www.imedi.ge /  04 ნოემბერი 2022, 13:20 / სანდო წყარო

კახა კახიშვილი: მე არ მახსოვს აშშ-ს საელჩოს ასეთი ისტერიკები 2012 წლამდე - კი ბატონო, შეგიძლია ყველაფერი თქვა, მაგრამ ისტერიული ტონის გარეშე

კახა კახიშვილი

კახა კახიშვილი

არ უნდა მისცე თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე შენ გაკისრია როგორც ელჩს დამოუკიდებელ ქვეყანაში, ეს არ არის სწორი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, კახა კახიშვილმა კელი დეგნანის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე გამოთქმული კრიტიკული პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

„აშშ-ის სასამართლომ 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო მკვლელობის და გაუპატიურების ბრალდებით. 40 წელი მოიხადა სასჯელი და დღეს თქვეს, რომ თურმე ეს ადამიანი დამნაშავე არ იყო საერთოდ. რა ვქნათ ახლა, სასამართლოს რეფორმირება მოვთხოვოთ აშშ-ს თუ როგორ დავსაჯოთ ის მოსამართლე, რომელმაც 40 წელი პატიმრობაში ამყოფა უკანონოდ ადამიანი. ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი და დარწმუნებული ვარ, აშშ-შიც ექნებათ მსჯელობა კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კანონით გაწერილია და არ უნდა მისცე თავს იმაზე მეტის უფლება, ვიდრე შენ გაკისრია როგორც ელჩს დამოუკიდებელ ქვეყანაში, ეს არ არის სწორი.

სხვათა შორის, თავის დროზე, 2013 წელს, როცა ჩვენ სასამართლო სისტემას ვაკრიტიკებდით, ზუსტად აშშ-ის საელჩოდან იყო მოთხოვნა, რომ არცერთი მოსამართლე სამსახურიდან არ უნდა წავიდეს მიუხედავად იმისა, რა სიმძიმის განაჩენები დააყენეს მათ წინა წლებში, ეს იყო პირდაპირი მოთხოვნა და თქვეს, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყეთო“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახა კახიშვილის თქმით, რომელიმე მოსამართლე კარგია თუ არა, ეს საქართველოს მოსახლეობის შესაფასებელია და არა აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ელჩების.

„სხვათა შორის, ამავე საელჩოს შეფასებები იყო წლიდან წლამდე პირველი-მეორე ტალღის რეფორმასთან დაკავშირებით დადებითი, ბოლოში წავიდა კრიტიკა თორემ, პირველ-მეორე ტალღას ძალიან კარგად აფასებდნენ მათ შორის ამ მოსამართლეების მონაწილეობით. სულ რომ არ იყვნენ ეს მოსამართლეები კარგი მოსამართლეები, ეს არის შესაფასებელი საქართველოს მოსახლეობის და არა აშშ-ის ელჩის, რუსეთის ელჩის, ლატვიის ელჩის თუ ლიტვის ელჩის“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

კახა კახიშვილის განცხადებით, 2012 წლამდე აშშ-ის საელჩოს მხრიდან „ასეთი ისტერიკები“ და მსგავსი კრიტიკა არ ახსოვს.

„ამის ნახევარი კრიტიკა გახსოვთ მაინც 2012 წლამდე? მე არ მახსოვს ასეთი ისტერიკები საელჩოსი, მართლა არ მახსოვს. ამას იმით ვხსნი, რომ 2013 წლიდან ზედმეტად რევერანსის მდგომარეობაში დავდექით და ის კი არ მიიღეს, რომ ეს რევერანსია, მიიღეს, რომ ეს არის ჩვენი პოზა, რომელიც უნდა დავიკავოთ. ვიღაცებმა ეს ჩათვალეს რევერანსად, წინამორბედებმა და ამ ადამიანმა {კელი დეგნანი} ან შეიძლება სხვა ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ეს არის ვალდებულება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ამასთან, კახა კახიშვილის თქმით, საელჩოს მხრიდან გაღიზიანებული და ისტერიული ტონის გარეშე კრიტიკა უფრო მეტად შეუწყობს ხელს რეფორმებს.

„როდესაც შენს მიმართ ასეთი კრიტიკა მოდის, შენც ღიზიანდები და იკარგება რაციონალობის მარცვალი, რომელიც არის აუცილებელი პარტნიორულ-მეგობრულ ურთიერთობაში იმისთვის, რომ გააგრძელო წინსვლა. კი ბატონო, შეგიძლია ყველაფერი იგივე თქვა, მაგრამ გაღიზიანებული და ისტერიული ტონის გარეშე, როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ეს უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს რეალურ რეფორმებს...

ვადასტურებ, „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო კარგად, უფრო ეფექტურად მუშაობდა საერთაშორისო თანამეგობრობაში და ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შავზე თეთრი დაეჯერებინა, ჩვენ შავზე რომ შავია, იმასაც ვერ ვაჯერებთ. ვისი ბრალია? - ჩვენი ბრალია“, - განაცხადა კახიშვილმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც აშშ-მა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, იყო გაკეთებული ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდასაჭერად, რაც არის უსაფრთხო, დემოკრატიული მომავალი. მიუკერძოებელი სასამართლოს მნიშვნელობა არის ცენტრალური საკითხი ასეთი მომავალისთვის

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

ყველა სიახლე

10 აგვისტო 2026, 22:22

კულტურა

გიორგი კალანდია: ვულოცავ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას - დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარების მფლობელი გახდა

„დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმისთვის ამ ჯილდოს მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მუზეუმი ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსია, სადაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორია, არქიტექტურა და ხელოვნება. ჯილდო კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ეს მემკვიდრეობა საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი დამთვალიერებლებისთვისაც“.

