ჩერგოლეიშვილი „ტვ ფორმულაზე“: ზომბი ჟურნალისტები, კეზერაშვილის დიადი ამოცანის ინტერესების სამსახურში საქართველოს ისტორიას აყალბებენ ბოლშევიკებივით
თამარ ჩერგოლეიშვილი
ფოტო: Facebook
„ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვრცელ პოსტს, სადაც საუბრობს ზურა ჯაფარიძის ინიციატივაზე პარტიების გაერთიანების შესახებ.
ჩერგოლეიშვილი ამ ფაქტს თვალთმაქცურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს - იმ პოლიტიკოსების გაშავება და ჩაძირვა, რომლებიც კეზერაშვილის ფინანსური კონტროლის ქვეშ არ არიან.
როგორც ჩერგოლეიშვილი წერს, ამას ემსახურება კეზერაშვილის მართული მედიაც, რომელიც კეზერაშვილის დიადი ამოცანის ინტერესების სამსახურში საქართველოს ისტორიას აყალბებენ ბოლშევიკებივით.
მისივე თქმით, ჩრდილოვან მართვაზე თანხმობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და არა რაღაც ყალბ გაერთიანებებში მონაწილეობაზე უარის თქმა.
„გუშინ, რამდენიმე წესიერმა ადამიანმა გულწრფელად მკითხა, ზურა ჯაფარიძე რომ ოპოზიციის ერთიანობისთვის იბრძვის და „შუას გაკრეფა“ უნდა, რატომ დასცინითო და მინდა რომ ავხსნა.
აქ რასაც დავწერ, ვიღაცას შეიძლება დიდ საიდუმლოდ მოეჩვენოს, მაგრამ ყველაფერი რასაც დავწერ, საჯაროდ ხდებოდა, ან საჯაროდაა ნათქვამი და თქვენც შეგიძლიათ წერტილების შეერთება და გადამოწმება, რასაც ვყვები, იმის.
ჩემი დაკვირვებით:
- არანაირი დიდი ერთობა არ იქმნება - გიორგი ვაშაძემ მიიერთა ელენე ხოშტარია და ზურა ჯაფარიძე, ზუსტად ისე, როგორც 2021 წელს მელიამ - პირველადი მოტივაცია არის 5 პროცენტიანი ბარიერი.
- თვალთმაქცურ მტკიცებას, რომ ტროიკას (ასე დავუძახებ) მოტივი მთელი ოპოზიციის გაერთიანებაა მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს - იმ პოლიტიკოსების გაშავება და ჩაძირვა, რომლებიც კეზერაშვილის ფინანსური კონტროლის ქვეშ არ არიან და კეზერაშვილი ვერ მართავს.
- შარშან თუ მთავარი სამიზნე ბოკერია იყო, ახლა მთავარი სამიზნე მელიაა - ტროიკის და ტელემედიის გამოყენებით, კეზერაშვილი მელიას ჩაძირვას ცდილობს.
- თუ ეჭვი გეპარებათ კვესიტაძის და მელიას ეთერს შეხედეთ, კვესიტაძის საქციელს დააკვირდით - ერთიანობაო და მთავარი ოპოზიციუ,რი პარტიის თავმჯდომარეს ძირავდა ერთიანობის სახელით.
მერე ისიც გაითვალისწინეთ, რომ „მთავარ არხზე“ ფინანსური კრიზისია და ოთხი თვეა ხელფასები არ აუღიათ.
- ასევე გაიხსენეთ ისიც, რომ ტროიკამდე კეზერაშვილი და მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
- ღია დაპირისპირებას წინ უძღოდა ენმ-ის ბორდიდან კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმა ჩიქოვანის გამოგდება მელიას მიერ.
- საგულისხმოა, რომ დიმა ჩიქოვანი 2020 წელს გიორგი ვაშაძის პარტიის ბორდზეც იყო - ვისაც დიდ ფულს აძლევს კეზერაშვილი, თან ცოლისძმას აყოლებს. „ევროპულ საქართველოში“ არ სჭირდებოდა, გიგი ჰყავდა თავის ფეხად.
