www.imedi.ge /  03 ნოემბერი 2022, 13:44 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის საელჩოს განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობასა და სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში.

„ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას. გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო. ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2026, 14:50

კულტურა

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე, ჟიურიმ გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა

ბათუმის საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალზე, ჟიურიმ გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა. „ბიაფის“ გრან-პრი ლენს ჰამერის ფილმმა „დედოფალი ზღვასთან“ მოიპოვა. საუკეთესო რეჟისორად ლევან კოღუაშვილი დასახელდა, საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში კი ფილმის „გურია“ მთავარი როლის შემსრულებელმა კახა ჭოლაძემ გაიმარჯვა.

27 სექტემბერი 2026, 14:45

კულტურა

თბილისში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს

თბილისში ხელოვნებისა და მოგზაურობის საერთაშორისო კინოფესტივალი მიმდინარეობს, რომელიც კინოს, თანამედროვე ხელოვნებასა და მოგზაურობის თემატიკას აერთიანებს. ფესტივალის მიზანია საქართველოს კულტურული პოტენციალის წარმოჩენა და ქართული კინოსა და ხელოვნების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა.

27 სექტემბერი 2026, 14:41

კულტურა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უჩა ჯაფარიძის დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა.

პატრიარქი შიო მესამე

27 სექტემბერი 2026, 14:36

საზოგადოება

შიო მესამე: შესრულდა 33 წელი სოხუმის დაცემიდან. მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები, რომ იმ ომში გამარჯვებული არავინაა. თუ გვინდა, რომ ეს ჯვარი ღირსეულად ვზიდოთ, რომ ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდეს და გადარჩეს, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა

კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას აფხაზეთში დაღუპული გმირების თავდადება გაიხსენა. შიო მესამემ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სამების საკათედრო ტაძარში მყოფებს დაურიგეს ჯვრები. მანამდე უწმინდესმა ლიტურგია აღავლინა.

27 სექტემბერი 2026, 14:31

მსოფლიო

დიდ ბრიტანეთში, აშშ-ის ავიაბაზის სიახლოვეს, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ფლობის ეჭვით რამდენიმე პირი დააკავეს

ინგლისის დასავლეთით სამართალდამცველებმა რამდენიმე მამაკაცი დააკავეს ფეთქებად ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულის ეჭვით. ინციდენტი მოხდა სამხედრო-საჰაერო ბაზის სიახლოვეს, რომელსაც აქტიურად იყენებენ ამერიკული ძალები.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 14:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია „ალდეზე“: სამწუხაროდ ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა

სამწუხაროდ ეს ის ძალაა ევროკავშირში და იმ მმართველობით ელიტაში, რომელიც გვეუბნებოდა რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა დემოკრატიის პრინციპი და გამოხატვის თავისუფლებაა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ალდეზე“ საუბრისას.

27 სექტემბერი 2026, 14:23

პოლიტიკა

გაემიჯნება თუ არა „ალდე“, პარტია „ლელოს“ დისკრიმინაციულ კამპანიას - „ქრონიკამ“ ორგანიზაციას შეკითხვა გაუგზავნა

რადიკალიზმი, ლიბერალიზმის ნაცვლად, - ასე აფასებენ თბილისში, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის მიერ, პარტია „ლელო“-სთვის ზურგის გამაგრებას, რომლის წევრები ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებენ და არაბიზაციის საფრთხეზე ლაპარაკობენ. მანამდე კი ორგანიზაციამ, არც ალეკო ელისაშვილის მიერ ტერორიზმის ქმედების მცდელობა დაგმო.

27 სექტემბერი 2026, 14:15

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახი კალაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 13:56

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როგორც კი ამოქმედდა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კანონები და დაფინანსებები შეუმცირდათ, ვნახეთ ე.წ. ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობილი პროტესტი როგორ ჩაიფუშა და განულდა

რა თქმა უნდა მინელდა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე დამოკიდებული: ყველას კარგად გვახსოვს ის ცრუ აღქმებით ინსპირირებული აქციები, ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული აქციები. არაერთი გამოძიება, არაერთი დამდგარი განაჩენი ვნახეთ. არაერთი, სხვათა შორის, ჟურნალისტური გამოძიებაც ვნახეთ იმ საქმეებთან ერთად, თუ რეალურად რას ამზადებდნენ, როგორ ემზადებოდნენ, საიდან რა დაფინანსება მოსდიოდათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საპროტესტო აქციების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

აბას არაღჩი

27 სექტემბერი 2026, 13:40

მსოფლიო

აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის არსებული კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გზა დიპლომატიაა.

