ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტია
ირაკლი კობახიძე
ფოტო: ქართული ოცნება
მე ნაწილობრივ შეზღუდული ვარ უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე, მაგრამ საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ნაციონალური მოძრაობა არის ჩვეულებრივი შარაგზის ყაჩაღების პარტია. ამას აკეთებდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში. 10,000-მა კაცმა მარტო სახელმწიფოს აჩუქა საკუთარი ქონება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ,,რუსთავი 2’’ ეთერში განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას მოუწია საქართველოში ხელისუფლების დათმობა და აღარ ქონდათ შესაძლებლობა ქართველების დაყაჩაღების, ამის შემდეგ, ისინი ევროპელების ძარცვაზე გადავიდნენ.
„2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტები აღარ არსებობს. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ 10,000 კაცი და ოჯახი მარტო ამ ფორმით დააყაჩაღეს. ჩემს გარშემოც არის უამრავი ფაქტი, უბრალოდ კერძო სუბიექტებზე გადააფორმებინეს უამრავი ქონება და ზოგს ერთ ლარიანი ქონება მილიონად აყიდინეს. ანუ ბევრი ფორმა ქონდათ მათ ყაჩაღობის და ადამიანების რეკეტის, მაგრამ რისი თქმა მინდა, მათ ქონდათ 10,000 ყაჩაღობის ფაქტი და ისინი აყაჩაღებდნენ ქართველებს, საქართველოს მოსახლეობას და დღეს, სწორედ ამ ნაძარცვი, სისხლიანი ფულის დაბანდება ხდება ქართულ პოლიტიკაში. მაგრამ, როდესაც მათ ამის საშუალება აღარ ქონდათ, როდესაც უკვე მოუწიათ ხელისუფლების დატოვება, ამის შემდეგ ისინი გადავიდნენ ევროპელების ძარცვაზე. ქოლცენტრი შეიძლება ბევრმა არც იცის რა არის. ქოლცენტრი არის იმაზე არანაკლებ მძიმე დანაშაული, რაც მე ვახსენე, რასაც საქართველოში აკეთებდნენ. პირდაპირ ხდება პენსიონერების დაყაჩაღება და მილიონობით თანხა იქაჩება, სწორედ ასეთი მახინჯი გზით. ეს უბრალოდ სირცხვილია, როდესაც ასეთ ადამიანებს საქართველოში აქვთ ამბიცია, რომ პოლიტიკურ პროცესებზე ქონდეთ გავლენა, ეს ხომ ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა. როგორ შეიძლება კეზერაშვილს რაიმე საერთო ქონდეს საქართველოში პოლიტიკასთან, ან ცისკარიშვილს, ან სააკაშვილს,“ - განაცხადა კობახიძემ.
ყველა სიახლე
23 აგვისტო 2026, 11:34
მსოფლიო
პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს
პოლონელმა და გერმანელმა სამხედროებმა რუსეთის საზღვართან ბეტონის დამცავი ბარიერები განათავსეს. Deutsche Welle წერს, რომ ეს პროგრამა „აღმოსავლეთ ფარის“ ნაწილია, რომლის მიზანიც პოლონეთისა და ნატოს რუსეთთან არსებული საზღვრების გამაგრებაა.
23 აგვისტო 2026, 11:34
მსოფლიო
დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს
დანია უკრაინელი დევნილების მიღების წესებს ამკაცრებს. ქვეყნის ხელისუფლება უკრაინის დასავლეთ და ცენტრალური, 14 ოლქის მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ტერიტორიებად გამოცხადებას, და შესაბამისად აღნიშნული ტერიტორიებიდან გაქცეულების მიღების აკრძალვას გეგმავს.
23 აგვისტო 2026, 11:24
მსოფლიო
ფედოროვის განცხადებით, ომის ძლიერი პოზიციიდან დასრულებაში უკრაინას კორუფცია უშლის ხელს
„უამრავი ადამიანია, რომელთაც სხვადასხვა სქემა შექმნეს და საკუთარ ინტერესებს ემსახურებიან, რის გამოც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აფერხებენ. ეს თავდაცვის სამინისტროში ყოფნისას საკუთარ თავზეც გამოვცადე. ამას ვებრძოდი. იქ ეს სქემები დავანგრიე და მათ მოქმედებას ვაჩერებდი. ბევრი სამართალდამცველი ამას მხარს უჭერს. ბევრი ადამიანი კი ასეთ სქემებს ქმნის. ეს საკითხი ერთ კონკრეტულ პროექტს ან ხელისუფლების რომელიმე ერთ შტოს არ ეხება. უკვე აღარ გვიკვირს უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი ჩანაწერების გამოჩენა. ისინი ყოველ კვირას რომ გამოქვეყნდეს, უკვე იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთელ საზოგადოებას ესმის - ყველა იპარავს, მაგრამ ეს ნორმალური არ არის“, - აცხადებს ფედოროვი.
23 აგვისტო 2026, 11:24
მსოფლიო
„დარწმუნებული ვარ, შედეგის მიღწევას შევძლებთ“ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა. იოჰან ვადეფული გეგმავს ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განხილვას, კერძოდ, უპილოტო სისტემების ერთობლივ შემუშავებას, ასევე უკრაინასა და გერმანიას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.
23 აგვისტო 2026, 11:22
მსოფლიო
უკრაინამ „ოზონის“ კიდევ ერთ საწყობს დაარტყა
უკრაინა რუსულ ეკონომიკაზე დარტყმებს განაგრძობს. კომპანია „ოზონის“ საწყობი ორენბურგის ოლქში გაანადგურა. ეს კომპანიის მეორე ჰაბია, რომელიც უკრაინული დრონების სამიზნე გახდა. წინა დღით, დრონებმა „ოზონის“ საწყობი სამარაში დააზიანეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვილ ცენტრებზე სისტემატური დარტყმებით მოწინააღმდეგის ლოჯისტიკას ართულებს და ნეგატიური გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე.