- ანუ თუ 2021 წელს ზურა ჯაფარიძის და ელენეს მელიაზე მიერთება კეზერაშვილმა გამოიყენა გიგა ბოკერიას იზოლაციისთვის. ახლა მელიაზე იყრის ჯავრს და ელენეს და ზურას, მელიას ჩასაძირად იყენებს თავისი მეორე ჯუჯალარის - გიორგი ვაშაძის სასარგებლოდ.
რაც მოვყევი, ამაში გასამყარებლად ძალიან გამოგადგებათ კეზერაშვილთან ფინანსურად დაკავშირებული „ექსპერტების“ და „აქტივისტების“ პოსტები - ყველა ერთხმად ერჩის მელიას და ღალატში ამხელს. (ჩანხართ ხალხო - გხედავთ), ან ზურა ჯაფარიძეს და ელენეს აქებს - სწორად იქცევიან, რადგან ქოცები მათ დაუპირისპირდნენო (სასაცილო ისაა, რომ ქოცები მაინც ბოკერიას ტენიან ზურა ჯაფარიძეზე წინ, მაგრამ ჭიაბერაშვილმა ეს რომ დაინახოს, კეზერაშვილს ნარატივი დაეშლება და ვერ ხედავს).
- თუ მელია ნაცებიდან გააგდეს, ნაცებში თავმჯდომარედ კეზერაშვილის მორჩილს დანიშნავენ, რომელიც გიორგი ვაშაძეს შეუერთებს და კეზერაშვილის ქვეშ გააერთიანებს ნაცებს. (ამოცანა ესაა, მაგრამ რა გამოუვათ ცალკე საკითხია).
მელია, ცხადია, ყველაფრის ღირსია, უბრალოდ მე მიმაჩნია, რომ ჩრდილოვანი პროცესი ამ ქვეყანას კიდევ უფრო ღრმა ჭაობში სძირავს და ამ პროცესის მხილება ეროვნულ ამოცანად მიმაჩნია.
ანუ, ჩემი მყარი ვარაუდით, ზურა არაფერს არ აერთიანებს - კეზერაშვილი აერთიანებს თავისი გავლენის ქვეშ ყველაფერს, რაშიც ფული დაუხარჯავს.
ამას ემსახურება კეზერაშვილის მართული მედიაც.
ზომბი ჟურნალისტები, კეზერაშვილის დიადი ამოცანის ინტერესების სამსახურში საქართველოს ისტორიას აყალბებენ ბოლშევიკებივით - მაგალითად, იმ დღეს ერთი გიგას სერიოზულად უმტკიცებდა რომ 2003 წელს ცვლილება ერთიანობით მიიღწა. ეს არის ტყუილი და მე არ მჯერა, რომ წერა-კითხვის მცოდნე ჟურნალისტს ამის გადამოწმება არ შეუძლია. უბრალოდ არ ანაღვლებს გადამოწმება - ისტორია ყალბდება იმის სასარგებლოდ, ვინც ფულს იხდის.
არანაირი ერთიანობა 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებამდე არ ყოფილა - ეს არის დიდი ტყუილი. ყველა პარტია იბრძოდა ცალ-ცალკე. ჟვანია და მიშა ხოცავდნენ ერთმანეთს (მახსოვს კიდეც ჟვანიასთან ბოლო ლაპარაკი - მაგან უკვე თავისი ძალა დაინახა და მე არაფერს აღარ „მიჯერებსო“ ასე მითხრა და თან ჩაის ხვრეპდა).
ძალიან დიდი უპირატესობით 3:1 მოუგეს შევარდნაძე/აბაშიძეს - თბილისშიც 3:1 მოუგეს (ჯერ ჩვენ ასე ბიძინასთვის არ მოგვიგია), შევარდნაძემ არჩევნები გააყალბა და აი მაგის შემდეგ დადგნენ სააკაშვილი - ჟვანია - ბურჯანაძე ერთად, მანამდე არ მდგარან. დანარჩენებმა - შალვა ნათელაშვილმა, ახალმა მემარჯვენეებმა და სხვებმა შევარდნაძე „დამასტეს“ და ფაქტობრივად ჰარაკირი გაიკეთეს.