ია კვანტალიანი

27 სექტემბერი 2026, 13:38

სამართალი

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი: საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს, რის გამოც ვწყვეტ ელიზბარაშვილის დაცვას

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ია კვანტალიანი აცხადებს, რომ ელიზბარაშვილის დაცვაზე უარს ამბობს. კვანტალიანის განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიღების მთავარი მიზეზი საქმის მასალებში გამოვლენილი გარემოებები და პოზიციური აცდენა გახდა.

27 სექტემბერი 2026, 13:37

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. საკრებულოს თავმჯდომარემ მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 13:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იყოს მოწყვლადი, რადგან მოწყვლადი ქვეყანა ბევრად უფრო ადვილი სამართავია

გვარამია, სააკაშვილი, ბარამიძე და ძმანი და დანი მათნი, ეს აგენტურული ქსელი, სწორედ ამიტომ არიან აგენტები, სწორედ ასეთი განცხადებების გამო შეარქვა სრულიად სამართლიანად მათ ჩვენმა საზოგადოებამ „უსამშობლოთა გაერთიანება“. ისინი უბრალოდ, მხოლოდ და მხოლოდ საბუთით არიან და პასპორტით ქართველები და სამშობლო არ გააჩნიათ, იმიტომ, რომ როცა სამშობლო იცი, როცა ის ტკივილი იცი და როცა რეალურად განიცდი სამშობლოს, მსგავს განცხადებებს არ გააკეთებ, - ასე უპასუხა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით ნიკა გვარამიას განცხადებას შეეხებოდა.

ირაკლი კირცხალია

27 სექტემბერი 2026, 13:28

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე - პირველ რიგში ამ გმირების ხსოვნა გვავალდებულებს, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით და პრაგმატული პოლიტიკით, ურთიერთშერიგებით დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები

27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. პირველ რიგში ქედს ვიხრით დაღუპული გმირების წინაშე”, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გმირთა მემორიალთან, სადაც მან სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

27 სექტემბერი 2026, 13:21

მსოფლიო

14 სამხედროს დაღუპვის შემდეგ ყაზახეთის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენეს

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, დაურენ ქოსანოვი თანამდებობიდან გადააყენა. სახელმწიფო მეთაურის ეს გადაწყვეტილება მანგისტაუს ოლქში სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებულ ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირდება.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 13:21

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეს არის ის ევროპა, რომლის თანაშემოქმედნიც ქართველები ვართ და რომლისკენაც ვისწრაფვით - სიყვარულის და არა სიძულვილის ევროპა, მშვიდობის და არა ომის ევროპა, რწმენის და არა გამოგონილი იდეოლოგიების ევროპა. ჩვენი ევროპა აქ არის

პარიზში რომის პაპის წირვაზე შეკრებილი ასეულ ათასობით ადამიანი, ახალგაზრდების თვალში საცემი სიმრავლე, გვახსენებს, რომ ქრისტიანული რწმენა ევროპაში დღესაც ცოცხალი, ადამიანთა გამაერთიანებელი ძალაა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

27 სექტემბერი 2026, 13:01

რეგიონი

ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.

27 სექტემბერი 2026, 12:47

პოლიტიკა

კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

27 სექტემბერი 2026, 12:44

სამართალი

პოლიციამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

შალვა პაპუაშვილი

27 სექტემბერი 2026, 12:44

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი მიზანი იყო, რომ სათანადო პატივი მიგვეგო იმ მემკვიდრეობისთვის, რომელიც ჩვენმა ემიგრაციამ დაგვიტოვა ლევილის მამულის სახით, გუშინ ისტორიული დღე იყო

2023 წელს ვიყავი ლევილში, მახსოვს ის მდგომარეობა, რაც მაშინ იყო და როდესაც გუშინ ვნახეთ ლევილი, შენობები და მთლიანად ტერიტორია როგორც არის მოწყობილი, ეს არის ცა და დედამიწა. ლევილის მერიც იმყოფებოდა იქ და ძალიან ბევრი მადლობა გადაიხადეს. მათ თქვეს, რომ ლევილი ვერასდროს შეძლებდა ამ მამულის ასე აღდგენას და მადლიერი არიან საქართველოს სახელმწიფოს მიმართ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რითაც უპასუხა კითხვას - „რა იცით ლევილის რეაბილიტაციის შესახებ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისე არ გაკეთდა ყველაფერი, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული“.