23 აგვისტო 2026, 11:16
რეგიონი
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს პარლამენტის წევრები, ასევე მუსიკოსი და ტელეწამყვანი გია ბაღაშვილი შეხვდნენ. ინტერაქციულ რეჟიმში სტუმრებმა ახალგაზრდებს თავიანთი პროფესიული გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობის როლზე იმსჯელეს. სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით მოისმინეს მათი მოსაზრებები.
23 აგვისტო 2026, 11:10
მსოფლიო
რა ვითარებაა ყაზახეთში, სადაც ახალ პარლამენტს ირჩევენ. „ქრონიკა“ ასტანიდან
5 საათია, ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 12-მა მილიონმა ამომრჩეველმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. ახალი კონსტიტუციით იცლება საკანონმდებლო ორგანოს მოწყობის წესი. ასტანაში იმყოფება „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი, რომელიც არჩევნების მსვლელობას აკვირდება.
23 აგვისტო 2026, 11:06
კულტურა
ბათუმში ნუცა ბუზალაძის სოლო შოუს პრემიერა გაიმართა
ამერიკელი მუსიკოსებისგან შემდგარ ბენდთან ერთად მომღერალმა ახალი სიმღერები და მსმენელისთვის საყვარელი ქართული და უცხოური კომპოზიციები, ახალი არანჟირებით შეასრულა. ნუცას ლაივ შოუმ სცენაზე ცოცხალი მუსიკა, ცეკვა, ქართველ შემსრულებლები, თანამედროვე სასცენო ტექნოლოგიები და თეატრალიზებული სანახაობა გააერთიანა. მომღერალი ახალ სოლო შოუს სულ მალე ლოს-ანჯელესშიც წარადგენს.
23 აგვისტო 2026, 10:56
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება🏀
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს ისრაელთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. თამაში თბილისში, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება. შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება.
23 აგვისტო 2026, 10:55
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბანაკი დაიწყო, რომელშიც 6 ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) 60 ახალგაზრდა მონაწილეობს. მონაწილეები ტექნოლოგიებისა და ბიზნესის მიმართულების სტუდენტები არიან.
23 აგვისტო 2026, 10:37
მსოფლიო
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
კენჭისყრა ადგილობრივი დროით 07:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა პირველი ოფიციალური შედეგები მხოლოდ შუაღამის შემდეგ გამოქვეყნდება, რადგან ამ დრომდე ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია.
23 აგვისტო 2026, 09:57
პოლიტიკა
დავით საყვარელიძე: 2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ მძიმედ აისახა. წინა დღეს სხვა განწყობა იყო, ხალხში მაინც იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დავით საყვარელიძე იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევარ ნაბიჯში იდგა. მისი თქმით, ომის დაწყებამ საზოგადოების განწყობა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი უეცრად უმძიმეს რეალობად იქცა.
22 აგვისტო 2026, 21:58
სპორტი
სანდრო ყურაშვილი 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონია
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.
22 აგვისტო 2026, 21:30
მსოფლიო
მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გერმანიაში ხელისუფლების მილიტარისტულ პოლიტიკას აპროტესტებენ. მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას, რაც თავდაცვის ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, პროტესტი ამჯერად ბერლინში გამოუცხადეს და ხელისუფლებას სოციალური სექტორის დაფინანსების გაზრდისკენ მოუწოდეს.
22 აგვისტო 2026, 20:36
მსოფლიო
ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან
ახალი კონსტიტუციით, ორპალატიანი პარლამენტი ერთპალატიანად გარდაიქმნება. ასტანაში არჩევნებს „ქრონიკა“ გააშუქებს.
22 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრევენციისთვის სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, პიკური აქტივობის პერიოდში მზეზე ყოფნა შეზღუდონ. ატარონ ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე.
22 აგვისტო 2026, 20:28
პოლიტიკა
ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პატიმარი სააკაშვილი კი ირწმუნება, რომ მისი პარტია უფრო ძვირი ღირს, ვიდრე გვარამიას ჰგონია და ფასის დაკლებას არ აპირებს. ასევე, სააკაშვილი თანამებრძოლებს მოუწოდებს წარსულში დატოვონ ყოფილები, რადგან სიბინძურეებით გაიყიდნენ.
22 აგვისტო 2026, 20:18
სამართალი
აღკვეთილი ნარკოდანაშაულები, სამართალდამცველების ეფექტიანი ბრძოლა, ამოღებული დიდი ოდენობით ნივთიერებები და კიდევ რამდენიმე დაკავებული. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველი სამართალდამცველები რეგულარულად ატარებენ ოპერაციებს და ნარკოტიკების გასაღების მცდელობისთვის როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკავებენ.
22 აგვისტო 2026, 20:15
რეგიონი
უნიკალური კურორტის ახალი სიცოცხლე - აბასთუმანს ისტორიული იერსახე შეუნარჩუნდება და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა მოეწყობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უკვე განხორციელებულია. გზის რეაბილიტაცია კი სამცხე-ჯავახეთს იმერეთთან, ბევრად უსაფრთხო და კომფორტული მონაკვეთით დააკავშირებს. პროექტებს საფუძველი „ფონდმა ქართუმ“ ჩაუყარა.
22 აგვისტო 2026, 19:09
რეგიონი
რევაზ სოხაძე: აბასთუმანში ინფრასტრუქტურული პროექტების მთავარი მიზანი, კურორტის განვითარება და უნიკალური გარემოს შენარჩუნებაა
საქართველოს მთავრობისთვის აბასთუმნის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გაეცნო.