უპასუხისმგებლო არაპროფესიონალები არიან ჟურნალისტები, რომლებიც ისტორიას გიყალბებენ - ასე იქცეოდნენ ბოლშევიკები. ასე ხდება როცა პოლიტიკურ პარტიებს, მედიას და სამოქალაქო აქტივისტებს ერთი ხელი აფინანსებს, რომელსაც თავისი კონკრეტული პოლიტიკური ინტერესები აქვთ - ისტორია და ფაქტები ყალბდება დამფინანსებლის სასარგებლოდ და საჯარო ინტერესი ზიანდება.
--------
ტოქსიკურია ყველა პროცესი, სადაც თამაშის წესებზე შეთანხმება ვერ ხდება.
ჩვენ შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგო შინაარსი გვქონდეს და მაინც შევძლოთ თანამშრომლობა, თუ თამაშის წესებს არ ვარღვევთ. მაგრამ თუ საერთო თამაშის წესებით არ ვიმოქმედეთ - რომელზეც შევთანხმდებით, პროცესი განწირულია. თამაშის წესებზე შეთანხმება ვერ მოხდება ვერცერთ პროცესში, რომელიც ჩრდილიდან იმართება. თამაშის წესი უკვე დაირღვა, როდესაც სამი პარტია გაერთიანდა, დანარჩენები ფაქტის წინაშე დააყენეს და ვისაც კითხვები გაგვიჩნდა ამ პროცესთან - ერთიანობის დამრღვევებად გამოგვაცხადეს.
ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს, ამ პროცესში შეიძლება რაღაც იშოვოს - მაგალითად ფული. ვისაც დასაკარგი აქვს - მაგალითად ჩვენსავით, ამომრჩეველთან ნდობის აღდგენაზე მუშაობს - ფრთხილად იყავით, კაცმა არ იცის სად აღმოჩნდებით და რა მოუნდება თქვენს ჩრდილოვან მმართველს (ჩვენი გამოცდილება გაითვალისწინეთ) და როგორ შერცხვებით.
როდესაც 2003 წლის 2 ნოემბრის მსგავს უპირატესობას მოიპოვებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილთან - ივანიშვილის დამარცხების პროცესი დაიწყება და ამ პროცესში, ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვინც სწორ პოზიციას დაიკავებს, იმიტომ რომ პროცესის მმართველი ბევრი ხალხი იქნება და ჩვენ შევეცდებით ფორმაში ვიყოთ, რომ იოლად, ფულის შანტაჟით არ გაგვწიონ პროცესიდან.
იქამდე - ტოქსიკურ გაერთიანებებს მოვერიდებით და მხოლოდ მათთან ვითანამშრომლებთ, ვინც ჩრდილიდან არ იმართება.
და კიდევ ერთი - ჩრდილოვან მართვაზე თანხმობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი და არა რაღაც ყალბ გაერთიანებებში მონაწილეობაზე უარის თქმა”- წერს ჩერგოლეიშვილი.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 08:38
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად
საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
28 მაისი 2026, 08:19
საზოგადოება
სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა
ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.
28 მაისი 2026, 08:16
რეგიონი
გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა
უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.
28 მაისი 2026, 08:08
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს
მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.
28 მაისი 2026, 08:05
პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.
28 მაისი 2026, 08:03
პოლიტიკა
„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.
28 მაისი 2026, 08:02
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან
გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.
28 მაისი 2026, 08:00
სამართალი
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა
გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
28 მაისი 2026, 03:18
მსოფლიო
ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
28 მაისი 2026, 03:07
მსოფლიო
პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს
პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.
28 მაისი 2026, 02:36
სპორტი
„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა
ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.
