეცეთ, გაძლიერდნენ, მათზე მორგებული პოლიტიკა იწარმოოს. მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ კუთხით არ იცვლის პრიორიტეტებს. ჩვენ ისედაც ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ გვქონდა განმარტებული როგორც ქალსა და კაცს შორის თანასწორობა. ეს არის თანამედროვე განმარტება“, - აღნიშნა წილოსანმა.

18 მარტი 2025, 18:05

სპორტი

BBC: უელსისა და საქართველოს ფლეი-ოფში თამაში ექვსი ერის ჩემპიონატისთვის სავსებით ლოგიკურია

ეს იქნებოდა თამაში, რომლის ნახვაც ხალხს მოუნდება.

18 მარტი 2025, 17:59

მსოფლიო

Liberties: ევროკავშირის ქვეყნებში 2024-2025 წლებში კანონის უზენაესობის პრობლემები და დემოკრატიის დაღმასვლა ფიქსირდება

ორგანიზაცია „ევროპისთვის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა“ (Liberties) კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკავშირში 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში კანონის უზენაესობის პრობლემებსა და დემოკრატიის დაღმასვლაზეა საუბარი.

18 მარტი 2025, 17:19

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა

ხობის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა.

დავით მათიკაშვილი

18 მარტი 2025, 17:18

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ოპოზიციასთან შეხვედრაზე: სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება

სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება.

არჩილ გორდულაძე

18 მარტი 2025, 17:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს

გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვიზიტზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

18 მარტი 2025, 17:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ჩეხეთის საელჩოს პასუხზე: მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. ასეთ აბსურდს რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, ზუსტად, ასე მუშაობს „დიფ სთეითი“

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.

18 მარტი 2025, 17:05

პოლიტიკა

ესკლაციის მართვის კონსულტანტი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

შენობაში შეიყვანეს მხოლოდ მათთვის სასურველი მედიის წარმომადგენლები, სიაში ვერ მოხვდნენ „იმედი“, „რუსთავი ორი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. რატომ დაიკეტა კარი რამდენიმე მედიისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ორგანიზაციულ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

18 მარტი 2025, 17:04

პოლიტიკა

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ააქტიურებენ

საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ააქტიურებენ, - განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

18 მარტი 2025, 16:45

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

18 მარტი 2025, 16:43

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

18 მარტი 2025, 16:32

პოლიტიკა

პარლამენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტთან დაკავშირებულ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით, პირველი მოსმენით „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.

18 მარტი 2025, 16:10

საზოგადოება

პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით მიიღო

პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება, ნაცვლად 2025 წლის 1 მარტისა.

შოთა ბერეკაშვილი

18 მარტი 2025, 15:58

პოლიტიკა

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 83 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თორნიკე ჭეიშვილი

18 მარტი 2025, 15:52

პოლიტიკა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 15:44

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ექნება ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი

18 მარტი 2025, 15:40

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი: ტრამპი და პუტინი ძალიან კარგი მეგობრები არიან

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი კარგი მეგობრები არიან. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 15:19

ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა

შეხვედრებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ჩეხეთში ცნობადობის გასაზრდელად ერთობლივი პრეს-ინფოტურებისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

18 მარტი 2025, 15:08

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.