ანი წითლიძე: ერთობაზე გვამუნათებენ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა, პარლამენტში შევიდნენ, მარტო დაგვტოვეს მაშინ, როდესაც ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე
ანა წითლიძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ერთობაზე გვამუნათებენ ადამიანები, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა და პარლამენტში შევიდნენ, დაგვტოვეს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე, - თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ, რითაც გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ „სწორი გზა არის პოლარიზება, მეორე ძლიერი პოლუსია შესაქმნელი და ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი გზა არის ერთობა“.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთობისთვის ყველაზე მეტი გააკეთა.
„მახსოვს ზურაბ ჯაფარიძის აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებები, როდესაც საუბრობდა, რომ პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“ და პირიქით, რომ ეს პარტიები არიან მონსტრები და უნდა იყოს ბევრი პარტია, რომ პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანი უნდა გახდეს. ეს პოზიცია ჰქონდა ზურაბ ჯაფარიძეს მაშინაც, როცა ჩვენი პარტიიდან წავიდა და ეს პოზიცია ჰქონდა შემდეგაც. არ ვიცი, რა არის მისი პოზიციების შეცვლის მთავარი მიზანი, მაგრამ ვერ დავეთანხმები ამაში. ზურა ჯაფარიძეს ჰყავს თავისი ამომრჩეველი და უნდა იზრუნოს ამომრჩევლის გაზრდაზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი და პირიქით, რაც უფრო მეტი და მრავალფეროვანი იქნება პოლიტიკური სპექტრი, კარგია. ჩვენ ვგულშემატკივრობთ ყველა ამ პატარა პარტიას, მაგრამ არის წითელი ზღვარი, რომლებიც არ უნდა გადმოლახონ, უნდა იცოდნენ, რომ არ უნდა გადმოლახონ და ჩვენი სიჩუმე სათავისოდ არ გამოიყენონ.
როდესაც ერთობაზე საუბრობენ, მე ვერ ვხედავ ამ ერთობის ვერანაირ კონკრეტულ შინაარსს, რადგან მთავარ თემებზე გავიგეთ და მთელი ოპოზიციური სპექტრი ვთანხმდებით. თუ გველაპარაკებიან და საბოლოოდ დადიან ერთიან სიაზე, ჩვენ პირიქით ვეუბნებით, რომ არ არის ეს სწორი. ერთი, რომ არასწორია, როდესაც პოლიტიკური პატიმრები გვყავს, ერთიან სიაზე ვილაპარაკოთ. მეორე – მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ რეალურად ეშინიათ 5%-იანი ბარიერის და ამაზე ფიქრობენ. მესამე – ის, რომ თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ სიით უნდათ ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ 2024-ში მოხვდნენ პარლამენტში, ჯერ ერთი, რა დროს 2024 წლის პარლამენტია. წარმოუდგენელ ამბავში ვართ, ისტორიულ ზღვარს გავდივართ, მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს და 2024-ში ვინ იქნება პრაიმერისით პრემიერობის კანდიდატი ან ვინ იქნება საერთო სიაში, ვფიქრობ, არ არის სწორი.
„წითელ ხაზებში ვგულისხმობ იმას, რომ ისეთი ადამიანები გვამუნათებენ ერთობაზე, რომლებმაც თავის დროზე ერთობა დაარღვიეს. ვგულისხმობ ზურაბ ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს. ჯაფარიძე ჯერ ისე წავიდა პარტიიდან, არც დაგვემშვიდობა და ნახვამდის არ უთქვამს იმ ადამიანებისთვის, ვინც ადგილზე ვიბრძოდით. ნუ ოქეი, წავიდა, წავიდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაზე მეტი გააკეთა ერთობისთვის, ჩვენი ამომრჩეველი საერთოდ არ იყო აღფრთოვანებული ამ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და არც იმით, რომ ჩვენ თბილისის მაჟორიტარები მთლიანად დავუთმეთ ოპოზიციურ ერთობას. თუმცა დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარები რომ ყოფილიყვნენ, გამარჯვების ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა. ახლა ერთობაზე გვამუნათებენ ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა და პარლამენტში შევიდნენ, დაგვტოვეს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც ჩვენ ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე. მერე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თამაშობდნენ, რომ თვითონ იყვნენ კონსტრუქციული ოპოზიცია და ჩვენ ვიყავით დესტრუქციული ოპოზიცია და ვიყავით ქუჩის ოპოზიცია. ამ ერთობის მთავარმა დამრღვევებმა წითელი ხაზი გადმოკვეთონ და გვეძახონ, თურმე ერთობა არ გვინდა, ამას ვერ დავეთანხმები ნამდვილად. თუ ერთობაში გულისხმობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით უნდათ სადმე გასვლა, მაშინ საერთოდ რას მიდიოდნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“, – განაცხადა ანი წითლიძემ.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 22:07
სამართალი
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „იმედინუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
01 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.
01 სექტემბერი 2026, 21:58
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში
ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ. - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:50
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად
სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:34
კულტურა
თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.
01 სექტემბერი 2026, 21:24
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები
ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.
01 სექტემბერი 2026, 21:21
მსოფლიო
აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა
აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.
01 სექტემბერი 2026, 21:16
მსოფლიო
მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს
სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.
01 სექტემბერი 2026, 20:59
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.
01 სექტემბერი 2026, 20:55
საზოგადოება
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:47
საზოგადოება
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.
01 სექტემბერი 2026, 20:42
საზოგადოება
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.
01 სექტემბერი 2026, 20:38
საზოგადოება
საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.
01 სექტემბერი 2026, 20:34
საზოგადოება
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან უკვე ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფორმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის უფასოა. სასკოლო ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან მხოლოდ ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.
01 სექტემბერი 2026, 20:31
ეკონომიკა
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები - აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი შემოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის - აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებს, ბელგიური კომპანია უკვე ორი სპეციალიზებული ხომალდით ახორციელებს.
01 სექტემბერი 2026, 20:28
სამართალი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
01 სექტემბერი 2026, 20:27
მსოფლიო
ერდოღანი: რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია
თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.
01 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი დღე და პოლიტიკური განცხადებები სხდომათა დარბაზში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური კრიზისი ევროპაში და ამ კონტექსტში ისლანდიის მაგალითი იყო პოლიტიკური განცხადებების ერთ - ერთი თემა პარლამენტში.
01 სექტემბერი 2026, 20:22
პოლიტიკა
ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. ბრიუსელის ბიუროკრატია, სუვერენიტეტის პრინციპი და გაერთიანებაში არსებული ღირებულებითი გამოწვევები - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც რეიკიავიკის გადაწყვეტილების შემდეგ , როგორც დასავლელი, ისე ქართველი კანონმდებლები აპელირებენ.
01 სექტემბერი 2026, 20:17
პოლიტიკა
უთანხმოების მიზეზად ქცეული საიმიგრაციო პოლიტიკა - უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს აკრიტიკებს. პეტერ მადიარი ევროკავშირის მმართველობით კრიზისზე და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირის კრიტიკა ამჯერად, ბუდაპეშტიდან ისმის. ევროგაერთიანებაში პოლიტიკური ლიდერობის დეფიციტზე პიტერ მადიარი ლაპარაკობს.