28 მაისი 2026, 01:44
მსოფლიო
ტრამპი ირანთან შეთანხმებაზე: თუ ეს არ იქნება ბრწყინვალე გარიგება, ჩვენ მას არ გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან შესაძლო შეთანხმების პირობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის გარიგებას დათანხმდება.
28 მაისი 2026, 00:24
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია უკრაინასთან ურთიერთობაზე: პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან. რომ ვთქვა ეს დაგვავიწყდა ვინმეს, ან ჩვენ ან საზოგადოებას, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა მოვატყუოთ და გამორიცხულია
პირადად მე, ჩვენ გუნდს და საზოგადოებას ძალიან კარგად გვახსოვს ის ნაბიჯები, რომელი ნაბიჯებიც გადაიდგა მათი მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უკრაინასთან ურთიერთობებზე საუბრისას.
28 მაისი 2026, 00:18
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: მათ რომ უთხრა, რომ თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, რადგან არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა
მათ რომ უთხრა, რომ აი თქვენ ხართ თავისუფალი და იმოქმედეთ თავისუფლად, შეიძლება საერთოდ ვეღარ იარსებონ, იმიტომ რომ მათ არ შეუძლიათ თავისუფლად არსებობა, არ იციან რას ნიშნავს დამოუკიდებლობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას. მისი თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანებ სამშობლოსთან რაიმე ბმა აქვთ.
28 მაისი 2026, 00:17
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია გორში მომხდარ ინციდენტზე: ჩვენ პატივს ვცემთ პოლიციელის მუნდირს, მაგრამ ყველგან არის რაღაც გადაცდომები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ასეთ ღირსეულ ინსტიტუციას ჩრდილს აყენებს. რაც მთავარია, გამოძიება დაწყებულია
მძიმე კადრებია სანახავად, რაც ყველაზე მთავარია გამოძიება დაწყებულია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ კადრების ნახა ნებისმიერი პოლიციელისთვისაც არასასიამოვნოა.
28 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოიხსენიებდნენ აშშ-ის პრეზიდენტს ის ადამიანები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს - ეს არის მონური სულის გამოვლინება
ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ მოიხსენიებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ის სახელი და გვარები, რომლებიც გუშინ სანთელანთებული ელოდებოდნენ რუბიოს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.
28 მაისი 2026, 00:08
მსოფლიო
POLITICO: პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო
პარტია „სუვერენული ერების ევროპა“ (ESN), რომლის წევრიც არის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), შესაძლოა კანონგარეშედ გამოცხადდეს ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამობის გამო, - წერს გამოცემა POLITICO.
28 მაისი 2026, 00:02
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია შაჰინის განცხადებაზე: ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს. ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს
ყველას უნდა, რომ რაღაც თავის სასარგებლოდ დასრულდეს, ჩვენთვის მთავარია, რომ დასრულდეს და მშვიდობა ჰქონდეს უკრაინელ ხალხს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე საუბრისას. მისივე თქმით, უკრაინა გაანადგურეს იმ ინტერესებმა, რომელიც დღეს ჩანს და იმ საშინელებამ, რაც ხდება რუსეთსა და უკრაინას შორის, პირდაპირმა სისხლისღვრამ.
27 მაისი 2026, 23:51
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია კანდელაკის „კვლევაზე“: მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან
მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ გიორგი კანდელაკის „კვლევაზე“, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.
27 მაისი 2026, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ
ხშირად ვახსენებ სერიალს, სპექტაკლს, მართლა ამას გვთავაზობენ. ციხიდან ის, მათი სულიერი ლიდერი [სააკაშვილი] გამოაქვეყნებს პოსტს, თავს დაესხმება რომელიღაც დანაყოფს, შემდეგ ეს დანაყოფი უპასუხებს, შემდეგ ესენი რიგდებიან, შემდეგ სხვა დანაყოფს დაესხმება თავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, ქვეყნისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლებას ყავდეს ღირსეული ოპონენტი, რომელიც ღირსეულ ოპონირებას პარლამენტში, საკრებულოებში.