10 აგვისტო 2026, 21:57

მსოფლიო

The Guardian: აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა

აშშ-ის საელჩო ლონდონში ახალი „საზოგადოებრივი განათლების“ პროგრამებისთვის 500 ათას დოლარამდე გრანტებს გამოყოფს, რაც დიდ ბრიტანეთში შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევად შეფასდა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

10 აგვისტო 2026, 21:41

რეგიონი

11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.

მალხაზ თოფურია

10 აგვისტო 2026, 21:21

პოლიტიკა

მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს

„მეოთხე დღეა აგრძელებს.. ერთი სინანულის გრძნობა არ დასცდენია ეს რა ვთქვიო. ადამიანი, რომელმაც „ესენგეში“ თავისი ბოლო ხმით შეათრია საქართველო, მე მომიტრიალდება და რუსეთუმეს მე დამიძახებს, მას შუბლზე ძარღვი არ აქვს, კაცობის ნასახი არ აქვს“, - აღნიშნა თოფურიამ.

10 აგვისტო 2026, 21:12

საზოგადოება

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება - როგორი იქნება მასშტაბური პროექტის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. გარეგნული იერსახის განახლების პარალელურად, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემაც.

10 აგვისტო 2026, 21:09

სამართალი

ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ორი დაკავებული - ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნივთიერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ნარკოდანაშაულთა ბრძოლის ფარგლებში კიდევ ორი ადამიანი დააკავეს: უცხოელი სტუდენტი და საქართველოს მოქალაქე. ამოღებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ორივე ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დონალდ ტრამპი

10 აგვისტო 2026, 21:08

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს და თეირანისგან კომპენსაციას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში ახალი პირობა დააყენა და განაცხადა, რომ ახლა ის ირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის კომპენსაციას მოითხოვს - მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო.

10 აგვისტო 2026, 21:06

პოლიტიკა

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მარშრუტებით დაინტერესდა - გამოიყენებს თუ არა ასტანა ნავთობის ექსპერტისთვის ამ მიმართულებებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო მზად არის ნავთობის გაზრდილი ნაკადი გაატაროს. როგორც თბილისში აღნიშნეს, ინფორმაცია განსაკუთრებით მნშვნელოვანია ბაქო-სუფსის კონტექსტში. ნავთობის ტრანზიტი აქ ბოლო წლებში არ ხდებოდა, თუმცა მილსადენი სრულად დაიტვირთება.

10 აგვისტო 2026, 21:00

სამართალი

17 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმე - რა ინფორმაცია აქვს შსს-ს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამართალდამცველებმა ის ადამიანი გამოკითხეს, რომელმაც 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ვიდეო 3 დღის წინ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გურამ დადიანიძის გაუჩინარების ამბავს ამ დრომდე იკვლევს.

10 აგვისტო 2026, 20:52

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს იმ უცხოელთა გამოვლენას, გამოძიებასა და ვიზების გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას - აშშ-ის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, დღემდე, 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.

ინგა ფხალაძე

10 აგვისტო 2026, 20:51

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე: ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის

„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.

გია ბარამიძე

10 აგვისტო 2026, 20:49

პოლიტიკა

სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - გია ბარამიძის განცხადების შესახებ გამოკითხვა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურა აგრძელებს იმ ადამიანთა გამოკითხვას, რომლებსაც აფხაზეთში ნანახის შესახებ ბევრი აქვთ მოსაყოლი, გიორგი ბარამიძის ნათქვამზე კი ყველას რეაქცია მძიმეა.

მალხაზ ჩემია

10 აგვისტო 2026, 20:47

პოლიტიკა

მალხაზ ჩემია ბარამიძის განცხადებაზე: ასეთ უდროო და უადგილო დროს, ასეთ განცხადებას შეკვეთით აკეთებენ - ეს არ არის ბრიყვის განცხადება

„ეს არ არის ბრიყვის განცხადება, ამ განცხადებას რუსეთი და აფხაზეთი ხომ ატრიალებს, საქართველოს სახელმწიფო და ვეტერანები მივდივართ ვამტკიცოთ, რომ აქლემები არ ვართ. მე პირადად, ორი აფხაზი დაჭრილი ტყვე ხაზთან მივიყვანე და გავუშვი. რა ს ამბობთ, რა დახვრეტა?!“, - აღნიშნა ომის ვეტერანმა.

გოგა ხაინდრავა

10 აგვისტო 2026, 20:33

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას

„დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს, სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

10 აგვისტო 2026, 20:27

პოლიტიკა

აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფაქტები წარსულიდან ბევრისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, „ქრონიკა“ ყველა იმ ადამიანს დაუკავშირდა, ვინც ახლა უფრო ხმაურობს, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ.

10 აგვისტო 2026, 20:19

მსოფლიო

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 47 ადამიანი.

მარკო რუბიო

10 აგვისტო 2026, 20:14

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას

ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

10 აგვისტო 2026, 19:49

მსოფლიო

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

ორშაბათს კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ქალაქში შენობები ჩამოინგრა.

10 აგვისტო 2026, 19:23

პოლიტიკა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.

10 აგვისტო 2026, 18:38

მსოფლიო

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან, ოლესია ილაშჩუკთან შეხვედრა გამართა, რომელიც კარდამის რაიონში ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის ინციდენტს ეხებოდა.